↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
გითხრა რა იყო?
არაფერი. . . მინდა აქ იყო.
დარდი გაგიყო
უშენობამ იცი რა მიყო?
სული დამძიმდა…
არაფერი აღარ მახარებს...
სევდა მაწვიმს და
ცრემლი კოცნის, დაღლილ წამწამებს.
ყველა შორი და . .
ახლო მდგომი უფრო დუმდება.
ის ვინც მოვიდა
არ მოსული უკან ბრუნდება..
გზები გაიყო...
ცა გაიღო...
გული გაიპო…...
ბნელმა ნათელი შემიცვალა
და მზე წაიღო.
შველად ვეძებე შენისთანა
არსად არ იყო.
უკვე სიკვდილმაც შემიყვარა
გესმის რა იყო?!
ბევრი ვეძებე შენისთანა
წლები გაფრინდა. . .
გული ვერავინ შემიცვალა
მოდი თავიდან. . .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts622
კარმა21
OFFLINEPROFILE
აი სად შეგხვდი, ვით ღამისთევა
მე კი თურმე სად დამღამებია
შენ რომ გიყვარდა, ის ქალი მე ვარ...
შენ უიმედოდ არ გყვარებია...
მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგავარ
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,
შენ რომ ეძებდი ის ქალი მე ვარ
მითხარი, ხომ არ დავაგვიანე.
თუმცა უსიტყვოდ დამუნჯდა ენა
მე უშენობის დაღი მატყვია
შენ რომ გინდოდა, ის გული მე მაქვს,
ვიცი სხვა გული არც გინატრია.
შენ ეძახოდი შორს , შორით წასულს,
და ხმა ქარიშხალს ჩაუქროლია,
შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს
და ჩემს მეტს არვის გაუგონია.
მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგავარ...
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,
შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ,
მაგრამ ვაი, რომ დავაგვიანე...

იქნებ ვინმემ მომიძებნოთ ეს სიმღერა...წინასწარ მადლობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მოვიდა წვიმა,
წვიმა წკრიალა,
დასტოვა ცრემლი და ჩაიარა...
მოვარდა ქარი,
ქარი გრიალა,
დასტოვა მტვერი და ჩაიარა...
მზე აშრობს ქვებად
ქცეულ იარებს, -
მოხვედი შენც და...
შენც ჩაიარე...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
არ მინდა შენი სიბრალული,
შავი ნაწნავებით შემკარი, -
და თუ სიგიჟეა სიყვარული,
გავგიჟებულვარ და ეგ არი.

ჩემი თბილისია უცილობლად
ჩემი პარიზი და ბრეტანი, -
და თუ მკვლელობაა გულგრილობა,
ადრე მოგეკალი ნეტავი!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მე ასე მგონია, ლერწამი ვიყავი,
ვამბობდი სიმღერებს, ცის მადლით ცხებულს,
მე ვიყავ ლერწამი, შენ კიდევ ნიავი
და თბილი ღუღუნით მივსებდი სხეულს.

და როცა ჟამთასვლამ ცვლილება გვარგუნა
და მიწად ვიქეცით როცა,
მე ვიყავ ბალახი - შენ ჩემი შხაპუნა,
ცრემლებით, სიცილით გიყვარდა მოსვლა.

მე ასე მგონია, ჩიტებიც ვიყავით
და გზებზე ვფანტავდით ბარტყებს და სიზმრებს.
ბევრჯერ გადავლახეთ სიკვდილის სიავე
და ჰა, ერთმანეთი მოვძებნეთ ისევ.

გიყურებ, გისმენ და მტეხს გულისფიცარი,
რაღაც მაგონდება, ვით შორი სიზმარი -

თითქოსდა ხილვებით ნათდება უკუნი,
ირღვევა ჟამი და ერთმანეთს ერწყმის:
წვიმების შხაპუნი, ჩიტების ჟღურტული,
ჩურჩული ქარის და ღუღუნი ლერწმის...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
გინდ მეძინოს,მაინც სულში მიზიხარ.
თვალთ ავახელ,ზედ წამწამზედ მიზიხარ.
ყმასავითა მე ერთგული შენი ვარ,
გინდა მკლავდე,არას გეტყვი-შენი ვარ.
სადაც წახვალ,მე მაშინვე იქა ვარ,
გინდ ვერ მნახო,იცოდე რომ იქა ვარ,
რას გაწუხებ?მე ჩემთვისა იქა ვარ.
ჩემთვის ჩუმად ვამბობ:რა ლამაზი ხარ.
გინდ მეძინოს,მაინც სულში მიზიხარ.
თვალთ ავახელ ზედ წამწამზედ მიზიხარ.
რტო ალვისა შენი წელი მგონია,
მაგ წელზედა ცისარტყელა მგონია,
ეგ თვალები ცაში ელვა მგონია.
ვარდი სუნთქვა-შენი სუნთქვა მგონია,
რომ მეღირსოს ვსთქვა: გეთაყვა ჩემი ხარ.
გინდ მეძინოს,მაინც სულში მიზიხარ.
თვალთ ავახელ,ზედ წამწამზედ მიზიხარ.
ათი გზა მაქვს,ათივე შენსკენ მოდის.
ფიქრები მაქვს წინ შენი სახე მოდის.
მინდა რამ ვსთქვა-შენი სახელი მოდის.
ჩემს გულში რა ამბებია,რა მოდის?
ერთხელ მაინც მკითხე:აგრე რათა ხარ?
გინდ მეძინოს,მაინც სულში მიზიხარ.
თვალთ ავახელ,ზედ წამწამზედ მიზიხარ.
ჩემს დარდებსა ვინ ინაღვლის,ვინ არის?
ვის რათ უნდა ,ლოპიანა ვინ არის?
მკვდარია თუ ცოცხალია,ვინ არის?
ქვეყანაში აბა რაა?ვინ არის?
შენ არ მეტყვი,ვიცი სულით ნაზი ხარ.
გინდ მეძინოს,მაინც სულში მიზიხარ.
თვალთ ავახელ,ზედ წამწამზედ მიზიხარ.
ორთაჭალის ბაღში მნახე,ვინა ვარ,
დარდიმანდის ლხინში მნახე ,ვინა ვარ.
ჯამით ტოლუმბაში მნახე,ვინა ვარ.
აბა მუშტი კრივში მნახე,ვინა ვარ.-
მაშინ შეგიყვარდე სთქვა:ძვირფასი ხარ.
გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ.
თვალთ ავახელ,ზედ წამწამზედ მიზიხარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined16 Mar 2008
Posts282
კარმა7
OFFLINEPROFILE
გითხარი, გეწყინა, ბავშვივით გაწითლდი,
ბავშვივით დამტუქსე თან:
რა ცუდი ყოფილხარ,მომეშვი, გამცილდი,
როგორ გამიბედე თქმა!..
არაო, თავს იქნევ,სასტიკად უარობ,
მეძახი ცუდსა და შლეგს...
მე, კი ასე ცუდი, მეგობრებს ვუამბობ,
როგორი კარგი ხარ შენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ჩემზე კარგო და ჩემზე ჭკვიანო,
შენ შეგიძლია იეჭვიანო:
მე გაძლევ ამის საკმაო საბაბს -
მეოცნებე და სახით ვნებული,
ასე უზომოდ
და ასე ხარბად
მთელს ქვეყანაზე შეყვარებული!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
იყო ფიქრების ვალსი,
იდგა რკალები წყალზე,
არ ასვენებდა ღამეს
ფიქრი ერთ ლამაზ ქალზე.
თვალს არ ეკიდა ძილი,
მზეთა ვიყავით შვილი,
რისთვის დაგვარქვეს ნეტა
დემონიური წყვილი?
მაგრამ ეს იყო სრული
ყრმობის სევდა და რული
იმ სიყვარულის ცეცხლი,
იმ არსებობის გული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
საღამოს, როცა ჩადგება სიცხე
და მიწა მოღლილ წამწამებს ნაბავს,
ყველა ხე თავის ენაზე იწყებს
სიყვარულის და სიცოცხლის ამბავს.

მარად მშფოთვარე ვერხვები ბჭობენ,
სადღაც მელექსე ჭადარი ღელავს,
ნაძვი, ქალივით მომდგარი ღობეს,
ჩემს ფანჯარაზე ანიშნებს თელას.

ტირის ტირიფი. ტოტების ქნევით
მუხლმოდრეკილი ბუჩქები წუხან,
გუგუნებს ბაღი და როგორც ქვევრი
ყველას ბანს აძლევს მოხუცი მუხა.

გზის პირას, მწკრივში, ალვები დგანან
და კენწეროებს არხევენ უხმოდ,
თვალს ლულავს მიწა და როგორც ნანა
ნიავი ყველას ძილისკენ უხმობს...

საღამოს, როცა ჩადგება სიცხე
და როცა მთები იცვლიან კაბას,
მეც ჭადარივით სიმღერას ვიწყებ -
სიყვარულის და სიცოცხლის ამბავს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
სიყვარული
აკაკი წერეთელი

სიყვარულო, ნიჭო სრულო,
წამ ტკბილო და ხანგრძლივ მწარე,
ჯერ აკვანო ნეტარების,
მერმე კუბოვ და სამარე!

დღეს ჩემი ხარ, ხვალ სხვისი ხარ,
უგზო-უკვლოდ მოარული!
სად არს შენი დასაბამი?
ან სადა გაქვს დასასრული?

ზოგი გყვედრის, ზოგი გვედრის,
ყველას კი ჰსურს, რომ გემონოს!..
ვინ არის, რომ შენსა სიტკბოს
სიცოცხლე არ შეუწონოს?

დიდის ხნობით… მაღალ გრძნობით
თუმც არავის არ ახარებ
და წამიერ სიტკბოებას
საუკუნოდ წაამწარებ,

მაგრამ მაინც ყველა გეძებს!..
ცოცხალმა ვით დაგიწუნოს?
ვინ არის, რომ იმ ერთს წამში
არ გასწირავს საუკუნოს?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jan 2008
Posts775
კარმა47
OFFLINEPROFILE
ის მახსოვს, ვინც მტერია
(ვსაუბრობ უცნობ კაცთან) .
ეს ლექსი - მისტერია
და სასიკვდილო განცდა.
მე ვსდუმვარ, ვით მუმია,
ალბათ სიცოცხელე არ ღირს.
და ახლა სიჩუმეა
მიტოვებული ბაღის.
დღეს კარგი ტაროსია,
მივსდევ ოცნებას დაღლილს.
ირგვლივ კვიპაროსია,
გარდა ცისფერი სახლის.
ეს თვალი მსურველია,
კიდევ დაღვაროს ცრემლი.
და ირგვლივ სურნელია
აყვავებული ტყემლის.
ის მახსოვს,ვინც მტერია
(ვსაუბრობ უცნობ კაცთან).
ეს ლექსი-მისტერია
და სასიკვდილო განცდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ანა თეკლა რა საოცარი ლექსებია. შენი დაწერილია?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
ana_tekla wrote:
ციტატა:
ჩემზე კარგო და ჩემზე ჭკვიანო,
შენ შეგიძლია იეჭვიანო:
მე გაძლევ ამის საკმაო საბაბს -
მეოცნებე და სახით ვნებული,
ასე უზომოდ
და ასე ხარბად
მთელს ქვეყანაზე შეყვარებული!

ბელისიმოოოოოოო... =mq =dk =mq
მაგრად მომეცონაა ჩემ თავს ვფიცავარრრ =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
არა ზვიგენ! ჩემი ლექსები არარის ,უბრალოდ პოეზიის გიჟივარ ,შემიძლია ყველა თემას და სადღეგრძელოს პოეზიის ენით გავცე პასუხი

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი