↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 68 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 Oct 2006
Posts174
კარმა75
OFFLINEPROFILE
ეჰ გული მტიკვა და სული, ვერ გამოვნახავ სიტყვებს :( :( :( :( :( :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined29 Jun 2008
Posts60
კარმა0
OFFLINEPROFILE
დედი შენი ჭიშკარი რა ვქნა ვეღარ ვიცანიიიიიი
საყვარელო ჩემო დედიიიიიიიიიიიიიიი
დედიიიიი დედიიიიიიიიი
სულზე ტკბილო ჩემო დედიიიიიიიიიიიიიი

(ასრულებს პრიუტის ბავშვთა ანსამბლი)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
aqvagerl--საყვარელი თემა გახსენი;=ko= მადლობთ. mana--გული გამიჩერდა შენ ჩანაწერზე---
იცით რა მენატრება?--დედის მოლოდინი----

დიდხანს გიცოცხლოთ დედები და ყველა ქალს ვუსურვებ ;დედაშვილობის განცდის გრძნობას.=ko=

სამწუხაროთ-- მე დედას არავინ დამიძახებს-----.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
რატომ ჩემო ლიაკო გული დამიმძიმე ეგ რა თქვი ადამიანო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
კიდევ გავიმეორებ

ერთი ეს უნდა ვიკითხო, ჩემს სიკვდილს ვინ იტირებსა,
ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა, საქმეს ვინ გაიჭირებსა?
ამასვე ვფიქრობ და გულიც ამასვე აადვილებსა:
დედის მეტს ჩემი სიკვდილი არავის აატირებსა.
თუმც ნათესავნი, და-ძმანი აღარ აისხმენ ღილებსა,
ცოლიც ძალიან იტირებს, ქვეყანას გააკვირვებსა,
ცოტა ხნის შემდეგ ისიცა სხვისა ჭირს გაალხინებსა,
სუყველას დავავიწყდები, ყველა სხვას დაატირებსა.
მე დედის გულში ვიქნები, ძილსაც ვერ დაიძინებსა,
ვენაცვლე ძუძუთ გამზრდელსა, გულით ეგ დამიტირებსა,
დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა,
ამიტომ გვტანჯავს გამზრდელი, სულმუდამ გვაცოდვილებსა

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ქართულად წარმოთქმული დედა,სულ სხვაა.გვიხარია დედას ვახსენებთ-დედა რა კარგია.ვწუხვართ და ისევ დედა _ვაი დედა.ეჰ დედის ფასი მართლაც რომ არაფერია.ჩემს სიცოცხლესაც ,მხოლოდ ერთადერთი დანიშნულება აქვს -ვიცხოვრო შვილებისთვის.
"დედავ,სიცოცხლის დიდო საწყისო
დედავ, ცხოვრების ბურჯო მაგარო.
ეგ გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს."

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
mana wrote:
ციტატა:
დედაშვილობა
თამთა ირემაძე

დგას ძველი ჩემოდნით აეროპორტში დედაჩემი და იყურება აქეთ-იქით შეცბუნებული.
ჩემოდანი: მოსკოვ-თბილისრეის ნანახი უამრავჯერ, პარიზ ნანახი- არასოდეს.

დედა აგდებს ჩემოდანს აეროპორტის დარბაზის შუაგულში და ხელებგაშლილი მორბის ჩემსკენ.
ვერ მიცნობდა, მე რომ არ დამექნია ხელი და არ დამეძახა ქართულად ამხელა
აჭრელებულ-აყბედებულ ბრბოში. მეკვრის გულზე და მკერდი მტკივა, ისე მაგრად მიჭერს მკლავებს გარშემო.
ჩემოდანს ვდებ საგორგოლაზე და მანქანასთან მივდივართ ხელჩაკიდებულები-
და ამ წუთიდან:
დედა ოდნავ გაპრანჭული მეჩვენება დედას რიგობაზე. აქვს ძველი სუნამოს სუნი, რომელიც, მგონი საბავშვო ბაღში თანამშროლებმა აჩუქეს და მარტო მაშინ ისხამს ყურის უკან და ყელთან, როცა საპატიო ადგილას მიდის. ამ სუნამოს შავი მაგია ჰქვია, პარიზში ხშირად დამისხია მაჯებზე და დედას სუნი მიტარებია.
და ზუსტად იგივე წუთიდან:
დედა და მე ვცვლით როლებს_
მე ვასწავლი და ვუხსნი ყველაფერს, დაღეჭილს ვუდებ პირში, ფეხს ვადგმევინებ ჩემს ახალ ქვეყანაში და დედაც მომდევს, როგორც პატარა.
უცებ, მახსენდება ბავშვობისდროინდელი თამაში დედა-შვილაობა. როგორც დედისერთას, ხშირად არავინ მყავდა, რომ ჩემთან ეთამაშა და მე და დედა მაშინ თამაშით ვცვლიდით საკუთარ როლებს.
დედა ჩემს ფრანგ ქმარსაც გულში იკრავს ზუსტად ისევე, როგორც მე და პირველად მაშინ მრცხვენია რაღაცის ქვეცნობიერად, როცა ჩემს ქმარს სიწითლე აუვლის სახეზე.
მეორედ მაშინ უხერხულობს ჩემი ქმარი, როცა დედა ჩემოდნიდან ჩურჩხელებს ალაგებს და ხელში აჩეჩებს, როგორც დიდ საგანძურს: აბა გასინჯე, როგორ მოგეწონებაო.
მესამედ მაშინ წითლდება ჩემი ქმარი, როცა დედა კოკა-კოლის ბოთლით ღვინოს იღებს და აძალებს რომ მოსვას ღვინო:
რომელიც ნატურალურია,
თავისი დაწურულია,
გულისთვის კარგია,
სქელია, როგორც ფაფა,
შავია, როგორც უკუნი ღამე.
ჩემი ქმარი უგერგილოდ იღიმება და პირდება რომ საღამოს დალევს სადილზე,ახლა კი მაღაზიას იგდებს მიზეზად და გვტოვებს.

შემოდის მეზობელი დედას გასაცნობად თავისი ბაღის ყვავილებით. დედას უსიტყვოდ უხარია. ჩემოდანი გამოაქვს სამზარეულოში და იქვე მაგიდაზე ხსნის. იღებს ჩურჩხელას და უწვდის მეზობელს. მე ვიღებ გაცვეთილ ჩემოდანს მაგიდიდან და იატაკზე ვდებ. მეზობელი ჩურჩხელის ფორმაზე იცინის, და: ნო, მეღსიო უარობს. დედა გაზეთში უხვევს და სახლში წაიღე მაშინო, თავს არ ანებებს. მე ფანჯრის ზემოდან ვუყურებ ცარიელ სივრცეს და სასხვათაშორისოდ ვეუბნები მეზობელს, თუ როგორ მზადდება ჩურჩხელა.

სადილად ვსხდებით მე, დედა და ჩემი ქმარი. დედა მეკითხება ორაგულის მუსზე თვალებით, ეს რა არისო? პურს ითხოვს და ჩანგლით უსვამს მუსს პურის ნაჭერს.
მე ქართულად ვეუბნები, რომ დანაც იხმაროს და როგორც კარაქი ისე წაუსვას. დედა პურის საჭრელ დანას იღებს, გვერდზე დადებულ პატარა დანას ვერ ხედავს და მე ვწითლდები.
ჩემი ქმარი ჩემს ზემოთ კალენდარს მისჩერებია:
2 კვირაში წავა.
ორაგულის ფხა ეჩხირება უცებ დედას ყელში და ხველა უტყდება.
ქმარი სიგარეტის მოსაწევად გადის უკვე მერამდენედ, სადილს თეფშზე ტოვებს და მაგიდას აღარ უბრუნდება.
დედაჩემი სულს ითქვამს და თვალით ქმრის თეფშზე მანიშნებს:
-ხვალ ისეთ კერძს გაგიკეთებთ, რომ თითებს ჩაიკვნეტთ ორივე. მეც ძლივს ვჭამე ეს რაღაც, პური რომ არა, რა ვიცი, როგორ უნდა მეჭამა.

დედა ორ კვირაში წავა.
მეტირება.
ყელში ორაგულისსუნიანი ბურთი მეჩხირება და მეც ვახველებ.

მძიმეა- დედაშვილაობის თამაში რეალურად, თან საკუთარ დედასთან და თან სხვისი თანდასწრებით...

ამ ადამიანს მაგარი "დაუცურდა" ეტყობა , "სვეტსკი" პარიზელი გახდა და დედის "სოფლური გამოხტომები" აწითლებს.
დიდი ხანია, ნეტა, "გოროდში "მოხვდა? როგორ შეიძლება დედა-შვილობის თამაში?! ამას რა თამაში უნდა?! უძლიერესი გრძნობაა, რომელიც ყველა სხვა გრძნობას და სიყვარულს ჩრდილავს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ანდერძი ჩემს შვილს
გულს ნუ გაიტეხ, იყავ მხნე,
რაც უნდა ჭირში ჩავარდე,
ცხოვრების დახლართული გზა
უშიშრად გაინნავარდე!

ყველა გიყვარდეს და ცოდვაც
შეუნდვე წრფელის გულითა!
მით ამაღლდები მდაბალი,
სხვებისგანც სიყვარულითა.

მარტო შენს თავზე ნუ ზრუნავ,
სხვებიც გახსოვდეს მარადა,
შრომა აიღე მახვილად
და მოთმინება ფარადა!

აი, ეს არის ამქვეყნად
შვება და ბედნიერება
და უკვდავების მარადი,
უჭკნობი ბედნიერება

აკაკი წერეთელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ნანინა, ნანა, ნანინა,
ნანაო, შვილო, ნანაო!..
იქ ზეცა გყავდეს მფარველად,
მოკეთედ აქ ქვეყანაო;
ჩემი ლოცვა და კურთხევა
გდევდეს მარადის თანაო -
ნანინა, ნანა, ნანინა,
ნანაო, შვილო, ნანაო!..
გაიზარდე და გაივსე,
ვით თხუთმეტი დღის მთვარეო,
მტერს დაუყენე თვალები,
მოყვარე გაახარეო;
იარე გამარჯვებითა
ყოველთვის ყოველგანაო -
ნანინა, ნანა, ნანინა,
ნანაო, შვილო, ნანაო!..

გებრალებოდეს ჩაგრულნი,
შეიტკბე, შეიყვარეო;
არც დაივიწყო არასდროს
შენი სამშობლო მხარეო:
სხვაგან სიცილსა გერჩიოს
ტირილი იმასთანაო -
ნანინა, ნანა, ნანინა,
ნანაო, შვილო, ნანაო!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მაყვალა მრევლიშვილი

ხელისგულზე

- შენ მაჩუქე მზე და მთვარე,
ვარსკვლავებიც ზედა!
სულ აკვანზე დამიყარე,
საყვარელო დედა.

ყანა, წყარო, ლურჯი მთები, -
რასაც თვალით ვხედავ,
მთელ სამშობლოდ მომიძღვენი,
საყვარელო დედა.

ხელისგულზე ერბო-ვერცხი
ვინ შეიწვას ნეტავ,
შენს ამაგს ვინ გადაიხდის,
საყვარელო დედა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
mana wrote:
ციტატა:
დედაშვილობა
თამთა ირემაძე

დგას ძველი ჩემოდნით აეროპორტში დედაჩემი და იყურება აქეთ-იქით შეცბუნებული.
ჩემოდანი: მოსკოვ-თბილისრეის ნანახი უამრავჯერ, პარიზ ნანახი- არასოდეს.

დედა აგდებს ჩემოდანს აეროპორტის დარბაზის შუაგულში და ხელებგაშლილი მორბის ჩემსკენ.
ვერ მიცნობდა, მე რომ არ დამექნია ხელი და არ დამეძახა ქართულად ამხელა
აჭრელებულ-აყბედებულ ბრბოში. მეკვრის გულზე და მკერდი მტკივა, ისე მაგრად მიჭერს მკლავებს გარშემო.
ჩემოდანს ვდებ საგორგოლაზე და მანქანასთან მივდივართ ხელჩაკიდებულები-
და ამ წუთიდან:
დედა ოდნავ გაპრანჭული მეჩვენება დედას რიგობაზე. აქვს ძველი სუნამოს სუნი, რომელიც, მგონი საბავშვო ბაღში თანამშროლებმა აჩუქეს და მარტო მაშინ ისხამს ყურის უკან და ყელთან, როცა საპატიო ადგილას მიდის. ამ სუნამოს შავი მაგია ჰქვია, პარიზში ხშირად დამისხია მაჯებზე და დედას სუნი მიტარებია.
და ზუსტად იგივე წუთიდან:
დედა და მე ვცვლით როლებს_
მე ვასწავლი და ვუხსნი ყველაფერს, დაღეჭილს ვუდებ პირში, ფეხს ვადგმევინებ ჩემს ახალ ქვეყანაში და დედაც მომდევს, როგორც პატარა.
უცებ, მახსენდება ბავშვობისდროინდელი თამაში დედა-შვილაობა. როგორც დედისერთას, ხშირად არავინ მყავდა, რომ ჩემთან ეთამაშა და მე და დედა მაშინ თამაშით ვცვლიდით საკუთარ როლებს.
დედა ჩემს ფრანგ ქმარსაც გულში იკრავს ზუსტად ისევე, როგორც მე და პირველად მაშინ მრცხვენია რაღაცის ქვეცნობიერად, როცა ჩემს ქმარს სიწითლე აუვლის სახეზე.
მეორედ მაშინ უხერხულობს ჩემი ქმარი, როცა დედა ჩემოდნიდან ჩურჩხელებს ალაგებს და ხელში აჩეჩებს, როგორც დიდ საგანძურს: აბა გასინჯე, როგორ მოგეწონებაო.
მესამედ მაშინ წითლდება ჩემი ქმარი, როცა დედა კოკა-კოლის ბოთლით ღვინოს იღებს და აძალებს რომ მოსვას ღვინო:
რომელიც ნატურალურია,
თავისი დაწურულია,
გულისთვის კარგია,
სქელია, როგორც ფაფა,
შავია, როგორც უკუნი ღამე.
ჩემი ქმარი უგერგილოდ იღიმება და პირდება რომ საღამოს დალევს სადილზე,ახლა კი მაღაზიას იგდებს მიზეზად და გვტოვებს.

შემოდის მეზობელი დედას გასაცნობად თავისი ბაღის ყვავილებით. დედას უსიტყვოდ უხარია. ჩემოდანი გამოაქვს სამზარეულოში და იქვე მაგიდაზე ხსნის. იღებს ჩურჩხელას და უწვდის მეზობელს. მე ვიღებ გაცვეთილ ჩემოდანს მაგიდიდან და იატაკზე ვდებ. მეზობელი ჩურჩხელის ფორმაზე იცინის, და: ნო, მეღსიო უარობს. დედა გაზეთში უხვევს და სახლში წაიღე მაშინო, თავს არ ანებებს. მე ფანჯრის ზემოდან ვუყურებ ცარიელ სივრცეს და სასხვათაშორისოდ ვეუბნები მეზობელს, თუ როგორ მზადდება ჩურჩხელა.

სადილად ვსხდებით მე, დედა და ჩემი ქმარი. დედა მეკითხება ორაგულის მუსზე თვალებით, ეს რა არისო? პურს ითხოვს და ჩანგლით უსვამს მუსს პურის ნაჭერს.
მე ქართულად ვეუბნები, რომ დანაც იხმაროს და როგორც კარაქი ისე წაუსვას. დედა პურის საჭრელ დანას იღებს, გვერდზე დადებულ პატარა დანას ვერ ხედავს და მე ვწითლდები.
ჩემი ქმარი ჩემს ზემოთ კალენდარს მისჩერებია:
2 კვირაში წავა.
ორაგულის ფხა ეჩხირება უცებ დედას ყელში და ხველა უტყდება.
ქმარი სიგარეტის მოსაწევად გადის უკვე მერამდენედ, სადილს თეფშზე ტოვებს და მაგიდას აღარ უბრუნდება.
დედაჩემი სულს ითქვამს და თვალით ქმრის თეფშზე მანიშნებს:
-ხვალ ისეთ კერძს გაგიკეთებთ, რომ თითებს ჩაიკვნეტთ ორივე. მეც ძლივს ვჭამე ეს რაღაც, პური რომ არა, რა ვიცი, როგორ უნდა მეჭამა.

დედა ორ კვირაში წავა.
მეტირება.
ყელში ორაგულისსუნიანი ბურთი მეჩხირება და მეც ვახველებ.

მძიმეა- დედაშვილაობის თამაში რეალურად, თან საკუთარ დედასთან და თან სხვისი თანდასწრებით...

ამ ადამიანს მაგარი "დაუცურდა" ეტყობა , "სვეტსკი" პარიზელი გახდა და დედის "სოფლური გამოხტომები" აწითლებს.
დიდი ხანია, ნეტა, "გოროდში "მოხვდა? როგორ შეიძლება დედა-შვილობის თამაში?! ამას რა თამაში უნდა?! უძლიერესი გრძნობაა, რომელიც ყველა სხვა გრძნობას და სიყვარულს ჩრდილავს.

ბუბუ სიმართლე გითხრა მე სხვა გრზნობით წავიკითხე... მომეწონა:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მაყვალა მრევლიშვილი
ყველაზე ლამაზო
ყველაზე ლამაზო,
ყველაზე კეთილო,
ნუ სწყრები მალ-მალე,
პატარა დედილო!

მე მინდა, ყოველთვის
იცინო ლამაზად,
ნებივრად გივლიდეს,
მე ვეტყვი მამასაც.

თავზე რომ მევლები,
ზრუნვით რომ დამცქერი,
ახლა მე ვიქნები
სულ შენი დამცველი.

პატარა, ჯიუტი
თუ გყავდი აქამდე,
ხომ უკვე დიდი ვარ,
დარდები გაფანტე.

გამგონეც ვიქნები,
დამჯერიც ვიქნები,
ოღონდაც ნათელ შუბლს
ნუ იღლი ფიქრებით.

თუ რამე ვიტკინე,
მიშუშებ ალერსით.
ახლა მე გაკოცებ
მაგ ლამაზ თვალებში!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მძიმეა- დედაშვილაობის თამაში რეალურად, თან საკუთარ დედასთან და თან სხვისი თანდასწრებით...
--------------------------------------------------------------------------------------
მე ამ სიტყვებმა გადამრია და მერე ისევ თავიდან გადავიკითხე. შენც გირჩევ გადაიკითხო თავიდან.
მე დედაჩემის ნაოჭი მირჩევნია ყველაფერს ამ ქვეყნად. და იმედი მაქვს ჩემი მარიამიც ასეთი იქნება. ღმერთმა დამიფაროს დედა-შვილობა ვითამაშო რომელიმე მათგანთან, თუნდაც სხვისი თანდასწრებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დედა

დედა ჰქვია
დედაციხეს,
დედაქალაქს,
დედამიწას,
დედაბოძს თუ დედაენას
დედის ძალა დედამ მისცა!
დედა უძღვის წინ ყველაფერს,
ჩვენს სალოცავს,
ჩვენს საფიცარს...
რადგან ძალა დედამ მისცა,
დედა იცავს დედამიწას!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ბუბუსუნას ვეთანხმები, ზემოთ მოყვანილი ნოველა ძლივს ჩავიკითხე, იმდენად გამაღიზიანა.გაურკვეველია აგრეთვე რა "მესიჯს" გვიგზავნის ავტორი, რისი თქმა სურს.
აი ჩემი მესიჯი:

სკარლეტი
ვარდთა დამცრობით ქარმა გული მოიოხა რა
_მინდვრის ყვავილნი ვადედოფლოთ ვითომ?! ოჰ, არა!
ულამაზესი დედაჩემი დრომ ვერ მოხარა;
მწვანე თვალები გაფრთხილებენ: სკარლეტ ო'ჰარა...

პ.ს. დედა მიკალს ძალიან...=zer=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 68 posts ] 
დესპანი