შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
მანა-ხომ კარგად მიცნობ? ნაბულა-თქვეც გაქვთ,რაღაც წარმოდგენა ჩემზე, ხომ ასეა?
არც მე და არც ჩემს ძმას, სამხედრო ბილეთში არ გვიწერია, ომის მონაწილეები, თუ ვიყავით.ერთი პატარა წარწერაც არ არსებობს იმ დაგლეჯილ წიგნაკებში,თუ ჩვენს თავს, რა გადახდა.
ჩვენცა გვყავდა დედა და ეხლაც გვყავს, სახლიდან გასვლისას, ეს გვითხრა მხოლოდ: -შვილებო სხვისას ხელი არ მოჰკიდოთ და სახლში არ მოიტანოთო. -არ შემარცხვინოთ და არ მატიროთო. -დატირებით,დაგიტირებთო.
მე გოგოების მამა ვარ, მაგათთან ერთად შევაკლავ თავს მტერს და ბოლომდე ვემსახურები ჩემს ქვეყანას. არ დავინდობ ჩემს თავსაც და შვილებსაც, ოღონდაც ქვეყანას, ჩემს სამშობლოს ეღირსოს დ ი დ ე ბ ა.
დაუფიქრდით სხვებიც, მე რატომ ვფიქრობ და ვცხოვრობ ასეთი წესით?
საკონტრაქტო სამსახური ვრელდება ოფიცრებზე, ხოლო სავალდებული კი ჯარისკაცებზე ,მაგრამ ნატოში შესვლის შემდეგ სულ სხვა მოდელები იქნება, მაგალითად ამერიკის სავალდებული სამსახურის მოდელი ჩვენ გამოგვადგება ,მერე ნახეთ რამდენი მოისურვებს ჯარში მსახურობას.
ჯარი-სამხედრო სამსახური ,სავალდებულოა ისეთი პატარა ქვეყნისთვის ,როგორიც საქართველოა. მხოლოდ ომი,სადაც პარალელს ვავლებთ წინა საუკუნეებს და ვიხსენებთ თუ როგორ ბრძოლობდნენ ჩვენი წინაპრები ,მაშინ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ბრძოლის ველზე მეფე წინ მიუძღოდა ქართველ მებრძოლებს და ყველა ფლანგს ხელმძღვანელობდა თავად აზნაურობა ,მეფის რანგში დღევანდელი პრეზიდენტია ,ხოლო თავად აზნაურობის კი მთავრობის წარმომადგენლები რა თქმა უნდა სხვა ხანა და ეპოქაა , მაგრამ ძალიან ადვილია სხვის შვილებზე ლაპარაკი. თავგანწირვაზე და პატრიოტობაზე ,სადაც მოსახლეობას უყიჟინებენ სამშობლო მიწის დაცვას და თვითონ თავიანთი ოჯახებით გარბიან საზღვარგარეთ, ცოტა ძნელია მაგ შემთხვევაში ემოციებზე აყოლა,რადგან ყოველთვის ზარალდება უბრალო მოქალაქეები ,შემდეგ არც გახსენება და არც დაფასება აღარააქვთ იმ დაღუპულ ხალხს, ვინც ნამდვილად სამშობლოს სიყვარულში გულანთებულნი დაეცნენ,ჩვენ ნუ მივედრებით ნურც ისრაელს და ნურც ამერიკას ,იქ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები უზრუნველყოფილნი და შეღავათებით არიან მთელი ცხოვრება, ეს არ არის დიდი იმედი ,მაგრამ მთლად იგნორი და დაუფასებლობა ცოტა ძნელია . ნამდვილად დღევანდელ პირობებში ვაჟი რომ მყავდეს არ გავუშვებდი . არა იმიტომ რომ სამშობლო არ მიყვარს ,უბრალოდ ბინძურ პოლიტიკურ თამაშს უაზროდ არ შევწირავდი