↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 68 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დედაშვილობა ყველაზე, ყველაზე, ყველაზეე დიიიდი გრძნობააააა
არაფერში არ გაივცლება

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ზემოთ მოყვანილი ნოველა არანაირად არ ჯდება ქართულ მენტალიტეტში,როცა წავიკითხე მაშინვე არ მომეწონა,მაგრამ არაფერი ვთქვი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მე კი ვერაფერს ვიტყვი ამ ნოველასთან დაკავშირებით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
დღეს დედაჩემის დაბადების დღეა, 65 წლის გახდა, ღმერთმა ჯანმრთელად და ბედნიერად მიმყოფოს მისი თავი, სიგიჟემდე მენატრება და არ დაბეჭდილა ქვეყნად იმდენი ფული , არ აშენებულა ისეთი სასახლე, არ არსებობს ისეთი განძი ,რომელმაც შეიძლება დედაჩემის თვალებთან ჩემს გამო გაჩენილი ნაოჭი შემიცვალოს. ღმერთმა ყველა დედა-შვილი ლამაზად და ერთად ამყოფოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ღმერთმა შენი დედა გიმყოფოს ჯამრთელი,ბედნიერი,გახარებული,მის შვილებთან,შვილიშვილებთან და სულ მალე ბუბუ,

შენ დედას ჩახუტებოდე,ისე როგორც შენ იცი ხოლმე,გემრიელად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
გაიხარე, ნაბულა. შენც იგივეს გისურვებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ბუბუ იუბილარებში მოგილოცე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
გაიხარე ანა-თეკლა, ვნახე, დიდი მადლობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ხალხო თქვენ გადამრევთ რა, ეს ნოველა არის ყველაზე მეტი ამაზრზენი რაც კი რაიმე წამიკითხავს და ეს რეალობაცაა ჩემო კარგებო. აბა ყველამ თქვენს თქვენს სულებში ჩაიხედეთ და დედა ყველას გ ვ ი კ ა ლ ს , მაგრამ თითზე არ მიკბინოთ რა...... მარსიდან ხომ არ დაშვებულხართ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
მანა , დედაც მიკალს, არც თითზე გიკბენ ასი წელი, ეს ნოველაც ამაზრზენია და არც მარსიდან დაშვებულა არავინ, მაგრამ
რამ გაგანერვიულა ასე?! რა აუცილებელია ყველას ერთი აზრი ქონდეს. ის რაც სხვისთვის რეალობაა, ჩემი რეალობა ვერასოდეს გახდება, ეს არის და ეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
mana wrote:
ციტატა:
ხალხო თქვენ გადამრევთ რა, ეს ნოველა არის ყველაზე მეტი ამაზრზენი რაც კი რაიმე წამიკითხავს და ეს რეალობაცაა ჩემო კარგებო. აბა ყველამ თქვენს თქვენს სულებში ჩაიხედეთ და დედა ყველას გ ვ ი კ ა ლ ს , მაგრამ თითზე არ მიკბინოთ რა...... მარსიდან ხომ არ დაშვებულხართ?

მანა, ნამდვილად ვერ გავიგე რამ გაგაბრაზა ასე, რაც ამ ნოველაში წერია, ჩემთვის ნამდვილად მიუღებელია. სულშიც ჩახედილი მაქვს და გულშიც და გადასარევად ვიცი ჩემთვის რა არის დედა-შვილობა, და თუ მაგას თამაში სჭირდება, მაშინ ეს სულ სხვა გრძნობაა და არა დედა-შვილობა. დედაც ხართ და შვილიც და ორივეს თვალით კარგად გადაიკითხეთ და თქვენი თავი წარმოიდგინეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
დორადო! მე კი ვიცი შენ რომ ძალიან შეყვარებული ხარ დედაზე, მაგრამ ამ ნოველაში სიყვარულზე არაა ლაპარაკი, არამედ მენტალიტეტზე. ის რაც ჩვენთვის ძალიან დიდ რაღაცას ნიშნავს( მაგ. ეროვნული სამზარეულო, გადამეტებული სითბო და ყურადღება, სიტყვაწყლიანობა და ენამოსწრებულობა და ა. შ.) ეს ყველაფერი შეიძლება მიღებული არ იყოს სხვა ხალხებისთვის და ერებისთვის და ეს , საფრანგეთში გათხოვილი გოგონა, რომელიც 2 ცეცხლს შუა იწვოდა, დედის სიყვარულსა და ცივილიზაციას შორის, ზუსტადაც, რომ თამაშობდა, მედიატორის როლს ასრულებდა, რომ მისი დედა სასაცილოდ არ გამოჩენილიყო. ასეთი მაგალითები ძალიან ხშირად შემხვედრია და ამისი გაიგივება მშობლის სიყვარულთან ჩემის აზრით არასწორი იქნება. მე ისეთი წარმოდგენა მაქვს, რომ ბევრმა ვერ გაიგო ნოველის არსი და სათანადოდ ვერ შეაფასა. დორა შენ უნებლიეთ დაწყენინე, მაგრამ ხომ იცი როგორ მიყვარხარ? გაკოცებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
მანა, თუ დედის სიყვარული ცივილიზაციას გამორიცხავს...როგორ ვთქვა რბილად, რომ ცენზურამ არ დამსაჯოს...მოსწყვეტია პატრონი ეგეთ ცივილიზაციას! ასე რომ ეგ საფრანგეთში გათხოვილი გოგო მსხვერპლი კი არა, დამნაშავეა.ახლა მე დედა როგორ მიყვარს, არც არავის ვახვევ თავზე და არცაა საინტერესო, მაგრამ პირად შეურაცხყოფებსა და სიტყვაზე გამოკიდებებს მოვერიდოთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
დორადო! მე შენთვის შემოგევლე არაფერი ცუდი არ მიკადრებია და შეურაწყოფა არ მომიყენებია და მე მგონი არც საბოდიშოდა მაქვს საქმე, თორემ თუ დამნაშავე ვიქნებოდი რაიმეში არც მაგაზე დავიხევდი უკან.
რაც შეეხება ისევ ვუბრუნდები თემას, იმისთვის, რომ ოდნავ მაინც გაგაგებინოთ რა მინდა რომ ვთქვა:( ძალიან უბრალო ზოგადი მაგალითების საფუძველზე)

როცა მარტო ვართ დედასთან, შეიძლება კალთაშიც ჩაუჯდე ხუმრობით და ჩაეხუტო, ვითომ ისევ ისე პაწია ხარ.
როცა მარტო ხარ დედასთან, შეიძლება დედამ თავისი ხელით გადმოგიღოს საჭმელი და პატარასავით დაგაპუროს.
როცა მარტო ხარ დედასთან, მან შეიძლება გაგიწყრეს.
როცა მარტო ხარ დედასთან, შეიძლება ცოტა ენაც კი შეუბრუნო.
როცა მარტო ხარ დედასთან, შეიძლება ბავშვობის სასაცილო ეპიზოდები გაიხსენოთ, რომელიც ზოგი მათგანი უხერხულია შენთვის.
როცა მარტო ხარ დედასთან ათასი სისულელე შეიძლება ჩაიდინოთ ორთავემ და ეს ყველაფერი შენთვის მიღებული იქნება და სიყვარული ჰქვია, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი საქციელები შენს მიმართ დედამ, რომ შენი უცხო ამხანაგებთან ჩაიდინოს, რა თქმა უნდა შენ შეგრცხვება იმ შენი საზოგადოების, და ეცდები, რომ დედა, თუ კიდევ არ იშლის თავისას, მოარიდო იმ შენს ამხანაგებს, ხომ მართალია? მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ შენ დედა იმ წუთში არ გიყვარს და უკვე გაიძულე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მანა, მე მაინც არ გეთანხმები, მე არასოდეს შემრცხვენია დედაჩემის და არც შემრცხვება, ამაში 1000% დარწმუნებული ვარ. უამრავი უცხოელი სტუმარი ყოფილა ჩვენთან სახლში თუ აგარაკზე, უამრავ უცხოელს მიუღია დედაჩემის მასპინძლობა და ქართველებისთვის ასე დამახასიათებელი (მითუმეტეს დედა იმერელია)გადამეტებული ყურადღება,დედაჩემიც ბევრჯერ ჩამოსულა ჩემთან საფრანგეთშიც და ბულგარეთშიც, უამრავი ჩურჩხელა და ქართული პურმარილი ჩამოუტანია, ბევრ ჩემს ფრანგ მეგობარს კარგახანს ეგონა ჩურჩხელა ხეზე იზრდებოდა, ასე ვეხუმრეთ მეც და დედამაც და იმათაც დაიჯერეს, მაგრამ არასოდეს არ მქონია იმის განცდა, რომ დედაჩემს ვერ გაუგებდნენ და მე ამის შემრცხვებოდა. ჩემი პროფესორი იყო ჩემთან ჩამოსული 7-8-ჯერ მაინც, და დღესაც რომ ველაპარაკები, დედაჩემს კითხულობს და ერთი სული მაქვს როდის შევჭამ დედაშენის გამომცხვარ ხაჭაპურსო.
ის, რაც მოთხრობაშია დაწერილი, ეს ერთი კომპლექსიანი, სოფლელი (არ მიწყინოთ, მე სოფელზე არანაირი პრეტენზია არა მაქვს, გამიგებთ რა გაგებითაც ვწერ) გოგოს განცდებია, რომელიც ალბათ სოფლიდან პირდაპირ პარიზში მოხვდა და ჯერ კიდევ შოკშია,(აკი, წერს კიდევაც, რომ არ დამეძახა ქართულად დედა ვერც მიცნობდაო),
იმიჯი გამოიცვალა(პიველი რასაც იზავდა კაბის სიგრძეს დაამოკლებდა და სიგარეტის წევას დაიწყებდა, ბევრი მინახავს მასეთი), "გასვეტდა"და ახლა დედის "სიგოიმე " აწითლებს. მაგისთანაზე იტყოდნენ ჩვენი ბრძენი წინაპრები:"უნახავმა რა ნახაო"...მეცოდება საწყალი დედამისი...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 68 posts ] 
დესპანი