pikaso22 wrote:ციტატა:
ორი დღის წინ მაღაზიაში რაღაცას (სურსათს) ვყიდულობდი, სალაროსთან რომ მივედი, ბავშვი ევაჭრებოდა გამყიდველს, 50 ცენტზე მეტი არ მაქვს და ეს შოკოლადი მომეციო, გამყიდველი ეუბნებოდა ეგ 1$ ღირს და არ მოგცემო. მოკლედ, ბევრი რომ არ ვთქვა 5 წუთი მაინც ეხვეწებოდა, მე გვერდით ვიდექი, ბოლოს ამოვიღე 1$ და გადავუხადე, მიეცი მეთქი გამყიდველს ვეუბნები. ბავშვმა ერთი კი გამომხედა, აიღო გაწოდებული შოკოლადი და ეხლა გამყიდველს ეუბნება:ეხლა 50 ცენტი ხომ დამრჩა აი ის მომეციო(სხვა შოკოლადზე მიუთითა). მე კიდე ვდგევარ და ველოდები, ჯერ რაც ავიღე იმის ფული არ გადამიხდია და იმათ ახალი ვაჭრობა გამართეს, გამყიდველმა უთხრა: შენ ხო არ გადაირიე ეგ 2$ ღირსო. მოკლედ რომ არ მისცა გამყიდველმა იმ ბავშვმა 5 ცალი დოლარიანი ამოიღო ჯიბიდან, ორი ამოაკლო, გამყიდველს გადაუხადა, შოკოლადი აიღო და წავიდა. მე კიდე გამყიდველის წინ ლამის მოვკვდი სიცილით, თან ჩემ თავზე ვიცინოდი. თან იმ ბავშვზე, ის ყველგან გაიტანს თავს. ალბათ 10-12 წლის იქნებოდა.
ეს ამბავი ზუსტად 2 დღის წინ მოხდა, მანჰეტენზე, ჩემი სახლის წინ. რომ მახსენდება ეხლაც მეცინება....
მაინც ვუყიდოთ ბავშვებს შოკოლადი:)))