↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რად მინდა სიცოცხლე ღირსება -აყრილი,
რად მინდა,მამულო, სიცოცხლე უშენოდ,
ჩემს თვალ წინ ფართხალებს სამშობლი დაჭრილი
კვდება და არ ძალმიძს რაიმე ვუშველო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
ყოველთვის
როცა ვიგონებ ბებოს,
ჭაღარა თმებით
და მართალს ცამდი,
ვლოცულობ ჩუმად,
თქმას ვეღარ ვბედავ
და ლოცვა სულში
ღვარივით ჩამდის.
ყოველთვის,
როცა ვიგონებ ბებოს,
მოძალდებიან რუხი ფერები,
მერე ცრემლებით გალუმპულ სევდას,
როგორც გალახულ ბავშვს ვეფერები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
მიყვარს ნაცარი...

მიყვარს ნაცარი...
იგი ყოველთვის არის,
რაც არის
და კოცონივით
თვალისმომჭრელად
ან გამომწვევად როდი ბრიალებს;
თუმცა, ვინ იცის,
რამდენ ნაღვერდალს
ინახავს შიგნით,
კი არ ინახავს,
სიმწრით მალავს და
უცხო თვალისთვის არ ემეტება.
დიდება — ნაცარს,
მიმხვდარა იგი,
რომ გრძნობებს თუკი
საგულდაგულოდ არ გადამალავ,
ვერ მოახერხებ,
შეინარჩუნო
ის, რაც გიყვარს და
გეძვირფასება;
მიმხვდარა იგი,
სწორედ ამიტომ
დაუკეცია ცეცხლის დროშები...
დიდება — ნაცარს
მშვიდს და თვინიერს,
ვინც დღესაც იწვის ხანგამოშვებით,
და ნაღვერდლიან
საკუთარ სხეულს
მრუმე სიმშვიდეს ადებს ხუფებად,
ვინც უკვე იცის
სიკვდილის ფასი
და აღარასდროს დაიღუპება...
დიდება — ნაცარს!
მე მიყვარს იგი,
ის ყველაფერთან არის მართალი...
მან თქვა:
მე მძინავს,
მე თვალებს ვხუჭავ,
წარსახოცელნი წარიხოცონო,
შენ კი,
ჯიუტად,
ამ სიცივეში
რა გაბრიალებს,
კენტო კოცონო!
მე ნაცარს ვბაძავ,
რადგან სიცოცხლე
არ დამდებია ენაზე შაქრად...
ის ცეცხლი იყო,
იწვოდა ერთ დროს
და გულგრილობის წვიმებით ჩაქრა!
წვიმა იყო და
არ ჩანდა არვინ,
დროც კვალში ედგა ბოროტ მყეფარად,
ის კი,
კოცონი,
ნაცრად იქცა და
თავის თავს თვითონ გადაეფარა.
მე ნაცარს ვბაძავ,
მაგრამ ვინა თქვა,
ფერფლის საბანქვეშ
ვიწვე ნებივრად,
ამ ორი თვალით —
ორი ნაკვერჩხლით —
შენს მოსასვლელ გზას გავჩერებივარ.
შენ კი არ ჩანხარ,
სად ეხეტები,
ვისკენ მიჰყავხარ გზას სატიალოს?
მოდი, ქარივით მომაწყდი გულზე,
რომ ერთხელ კიდევ ამაბრიალო.
მაგრამ რის ქარი!
შენ ვით მიმინოს,
სიკვდილს,
ჯიუტად
ჩემს სულზე გეშავ
და თუ გაიგე,
რომ კოცონი ვარ,
ღვარად წამოხვალ,
ან წვიმის თქეშად.
მე კი
კოცონი სულაც არა ვარ...
მე ნაცარი ვარ, ქცეული ხვატად
და ჩემი სულის ერთ ნაწილს —
ნახშირს —
შეყვარებულებს და შლეგებს
ვატან;
რომ არ ჩაგვიქრეს ღვთიური ცეცხლი,
არ დაწყდეს უფლის წყაროს სათავე,
წავლენ ისინი პირქუშ კედლებთან
და ისარგაყრილ გულებს ხატავენ.
და წერენ ჩემით უჩუმარ წუხილს —
დიდრონ თვალებზე ცრემლად მიღვარულს:
— მე გელოდები!
— მე შენ მიყვარხარ!
— ბიჭს პლიუს გოგო უდრის სიყვარულს!
ო, რა ნეტარი წამია!
ჩუმად!
გული ახალი ცეცხლით ბოლდება...
მაგრამ დრო გავა...
ბიჭს პლიუს გოგო
ღალატს და ცრემლებს გაუტოლდება.
ბოლოს ერთ-ერთი უთუოდ წავა,
გაუვა ყავლი მშვენიერ ფარჩებს...
მე ვიწვი მისთვის, ვინც არსად მიდის,
ვინც უნდა პირქუშ ღალატთან დარჩეს.
თავს ვუხრი,
სიმწრის ოფლით დაცვარულს,
არ მსურს,
ოდესმე კვლავ ვიქცე კაცად,
მე თვალებს ვხუჭავ...
მე მეძინება...
მე ვარ ნაცარი...
დიდება — ნაცარს

აჰოი დესპანელებო.....შემოგიერთდებით ისევ მალე :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
კაპიტანო ფრეგატ, თქვენ კარმა დაიმსახურეთ ,საჩუქრად ჩემგან.

ვისი ლექსია? მაგრად მომეწონა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გაზაფხულო, გაზაფხულო,
რა კარგი ხარ, რა კარგი:
ყვავილებით მორთული,
მზის სხივებით ნაქარგი!

მოხვალ, თან მოგყვებიან
მაყრიონი ჩიტები:
ბულბულები, მერცხლები,
შაშვები და გვრიტები!

გაზაფხულო, გაზაფხულო,
რა კარგი ხარ, რა კარგი:
ყვავილებით მორთული,
მზის სხივებით ნაქარგი!

ვიმღერებ კიდეც

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
უსიყვარულოდ გადავირევი
დარდი მაცვალებს შენბერ კარგების
ხან მოვარდები როგორც ირემი
ხან იასავით დამეკარგები

ჯვარს დაიწერდა შენზე გოეთე
გალაკტიონი დათმობდა მერის
შენ მოგიდზგვნიდდნენ
ძვირფას სონეტებს
ლორდ ბაირონი შექსპირი შელლი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ყმაწვილი და პეპელა

ჭრელი პეპელა დაათრო
და გააბრუა იამა...
მას მიეპარა ყმაწვილი,
დაიჭირა და იამა...

ალერსით უთხრა: „პეპელა,
თავს რითი ირჩენ შენაო?
როგორ არა გღლის მთელი დღე
მოუსვენარი ფრენაო?“

პეპელამ უთხრა: „მინდორში
ვსცხოვრობ მე უზრუნველადო...
იქ ყვავილები გაშლილან
ჩემ საზრდოდ, საწუწნელადო.

რაც დღე მაქვს, ტკბილად ვატარებ,
ჩემს ნებაზედაც დავფრენო,
მაგრამ დღეგრძელი არა ვარ...
გამიშვი... ნუღა მაცდენო!“

ყმაწვილმა ხელი გაუშვა,
გაფრინდა ნაზი პეპელა...
და თითქოს ნიშნად მადლობის,
თავს ევლებოდა ნელ-ნელა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
მემკვიდრეს უნდა გვიტოვებდეს მამრი თუ მდედრი,
კოკორმა უნდა მიიბაროს ვარდის მშვენება
და რადგან ყველას გზას მოუჭრის სიკვდილის ხვედრი,
შვილებში უნდა გრძელდებოდეს მშობლის ხსენება.

შენ კი გწადია, მარად შეგრჩეს სიტურფე თვალთა,
გსურს, შენივ ცეცხლით გამოკვებო დროის სახმილი,
გინდა ხრიოკეთს დააბერტყო სიუხვის კალთა
და, როგორც მტერმა, საკუთარ სულს ჩასცე მახვილი.

დღეს შენ ამშვენებ ამ სამყაროს, ვით ხატი ტაძარს,
ხარ წარმავალი გაზაფხულის ზღვა უნაპირო,
ხვალ კი ჩააცმევ შენს სიტურფეს ჟამთასვლის ძაძას
და სამარისკენ წარიტაცებ... ნაზო ნადირო.

იყავ მოწყალე და ნუ ელი ჟამთა აღვსებას,
ნუ აჭმევ მიწას წუთისოფლის კუთვნილ არსებას.

შექსპირი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ორმოცი ზამთრის ტყვეობაში რომ ჩავარდები,
შენს შუბლს ორმოცი ნაოჭი რომ დათხრის, დაღარავს,
რომ გადაფარავს შენს ყვავილნარს ეკალ-ბარდები
და არ მოხიბლავს აღარავის... არსად... არღარას,

მაშინ გკითხავენ - `ის მშვენება სად გადამალე,
საით გაქრაო საგანძური ყმაწვილურ ფერთა?~
იტყვი - `თვალების სიღრმეებში დავასამარე!...~ -
და ეს მოიტანს გაუგონარ დაცინვას შენთან.

შენს სილამაზეს მიეგება მეტი ღირსება,
თქმა რომ შეგეძლოს - `ეს არსება შვილია ჩემი,
მას გადაეცა ყველა ჩემი ზნე და თვისება,
იგია ჩემთვის სიბერის ჟამს ნუგეშისმცემი~.

შენ ცივ ზამთრებში, სიბერისკენ გადარხეულში,
შვილს იხილავ და კვლავაც სითბოს იგრძნობ სხეულში

შექსპირი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
ბრძენთა და ბრიყვთა გასაგონად
ვთქვი, რაც მითქვია,
რომ სიბრძნე,
ისე ვით სიბრიყვე
ხშირად ტვირთია!

ბრიყვთა და ბრძენთა გასაგონად
ვამბობ, რაც ხდება:
ყველა მარცხდება
საბოლოოდ
ყველა მარცხდება!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
***
კალენდარი
პარკი. სექტემბერი. ქარი გვის ნაკუწებს.
არც მახსოვს საიდან აღმოვჩნდი აქ უცებ.
ფოთლები ცელქობენ: მაკოცე_გაკოცებ.
მე ნაბიჯს ვარიდებ პატარა ლაქუცებს...
პარკი! სექტემბერი! ქარი გვის ნაკუწებს.

დორადო
***

რომ დავბერდებით ერთად მე და შენ
_გოგოებივით გავიპაროთ ერთაწმინდაში...
მამაპაპურად ვაბრიალოთ ალი, ბუხარი
და სახლს ვაკმიოთ გაჩირული ალიბუხარი.
იქ ქვის კედლებში ჩვენს წინაპრებს გაეცინებათ:
"ძლივს მოვიდნენო"...ოღონდ ღმერთო, გაეცი ნება,
ტკბილად თუ მწარედ, დაგვაბეროს ე რ თ ა დ მე და შენ,
რომ ვალმოხდილნი გადავბარგდეთ ერთაწმინდაში!
დორადო

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined14 Feb 2008
Posts157
კარმა0
OFFLINEPROFILE
dorado ***

რომ დავბერდებით ერთად მე და შენ

_გოგოებივით გავიპაროთ ერთაწმინდაში...

მამაპაპურად ვაბრიალოთ ალი, ბუხარი

და სახლს ვაკმიოთ გაჩირული ალიბუხარი.

იქ ქვის კედლებში ჩვენს წინაპრებს გაეცინებათ:

"ძლივს მოვიდნენო"...ოღონდ ღმერთო, გაეცი ნება,

ტკბილად თუ მწარედ, დაგვაბეროს ე რ თ ა დ მე და შენ,

რომ ვალმოხდილნი გადავბარგდეთ ერთაწმინდაში!

კარმა ჩემგან მაგარი ლექსია =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
:) გმადლობთ :) ლოლ...:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გალაკტიონ ტაბიძე
ატმის რტოო, დაღალულო რტოო

ატმის რტოო, დაღალულო რტოო,
ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი,
ქარიშხალი მოდის საიმდროო,
ყვავილების ქარში მიქრის ტბორი.
მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი,
ამ გრიგალში დრო არ არის სხივის,
დაღალული ყვავილი ხარ სუსტი,
ქარი ყივის, ქარი ყივის, ყივის.
ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნარგი,
ეხლა ზღვაა, ეხლა სისხლის დროა,
თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი...
ატმის რტოო, დაღალულო რტოო...

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined17 Sep 2008
Posts26
კარმა0
OFFLINEPROFILE
kroll wrote:
ციტატა:
უსიყვარულოდ გადავირევი
დარდი მაცვალებს შენბერ კარგების
ხან მოვარდები როგორც ირემი
ხან იასავით დამეკარგები

ჯვარს დაიწერდა შენზე გოეთე
გალაკტიონი დათმობდა მერის
შენ მოგიდზგვნიდდნენ
ძვირფას სონეტებს
ლორდ ბაირონი შექსპირი შელლი.

კაი იყო საღოლ:)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი