↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მიხეილ სააკაშვილი პარლამენტს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს

2008 წლის 16 09, სამშაბათი - 19:00

პრეზიდენტი მიხეილ საააკაშვილი თავისი გუნდის წევრებს იმ ყოველწლიურ ანგარიშის დეტალებს აცნობს, რომლითაც დღეს, 20:00 საათზე საკანონმდებლო ორგამოში წარსდგება.
პრეზიდენტისა და უმრავლესობის წევრთა საუბარი შეეხება საქართველოს ბიუჯეტს, რომელიც 275 მილიონს შეადგენს. ასევე, _ აგვისტოს მოვლენებსა და იმ შედეგებს, რაც რუსულმა აგრესიამ საქართველოში დატოვა. საუბარი ასევე, შეეხება ნატოს, მაპის მიღების მნიშვნელობასა და ნატოს დელეგაციის ვიზიტს საქათველოში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რა მოხდა კოდორის ხეობაში? ეს არის კითხვა, რომელიც ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ჩვენს ქვეყანაში. კოდორის უბრძოლველად დათმობა, მოსახლეობის ევაკუაცია და შემდგომ ჯარისმიერ ხეობის დატოვება, შეიძლება ითქვას, თვალის დახამხამებაში მოხდა. არადა, კოდორის ხეობა იყო აფხაზეთის ტერიტორიის ერთადერთი ადგილი, რომელსაც ქართული მხარე აკონტროლებდა.
არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოდორის ხეობის დატოვებისას ქართულმა შეანერთებმა არ გაანადგურეს საბრძოლო ტექნიკა. ოფიციალური სტრუქტურები ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ საუბრობენ და უცნობია მათი დუმილი სადამდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ქართული ჯარის მიერ ხეობის დატოვებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დაუდასტურებელი ინფორმაცია არსებობს. მავანის აზრით, აფხაზებმა ქართულ შენაერთებს ხეობიდან კორიდორი გაუკეთეს და ამიტომ არ გაანადგურეს ტექნიკა;

მეორე ვერსიით,თითქოს, თბილისის ხელშეუხებლობის გარანტად ჩვენმა ხელისუფლებამ კოდორი დათმო. რეალურად რა მოხდა ხეობაში, ამ კითხვას ალბათ მალე გაეცემა პასუხი, ისევე როგორც იმ უამრავ კითხვებს, რაც ომის შემდგომ გაჩნდა ჩვენს საზოგადოებაში.

თუმცა, კოდორიდან გამოსული ადამიანები ამბობენ, რომ ჯარს საბრძოლო ტექნიკა არ გაუნადგურებია: “ჩვენი ჯარი ისე გამოვიდა ხეობიდან, რომ მათ არც ერთი შეიარაღება არ გაუნადგურებიათ.”-ამბობს კოდორელი ა. ს.

როგორ აფასებენ ხეობაში განვითარებულ მოვლენებ ექსპერტები? კოდორთან დაკავშირებულ ამბებს “სპეციფიურს” უწოდებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ხეობაში განვითარებული მოვლენების გარკვევას დრო სჭირდება.

- “ჩემთვის ამოუცნობია და პასუხს ვერავინ მცემს თუ რატომ დატოვეს ფოთის პორტში, სენაკისა და გორის სამხედრო ბაზებზე იარაღი. ეს იყო ღალატი. კოდორთან დაკავშირებით იგივეს ვერ ვიტყვი, მაგრამ საერთო ჯამში ღალატი, რომ იყო ეს იგრძნობა. ღალატი შეიძლება იყოს კონკრეტული ოფიცრების მხრიდან ან უფრო მაღალი დონის გენერალიტეტიდან.

- “ეს ომია და მეთაური, რომელიც ასე იქცევა მას მოღალატე ჰქვია. ასევე ტექნიკის შენახვის თვალსაზრისით; ვიღაცამ თავისი საბრძოლო ტექნიკა გადაარჩინა; მაგალითად, როგორც გადარჩა ავიაცია და ზოგიერთი მნიშვნელოვანი შეიარაღების სახეობა. ზოგმაკიდევ თავისი შეიარაღება მიატოვა. თუ ეს არ იყო გამიზნულიღალატი, მაშინ ეს იყო უტვინობა და შიში, რასაც ასევე ღალატი ჰქვია.” - ამბობს არეშიძე.

მისივე თქმით, კოდორთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია არსებობს: “არის ვერსია, რომ ხეობა თბილისში გაიცვალა, კიდევ ის რომ, ვიღაცამ იქიდან გამოსვლის ბრძანება გასცა. პრაქტიკულად, გზა, რომლითაც ჩვენი ჯარისკაცები გამოვიდნენ, რუსეთს თავისუფლად შეეძლო დაებობმა. შეიძლება ზედმეტი სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით ასეთ პირობასაც ჰქონოდა ადგილი - თქვენ გადით და ხელს არ გახლებთ. ამის დაბეჯითებით თქმა არ შემიძლია”.

- “ის რომ, გორის სამხედრო ობიექტებზე ჩარჩა ამდენი იარაღი - ამის პატიება არ შეიძლება. ჩვენ დავკარგეთ რამდენიმე თვითმავალი მძიმე საარტილერიო საშუალება, რომელიც დიდი ფული ღირს; ავტომატებს კიდევ არა უშავს, მაგრამ ის იარაღი, რომელიც ჩვენ დავკარგეთ, ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლებოდა. საპოლიციო “კობრა”, რომელიც რუსებმა ცხინვალიდან წაიღეს, ბრძოლით არის მოპოვებული. ის დაზიანდა და მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა. რუსებმა ეს იარაღები სხვადასხვანაირად მიიტაცეს, ზოგი ბრძოლის ველიდან, ზოგი საწყობიდან წამოიღეს. იარაღი, რომელიც საწყობიდან წამოიღეს, მასზე პასუხისმგებელ ადამიანებს პასუხი უნდა მოეთხოვოთ. ხელისუფლება ცდილობს ეს არ გაახმაუროს”. - ამბობს არეშიძე.

სამხედრო ექსპერტ ირაკლი სესიაშვილს დაბეჯითებით საუბარი უჭირს, დატოვა თუ არა ჯარმა კოდორში საბრძოლო ტექნიკა. ამასთან დაკავშირებით, მას ორი ინფორმაცია გააჩნია: რომ იარაღი გაანადგურეს, მეორე ცნობით კი იარაღი არ გაუნადგურებიათ. ასეა თუ ისე, ექსპერტი თვლის, რომ უკან დახევის დროს საბრძოლო ტექნიკის განადგურება აუცილებელია.

- “საუკუნეების მანძილზე, უკან დახევისას, მტერს არ უტოვებდნენ არანაირ რესუსრს - არც საკვებს, არც ტყვია-წამალს და სხვაი ნფრასტუქტურას. მათი განადგურება ხდება, რომ მოწინააღმდეგემ ვერ გამოიყენოს. თუმცა, აგვისტოს მოვლენებმა ცხადყო, რომ ამ თვალსაზრისით, ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო; არ არსებობდა არანაირი გეგმა, ამ მიმართულებით არ იყო კოორდინაცია და ა.შ. იარაღის განადგურება, გამოტანა შესაძლებელი იყო და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს ჩვენი ხელისუფლების მოქმედებებში დაშვებულ შეცდომებზე”.

- “ჩვენ ვნახეთ, რუსებმა სენაკიდან და ფოთიდან სწრაფმავალი სადესანტო კატერები როგორ გაიტანეს. არადა, სულ მარტივად შეიძლებოდა მათი წყლიდან ამოყვანა და თუნდაც მოსახლეობაში გადამალვა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს დაშვებულ შეცდომებზე. როდესაც ქვეყანაში თავდაცვის სფეროსკენ ამხელა თანხებია მიმართული და მერე ყველა ვხედავთ, როგორ ხდება ამ თანხების არამიზნობრივად გახარჯვა; რაც ნაყიდი გვაქვს იმასაც მტერს და ოკუპანტებს ასე მარტივად ვატანთ, ამაზე პასუხი უნდა მივიღოთ მთავრსარდლისგან, ვინ იყო ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, ამ ვითარებაში ადეკვატური რეაგირება რატომ არ მოახდინახელისუფლებამ.”-ამბობს სესიაშვილი.

