↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Aug 2008
Posts18
კარმა0
OFFLINEPROFILE
ღამის ბუღში, ჩამალული ბედისწერა
ცხოვრებისგან დაკვეთილი გულის ტკენა ,
ოცნებებში ჩაკარგული აღმაფრენა
მთვარის შუქზე დალანდული ლექსის ცერა

გულს უკაწრავს ახალგზრდა მოხუცს ,
მოკლე დროში განვლო დიდი ერა
და ისწავლა სიყვარულის წერა
მაგრამ მაინც ვერ გაუგო ვერა

განგებამაც დაამთავრა წერა
აქ მთავრდება მისი ბედისწერა,
ალიონი ვეღარ აფრთხობს ყორნებს
დასჩხავიან სიყვერულის მორევს

არ ახუნდის ქვეყნის, არე მარე,
ერთადერთი მისი ძმაა მთვარე
მაგრამ ისიც ვერ აუვსებს ძალებს
რადგან მანაც ვერ გაუგო ხარვეზს

ვერ გაუღებს ის მომავლის კარებს.
ჟამთა სვლისგან გაელეწა კერა
ერთადერთი შერჩა ლექსის წერა
დროებისგან დატანჯული ერა

აქ მთავრდება ჩემი ბედისწერა..... .მ. ნ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
თავს დატრიალებს ქართულ მიწას, ძვლებით გაპოხილს
სული ქართული გაჟღენთილი ვნებით, ამბოხით,
ვერ ეგუება უძრაობას მიწყივ მბორგავი,
უტეხი, მტკიცე, ქედუხრელი, შეუბორკავი.

დასაბამიდან უფალივით ჯვარზე გაკრული,
თვისტომთან კუშტი, უცხოსათვის თავგადაკლული,
კეთილი, უხვი, ქედმაღალი, სათნო, მიმნდობი,
არმოშიშარი ქარმეხის და უამინდობის.

თერგივით შლეგი, ენგურივით მხნე და მედგარი,
მტკვარივით დინჯი, არაგვივით დაუდეგარი,
ბოროტთან მბრძოლი და ქომაგი ყველა ჩაგრულის,
ღარიბ-ღატაკის განმკითხავი, ბრძენი მსაჯული,

ბავშვივით ბრიყვი და ბრძენივით ყოვლისმცნობელი,
მგზნებარე, დინჯი, გულწყნარიც და დაუნდობელიც.
წყალობდა ღმერთი მოთმინების ნიჭით აღჭურვილს,
რამდენ კოჭლ თემურს შეერკინა, რამდენ საჭურისს.

ახლაც ჩვენთან არს, ჩვენზე ფიქრით ათენ-აღამებს,
თავს დატრიალებს მცხეთას, გელათს, კრწანისს, ნაღვარევს,
ეალერსება ოქროს საბლით მოზომილ მხარეს,
ხან ნეტარებს, ხან სიამტკბილობს, ხან ცრემლს ღვრის ცხარეს,

ხან სინანულის ცრემლი თუთქავს, როგორც ალმური,
რადგან მცირე ვართ, სხვა ხალხის დგას აქ ჟრიამული;
როდესაც ცოდვის ტრიალია და გვიჭირს მეტად,
დაბლა ჩამოდის და გვადგია თავს ნათლის სვეტად.

როს ერის სულში უსაშველო ბოღმა გროვდება,
ნანგრევებიდან ისმის მისი ოხვრა-გოდება.
წუხს, რომ კვლავ ისევ უდარდელად ვუზივართ სუფრას
და საქართველოს სხნას ავედრებს ყოვლისმძლე უფალს.

ხან ცადაზდულ სვეტიცხოველს თავზე ეხვევა,
ერს სასომიხდილს განუმტკიცებს რწმენის ხერხემალს.
ახალ გმირს უხმობს, როს არისხებს ზარებს ქაშვეთის,
მწარედ იგონებს ოშკს და ხახულს თვალებდაშრეტილს,

ამოწმებს – ერის მღვიძარება ხომ არ გამქრალა,
ხომ არ დაგვღუპა იმ მზაკვარმა ბოლოქანქალამ.
ხან საგანგებოდ გადაგვიშლის საღმრთო წერილს და
კოპებშეკრული გადმოგვცქერის მყინვარწვერიდან.

გვასწავლის როგორ გამოვკვეთოთ ქვაში მტევანი,
როგორ გავხადო სიტყვა უფრო ღრმა და ტევადი,
როგორ ვუშველოთ მამულს ფუტკრის სკასავით აშლილს,
ანდა უფალი ვით შევიცნოთ საკუთარ თავში,

ხან მეხივით სჭექს, ხან უნაზეს ჰანგად იღვრება,
ხან კი გაბმული ქვითინია მისი სიმღერა.
მიყვარს, როდესაც ცისფერ ფრთებით ზეცას მოიარს,
ჩაკრულოდ, ლილედ, კრიმანჭულად და ოდოიად.

მასში რწმენა და მოთმინება არის იობის
და დაფარული საიდუმლო კაცობრიობის.
ვაზს თავს ევლება, ფხას უმოწმებს სახნის საკვეთელს;
ხარობს, როდესაც ყველა თავის საქმეს აკეთებს.

ხან წერაქვს იღებს, აჭრიალებს ხანაც საჭრეთელს,
ყველაფერს ცდილობს, ქვეყნის წინსვლა რომ არ გაჩერდეს.
ხან ხატობაში აკვესდება როგორც კაფია,
ხან მდუმარეა, ვით საფლავის ეპიტაფია.

* * *

გვყავდნენ მეფენი წოდებულნი ქრისტეს მახვილად,
მათის წყალობით დროშა ჩვენი ძირს არ დახრილა.
სვეტიცხოველით, ალავერდით, გრემით, გერგეტით
ვიყავით მუდამ ჭირთა მთმენი, მტკიცე, კერკეტი.

ვუმკლავდებოდით ურიცხვ მომხვდურს ძალით ფარულით,
ხმლით, საჭრეთელით, გუთნით, ფუნჯით, ასომთავრულით.
მოვიგერიეთ ბარბაროსთა ურდო მრავალი
წმინდა ნინოს ჯვრით, ღვთის მახვილით, თასით გრაალის.

* * *

სული ქართულო, მგზნებარევ და ომახიანო,
ყველას გულს გვიკლავ ძველებურად რომ არ ხმიანობ.
ტანჯვაც, ვაებაც, ჭირიც, ლხინიც გვქონდა უთვლელი,
სულო ფშაველი გენიოსის, სულო რუსთველის.

ლაღი სიმღერის მთიდან მთაზე გადაძახებავ
და გაზაფხულის ღამეების აზამბახებავ,
შმაგო არაგვო, შლეგო თერგო, ანცო ტეხურო
და მთის ზვავების გაქანებავ ელვა-მეხურო.

* * *

ის ჯერ მდუმარებს, თავის სათქმელს მანამ არ იტყვის,
სანამ ღვთის ნებით არ დადგება ჟამი განკითხვის.
ჯერ კი საკუთარ თავში არის განთავსებული,
ღრღნის მოგონება უთვალავი ათასწლეულის,

დადგება ჟამი და ღვთიური სინათლით სავსე
ახალი ძალით გაბრწყინდება მსოფლიოს თავზე.
მარად ლაღი და მყინვარივით ცად აღმართული,
მარადისობას შეჰხიზვნია სული ქართული.

თამუნა777 მადლობა.გაიხარე

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Aug 2008
Posts18
კარმა0
OFFLINEPROFILE
+ ჩვენი ოცნებები ჩვენი მტერია +

ჩემი ფიქრები ისევ ის ძველია ,
ჩვენი ოცნებები ჩვენი მტერია .
მაგრამ სიყვარული ჩემი ძლიერია,
ვიდრე მბრძანებელი მეფე €ვვრია,

და თვით უმაგრესი მისტერ $ოლარესი
ოხ ეს მონატრება გულის მომკვლელია
დაუცხრომელი ტკივილი ხალხთა
ღმერთმა ისმინოს ჰღაღადი სულთა

ჩვენი ცრემლები ვედრება გულთა,
ფეხქვეშ დაუმხოს ხალხს მეფე €ვვრია,
და მოურვესი მისტერ $ოლარესი.
ჩვენ კი დაგვიბრუნოს ჩვენი სიხარული,

ჩვენი ანაბანა და ჩვენი ქვეყანა ,
რადგან ფიქრები გულის ჭვალია ,
და მონატრება ოცნების ბრალია.
წუხილი მისი ჩვენი ბრალია მაგრამ ,

მოვლა შვილის მშობლის ვალია ,
სხვა მხრივ მომავალი შეუძლებელია,
და უნდა შევიგნოთ რაც ჩვენი ბედია ,
მოდიტ შევიკრათ მუშტად ერია ,

ქართველთა ხვედრი ხომ ყველაზე ბევრია,
არ გავახაროთ ჩვენი მტერია ,
ერთ მუშტად ყოფნით ეს შესაძლებელია ,
ქართლოსს დაუმონოთ თვით მეფე €ვვრია
და უმაგრესი მისტერ $ოლარესი .
.
ჩვენი ოცნებები ჩვენი მტერია ,
და ეს მონატრება ჩემზე ძლიერია ,
მარტო გზის გაჩეხვა შეუძლებელია
ოხ ეს სიყვარული რა ულმობელია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სამშობლოს

რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

როგორც ოხვრა შორეული გედის,
ანდა როგორც მარმარილო ცივი,-
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

ვგრძნობ მსოფლიოს და უსაზღვროს ვეტრფი,
შენ გაიგებ ჩემს ამნაირ ტირილს.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

ტერენტი გრანელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ვწევარ გათანგული. გარეთ აპრილია,
შიგნით_აგვისტო და ხაზი ორიოდე...
გული უშენობით ისე დაილია,
მართლა რომ გესმოდეს_ფეხით მოხვიდოდი_
მისი ფორიაქი. თუმცა, სულ ერთია...
(ასეც ხდება ხოლმე, როცა ავადმყოფობს
სული.) გასისხლული ზეცა სურათია,
ჩემი ბრმა ლექსებით უნდა გადავთოფო!
გუშინ დამეკარგა ძველი საპირწონე,
მაჯა ლულასავით რომ არ გადამიხსნას
გრძნობამ უთაურმა_ მოდი, ამიწონე,
კოვზით დამაძალე გრძნობა ადამისგან
ნეკნად ამოცლილო. მხართან შემიკეცე
ჭრელი საბანივით,_დედა გამახსენოს_
შენი მონატრება... ფრთები შემიკვეცეს,
შურით შემიკვეცეს, ჩემო სანატრელო!
ჰოდა, მაისია. ვწევარ გათანგული.
ოცდათვრამეტი მაქვს. ხაზიც_ორიოდე...
გული მარტოობით ისე განადგურდა,
მისი რომ გესმოდეს, ეხლავ მოხვიდოდი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
გაივლის დრო და ...
- გახსოვს?!-
გეტყვი დღევანდელ დღეზე,
შენ შემომხედავ.
აგევსება თვალები ცრემლით

- აი,
ხომ ხედავ -
სასურველის მიღწევა შევძელ.
- აი,
ხომ ხედავ -
გავამართლე იმედი შენი.

გაივლის დრო და...
-გახსოვს?!-
გეტყვი დღევანდელ დღეზე,
შენ შემომხედავ,
აგევსება თვალები ცრემლით.

-აი, ხომ ხედავ -
რაც მინდოდა -
ვერაფრით შევძელ.
- აი,
ხომ ხედავ -
გავამტყუნე იმედი შენი.

გაივლის დრო და...
უნდა ითქვას
ორიდან ერთი.
გაივლის დრო და...
გამოჩნდება
ახალი ვინმე.
გაივლის დრო და...
- თქვი,
რომელს გეტყვი! -
მეორეს?!
პირველს?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 Feb 2008
Posts15
კარმა1
OFFLINEPROFILE
...მე არ მჯერა,რომ აგებენ ნახევრებთან ორმაგები...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
თმა ნათავთუხარი შუადღის ხანძარი,
ზვირთების მორევში ჩაგიტანს უცილოდ,
სახე თეთრყირმიზი და ბაგე მარჯანი,
თვალები ცისფერი, ცისფერი უძირო.

გონგადალეული როდესაც გიყურებ,
მხიბლავს ბოტიჩელის შუქ-ჩრდილთა ამოდ ქმნა,
რომელმა ვარსკვლავმა აგინთო შუქურა,
ან რა დიდოსტატის ყალამმა ჩამოგქნა.

წამს გაოცებისას ნეტა თუ ენება
მზერას გამოსტაცოს ფარული გულის ხმა.
შენს ხატზე ვილოცებ, თუ კი ეგ მშვენება
არის აჟღერება შენეულ სულისა.

მაგ დათლილ ნაკვთებთან სიმრუშის აღრევა
რა საკადრისია, რა მოსატანია,
წმინდა ჰარმონიის ვაგლახ დარღვევა
გონების მახვილ თვალს ვერ აუტანია.

უსიერ წყვდიადის სიტურფით მპობელო,
ძნელია მაგგვარი გათიშვის ატანა,
იყავ უმაღლესი ზნეობის მპყრობელი
მშვენების მისხალსაც ნუ მისცემ სატანას.

მრუდე განვირიდე ფიქრების ნაკადი,
მაგ ქართველ ქალობის ხელყოფას ვშიშობდი,
შენს მაღალ მშვენებას, დედოფლის საკადრისს,
სულის სისპეტაკე შეშვენის ღვთისმშობლის.

და შენმა სახელმა იცისკროს, იბრძოლოს,
საწუთრო მოხატოს ვარსკვლავთა კამარით,
სულში ჩაგეღვენთოს ღვთაებრივ სიმბოლოდ
დედა მარიამი, ქეთევან, თამარი.

მერაბ კოსტავა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გრიგოლ ორბელიანი
საღამო გამოსალმებისა
მზე ჩაესვენა: მის შუქი გამოსალმის ჟამს კავკასსა,
თავსა ეხვევა ალერსით, ვით ქალი მამას მოხუცსა!
ბუმბერაზ მთანი მდუმარედ ცათამდის აყუდებულნი,
ჰსხედან, ვით დევნი, სპეტაკის ყინულ გვიგვინით
შემკულნი!
მათ კლდოვან გვერდთა შავადა ღრუბელნი ზედ დასწოლიან,
და მრისხანებით ქვეყანას წარღვნითა ემუქრებიან.
გაზაფხულისა ველითა ტყე შემოსილი სიმწვანით,
მთებისა კალთებს შეამკობს სატკბო სუნნელთა მოფენით.
წყალნი მთით დაქანებულნი, ალმასებრ უფსკრულს
ჰსცვივიან,
თერგი რბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან!
შეწუხებული ვუმზერ გზას და მასზე ეტლსა მიმსრბოლსა,
მიმტაცსა ყოვლის კეთილის, რაცა გვაქვს ამა სოფელსა,
რაცა გვიშვენებს სიცოცხლეს ზეციურისა სხივითა,
და აღგვამაღლებს ამ სოფლით სულისა აღმაფრენითა!
მიდიხარ, სატრფოვ? მშვიდობით! მარად დღე ჩემი კურთხევა
ცად მიმართ შენთვის მექნება, ვიდრემდის სული მელევა.
არღა აამონ აწ თვალთა გული შენისა ხილვითა,
წარვიდეს ჩემი სიცოცხლე უშენოდ შრომით, ზრუნვითა.
ეტლი ჰრბის, სატრფო მშორდების... თანა ჰსდევს ჩემი მას
სული,
ვმზერ... შორს ძლივსღა ჰსჩანს... აღარ ჰსჩანს... რაღასა
ვუმზერ შმაგ-ქმნილი?
სიშორის ნისლმა მიჰფარა თვალთაგან ეტლი მიმსრბოლი,
და გულით ოხრვა სიმწარის აღმოუტევე უნებლი...
მშვიდობით! ვინცა დამატკბე სიცოცხლის ნეტარებითა,
აწ ვისთვის გული მიკვნესის, სული ჰსწუხს განშორებითა,
ვის ხილვა არღა შემმოსავს სიხარულისა ნათლითა,
არ განმასვენებს მწუხარეს ალერსის ხმითა ტკბილითა!
მარამ ამ სოფელს შენს გარდა ვინა მყავს მანუგეშებლად,
რომ შენც განმშორდი, დამტოვე, მწუხარებისა მე
მსხვერპლად?
წახველ, წარმტაცე ყოველი საამებელი სულისა,
და ვინ განმიღოს აწ კარი ბედისა დაკარგულისა?
ან მე უგუნურს რად მრწამდა ბედისა დაუსრულება?
აწ დავჰშთი მარტოდ... მშვიდობით! შენს გულს ნუ ჰშორდეს
მშვიდობა!
არს მწუხარება სულისა, არ აქვს ნუგეში რომელსა,
ჰსჯობს ენა ჰსდუმდეს, ხმა შესწყდეს, მოთქმით რა ერგოს
გულ-წყლულსა?
შეღამდა... მარტო ვზი ჭმუნვით; ჩემი ჩივილი ვის ესმის?
დაყრუვდა არე... მხოლოდა ხმა ისმის ზოგჯერ გუშაგის.
მხოლოდ ჰსჩანს, მთანი მდუმარედ აყუდებულან ცათამდის,
და ყაზიბეგსა საამოდ ზედა ვარსკვლავი დაჰნათის!
წყალნი მთით დაქანებულნი, უფსკრულსა იკარგებიან,
თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა,
მას თან მიჰქონდა თითო მუჭა მიწა მარადის,
შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან,
ქართულო მიწავ უცბად მიტომ დაპატარავდი.
ვარ ჩემი ქვეყნის გულ დამწვარი ჭირისუფალი,
მისი ნათელით ,მომავალით ,მსურს გავიხარო,
თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი,
ფერფლად ქცეული დამენახოს მთელი სამყარო..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
სიტყვებს, –
წინაპართ მიერ გახედნილთ, –
დიდი რუსვთელის უღელში ნაბამთ, –
შობილთ
კლარჯეთით,
ქართლით,
კახეთით, –
ერთად შეკრიბა რომელნიც საბამ,
ვეალერსები, ვითარცა ყვავილთ,
სიცოცხლეც მარტო იმიტომ მინდა,
რომ ჩემს საფლავზე
ყაყაჩოსავით
ჰყვაოდეს სიტყვა, ქართული სიტყვა.

მ.მაჭავარიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ნიკოლოზ ბარათაშვილი
მერანი

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარა კლდენი და ღრენი,
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,
ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!

რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობართა;
ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს ტკბილმოუბარსა, -
სად დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო;
მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!

კვნესა გულისა, ტრფობისა ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,
და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი შენი, შავად მღელვარი!

ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის;
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის, -
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის, -
და ქარიშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მომაყრის!

სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი,
ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!
გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი,
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!

დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან ოხერი!
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ნიკოლოზ ბარათაშვილი
შემოღამება მთაწმინდაზედ

ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,
ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,
ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

ვითარი მაშინ იდუმალება დაისადგურებს შენს არემარეს!
რა სანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს!
ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა,
და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!

მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,
კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი,
და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!

ოჰ, ვით ყოველი ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მინაზებული!
ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული!
აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,
მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან!

მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება,
გულის-თქმა ჩემი შენს იქითა... ეძიებს სადგურს,
ზენაართ სამყოფთ, რომ დაშთოს ის ამაოება...
მაგრამ ვერ სცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს!

დაფიქრებული ვიდეგ სერზედა და ცათა მიმართ მზირალს ტრფობითა,
შემომერტყმოდა მაისის მწუხრი, აღმვსები ნაპრალთ მდუმარებითა;
ხანდისხან ნელად მქროლნი ნიავნი ღელეთა შორის აღმოკვნესოდენ
და ზოგჯერ ჩუმნი შემოგარენი ამით ჩემს გულსა ეთანხმებოდნენ!

მთაო ცხოველო, ხან მცინარო, ხან ცრემლიანო,
ვინ მოგიახლოს, რომელ მყისვე თვისთა ფიქრთ შვება
არა იპოვნოს და არ დახსნას გულსა ვაება,
გულ-დახურულთა მეგობარო, მთავ ღრუბლიანო!

სდუმდა ყოველი მუნ არემარე, ბინდი დაგეკრა ცისა კამარას,
მოდევს მთოვარეს, ვითა მიჯნური, ვარსკვლავი მარტო მისა ამარას!
გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული?
მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მოარე, დისკო-გადახრით შუქმიბინდული!

ამგვარი იყო მთაწმინდაზედ შემოღამება!
ჰოი, ადგილნო, მახსოვს, მახსოვს, რასაც ვჰფიქრობდი
მე თქვენთა შორის და ან რასაც აღმოვიტყოდი!
მხოლოდ სული გრძნობს, თუ ვითარი სძღვენით მას შვება.

ჰოი, საღამოვ, მყუდროვ, საამოვ, შენ დამშთი ჩემად სანუგეშებლად!
როს მჭმუნვარება შემომესევის, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად!
მწუხრი გულისა - სევდა გულისა - ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს,
რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
აღარ მაძინებდა მზერა ალმაცერი,
ხალიანი ტუჩი...მკლავი ანაცერი..
მზის და ცხელი ქვიშის ვნებით ატკეცილი
ტალღებს მოაპობდა ტანი კალმახური.
თვალებს ჩავკიდებდი წყალში ანკესივით
და შინ ვბრუნდებოდი, როგორც გალახული..
ზღვა ღელავდა, თრთოდა, ტალღებს შლიდა მწვანედ,
გახველ ნაპირზე და ღელვაც გაიტანე.
განა ბევრი მინდა...ჰოი, დავიქანცე,
ბევრი თეთრი ღამე ზღვასთან გადავფურცლე,
მოვიდოდი მხოლოდ და შენს აცრილ მკლავზე
თითებს დავაწყობდი, როგორც სალამურზე....

შ.ნიშნიანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები,
მშვენებით მოჰგევხარ სალი კლდის ავაზას,
მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები,
ვაჟები კოცნიან შენს სავალ შარაგზას.

რამდენჯერ ვევედრე ლასარს და კოპალას,
რომ დაგვიბრუნებდნენ ლამაზ დროს გაფრენილს,
შორს გაგიტაცებდი ცელქსა და ლურჯთვალას,
შენს დალალს ვნახავდე ჩემს მკლავზე დაფენილს.

წინ ნუღარ შემხვდები, მერიდე მზექალო
კაცი არ მაცდუნო მაგ თვალტა მშვენებით,
შევცდები, შეგტაცებ პერანგის საყელოს,
მთებს გადაგატარებ ლურჯაის ჭენებით.

და როგორც ყაჩაღი არწივთა საბუდარს,
მივალ და გავხდები შავი კლდის ხიზანი,
შურთხებთან დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს,
უშენოდ სიცოცხლე არა აქვს მიზანი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი