bubusuna wrote:ციტატა:
ვაააა, ორიგონშიც წავსულვააააართ=zer=

ელჩი, მთელი დესპანი თუ ჩამოვიდა შენთან, მაშინ ნახე, დასაწური კი არა, საჭმელი ყურძენი აღარ დაგრჩება=haa=

(ეს ხუმრობით).
მადლობა დაპატიჟებისთვის.=sher=

მეც ვიმღერებ მაქსიმასთან ერთად შენს ზვრებში მრავალჟამიერს=ae=

ზვრები არ მაქვს,მაგრამ კაი მოზრდილი ხეივანი კი გავჭიმე, ამ ხნი განმავლობაში.
აქაური ყურძნის ღვინო, უკვე მააქვს.
ჩვენი "დირბულა" იგვიანებს. ყოველთვის ეგრე იყო ხოლმე და აქ რაღა შეცვლიდა.
ჰოდა, საჭმელად სხვა ჯიშისა მაქვს, თეთრი, ქართლის ატენური.
ჯერ ბევრი არ არის და საღვინედ ვერ"ვიმეტებ", იძულებულს მხდის სხვა დავამატო.
ცოცხალი თავით, "ალქიმიკოსობას" არ დავიწყებ და არ "გავაფუჭებ".
მოვა მაგის დროც,როცა ატენურითაც გაუმასპინძლდები, გულით და სულით მოსულს.
თუ არ მესტუმრებით და მე ეს ღვინო წამლად კი არ მინდა გამოვიყენო, მთელ სახლში სარკეები მაქვს დაყენებული, საითაც არ უნდა გავიხედო,ერთი კაი ქეიფს მონატრებული კაცი მხვდება ყველგან.
მე თქვენ გეტყვით და სადღეგრძელოები არ ვიცით?
დაფიქრდით, სანამ ბილეთები იშოვება.

თუ არა და ჩვენი ღვინო, ყოველთვის მაქვს შენახული.