შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ასეთია ზოგადად პატარა ერების ბედი.მას ვინმე ძლიერი უნდა ჰყავდეს გვერდში, თორემ გადათელავენ და ამ კოსმოპოლიზმის ხანაში რომელიმე დიდი სახელმწიფო \"ჩაყლაპავს\"-დესერტად მიაყოლებს ჩვენს საქართველოს.
ბუბუ გეთანხმები.. თუ გინდა თავი შეინარჩუნო.. თუმცა არსებობს ერთი წვრილმანიც:) შემორჩენას რაც ეხება.. ჯუნგლებშიც შემორჩნენ ტომები, არ ვიცი ეს ღმერთის განგებაა თუ შემთხვევითობა...:)
კიდევ ერთი...კომუნისტების დროს თუ სიტყვის თავისუფლება არ გვქნონდა ეხლა ხომ გვაქვს რას ვაკეთებთ?მარტო ვყვირივართ მაშინ საჭმელი,სამსახური,განათლება მაინც არ გვქონდა საძებნი და ეხლა....სახლს რომ ვერ ნახავს 13 წელი კაცი ეგაა ცხოვრება(მე პირადად)თავისუფლება,დემოკრატია სიტყვით კარგია მაგრამ არც თავისუფლები ვართ არ დემოკრატები ისევ მონები ვართ მაგრამ ეხლა არა რუსების როგორაც ვამბობდით აქამდე არამედ ამერიკელების.
გამიკვირდა შენგან ასეტი განცხადება:)(არამედ ამერიკელების მონები) ......... სოციალისტურ წყობას ქონდა თავისი დადაბითი თვისებები, ამას არავინ უარჰყოფს, მაგრამ როგირც პრაქტიკამ დაგვანახა ( ეს ექსპერიენტი კომუნისტებმა ჩაატარეს თითმის ყველა რასაში თუ ეროვნებაში )) იგი არ მუშაობს, ჯირჯერობით ყოველ შემთხვევაში.. ზემოთაღნიშნულ ჩამონათვალს რაც შეეხება.. სამასხური . განათლება საჭმელი..შორს რომ არ წავიდეთ უბრალოდ პარალელი გავავლოთ იგივე პროფესიის ხალხს სად მეტი გასაქანი და საშუალება ქონდა. სოციალიზმში თუ კაპიტალიზმში.. მთავარი ის არის რომ როგორც კაცობრიობა დროდადრო იხვეცება ასევე ჩვენც , ვვითარდებით ->ქართველები. თუ გვინდა , რომ ჩვენ ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ჩვენ ევროპისაკენ უნდა წავიდეთ, თუმცა არ გამოვრიცხავ გარკვეულ კერზო გადახალისებებს \"ქართული გადახრებით\")
2 აპრილი, 2008 რას დაჰპირდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს ბუქარესტის სამიტზე გამგზავრების წინ
ბუქარესტში, ნატო-ს სამიტზე, გამგზავრების წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ევროპასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის სურვილი და სწრაფვა ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს და განსაზღვრეს, როგორც “ჩვენი ნავსაყუდელი”. რა შედეგებს მოგვიტანს სამიტი, ამაზე ბევრიც ითქვა და ბევრიც დაიწერა: ახლა უახლოესი დღეები გადაწყვეტს, არის თუ არა საქართველო მზად, ითანამშრომლოს და იმეგობროს მსოფლიოს იმ მოწინავე ქვეყნებთან, რომლებთან დაახლოებაც მთავარი ამოცანაა საქართველოს მუდმივი თავისუფლების, დაცულობისა და საზღვრების ურღვევობის უზრუნველსაყოფად.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რა ნაბიჯებს გადადგამს ნატო საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ ბუქარესტის სამიტი საქართველოს ნატოსკენ წარმატებით სვლის მნიშვნელოვან დეკლარაციად გადაიქცევა.
საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც გაზეთ “კომერსანტის” მიერ შედგენილ მსოფლიოს სახელმწიფოთა ყველაზე ახალგაზრდა მეთაურების ტოპ-ათეულში შევიდა და, საგულისხმოა, რომ ამ რეიტინგში მხოლოდ ხალხისგან არჩეული ლიდერები არიან წარმოდგენილნი, დარწმუნებულია, ბუქარესტის სამიტის შედეგად საქართველოს მნიშვნელოვნად დაახლოებაში ნატო-სა და მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან. მას სჯერა, რომ ალიანსში სრულ გაწევრიანებას გაცილებით მეტი მუშაობა, ხანგრძლივი პროცესი და კიდევ არაერთი სამიტი დასჭირდება.
ბუქარესტში კი პრეზიდენტი მიდის იმ რწმენით, რომ საქართველოს ევროპაში დაბრუნება არა მხოლოდ გამოსავალია დღევანდელი მდგომარეობიდან, არამედ ქვეყნის ყველაზე ფუნდამენტური და ისტორიული ორიენტირი.
პრეზიდენტის თქმით, ბუქარესტის სამიტზე იგი შეეცდება ნატოს წევრი ქვეყნების დარწმუნებას იმაში, რომ საქართველო ნამდვილად აფასებს და შეთვისებული აქვს ნატოს წევრი სახელმწიფოების დემოკრატიული და მშვიდობისმოყვარული ფასეულობები და უკვე შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ნატოს სხვადასხვა სახის ოპერაციებში ისევე, როგორც ამას დიდი წარმატებით ახორციელებს ერაყში. გარდა ამისა, როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა სამიტზე გამგზავრების წინ, საქართველოს მიზანი არ არის მხოლოდ ცალმხრივად ისარგებლოს ნატოს დაცვის სისტემებით, არამედ ჩვენ ავიღებთ სრულ პასუხისმგებლობას, სოლიდურად დავუდგეთ გვერდში მთელ ალიანსს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდა ატლანტისტთა სამიტზე სიტყვით გამოვა. 3 აპრილს კი დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა როგორც ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სამუშაო ლანჩზე, ასევე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ნატო-ს არაწევრ ISAF-ის კონტრიბუტორ ქვეყნებთან შეხვედრაზე.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ბუქარესტში გაემგზავრნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, დეპუტატები კოტე გაბაშვილი და ნიკა რურუა.
სამიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები. მიხეილ სააკაშვილი რუმინეთის პრეზიდენტის ტრაიან ბასესკუს სახელით გამართულ კულტურულ ღონისძიებებსაც დაესწრება.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი დღეს დაიწყება და 4 აპრილამდე გაგრძელდება.
მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც დღეს მეტად აქტუალურია და სასწრაფოდ გადაწყვეტას მოითხოვს.
“ნატოს წევრობა შექმნის ფუნდამენტურ გარანტიას საქართველოს ტერიტორიული ურღვევობისა და სტაბილურობისთვის - გარანტიას, რომელიც საქართველოში მოიზიდავს დიდ ეკონომიკურ ინტერესებს და დიდ საინვესტიციო კაპიტალს, რაც გამოიყვანს საქართველოს უმუშევრობის კოშმარიდან და შემოიტანს კეთილდღეობას ჩვენს ოჯახებში” - განაცხადა პრეზიდენტმა.
“მიხეილ სააკაშვილის თქმით ევროპული ეკონომიკის გავლენით უნდა დაარსდეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი ქალაქები - ოჩამჩირე, სოხუმი, ფოთი, ბიჭვინთა და ქუთაისი. “ჩვენი წინაპრები მაშინდელი ევროპის ეკონომიკურ სისტემაში ცხოვრობდნენ და მათთან ერთად ევროპულ ფინანსურ სისტემაში მიმოქცევაში იყო ჩვენი პირველი ეროვნული ვალუტა - კოლხური თეთრი, რომელიც მთელ ევროპაში მოძრაობდა”, - განაცხადა პრეზიდენტმა და საქართველოსა და ევროპის ისტორიულ ურთიერთობებზე ისაუბრა.
“ჩვენ გადატანილი გვაქვს ომები და კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ომისაგან ქვეყნის დაცვა”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. ნატო-სკენ და ევროპისკენ სწრაფვის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად იგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ასახელებს და აცხადებს, რომ შორს არ არის დღე, როდესაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთელი ტერიტორია ერთიანი და განუყოფელი საქართველოს შემადგენლობაში იქნება.
პრეზიდენტი თავის გამოსვლაში შეეხო რუსეთ-საქართველოს შემდგომი ურთიერთობის თემასაც, რომელიც არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ მოსახლეობისთვისაც მეტად საჭირბოროტოა. მისი თქმით, იგი შეეცდება აუხსნას პუტინს ამის შესახებ, რათა სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესებასთან ერთად, თანამშრომლობით მოგვარდეს კონფლიქტები და უზრუველყოფილ იქნას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს იურისდიქციაში სრულად დაბრუნება.
სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციაა და საქართველოს რუსეთთან კეთილმეზობლური, თანასწორი და პარტნიორული ურთიერთობის ქონა ქვეყნისა და ხალხის საერთო-ეროვნულ ინტერესში შედის.
“ამ ურთიერთობის დასამყარებლად, ამ ურთიერთობის გადასარჩენად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია... სანამ შესაძლებელია”,-განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა
თუ ბუქარესტის სამიტმა უზრუნველყო საქართველოს წარმომადგენლობის იმედიანი დაბრუნება თბილისში, ხელისუფლება უფრო დარწმუნდება თავის ძალაში და არჩევნებშიც უფრო თავდაჯერებულად მიიღებს მონაწილეობას. ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა. მანამდე კი, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ძალას არ დაზოგავს, რათა ბუქარესტიდან იმედგაცრუება არ ჩამოგვიტანოს.
ადვოკატები 7 აპრილიდან გაფიცვების დაწყებას გეგმავენ. როგორც გუშინ “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში” გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატებმა განაცხადეს, შეიქმნა საგაფიცვო კომიტეტი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ორშაბათიდან დაიწყოს გაფიცვები, არ გამოცხადდნენ სასამართლოებში და არ მიიღონ პროცესებში მონაწილეობა. ადვოკატების პროტესტი სასამართლოებში არსებულ ვითარებას უკავშირდება. კერძოდ, დამცველები აცხადებენ, რომ სასამართლოებში გადაწყვეტილებების მიღება პროკურატურის ინტერესების სასარგებლოდ ხდება და ადვოკატის ინსტიტუტი საერთოდ იგნორირებულია. მათივე განამარტებით, ადვოკატთა გაფიცვის დაწყებას ბიძგი მალხაზ ჯანგირაშვილის შიმშილობის აქციამ მისცა, რომელიც 23-ე დღეა შიმშილობს.
საგაფიცვო კომიტეტის წევრის, ადვოკატ ლალი აფციაურის განცხადებით, ყველა სასამართლოში შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც გააკონტროლებენ იმას, ამა თუ იმ სასამართლოში უნდა მივიდეს თუ არა რომელიმე ადვოკატი “ადვოკატთა ასოციაციიდან”. მისივე თქმით, საგაფიცვო კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” აღმასრულებელმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
ასოციაციის თავმჯდომარის კახა ასლანიშვილის განცხადებით, იგი დღესვე იწვევს აღმასრულებელი საბჭოს სხდომას. საბჭოს, კანონის მიხედვით, უფლება აქვს, რომ ასლანიშვილის გადაწყვეტილების თანახმად, სამ დღეში შედგეს აღმასრულებელი საბჭოს სხდომა და მიიღოს გადაწყვეტილება, რომ სასამართლო პროცესებზე აღარ ივლიან და მას პროტესტს გამოუცხადებს.
ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის თქმით, ხელისუფლებას მათი ეშინია და თუ გაერთიანდებიან, ხელისუფლება ლმობიერი და დამთმობი იქნება. “თუ არ გავიფიცებით, პროცესების ბლოკირებას თუ არ მოვახდენთ, საკანონმდებლო ცვლილებები არ გავა”, - განაცხადა ხატიაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიციის და პროკურატურის ინტერესებს იცავს. “ჩვენი უფლებები ვერ დაგვიცვია და სხვა ადამიანების ინტერესებს როგორ დავიცავთ”, - აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა. მანვე მადლობა გადაუხადა ასოციაციის თავმჯდომარე კახა ასლანიშვილს “ადვოკატთა ასოციაციის” გვერდში დგომისთვის. მისივე თქმით, ყველა უნდა გაიფიცოს, რადგან ევროსასამართლოს მე-6 მუხლი, რომელიც ეხება სამართლიან სასამართლოს და ადამიანის უფლებათა დაცვას, იქნას სასამართლოს განაჩენებში გათვალისწინებული.
ადვოკატები მოითხოვენ, რომ სწორედ ევროკონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით გამოიტანოს მოსამართლემ გადაწყვეტილება, რომელიც არის დაფუძნებული სასამართლოს სამართლიანობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე. კახა ასლანიშვილის განცხადებით, ბოლო დროს დაიწყო პროცესები, რომელიც შეუქცევადი ხასიათისა.
“ჩვენ ველოდებოდით თქვენს პროტესტს. ცალკეული ადვოკატები ცალ-ცალკე გამოხატავდნენ პროტესტს. მათ ყოველთვის ვეუბნებოდით, რომ მოსულიყვნენ და ეს ასოციაციის ფარგლებში გაეკეთებინათ”, - განაცხადა კახა ასლანიშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ “გათითოკაცებული ადვოკატები” მიზანს ვერ მიაღწევენ და საერთო ძალებით უნდა ებრძოლონ სასამართლოში არსებულ სიტუაციას.
ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებულია 3 781 ადვოკატი და როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ აღმასრულებელი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, ყველა ადვოკატისთვის იქნება ეს გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულო. მანვე დასძინა, რომ მათი ასოციაციის წევრები არიან ასევე იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ფინანსდებიან იუსტიციის სამინისტროს მიერ და შესაძლებელია, ისინი აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებას არ დათანხმდნენ.
თუ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა ადვოკატების საგაფიცვო კომიტეტის მიერ გამოცხადებულ ბრძოლას, ადვოკატების პროტესტი უფრო მწვავე ხასიათს მიიღებს და დღის წესრიგში ასოციაციის თავმჯდომარის კახა ასლანიშვილის გადადგომის საკითხი დადგება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საგაფიცვო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ გადაწყვეტილება დღეს, 18.00 საათისთვის უნდა გამოაცხადოს.
როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, თუ აღმასრულებელი საბჭო არ შეუერთდა საგაფიცვო კომიტეტს, მაშინ არ არის გამორიცხული, ადვოკატების შიმშილობის აქციები და გაფიცვები ქვეყნის ყველა რაიონში გავრცელდეს.
ასოციაციის თავმჯდომარემ მხარდაჭერის მზადყოფნა გუშინ გამოთქვა, თუმცა ოფიციალური გადაწყვეტილება საბჭომ დღეს უნდა გამოაცხადოს.
დღეს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ადვოკატები სახალხო დამცველის ოფისთან შეიკრიბებიან, სადაც მალხაზ ჯანგირაშვილი შიმშილობს.
რა შინაარსის წერილით მიმართა ძებნილმა ვალერი გელბახიანმა სოზარ სუბარს ძებნილი ვალერი გელბახიანი საქართველოს სახალხო დამცველ სოზარ სუბარს წერილით მიმართავს. გელბახიანის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აღნიშნულ წერილს ომბუდსმენს დღეს გადასცემს. როგორც ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, წერილში გელბახიანი ხაზს უსვამს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკანონოდ აღიძრა და პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
გელბახიანი ომბუდსმენს ამ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას სთხოვს, რომელშიც სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების გარდა, დამოუკიდებელი მედია საშუალებების წარმომადგენლები და საზოგადოების ცნობილი და პატიოსანი სახეები უნდა შევიდნენ.
იმ შემთხვევაში, თუ ეს კომისია დაასკვნის, რომ გელბახიანი დამნაშავეა, ადვოკატის განცხადებით, ვალერი გელბახიანი მზად არის საქართველოში ჩამოვიდეს და სასჯელი მოიხადოს.
პროკურატურა ვალერი გელბახიანს ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზებაში სდებს ბრალს.
ხელისუფლებაზე ზეწოლას სთხოვს თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას და კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავებაზე სათანადო რეაგირებას სთხოვს. როგორც ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დე-ფაქტო სახელმწიფო კომიტეტი იუწყება, შესაბამისი შინაარსის წერილებით ჯიოევმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ტერი დევისს, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ილკა კანერვას, გაეროსა და ნატოში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს - ვიტალი ჩურკინსა და დიმიტრი როგოზინს მიმართა.
დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო დე-ფაქტო რესპუბლიკისა და მისი მოქალაქეების მიმართ პოლიტიკურ ტერორს ახორციელებს. წერილში ასევე ნათქვამია, რომ კონფლიქტის ზონაში საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლებისა და შეიარაღებული ფორმირებების ყოფნით ქართული მხარე არსებულ შეთანხმებებს არღვევს.
“2004 წლიდან ამ პოლიტიკას სამხრეთ ოსეთში 50 ადამიანი შეეწირა, ათეულობით ადამიანი კი დაიჭრა. ბოლო თვის განმავლობაში სამხრეთ ოსეთში საქართველოს მიერ ორგანიზებული სამი ტერაქტი განხორციელდა, რომელთა დროს სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაიჭრა და კიდევ 20 დაზარალდა”, - ნათქვამია ჯიოევის წერილში.
აქვე საუბარია იმის შესახებ, რომ ქართული მხარე ოსურ სოფლებს ბლოკადაში ამყოფებს, რის შედეგადაც ეს სოფლები უსაფრთხოების გარანტიებსა და საკვებ პროდუქტებს მოკლებულნი არიან. ჯიოევი ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტის ზონაში ვითარების დესტაბილიზება და ნატოს სამიტის წინ ოსური მხარის შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩათრევა სურს.
დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, სამიტზე დადებითი პასუხის შემთხვევაში საქართველო კონფლიქტის გადასაჭრელად ალიანსის წევრი ქვეყნების შესაძლებლობების მიმართვას შეეცდება. აღნიშნული ტენდენციის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის გულგრილობის გამო ჯიოევი მწუხარებას გამოთქვამს.
“შექმნილ ვითარებაში აუცილებელია, ავტორიტეტულმა ინსტიტუტებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდონ, რეალობა ადეკვატურად მიიღოს, ადამიანის უფლებები დაიცვას, რეგიონში ვითარების შემდგომი დაძაბვა შეწყვიტოს და კონფლიქტის მოსაგვარებლად პოლიტიკური დიალოგი განაახლოს”, -აცხადებს მურატ ჯიოევი.
თეკლა დიდი მადლობა ამ მასალებისთვის, ისე ადვოკატებს ასეთი გადაწყვეტილბა ადრე უნდა მიეღოდ, მიუხედავად იმისა შიმშილობის ძალიან წინააღმდეგი ვარ,მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, საერთოდ ადვოკატურა არსებობს საქართველოში? არ არსებობს ადვოკატი რომელიც ნებისმიერ პროცეს დაიცავს ზეწოლის გარეშე, მათ ჩვენს ქვეყანაში ყველა დამცველის ფუნქცია ცამორთმეული აქვთ და წარმოიდგინეთ მსჯავრდებული დამცველის გარეშე, მაგრამ ჩვენ ხომ უნიკალური ხალხი ვართ......როდემდეეეეეეეეეეეეს!
რატომ დადგა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ 3 აპრილი, 2008
ბუქარესტში, რუმინეთის პრეზიდენტის ტრაიან ბასესკუს რეზიდენციაში, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერთა სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს საქართველოსა და უკრაინისთვის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი.
ამასთან დაკავშირებით პროგნოზები სხვადასხვაგვარია. როგორც დღეს დილით “Evronews”-ის კორესპონდენტმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში არც ელიან, თუმცა მის პარალელურად ვრცელდება სრულიად საპირისპირო ინფორმაციაც. “საქართველომ შესაძლოა დღეს MAP-ი მიიღოს”, - ამის შესახებ გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.
მისი განცხადებით საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება ნატო-ს გადასაწყვეტია და რუსეთი ამაში ვერ ჩაერევა.
მისივე თქმით, საქართველო ნატო-ში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და მრავალი ქვეყნის მხარდაჭერით სარგებლობს.
“Evronews”-ის კორესპონდენტის განცხადებით კი საქართველო სწორედ რომ ვერ აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს, რაც ნატო-ს წევრი ქვეყნისთვის აუცილებელია და, ამასთანავე, ის კონფლიქტური სიტუაციები, რაც ქვეყანაში არსებობს, ნამდვილად ხელისშემშლელი პირობაა ამ ეტაპზე ნაბიჯის წინ გადასადგმელად. “რაც შეეხება უკრაინას, იქ პრობლემა ის არის, რომ მოსახლეობის უმრავლესობას თუ არა, ნაწილს მაინც ნატო-ში შესვლა არ სურს. და თუ სურს, მაშინ ეს ოფიციალურად რეფერენდუმის შედეგების სახით უნდა იყოს დადასტურებული”,- განაცხადა “Evronews”-ის კორესპონდენტმა.
ნატო-ს წევრ ქვეყნებს უკრაინისა და საქართველოსათვის MAP-ის მინიჭების თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, - იუწყება სააგენტო “რია.ნოვოსტი” ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპპატურაის განცხადებაზე დაყრდნობით.
“მათ ( ნატო-ს ლიდერებს) მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, თუ რა პასუხი მისცენ ამ ორ ქვეყანას”,-აღნიშნავს აპპატურაი.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებისათვის აუცილებელია, რომ ნატო-ს წევრებმა კონსენსუსს მიაღწიონ.
“უკრაინის და საქართველოს ხელმძღვანელობა ბუქარესტის სამიტზე MAP-ის მიღებაზე იმედს ამყარებდნენ, რაც არ ითვლება ალიანსის წევრობის გარანტად, მაგრამ ამ გზაზე ეს აუცილებელი ეტაპია”, -აღნიშნავს ჯეიმს აპპატურაი.
სხვაგვარი დამოკიდებულება გამოიჩინა ნატო-ს სამხედრო საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღებასთან დაკავშირებით. იგი წინააღმდეგია და, მისი აზრით, ნატო-ს წევრობამ შიდაპოლიტიკური წინააღმდეგობები და ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის სიტუაციის გართულებები არ უნდა გამოიწვიოს.
სამაგიეროდ, სხეფერი დარწმუნებულია, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან.
ამის შესახებ განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ბუქარესტში, მარშალის ფონდის ორგანიზებით გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
იაპ დე ჰოოპ სხეფერის თქმით, იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბუქარესტის სამიტზე ამ ორი ქვეყნისათვის MAP-ის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, ალიანსი საქართველოსა და უკრაინის ამ ორგანიზაციაში წევრობის უფლებას მხარს დაუჭერს.
თავის მხრივ კი, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს უკომპრომისობისკენ მოუწოდა. “ალიანსის წევრებმა არ უნდა დაუთმონ რუსებს, რომლებიც საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების კატეგორიული წინააღმდეგები არიან. რუსეთს კარგი არ სურს ნატოსთვის. არ მაქვს ილუზია, რომ ალიანსის წევრები დღეს ღამით მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩვენთვის სამოქმედო გეგმის მონიჭების შესახებ, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ნატოსთვის ჭეშმარიტების მომენტია”, - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბუქარესტში ინდივიდუალური პროგრამით გათვალისწინებულ შეხვედრებს აგრძელებს. თუმცა მის დღევანდელ განცხადებაში იმედი უფრო მეტია, ვიდრე დარწმუნებული ტონი. როგორც ჩანს, ყველაფერი არც თუ ისე შედეგიანად დამთავრდება. გერმანიას მხარი დაუჭირა საფრანგეთმაც და, სავარაუდოა, რომ ევროპის ამ “დიდწონიან” სახელმწიფოთა აზრი ბევრისთვის მისაღები იქნება.
დღეს, სამუშაო სადილზე, რომელსაც ოცდაექვსივე ქვეყნის წარმომადგენლობა დაესწრება, გადაწყდება საკითხი - მოვიპოვებთ თუ არა ნატო-ში ყოფნის უფლებას. ამ გადაწყვეტილებას კი, სავარაუდოდ, ხვალ ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი გაახმოვანებს.
რეპორტაჟი მომზადებულია “ინტერპრესნიუსის” მასალების გამოყენებით
3 აპრილი, 2008 ევროკომისიის წარმომადგენლობა დღეს პრესკონფერენციას გამართავს ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ელჩი პერ ეკლუნდი დღეს პრესკონფერენციას გამართავს. საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ცნობით, პრესკონფერენცია ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის შესახებ პირველი შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებას მიეძღვნება.
პრესკონფერენცია დღეს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების კომისრის ბენიტა ფერერო-ვალდნერის მიერ ბრიუსელში დაგეგმილ პრესკონფერენციას ემთხვევა, რომელიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებისთვის (მათ შორის საქართველოსთვის) შუალედური ანგარიშების ოფიციალურად გამოქვეყნებას ეხება.
საქართველოსთვის ეს არის პირველი ანგარიში, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გეგმის მიღებიდან (2006 წლის ნოემბერი) დღემდე შეაფასებს.