↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 55 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Feb 2008
Posts114
კარმა49
OFFLINEPROFILE
ჩემო ძვირფასო და საყვარელო ქართველებო,

საქართველოში მიმდინარე ამდენი საშინელებისა და ჯოჯოხეთის შემყურეს ერთი კითხვა დამებადა - რატომ მაინცდამაინც ჩვენ ,ქართველებს, გვემართება ამდენი უბედურება? თუ ომი არ არის ,მაშინ სტიქია გვიტევს და გვანადგურებს,ერთ უბედურებას მეორე მოყვება და ამას სასრული არ უჩანს. რა ხდება , რა არის ყოველივე ამის მიზეზი? ნუთუ არ მოვიდა დრო შევწყვიტოთ სხვისი დადანაშაულება და კრიტიკული და ანალიტიკური თვალით შევხედოთ საკუთარ თავებს, ჩვენს საქციელს? როგორ ვეპყრობით ქართველები ერთმანეთს?!როგორ ვეპყრობით ჩვენს სამშობლოს?!არის თუ არა ჩვენი მენტალიტეტი დრომოჭმული? მე ამით იმის თქმა მინდა,რომ ჩემი აზრით, ჩვენი ხსნა ჩვენშივეა და თითოეულმა ადამიანმა უნდა ჩაიხედოს საკუთარ სულში და მანკიერი თვისებების აღმოფხვრას შეეცადოს.მაგრამ ვიდრე განკურნებას დავიწყებდეთ,მანამდე სწორი დიაგნოზი უნდა დავუსვათ საკუთარ თავებს.ყოველივე ამის გარეშე,ანუ თუ არ შევუდგებით სულიერი განწმენდის გზას და არ შევეცდებით მოვახდინოთ ჩვენი პიროვნების ტრანსფორმაცია უკეთესობისკენ,ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ ასე ნანატრ თავისუფლებას და ბედნიერებას და არა მგონია მხოლოდ ვინმე სხვას უნდა ველოდოთ მოვიდეს და გვიხსნას - ჩემი აზრით ეს აბსოლუტური აბსურდია და ასეთი აზროვნება ძალიან ინფანტილური.

მე ადრე ერთ-ერთ კომენტარში დავწერე და ახლაც მინდა გავიმეორო - დედამიწა გადადის მეოთხე და მეხუთე განზომილებებში, იწევს ვიბრაციები და იცვლება სიხშირეები,ეს საუკუნე არის ფაქტიურად გლობალური ცვლილებების ,გარდატეხის საუკუნე - ბნელი ძალების დრო და ბატონობა,რომლებიც აქამდე მართავდნენ ჩვენს პლანეტას,დასასრულს უახლოვდება.მაგრამ,სამწუხაროდ,ისინი თავიანთ პოზიციას ასე უბრალოდ და უბრძოლველად არ დათმობენ, რა თქმა უნდა, და ასევე შეეცდებიან რაც შეიძლება მეტი სული აცდუნონ და თან გაიყოლონ. ეს ყველაფერი,ჩვენი ფიზიკური თვალისთვის უხილავია,მაგრამ იმისთვის მოგვცა ღმერთმა გონება და სულიერი ხედვის უნარი,რომ ასეთი მოვლენების განჭვრეტა და ანალიზი შევძლოთ.

მე მინდა გთხოვოთ ყველას,მოდით ყველამ ერთად ვიმსჯელოთ რა არის ჩვენი,როგორც ზოგადად ერის პრობლემა და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, თითოეულმა ადამიანმა, იმისათვის,რომ ჩვენი სიტუაცია რადიკალურად შევცვალოთ,რათა ღმერთმა შეგვიწყალოს და მოგვცეს შვება.დამეთანხმებით ალბათ,რომ უფლის ნების გარეშე არაფერი არ ხდება,ასე,რომ ყველა ეს განსაცდელი მის მიერ არის დაშვებული - რატომ? რა არის ამის მიზეზი?

გთხოვთ საკუთარი აზრის გამოთქმის გამო ნუ მივაყენებთ შეურაცყოფას ერთმანეთს - იქნებ სწორედ აქედან დაგვეწყო ჩვენი სასიკეთო გარდასახვა - ვისწავლოთ განსხვავებული აზრის ღირსეულად მიღება და ცივილიზებულად მსჯელობა.

დიდი მადლობა ყველას წინასწარ.

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენც და სრულიად საქართველო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ჩემო კარგო ანალიზი და მსჯელობა არ გვაკლია მაგრამ ამით საქმეს ვერ ვშველით.იმიტომ რომ სიყვარულის დეფიციტია.და სიძულვილზე კიდევ არა თუ სახელმწიფოს ოჯახს ვერ შექმნი.ყველა ქართველი დღეს ვართ უაღრესად შეურაცყოფილნი,აბუჩად აგდებული და განადგურებულნი.დილის გათენება მეზარება არ მინდა რეალობას გაუსწორო თვალი,საშინელი უძლურების გრძნობა მაქვს დაუფლებული.გვყავს დაუძინებელი მტერი და ამ ურჩხულთან უძლური ვართ არამარტო ჩვენ არამედ მთელი მსოფლიო.დილის აქეთ ვუყურებ ამ თემას მაგრამ რა დამეწერა არ ვიცოდი ,რადგან ჯერჯერობით ვერა ვხედავ არანაირ ნათელ ფანჯარას კი არა პატარა სარკმელსაც კი,მომიტევეთ ასეთი პესიმიზმისთვის.ადრე უფრო ზლიერი ვიყავი,ახლა ზალიან დათრგუნული ვარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
გენიალური თემაა, აუცილებლად დავუბრუნდები.უნიქორნ, გმადლობთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ყოველგვარი უბედურება ხდება იმის გამო ჩემი აზრით რომ პოლიტიკაზე მეტად წინ ჩვენს გულფიცხობასა და მაქსიმალიზმს ვაყენებთ.

9 აპრილი მაინც და მაინც 15 რესპუბლიკიდან ჩვენთან უნდა მომხდარიყო რომ დაშლილიყო საბჭოთა კავშირი? ისედაც მშვენივრად იშლებოდა... 9 აპრილიდან მოყოლებული ხდება ის რომ საქართველომ ვერ შეძლო ნეიტრალიტეტის ჩამოყალიბება და გადაიქცა რუსეთის ნომერ პირველ მტრად...

განა რუსეთს ვამართლებ? მაგრამ ამხელა სახელმწიფოს ვის იმედზე უპირისპირდები ესაა საქმე? კარგია ამერიკა და ყოველთვის გვერდში ედგა საქართველოს მაგრამ პატარა ქვეყანა როცა ხარ მსოფლიო ამხელა რუსეთს რომელსაც ატომი აქვს და კბილებს აღჭიალებს რომ შეხრას ყველაფერი ვერ დააკავებს...

რა გვესმოდა ამდენი ხანი ? ამერიკამ აღშფოთება გამოხატა, ნატომ აღშფოთება გამოხატა, ევროკავშირმა აღშფოთება გამოხატა და გვიხარია ეს? რა არის აღშფოთება?

დემოკრატიულ სუვერენულ ქვეყანას რუსეთი უკეთებს ანექსიას და მსოფლიო აღშფოთებულია?... მეტი არაფერი შეუძლია მსოფლიოს? რა ჭირად გვინდა ეს გაერო და ნატო თუ დემოკრატიული იდებისათვის რუსეთმა ქათამივით დაგვაკლა ჯირკზე?

რავი რა არის გამოსავალი? შევიდეთ ნატოში თუ მიგვიღეს...
ან ქვეყანამ შეიცვალოს ეს ნატოსა და ამერიკის ღერძიდან ჩამოხტეს და გახდეს რაღაც ნეიტრალური ქვეყანა და ჭკვიანურად მართოს უნდა პარლამენტი იქნება ის თუ პრეზიდენტი რომ რუსეთის აგრესია არ გახდეს საჭირო საერთოდ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ჩვენ ნეიტრალიტეტს ვერ შევძლებთ,რუსეთი არ მოგვეშვება,მაგის ილუზია ტყუილად ნუ გვექნება. უნდა ავირჩიოთ ან რუსეთი ან დასავლეთი,თუ მიგვიღეს,რათქმაუნდა.მესამე გზა ჩვენ არა გვაქვს.თუ გვინდა რომ საერთოდ არ გავწყდეთ.ისე რომ ჩვენ ვყვებით ნანგრევებში ყოველთვის ჩვენი ემოციური ხასიათის გამო,მრავალგზის ვნახეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
ვაჟა-ფშაველა

კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში...
ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.
ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო - მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. „ჰამლეტით“, „მეფე ლირით“ ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება „ვეფხისტყაოსნით“ და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? - არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება...
მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე.
პატრიტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე - საზრდოდ, ნანა - მოსასვენებლად.
ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა. ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, - ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი შვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია.
ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? - იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, - სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ...
პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.
ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერის კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა.

Uნიკორნ ..გარკვეულ წილად გამოთქმული მაქვს ჩემი აზრი შენს მიერ დასმულ საკითხებზე.. ვფიქრობ არ დამზრახავთ ვაჟას აზრის გამოყენებისატვის:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Feb 2008
Posts114
კარმა49
OFFLINEPROFILE
Ketadea,dorado,zvigeni დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის და თქვენი აზრების გაზიარებისათვის.

Ketadea,ძალიან ვწუხვარ,რომ ასეთ სასოწარკვეთილებაში ხართ ჩავარდნილი.არც არის გასაკვირი საქართველოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე.იმედია მალე თავს უკეთესად იგრძნობთ - რაც შეიძლება მეტი ილოცეთ თუ შეგიძლიათ - ლოცვას სასწაულების მოხდენა შეუძლია.

მე ეს თემა იმიტომ წამოვიწყე,რომ ჩემი აზრით პრობლემა ძირითადად ჩვენშია და ჩვენი უბედურების სათავეც ჩვენივე ცოდვებშია.მე ვფიქრობ ცვლილებები ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ და სხვა ,სულიერი, თვალი შევხედოთ ამ ცხოვრებას.არსებობს როგორც დაწერილი ,ისე დაუწერელი კანონები . არსებობს "კარმის" კანონი ,ანუ უფრო მარტვივად რომ ვთქვათ, რასაც დათესავ იმას მოიმკი ადამიანი ადრე თუ გვიან.დღეს ძალიან ბევრი ადამიანი დადის ეკლესიაში საქართველოში,მაგრამ ყველაზე მთავარია ვინ რა გულით შედის იქ.ჩვენ ადამიანები ამას ვერ დავინახავთ,მაგრამ ყოვლის შემძლე მამა ზეციერისათვის ყველაფერი ხილულია.

არსებობს ინდივიდუალური პიროვნებების კარმა და ქვეყნების კარმა.მე ვფიქრობ ისევე როგორც თვით საქართველო,ასევე ჩვენც მისი მოსახლეობის უმრავლესობა,საკმაოდ მძიმე კარმის მატარებლები ვართ (მეც პირადად).მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა ,რომ სიმართლისთვის თვალის გასწორება არ გვინდა,არ გვინდა საკუთარი ნაკლოვანებების დანახვა.და თუ თავს ძალით დავიბრმავებთ და გავჯიუტდებით და ამაყად გავაგრძელებთ ძახილს: "რაც კარგები ვართ ქართველები ვართ","მხოლოდ საქართველო გადარჩება,ღმერთის რჩეულები ვართ" და ასე შემდეგ,მაშინ ჩვენი ხსნა არასოდეს არ მოხდება.ნუთუ მართლა ვფიქრობთ,რომ ღმერთი თავის შვილებს მოკვდავი ადამიანივით ანსხვავებს? თუ ეს ერთ-ერთი მანკიერი თვისების ,ამპარტავნების, გამოვლინებაა?

ძალიან კარგად შენიშნა "ზვეგენმა" : " 15 რესპუბლიკას შორის რაღა მაინცდამაინც საქართველოში უნდა მომხდარიყო 9 აპრილიო".იქნებ ჩვენი ამოცანა ამ ცხოვრებაში ემოციების გაკონტროლების სწავლაა.რა თქმა უნდა , ეს არც ისე ადვილია,მაგრამ არის კი რამე ადვილი ამ ცხოვრებაში?

ყველამ კარგად ვიცით რაც ხდება საქართველოში.ქართველი ქართველს არ ინდობს.ხალხი მასიურად ქურდობაზე და თაღლითობაზეა გადასული (ეს ყველას არ ეხება,ღმერთმა დაგვიფაროს!).ბაზარში რომ რა ფასსაც გეუბნებიან იმას უხდი და მაინც გატყუებენ,საზრღვარგარეთ რომ სამუშაოდ მიდიან და მაინც იპარავენ,საქართველოში რაც არ უნდა დიდი თანხა გადაუხადო მაინც რომ არაკეთილსინდისიერად გემსახურებიან და თან ცდილობენ რაც შეიძლება მეტი მოგატყუონ და გაგაცურონ,არავის თავის საქმის პროფესიულად და კეთილსინდისირად შესრულება რომ არ უნდა და თავისზე უკეთეს გზას რომ არ დაუთმობენ (ამიტომ არის ,რომ საქართველოში ყველაფერი თავდაყირაა - უმეტესად არაპროფესიონალი, ვინმე მავანის ბიძაშვილ-მამიდაშვილები მუშაობენ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე და უმეტესგან ზოგადად,ამას ყველაფერს ცოდვა და დანაშაული არ ქვია? ასე გროვდება ცოდვები,აგორდება დიდ გუნდად,გადაიქცევა მერე ზვავად და წალეკავს ქვეყანას !!! და მერე გვიკვირს რატომ გვენართება ჩვენ ამდენი საშინელება.

აი ამის მსგავს საკითხებზე მსურს თქვენი აზრის მოსმენა.იქნებ აქეთკენ მივმართოთ ჩვენი კრიტიკა.ერთ რამეში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული - სანამ არ შეიცვლება ცვენი ქართული მენტალიტეტი,მანამ არაფერი არ გვეშველება.იქნებ იმაზეც დავფიქრდეთ რატომ გადაგვხვეწა ამდენი ხალხი უცხო ქვეყნებში ღმერთმა - იქნებ უნდა ავიღოთ და შევითვისოთ რაც კარგია და მისაბაძი სხვა ერებში (და ცუდი რა თქმა უნდა იქვე დავტოვოთ).

თქვენ რას ფიქრობთ,რა თვისებებია ჩვენს ერში შესაცვლელი?რა არის გამოსასწორებელი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Feb 2008
Posts114
კარმა49
OFFLINEPROFILE
gioarmani უღრმესი მადლობა ამ შესანიშნავი ციტირებისთვის - არაჩვეულებრივია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ყველაზე ცუდი რაც ჩვენ ერშია ამბიციაა,ყველაფერს კარგს ვაზვიადებთ,ცუდს ვჩქმალავთ.ბავშვებსზც არ ვზრდით კარგად.მუშაობას ახალგაზრდბა თაკილობს,ყველას დიკაცობა უნდა.ალბათ თაობათა ცვლა იქნება საჭირო რომ ეს მენტალიტეტი
შეგვეცვალოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მოსემ ებრაელები 40 წელი ატარა უდაბნოში...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
მოსემ ებრაელები 40 წელი ატარა უდაბნოში...

პირდაპირ მშურს ბუბუ.. რა მალე სწალობენ ჭკვას .. რა ერია ასეთი:))))) აფსუს:)))))

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
საქართველო ოქროს საწმისის ქვეყანაა... ძველი მითებისა და ლეგენდების ქვეყანა. მისი ზღვისპირეთით, დათოვლილი მთებით, სითბოთი და სიუხვით ჭეშმარიტად მიწიერი სამოთხეა, უფლის კურთხეული უბანი დედამიწისა“.

ნუ დაგავიწყდებათ ყველაფერი კარგად იქნება.მომავალი ჩვენია ,საქართველოსი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
საქართველო გადარჩება მაშინ როდესაც ქვეყნის მმართვას ხელში აიღებს გაწონასწორებული და არაემოციური ძალა...

ემოციებით და გულფიცხობით ვიღუპებით სულ, ვირჩევთ მათ პრეზიდენტებად ვინც უფრო მეტი ფიცხი და ემოციურია.. რაც მეტს ყვირის ისაა სწორედ ყველაზხე საშიში...

დავიწყოთ გამსახურდიას მოღვაწეობით... ეს ადამიანი იყო დისიდენტი, პატრიოტი მაგრამ პრეზიდენტობისათვის ეს არაა საკმარისი.. ვერ გათვალა თუ როგორ უნდა ემართა ქვეყანა, გადაიმტერა მთელი პოსტსაბჭოთა საზოგადოება, გამოაცხადა ყველა აგენტებად, ვინ სუკის აგენტი იყო ვინ კაგებესი და ვის გვირაბი გაყავდა ბომბეიდან დუბაიმდე...

დაამხვეს გამსახურდია ნაძირლებმა ისეთმა ადამიანებმა ვისაც ღირსებას რუსული შპროტი ერჩივნა, არადა მრავლად გამოჩნდებიან ხოლმე ასეთებიც... მოვიდა ხუნტა უფრო სწორედ ყაჩაღებმა ჩაიგდო ქვეყანა.. ეგონათ შევარდნაძის სახით მესიას ჩამოიყვანდენ საქართველოში, შევარდნაძის მმართველობამ კი უფრო დააქცია ქვეყანა და კორუფციაში ჩაძირა ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა... მერე კი რევოლუცია... ვარდებით ხელში, ყველა ციხეში ბლაბლა ბლა... გზები დავაგოთ, ქალაქები ვაშენოთ (უფრო სწორედ ფასადები შევღებოდ), დავიბრუნოთ აფხაზეთი და ოსეთი (როცა ხალხს ეეჭვება დავითის საფლავზე უნდა დაიფიცო), საქართველო ნატოში! რუსეთი რომელიც შარს ეძებს მუდამ ამის გაგონება აკლია ერთბაშად ...

ნატო, ნატო, ნატო... აგრესიის შემდეგ კი : რატო, რატო , რატო?...

ზვიადის ეგონა მზე ბორჯომიდან ამოვიდოდა... არ ამოსულა :(
შევარდნაძეს ეგონა აღმოსავლეთიდან ამოვიდოდა მზე... არ ამოსულა:(
მიშა კი დასავლეთიდან ეგონა მზე ამოვიდოდა... არ ამოსულა:(

ამ დროს კი სამწუხაროდ ლეონიძის სიტყვები გამართლდა... "შავ ზღვაში ჩაესვენა მზე საქართველოსი... რაღა ამოიყვანს... "

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ზვიგენ, ეს შენი პოსტი მარტო ერთი საიტის კუთვნილება აღარაა და საერთოდ სცილდება ვირტუალური პოლემიკის ფარგლებს.
ჩვენ ის თაობა ვართ, ზემოთ აღწერილი სამი სხვადასხვა ქარიშხალი რომ გამოიარა, რაც ასე ზუსტად გაქვს აღწერილი. ვერც ვერაფერს დავაკლებ შენს ნათქვამს და ვერც ვერაფერს დავუმატებ.ვამაყობ რომ გიცნობ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სხვა სხვის საქმეში ბრძენიაო

ეგრე ვართ ყველანი
ეს არ ვარგაო.ის არ ვარგაო(მთავრობას ვგულისმობ)
ვინც მომოვა ის მოგეწონებააათ ?
ჩვენ თითონ უნდა ვიყოთ კარგები, რომ მთავრობა კარგი იყოს

რატომ წავედით სამშობლოდან? იმიტომ რომ ME ვიყო კარგად
და ყველა ასე ვართ.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 55 posts ] 
დესპანი