↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გილოცავთ მართლმადიდებულ დღესასწაულს(მილოცვები)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 338 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined17 Sep 2008
Posts26
კარმა0
OFFLINEPROFILE
გილოცავთ დღევანდელ დღეს. :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
გილოცავთ ამ შესანიშნავ დღესასწაულს, ღვთისმშობელი ფარავდეს სრულიად საქართველოს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
გილოცავთ ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს ,მრავალს დაესწარით, დალოცვილი და გახარებული ყოფილიყავით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
გილოცავთ ყველას! მრავალს დავესწროთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined14 Feb 2008
Posts157
კარმა0
OFFLINEPROFILE
გილოცავთ ყველას მრავალს დაესწარით გვთიშობლის მადლი არ მოგკლებოდეთ ყველას და მთელ საქართველოს ამინ!!!!!!!სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დგეს ქეთევან წამებულის, წამების დღეა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

წმიდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი

კახეთის დედოფალი ქეთევანი

(+1624)

წმიდა ქეთევანი აშოთან მუხრანბატონის ასული დაიბადა დაახ. 1570 წელს. კეთილგონიერი და მორწმუნე ქეთევანი კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროს ვაჟზე, დავითზე დააქორწინეს. მეფე ალექსანდრეს კიდევ ორი ვაჟიშვილი ჰყავდა - გიორგი და კონსტანტინე. კონსტანტინე შაჰ-აბასის კარზე იზრდებოდა ბავშვობიდანვე და რჯულიც გამოცვლილი ჰქონდა.

ალექსანდრე მეფე მონაზვნად აღიკვეცა ალავერდის ტაძარში. ტახტზე დავითი ავიდა, მაგრამ ოთხიოდ თვეში, 1602 წელს, კახეთის ახალგაზრდა მბრძანებელი მოულოდნელად გარდაიცვალა. დაქვრივებულ ქეთევანს დარჩა ქალ-ვაჟი - თეიმურაზი და ელენე. ალექსანდრე კვლავ სამეფოს დაუბრუნდა. ქვეყნის არეულობისა და სხვადასხვა საშიშროების გამო ქეთევანმა თეიმურაზი შაჰ-აბასთან გაგზავნა.

შაჰ-აბასმა, როგორც კი დავითის სიკვდილი და ალექსანდრეს დაბრუნება შეიტყო, თავის კარზე აღზრდილ გამაჰმადიანებულ კონსტანტინე-მირზას უბრძანა, წასულიყო კახეთში, მოეკლა მოხუცებული მამა, მოეკლა ღვიძლი ძმა გიორგი და თვითონ ასულიყო კახეთის სამეფო ტახტზე.

გამხეცებულმა კონსტანტინე-მირზამ შეასრულა ბრძანება, შემდეგ მამისა და ძმის მოკვეთილი თავები, ვითარცა ძვირფასი ძღვენი, „მამობილს“ გაუგზავნა, მათი გვამები კი აქლემს აჰკიდა და ალავერდს გააგზავნა დასამარხად. ქეთევანმა პატივით დაკრძალა მამამთილისა და მაზლის ცხედრები.

სისხლში გასვრილმა კონსტანტინემ ქეთევანს ცოლობა სთხოვა და თან გამაჰმადიანება შესთავაზა.

ქეთევანმა კახეთის დიდებულები იხმო, ყოველივე აუწყა და უთხრა, თუ სარწმუნოებისა და ქვეყნის ღირსებას ვერ დაიცავთ, ქართლს დავბრუნდებიო, მუხრანში. დიდებულებმა ერთგულება შეჰფიცეს დედოფალს, შეიკრიბნენ, მიუვარდნენ სჯულისა და ტრადიციების შემგინებელ კონსტანტინეს და სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა ურწმუნო კონსტანტინეს გვამი გვარისათვის შესაფერილი პატივით დაკრძალა, შაჰს დიდძალი ძღვენი გაუგზავნა და სთხოვა, მეფედ თეიმურაზი დაემტკიცებინა. მანამდე კი, დროებით, თვითონ იტვირთა სამეფოზე ზრუნვა.

შაჰ-აბასი შეშინდა: კახეთი განმიდგება, ქართლს შეუერთდება და საბოლოოდ დავკარგავო, ამიტომ 1606 წელს მეფედ დაამტკიცა თეიმურაზი და დიდი პატივით დააბრუნა საქართველოში.

გაიხარა წმიდა დედოფალმა შვილის ხილვით, გაიხარა მთელმა სამეფომ ქრისტიანი უფლისწულის დაბრუნებით. მეფე იკურთხა და ქვეყანაში დროებით სიმშვიდემ დაისადგურა.

შაჰ-აბასმა 1614 წელს ელჩი გამოუგზავნა თეიმურაზს და ერთგულების ნიშნად შვილი სთხოვა მძევლად. იცოდა თეიმურაზმა შაჰის ვერაგობა, მაგრამ დიდებულების იძულებით უმცროსი ვაჟი, ალექსანდრე მაინც გაგზავნა სპარსეთში, თან დედაც - წმიდა ქეთევანიც გააყოლა. შაჰმა ჯერ უფროსი შვილი, ლევანი ითხოვა, შემდეგ კი თეიმურაზსაც შეუთვალა: რადგან ამისთანა ერთგული კაცი ხარ, შენც მოდი და მნახეო“.

ყველასათვის ნათელი გახდა შაჰის სურვილი: მას სურდა კახეთის სამეფო კარისთვის ერთად მოეყარა თავი და ერთიანად შეემუსრა. დრო აღარ ითმენდა. თეიმურაზი და ლუარსაბი შეითქვნენ და გაერთიანებული ძალებით სძლიეს ჟალეთში დაბანაკებულ მტერს.

შემდგომ დაიწყო ქართლის ცხოვრების უსაშინლესი პერიოდი. კახეთის დასალაშქრად გამზადებულმა შაჰ-აბასმა მძევლები - წმიდა ქეთევანი და მისი შვილიშვილები - შირაზს გაგზავნა, თვითონ კი კახეთს შეესია. მტერმა ააოხრა სამეფო კარი, შერყვნა ეკლესია-მონასტრები, გადაასახლა და დააცარიელა სოფლები. ქვეყანა შიმშილმა და ძალადობამ მოიცვა. უსჯულოებმა ცეცხლს მისცეს კახეთი. სამასი ათასზე მეტი ქართველი სპარსეთში გადაასახლეს, გაუდაბურებულ ქვეყანაში კი ულუსები ჩამოასახლეს.

შირაზს გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა თეიმურაზის ძენი. შემდგომში შაჰის მიერ ნაწამები ალექსანდრე გარდაიცვალა, ლევანი კი შეიშალა. სამშობლოს ხვედრით შეძრწუნებული წმიდა დედოფალი, რომელმაც შვილიშვილების უბედურება არ იცოდა, შირაზის მმართველს, გათათრებულ ქართველს, იმამ-ყული-ხან უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. ნაქართველარი უნდილაძე დიდი პატივით ეპყრობოდა ქეთევანს და ამბობდა, დიდად საპატიო სტუმარი არისო ჩვენი, ის კი არ არის ტყვე, ჩვენ თვითონა ვართ მისი ტყვეები. მისი ბრძანებით წმიდა დედოფალს არ უმხელდნენ, თუ რა საშინელი ბედი ეწიათ ბატონიშვილებს - ლევანსა და ალექსანდრეს.

ათი წელი იტანჯებოდა დედოფალი „საპატიო“ ტყვეობაში. მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია დედოფლის სხეული. მაინც მხნედ იყო, უვლიდა, ზრუნავდა და ზედ დაჰფოფინებდა თავის სამწყსოს - მის გამგებლობაში მყოფ ოციოდე ქართველს.

ხედავდა გულმრისხანე შაჰი, რომ „უდრეკ იყო დედოფალი“, ისევ წმიდა სამებას სასოებდა კახეთის მანათობელი ვარსკვლავი, ჯვარცმულ მაცხოვარს ავედრებდა თავის ჯვარცმულ ქვეყანას.

უსჯულო აბასმა გადაწყვიტა, რჯული გამოეცვლევინებინა ქეთევანისათვის. მისი უზნეობა და თავხედობა იქამდეც მივიდა, რომ ცოლობა სთხოვა ზნესრულ დედოფალს და ეს მოხდა სწორედ იმ დღეს, როცა წმიდანმა თავისი შვილიშვილების ბედი შეიტყო.

შაჰმა იმამ-ყული-ხანს შეუთვალა: „ქეთევან დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენ და თუ არ გათათრდეს, აწამე და სასჯელით მოკალიო“. შეძრწუნდა უნდილაძე, მოციქულის პირით შეუთვალა: „ბერი დედაკაცი არის და ახლა ეს არ გათათრდება, რას აქნევ ამის გათათრებას, თქვენთვის სირცხვილი არისო მისი სიკვდილი“. შაჰ-აბასი გაბრაზდა, ბრძანების სასწრაფოდ აღსრულება უბრძანა შირაზის ხანს. ნაქართველარი შეევედრა დედოფალს, სხვის დასანახად მაინც აღიარე მაჰმადი, გულში კი ქრისტიანად დარჩიო. წმიდა ქეთევანმა შორს დაიჭირა უნდილაძის ნათქვამი და წამებისთვის განემზადა.

ხალხით გაჭედილ მოედანზე გაიყვანეს ქართველთა სათაყვანებელი დედოფალი, რომელსაც მგლოვიარე ქართველები მიაცილებდნენ. ჯალათებმა მოამზადეს სპილენძის ქვაბები, დაანთეს ცეცხლი, შეაწყვეს შიგ შანთები გასახურებლად და სადღესასწაულოდ შემოსილი დედოფალი კოცონის წინ დააყენეს. მხოლოდ ერთი რამ ითხოვა წმიდა მოწამემ: „დედის ნაშობნი ხართ თქვენც, ნუ შეურაცხმყოფთ სიშიშვლით“.

უსჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს ქართველთა წმიდა დედოფალი: გახურებული რვალის ქვაბი დაამხვეს თავზე, მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.

წმიდა სულმა დატოვა ნაგვემი სხეული. გამძვინვარებულმა ჯალათებმა ნადირთა სათრევად დააგდეს წმიდა დედოფლის გვამი, მაგრამ ღმერთმა მოავლინა სასწაული - წმიდანის ნეშტს ნათელი დაადგა.

წამების მხილველმა ფრანგებმა წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს თავისი წმიდა დედის თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად, რომლებიც ალავერდის მონასტერში ინახებოდა და 1723 წელს დაიკარგა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
შეგეწიოთ მისი მადლი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
გაიხარე ციციკორე,გილოცავთ ყველა ქეთევანს და სრულიად საქართველოს,ქეთევანობას.ჩვენი ქვეყნის წამებულთა სულები დღემდე მფარველობს საქართველოს და დაე მფარველობდეს მარადჟამს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
გილოცავთ დღევანდელ დღეს წინადღესასწაული პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარის ამაღლებისა; რომელიც არის ხსენება ქრისტეს აღდგომის, ტაძრის განახლების იერუსალიმში და წმინდის დიდმოწამის, საქართველოს მნათობის კახეთის დედოფლისა ქეთევანის ხსენების დღე გფარავდეთ ყველა წმინდანები

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
გილოცავთ ყველას!ყველა ქართველს ფარავდეს მისი მადლი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა,
ცეცხლს აგზნებდა
კაცთა გრძნობის ქონდაქარი...
ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა,
ქროდა ქარი...
თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა,
ტინად იდგა დედოფალი...
თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა,
სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა...
ლოცულობდა...
როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა:
„არასოდეს!“
დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა,
ცხელი შანთი მიუტანეს ბროლის მკერდთან,
ცხელი რკინა,
საქართველოს გულს რომ კვეთდა.
რვალის ქვაბი გადმოეგდო ქონდაქარსა,
ღიღინებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი...
ლურჯი ბაგით თქმული ლოცვა გაჰყვა ქარსა,
ქროდა ქარი...
ცეცხლით სწვავდნენ
ტანშეძარულ დედოფალსა,
უდრეკ იყო დედოფალი!

ანა კალანდაძე

გილოცავთ,ყველას შეგეწიოთ მისი მადლი:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ჯვართამაღლება
ქრისტეს ჯვარი - რომაელთა მიერ მოგონილი, ყველაზე სასტიკი და დამამცირებელი სასჯელის იარაღი - ჩვენი უმთავრესი და უდიდესი სიწმიდეა, რადგან ღმერთის ძალით ის იქცა თავმდაბლობის, თავგანწირვისა და სიყვარულის, უკვდავების იარაღად.

მაგრამ მაცხოვრის ჯვარი სამი საუკუნე დაფარული იყო კაცთათვის, მისი თაყვანისცემა, მისგან მაცოცხლებელი ძალის მიღება არავის შეეძლო. ის მიწით იყო დაფარული, აღარავის ახსოვდა მისი ადგილსამყოფელი, რადგან იერუსალიმი დაინგრა, დამარხული ჯვრის თავზე კი წარმართული ტაძარი აშენდა.

IV საუკუნის დასაწყისში რომის იმპერიის სხვადასხვა ნაწილებს წარმართი თანამმართველი იმპერატორები განაგებდნენ, მათ შორის იყო კონსტანტინე, რომელსაც არასოდეს მიუღია მონაწილეობა ქრისტიანთა დევნაში. დიოკლეტიანე იმპერატორის კარზე კონსტანტინეს ხშირად უნახავს ქრისტიანთა წამება, იგი დარწმუნდა მათ სიმართლეში, კეთილშობილებასა და უშიშრობაში.

312 წელს კონსტანტინეს წინააღმდეგ გალაშქრება მოინდობა მაქსენციუსმა, რომელიც სიხარბის, უზნეობისა და ავხორცობის გამო, ხალხს სძულდა. მაქსენციუსის ლაშქარი ბევრად აღემატებოდა კონსტანტინესას. კონსტანტინე საგონებელში იყო ჩავარდნილი. ბრძოლის წინ მან და მისმა ჯარმა საოცარი ჩვენება იხილეს: ზეცაზე გამოისახა ნათლის ჯვარი წარწერით - „ამით სძლიე“. ყველა შეშინდა, რადგან რომაელებისათვის ჯვარი სასიკვდილო ნიშანი იყო. ღამით იმპერატორს სიზმარში იესო ქრისტე ეჩვენა ჯვრით ხელში. მან კონსტანტინეს უთხრა, რომ გამარჯვების მოსაპოვებლად მებრძოლებისათვის წინ ჯვარი უნდა წარემძღვარებინა.

კონსტანტინემ ქრისტიანი ეპისკოპოსები იხმო და დაწვრილებით შეიტყო ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ. შემდეგ ბრძანა დაემზადებინათ ოქროს ჯვარი და ძვირფასი ქვებით შეემკოთ. ამასთან, ყველა მეომრის შუბსა და მუზარადზე ჯვარი გამოასახვინა. მოხდა სასწაული: უთანასწორო ბრძოლაში კონსტანტინემ გაიმარჯვა.

იმპერატორმა გადაწყვიტა, თავისი მეფობა და ძალაუფლება ქრისტეს განსადიდებლად გამოეყენებინა. 313 წელს ქალაქ მედიოლანში (დღევანდელი მილანი, იტალია) მან გამოსცა ედიქტი (ბრძანება), რომლის მიხედვითაც ყველა რელიგიის მიმდევარს, მათ შორის ქრისტინებს, უფლება ჰქონდა თავისუფლად შეესრულებინათ თავიანთი ღვთისმსახურება. ქრისტიანებისათვის უნდა დაებრუნებინათ წართმეული ქონება და გაეთავისუფლებინათ ისინი ყოველგვარი გადასახადისაგან.

კონსტანტინემ განიზრახა, მაცხოვრის ჯვარცმის ადგილზე, გოლგოთის მთაზე ტაძარი აეგო და მოეძებნა მაცხოვრის ჯვარი. ამ მიზნით მან იერუსალიმში გაგზავნა თავისი დედა, დედოფალი ელენე. იერუსალიმში დარჩენილ 3000 ებრაელში დედოფალმა სჯულის მცოდნენი გამოარჩია და ჯვრის ადგილი გამოჰკითხა. მათ შორის აღმოჩნდა კაცი, სახელად იუდა, რომელიც თავიდან დიდ უარზე იდგა, მაგრამ ბოლოს გამოტყდა, რომ იცოდა, სად იყო დაფლული ქრისტეს ჯვარი.

გათხარეს ეს ადგილი, მაგრამ იქ სამი ჯვარი ნახეს. იერუსალიმის პატრიარქსა და დედოფალს სწამდათ, რომ მაცხოვრის ჯვარი სასწაულებრივ ძალას გამოაჩენდა. ამიტომ სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესამე ჯვრის შეხებით გარდაცვლილი აღდგა მკვდრეთით და უფლის დიდება იწყო, ამავე ჯვრით განიკურნა ავადმყოფი ქალი. ასე იპოვეს მაცხოვრის ჯვარი. ეს ამბავი მთელ ქალაქს მოედო, იმ ადგილას უამრავმა ქრისტიანმა მოიყარა თავი. ყველას სურდა მაცხოვრის ჯვრის თაყვანისცემა, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო, ეს შეუძლებელი გახდა. ამიტომ პატრიარქმა აღამაღლა ჯვარი, რომ ყველა მორწმუნეს შესძლებოდა მისი დანახვა. მომხდარმა ძალიან იმოქმედა იუდაზე, რომელიც თავიდან მტრულად იყო განწყობილი ქრისტიანობისადმი, იგი მოინათლა და შემდგომში ეპისკოპოსიც კი გახდა.

გოლგოთასთან ახლოს მდებარეობს აკლდამა, სადაც მაცხოვარი მკვდრეთით აღსდგა. ამ ადგილას კონსტანტინეს ბრძანებით აიგო ტაძარი, რომლის კურთხევის მეორე დღეს, 326 წლის 14(27) სექტემბერს ჯვართამაღლების, ანუ ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაული დაწესდა. მას შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის აღნიშნავს ამ დღესასწაულს. ჯვართამაღლების სახელზე ტაძრებიცაა აშენებული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ესეც ჯვარი.მისი მადლი არ მოგკლებოდეთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
მთელ საქართველოს,ქართველ ხალხს,ჩვენ ოჯახებს და ჩვენ ახლობლებს,ყველას გილოცავთ ჯვართამაღლებას,

ღმერთი გვფარავდეს ყველას!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 338 posts ] 
გილოცავთ მართლმადიდებულ დღესასწაულს(მილოცვები)
დესპანი