მისივე თქმით, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტმა ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ამით“პირდაპირ იყო მინიშნებული, რომ კოდორში განლაგებულ ჩვენს პოლიციურ თუ სამხედრო ძალებს, ჩვენი ხელისუფლება დახმარებას არ აღმოუჩენდა”. - “თუ იმის სურვილი გაგვიჩნდებოდა, რომ ჩვენი თანამოქალაქენი ჩახოცილიყვნენ, მაშინ რა მიზნით, რისთვის? პრეზიდენტი ცეცხლის შეწვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იმ დროს, როდესაც კოდორში თავდაცვითი ღონისძიება მიმდინარეობს. ხელისუფლებამ არანაირი დახმარება არ აღმოუჩინა კოდორში განლაგებული სამხედრო ძალებს. ელემენტარული კომუნიკაცია არ არსებობდა. ფაქტობრივად,მათ არც კი იცოდნენ პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილების შესახებ.” - ამბობს სესიაშვილი.

კოდორში განვითარებულ მოვლენებს “გასაიდუმლოებულს” უწოდებს სამხედრო ექსპერტი, გიორგი მელითაური. იგი ამბობს, რომ მისთვის ცნობილია მხოლოდ ის რომ, აფხაზებმა კორიდორი გააკეთეს და ამგვარად ქართულ ჯარს იქაურობის დატოვების საშუალება მისცეს.

- “რეალურად კოდორში ბრძოლები არ დაფიქსირებულა, რასაც ჩვენი ხელისუფლება არც უარყოფს და არც ადასტურებს. არანაირი ოფიციალური მონაცემები კოდორის შესახებ აქამდე არ გამიგია. 93-იან წლებშიც კი, საბრძოლო ტექნიკა, რომელიც მწყობრში იყო კოდორის გარეთ გამოიყვანეს ანუ იქ ტექნიკა არ დაგვიტოვებია. ახლა რა მოხდა, თუ მართლა დატოვეს, მაშინ რის საფუძველზე დატოვეს?”

- “საკითხავია, როგორ გამოვიდნენ ჩვენი ჯარები, აფხაზებმა მართლა გაუკეთეს თუ არა კორიდორი; იყო თუ არა მოლაპარაკება, რომ ჯარი გამოსულიყო და მძიმე ტექნიკა დაეტოვებინათ; შეიძლება სწორედ ამის საფუძველზე მოხდა კოდორიდან ჩვენი ჯარის გამოსვლა არ ვიცი. არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში მძიმე ტექნიკის გაუნადგურებლად დატოვება დანაშაულია.” - ამბობს მელითაური.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
[”ინტერპრესნიუსი”]
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა მარშალის ცენტრში გამოსვლით რუსეთს საერთაშორისო იზოლაციისკენ გზა დაულოცა.
როგორც ცისკარიშვილმა განაცხადა, რაისმა რუსეთს შეგონების სახით მწყობრი და არგუმენტირებული მესიჯი გაუგზავნა, მაგრამ საეჭვოა, რომ გამარჯვების ეიფორიაში მყოფი რუსეთის ხელმძღვანელობა ვაშინგტონიდან მიღებულ რჩევას გაითვალისწინებს.

მისივე თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა პირველად გამიჯნა ერთმანეთისგან რუსეთის ხელმძღვანელობა და რუსი ხალხი და აღნიშნა, რომ რუსი ხალხის ინტერესებში არ არის რუსეთის ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაცია.

ცისკარიშვილის მტკიცებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გამოსვლაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო იმის კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ აშშ საქართველოს კონფლიქტური რეგიონების საკითხი, ანუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და ვაშინგტონი თბილისს ეკონომიკის აღორძინებაში დაეხმარება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
თუკი რუსეთის პრეზიდენტის ბიზნესმენებს სოჭში ხვდება, მისი ქართველი კოლეგა ანალოგიურ შეხვედრებს თბილისში მართავს. ორივე ღონისძიების ერთი მიზანი აქვს - გადარჩეს ქვეყნების ეკონომიკა.
განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ სააკაშვილი ადგილობრივი ბიზნესმენებით კმაყოფილდება, პუტინი კი საერთაშორისო მასშტაბებს გადაწვდა. რუსეთის ეკონომიკა გაცილებით მძიმე მდგომარებაშია და მხოლოდ ადგილობრივი ძალებით მისი რეინიმაცია შეუძლებელია.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” ბიზნესნესმენებს შეხვდა, საუბარი შეეხო ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და ეკონომიკაში შექმნილ ვითარებას.

პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად ომისა, ეკონომიკური კატასტროფა თავიდან არის აცილებული. ”ყველა ეკონომიკური დახმარება სტაბილიზაციას, რეანიმაციასა და ეკონომიკის იმ წერტილიდან დაძვრას ემსახურება, რომელშიც იმყოფება”, - განაცხადა სააკაშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 750-მილიონიან დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე მნიშვნელოვან ბანკთან საკრედიტო ხაზების გასახსნელად, რათა საბანკო სექტორმა სრულფასოვანი ფუნქციონირება და პროგრამების ამოქმედება შეძლოს.

სააკაშვილის აზრით, ”რუსეთ-საქართველოს ომმა საქართველოს ეკონომიკა დააზარალა, რუსული ეკონომიკა კი კატასტროფის წინაშე დააყენა”. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ქართველ ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ”რუსეთს ომის შედეგად წარმოუდგენელი რამ დაემართა და როდესაც ის აცხადებს, რომ არაფერი მომხდარა, საქმე მართლა ძალიან ცუდად აქვს”.

- ”მართალია, ამ ომმა ჩვენი ეკონომიკაც მნიშვნელოვნადდააზარალა, თუმცა რუსული ეკონომიკა რეალურად კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. ჩვენ ძალიან დიდი გამოცდა ჩავაბარეთ და წინ პატარ-პატარა ჩათვლები გველის. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა,ქართული ეკონომიკა კიდევ უფრო განვითარდეს, ამისათვის კი თავდაუზოგავი შრომაა საჭირო”, - განაცხადა სააკაშვილმადა დასძინა, რომ ქართულმა ეკონომიკამ განვითარება მომავალი წლიდან კიდევ უფრო მეტი ძალით უნდა განაგრძოს.

მან მადლობა გადაუხადა იმ ბიზნესმენებს, რომლებმაც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ახალი საქმე წამოიწყეს და ხელი შეუწყვეს მოქალაქეების დასაქმებას.

- ”უნდა ვეცადოთ, რომ შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი. მადლობას ვუხდი იმ ბიზნესმენებს, ვინც ახალი საქმე წამოიწყო და მოქალაქეების დასაქმებას ხელი შეუწყო”, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა აღიარა, რომ წლეულს ბიუჯეტში ორნიშნა ზრდა იყო მოსალოდნელი, რაც, სავარაუდოდ, აღარ მოხდება, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ადგილი არ ექნება რეცესიას.

სააკაშვილის არარელურ ოპტიმიზმს რატომღაც იზიარებენ სარეთაშორისო ინსტიტუტებით. ამის დასტურია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზები. თუმცა, სავალუტო ფონდი ყოველთვის ლოიალური იყო ამჟამინდელი მთავრობისადმი და მისი პოზიცია გასაკვირი არც არის.

სავალუტო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მიუხედავად ყველაფრისა საქართველოში წლის ბოლოსთვის 8%-იანი ინფლაცია იქნება.

ფასთა მატება ასეთივე იქნება 2009 წელსაც. რის საფუძველზე აკეთებს ფონდი ასეთ ოპტიმისტურ პროგნოზს, გაურკვეველია. ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკიც კი აღიარებს, რომ ქვეყანაში 12%-იანი ინფლაციია.

მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე, სავალუტო ფონდის მონაცემებით, წელს 2895 დოლარს მიაღწევს, ხოლო 2009 წელს - 3167 დოლარს. შედარებისთვის, 2006 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1800 დოლარი იყო, ხოლო 2007 წელს - 2324 დოლარი.

ქვეყნის ეკონომიკა, ოფიციალური მონაცემებით, 2006 წელს9,4%-ით გაიზარდა, ხოლო 2007 წელს - 12,4%-ით. საქართველოსმთავრობა მშპ-ს ზრდას რუსეთთან კონფლიქტამდე ასევე ორნიშნამაჩვენებელზე ვარაუდობდა.

სავალუტო ფონდის უაზრო ოპტიმიზს კატეგორიულად არ ეთანხმებიან ქართველი ექსპერტები. ”მიჭირს დაზუსტება, საერთაშორისო სავალუტო ფონდს რა აძლევს ასეთი პროგნოზირების საფუძველს, ასეთი ვარაუდი მეტისმეტად ოპტიმისტურია.

ამჯერად ჩვენ გვაქვს ორნიშნა ინფლაცია და რამდენად მოხერხდება მისი 8% ნიშნულზე დაყვანა, პასუხის გაცემა ძნელია. რა თქმა უნდა, სინამდვილეში ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით მეტი იქნება”, - აცხადებს ექსპერტი სოსო არჩვაძე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაკარგული ჯარისკაცების მშობლები ხელისუფლებისგან, თავიანთი შვილების ადგილსამყოფელის დასადგენად, დახმარებას ითხოვენ.
დაკარგული ჯარისკაცების დედები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ აღნიშნული მოთხოვნა ორი კვირის წინაც დააყენეს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან პასუხი ამგვარი იყო, რომ ბევრი დაჭრილი ჯარისკაცი ბესლანისა და ვლადიკავკაზის საავადმყოფოებში გადიოდა მკურნალობას, ბევრი კი შეიარაღებული დაპირისპირებისას ტყეში იყო გახიზნული და აქედან გამომდინარე არ ჩანდნენ, თუმცა რამდენიმე ოჯახი აცხადებს, რომ მათ მიეცათ საშუალება, რომ გადაემოწმებინათ ბესლანისა და ვლადიკავკაზის საავადმყოფოებში მათი შვილები, მაგრამ დაჭრილი ჯარისკაცები იქ არ აღმოჩნდნენ. აქედან გამომდინარე, დაკარგული ჯარისკაცების ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ მათი შვილები დაიღუპნენ, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური წყაროები არაფერს ამბობენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined27 Jul 2008
Posts2
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩვენ ყველას გვაქვს საშუალება ჩვენი აზრის გამოთქმის,ასე არ არის?
ერთი წამით დავივიწყოთ ისტორია.ის რაც 7-8 აგვისტოს მოხდა ჰყავს მხოლოდ, და არა მხოლოდ ერთი დამნაშავე,ეს გახლავთ საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტი რომელიც მხოლოდ დასავლეთისკენ იყურება,ქართველებს ქართულადაც არ ელაპარაკება.ზიზღი აქვს რუსი ადამიანისადმი.დაფიქრდით ძალიან გთხოვთ-ამდენი თანხის, ამდენი მსხვერპლის,განადგურების, დრო იყო ეხლა?მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე საზღვარს გარეთ ლუკმა პურის საშოვნელად ნებისმიერ სამუშაოზე თანხმდებიან, ოჟახებს რომ დაეხმარონ.მაინცდამაინც სააკაშვილით იწყება და მთავრდება ჩვენი ისტორია.აღარ გაკადრებთ, რომ გაგახსენოთ ჩვენი წინაპრები:აბა ვაჟაფშაველა,გრიგოლ რობაქიძე..რომელი ერთი გითხრათ. ჩვენი ენა.დამწერლობა,რელიგია, ეკლესია მონატრები.და რაც მთავარია თვით ჩვენი მიწა-წყალი!საქართველო ჩვენია და არა სააკას-შვილის.გთხოვთ აიკრძალოს საქართველოში იარაღის შემოზიდვა.ზემოთ მეგობარმა, მოდერადორმა აზრი გამოთქვა და მინდა ნაწილობრივ დავეთანხმო-ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება. დრო,დრო დგვჭირდება,რამდენი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ვისა სთხოვ რომ აიკრძალოს საქართველოში იარაღის შემოზიდვა,დესპანელებს?გავიგე რომ სააკაშვილი არ გიყვარს მაგრამ ჩვენ რითი შეგვიძლია რომ დაგეხმაროთ, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ჩვენი,შეხედულება მიმდინარე პროცესებზე.სააკაშვილით ნამდვილად არც იწყება და არც მთავრდება საქართველოს ისტორია ღმერთმა დაგვიფაროს.მაგრამ სად იყო სააკაშვილი როცა საქართველოდან მიგრაცია დაიწყო.და არა მგონია მისი შეცვლის მერე შეწყდეს,ღმერთმა ქნას ასე მოხდეს,ეს ყველა ჩვენგანის ნატვრაა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
პროტესტის ნიშნად პედაგოგმა რუსული ენის სწავლებაზე უარი თქვა

[გელა მთივლიშვილი]
გურჯაანის №2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ზინა ლუაშვილმა პროტესტის ნიშნად მოსწავლეებისთვის რუსული ენის სწავლებაზე უარი თქვა. შესაბამისი განცხადებით მან სკოლის დირექციას გუშინ მიმართა.

- ”მე რუსულ ენას სიყვარულით ვასწავლიდი, მაგრამ ის, რაც აგვისტოში მშობლიურ მიწაზე ვნახე, სიყვარული სიძულვილმა შეცვალა. არ შემიძლია ქართველ ბავშვებს მტრის ენა ვასწავლო”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ზინა ლუაშვილი გურჯაანის სკოლაში რუსულ ენას 30 წელზე მეტია ასწავლის. მას წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის არაერთი ჯილდო და მადლობა აქვს მიღებული. ზინა ლუაშვილი გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მარტო, სოციალურად გაჭირვებულ მდგომარეობაში ცხოვრობს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის (Argument.ge) გახდა ცნობილი, პედაგოგს ბანკიდან სესხიც აქვს გამოტანილი. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ენის სწავლებაზე უარის თქმით, პედაგოგი შემოსავლის გარეშე დარჩა, ზინა ლუაშვილის განცხადებით, ამ ფაქტორს გადაწყვეტილების მიღებისას ხელი არ შეუშლია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
მეგაფონი დააჯარიმეს
19.09.08 16:33

რუსული კავშირგაბმულობის კომპანია დააჯარიმეს. ფიჭურ კომპანია ”მეგაფონს” 500 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზიის გარეშე მოქმედებს.

”მეგაფონი” სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას ფარავდა. რუსული ინტერვენციის შემდეგ დაფარვის არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და კონფლიქტის ზონას გასცდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ”მეგაფონი” ტექნიკურ პრობლემებს უქმნის საქართველოში ლიცენზირებულ მობილურ კომპანიებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
პირიქით,ზინა მასწავლებელო,პირიქით,მტრის ენა კარგად უნდა გესმოდეს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ბრაიან ადამსი რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულთათვის სკოლას ააშენებს
ლეგენდარული კანადელი მომღერალი ბრაიან ადამსი რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულთათვის სკოლას ააშენებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აცნობა, რომელიც თბილისში ჩამოსულ მომღერალს დილით პირადად შეხვდა. "მომღერალმა აღნიშნა, რომ შეძრულია რუსული აგრესიით და მზადაა, მცირედი წვლილი შეიტანოს რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად" – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, მან ბრაიან ადამსს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "საქართველოს ხელისუფლება მაღალ შეფასებას აძლევს იმ საქველმოქმედო მისიას, რომლის განხორციელებაც მომღერალმა ქვეყნისა და აგრესიის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად გადაწყვიტა". "პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენ გვაქვს უზარმაზარი მხარდაჭერა არა მარტო სხვადასხვა ქვეყნების, არამედ მსოფლიო დონის ვარსკვლავების მხრიდან" – დასძინა პრეზიდენტმა. როგორც ცნობილია, ლეგენდარული კანადელი მომღერალი დღეს რიყეზე გრანდიოზულ საქველმოქმედო აქციას გამართავს. შემოსული თანხა მთლიანად ომის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას მოხმარდება.

http://english.aljazeera.net/programmes ... 69899.html

http://www.express.co.uk/posts/view/622 ... in-Georgia

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ტავსხმა წვიმაა თბილისში

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საქართველოში 8-12 აგვისტოს მიმდინარე საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ სარკოზი-მედვედევის მიერ 12 აგვისტოს მოსკოვში მიღწეული შეთანხმების მე-6 პუნქტი საკამათო რომ გახდებოდა, იმთავითვე ცხადი იყო, რადგანაც შეთანხმებაზე მხარეთა წარმომადგენლების მიერ ავტოგრაფების დასმისთანავე, მოლაპარაკებების მთავარი ფიგურანტები, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სწორედ მე-6 პუნქტთან დაკავშირებით აბსოლუტურად განსხვავებულ კომენტარს აკეთებდნენ.

შეთანხმების მე-6 პუნქტზე მხარეთა წარმომადგენლების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციები იმდენად განსხვავებული აღმოჩნდა, რომ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი დებულებები კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა.

ევროკავშირი და აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და მიიჩნევს, რომ 12 აგვისტოს შეთანხმება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თბილისის სუვერენიტეტს ითვალისწინებდა, რუსული მხარის მტკიცებით, იმავე 12 აგვისტოს შეთანხმებით თბილისმა იურიდიულად დაკარგა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე სუვერენიტეტის უფლება, ამ და სხვა მიზეზთა გამო მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 26 აგვისტოს ოფიციალურად აღიარა.

შეთანხმების მე-6 პუნქტზე აზრთა სხვადასხვაობასა და რუსული პოზიციის ~შეუვალობაზე~ უკანასკნელი სამი კვირაა ხაზგასმით მიუთითებს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი. საპირისპიროს ამტკიცებს მოლაპარაკებათა პროცესის აქტიური მონაწილე და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარი ხავიერ სოლანა. მთელი ეს პერიოდი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეთანხმების მე-6 პუნქტზე აზრთა სხვადასხვაობა თარგმანისა და თარჯიმანთა შეცდომებს უკავშირდებოდა.

ვენაში გამართულმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომამ, რომელზეც უნდა მიღებულიყო გადაწყვეტილება საქართველოში ეუთოს დამკვირებელთა 80-კაციანი ჯგუფის გაგზავნის შესახებ, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ შეთანხმების მე-6 პუნქტზე ბრიუსელის, მოსკოვისა და თბილისის განსხვავებული დამოკიდებულება 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების გადაულახავ პრობლემად იქცა.

12 აგვისტოს შეთანხმების საკამათო საკითხებზე სასაუბროდ რუსული ~ნოვაია გაზეტა~ თარჯიმანთა წრეებში ავტორიტეტულ პიროვნებას, საბჭოთა კავშირის ექს-პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვის პირად თარჯიმანს, ამჟამად გორბაჩოვის ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს პავლე პალაჟჩენკოს ესაუბრა.

გაზეთი გამოცდილ თარჯიმანს პოლიტიკოსებთან მუშაობისას თარგმნის სირთულეების დეტალებზე ესაუბრა. საუბარი ასევე შეეხო 12 აგვისტოს შეთანხმების საკამათო მე-6 პუნქტის მიღების სავარაუდო დეტალებს. გთავაზობთ ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელშიც ნათლად ჩანს საკამათო პუნქტზე რუსეთში ერთ-ერთი გამოცდილი თარჯიმნის პოზიცია.

~თარგმანის სიძნელეებზე~ კამათმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, თქვენი აზრით, რატომ?

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა მაშინ, როცა მას შეეკითხნენ თუ რაში მდგომარეობს ცნობილ შეთანხმებაში მე-6 პუნქტთან დაკავშირებით შეუთანხმებლობის მიზეზი, მან უპასუხა, რომ მიზეზი, ~როგორც ყოველთვის, თარგმანშია~. თარჯიმნების თანამეგობრობაში ამ თემაზე საუბარი დაიწყო. სხვადასხვა საიტებზე დისკუსიებიც კი იყო, ვიღაც ხარობდა კიდეც.
პირველ ყოვლისა უნდა ითქვას, რომ კუშნერის ნათქვამი იყო ირონია, რომელიც ყველამ როდი აღიქვა ირონიად. მეორეც, მას ხომ არ უთქვამს, რომ მომხდარში თარჯიმნები იყვნენ დამნაშავე.

რა თქმა უნდა, ფორმულირებებში - ~სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში უსაფრთხოება~ და ~სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის უსაფრთხოება~ არის განსხვავება, მაგრამ თარჯიმანს უბრალოდ არ შეეძლო ასეთი შეცდომის დაშვება. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ეს იყო დიპლომატების მცდელობა მიესადაგებინათ ფორმულირება თავისი პირვანდელი პოზიციისთვის. დიმიტრი მედვედევის პირვანდელი ფორმულირება, რომელიც ნიკოლა სარკოზიმ გაიმეორა იყო: ~სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის უსაფრთხოება~, (რუსულ ვარიანტში - ყოველგვარი წინდებულის გარეშე, ქართულ ვარიანტში - ყოველგვარი უკანასართის, გარეშე )

ჩემი აზრით, რუსეთიც და ევროკავშირიც უნდა მიჰყოლოდა და გაეზიარებინა 12 აგვისტოს პოზიცია, მაგრამ ვიღაცამ ბაგირის გადაწევა დაიწყო. მოკლედ, მე ვიცავ თარჯიმნებს და ამას ვაკეთებ არა მარტო პროფესიული სოლიდარობის გამო.

ყველაფერი პოლიტიკას და არა ლინგვისტიკას უკავშირდება. თუ არის მოლაპარაკებებისა და კომპრომისებზე წასვლის სურვილი, ამგვარი რაღაცები პრობლემა არ არის. თუ ასეთი სურვილი არ არის, შეიძლება წინსართების ამოღება. ისე, უმჯობესია არ ითამაშო სიტყვებით.

ყველა მოლაპარაკებებზე კონკურენციას უწევს ორი ტენდენცია - მოლაპარაკებებზე თავისი პოზიციისათვის რაც შეიძლება მეტი გამოადნო. ხანდახან დიპლომატებს ჰგონიათ, რომ ლინგვისტური ეშმაკობებით შეუძლიათ მიზნის მიღწევა. ჩემი გამოცდილებით ვამბობ, რომ ეს ასე არ არის.

ამის კიდევ ერთი მაგალითია შემთხვევა სიტყვებთან, ჯარების ~უკანდახევა~-სა (отвод) და ~გაყვანა~-სთან (вывод) დაკავშირებით. აქ უკვე ჩვენი მხრიდან იყო ამ სიტყვების განსხვავებაზე თამაშის მცდელობა. სიტყვა ~უკანდახევით~ (отвод) ჩვენები შეეცადნენ დაესაბუთებინად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეყვანილი რუსეთის ჯარის გაუყვანლობა.

ეს კი, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება მედვედევ-სარკოზის მიერ 12 აგვისტოს ხელმოწერილ შეთანხმებას. რუსეთის პრეზიდენტმა, როგორც მთავარსარდალმა 12 აგვისტოს მოლაპარაკებების შედეგების შეჯამებისას წაიკითხა ტექსტი და ჯარებთან დაკავშირებით ახსენა სწორედ სიტყვა ~გაყვანა~ (вывод), თანაც იმ პოზიციებზე, რომელიც მათ საომარი მოქმედებების დაწყებამდე ეკავათ.

ჯარების "უკანდახევაზე" (отвод) დაჟინებული მოთხოვნა არასწორია. ვინაიდან, ~უკანდახევა~ (отвод) _ ეს არის, როცა რაღაც მოქმედება ხორციელდება ერთი ქვეყნის ფარგლებში.

შესაძლებელია ჩაითვალოს, რომ საკუთრივ ქართული ტერიტორიიდან სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში ~უკანდახევა~ (отвод), რუსეთის მხრიდან იმის ირიბი აღიარებაა, რომ ორივე რესპუბლიკა რჩება სუვერენული საქართველოს ნაწილად?

ასე გამოდის. სწორედ ამიტომაა, რომ სიტყვა ~უკანდახევა~ (отвод) ჩვენს ოფიციალურ პოზიციას არ ემთხვევა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ასე რომ უკეთესი იქნებოდა, გენერლები ლინგვისტიკაში არ ერეოდნენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ცისკარიშვილი: "სააკაშვილის გადადგომას არა მარტო საქართველოსა და რუსეთში, არამედ დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაშიც ელიან"
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის ინფორმაციით, "სააკაშვილის გადადგომას არა მარტო საქართველოსა და რუსეთში, არამედ დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაშიც ელიან". თუმცა "მომლოდინე ქვეყნების" დასახელებისგან მან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. როგორც ცისკარიშვილმა "პირველთან" საუბარში განაცხადა, "სააკაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის გაყენების მოლოდინი ნამდვილად არსებობს. საქართველოს პირველი პირის გადადგომას არა მარტო რუსეთში და საქართველოში, არამედ დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაშიც ელიან, თუმცა საქართველოს ხელისუფლების არაკონსტიტუციურად გადაყენების საკითხს ვერცერთ ქვეყანაში ვერ მიიღებენ, რადგან ეს გადაწყვეტილება თავად სააკაშვილის მისაღებია". აღსანიშნავია, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ოპოზიციის ნაწილმა სააკაშვილის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა მოითხოვა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
წელს გაზრდილ პენსიას 100-120 ათასი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი მიიღებს

წელს გაზრდილ პენსიას 100-120 ათასი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი მიიღებს. აღსანიშნავია, რომ პენსიები 70 ლარამდე გაზაფხულიდან მხოლოდ საპენსიო ასაკის პირებისთვის გაიზარდა, რამაც თავის დროზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ პენსია 70 ლარამდე მომავალი წლიდან უნდა გაზრდოდათ, თუმცა ბიუჯეტში ცვლილების შედეგად, შესაძლოა მათთვის საჭირო თანხები მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც გამოიძებნოს.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი