↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

როგორც ოხვრა შორეული გედის,
ანდა როგორც მარმარილო ცივი,-
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

ვგრძნობ მსოფლიოს და უსაზღვროს ვეტრფი,
შენ გაიგებ ჩემს ამნაირ ტირილს.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

ტერენტი

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახარობელი

წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
ისეთი ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე დავითი!
წუხელის ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ იმისთვის - ცოტნე,
შენ - ორგულობავ, აბა გაბედე
და გული ჩვენი ისევე კორტნე.
წუხელის შოთაც დაბადებულა,
დაბადებულა თურმე დემეტრე,
განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის
რა სიხარული გამოიმეტე!
წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო
ყველა გმირმა და თავდადებულმა,
დაბადებულა თურმე ვახტანგი,
წუხელ დემეტრე დაბადებულა.
საქართველოს ცა, ისეც მაღალი,
უფრორე მეტად ამაღლებულა,
დაბადებულა მთვარე-გიორგი,
თურმე ილია დაბადებულა!
წუხელის მტერი -
ერთპირად ჩვენი
მოსპობის მდომი - დადარდებულა;
დაბადებულა თურმე სულხანი,
გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.
დაბადებულა ბიჭი პაატა.
გათენებულა წუხელის თეთრად:
დაბადებულა სამასი გმირი,
ვით დაიხოცნენ,
ისევე ერთად!
წუხელის გოგოც დაბადებულა,
ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი,
ისეთი გოგო დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე თამარი.
დაბადებულა წუხელის ნინო
და ქეთევანი დაბადებულა.
ის ბნელი ღამე თურმე უეცრად
ღვთიურის ნათლით განათლებულა.
ყველა ზღაპარი - ნაოცნებარი
ახდენილა და გამართლებულა:
დაბადებულა თურმე ნესტანი
და თინათინი დაბადებულა.
და გიხაროდენ!
ქართველთა შორის
ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა
და ერთიანი, ნანატრი დროის,
ქართლი ხელახლა დაბადებულა!

/ანზორ აბულაშვილი/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქართული ენა

საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!

მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა -
შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხლტომა,

მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა,
ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა,

გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღება -
და ქართული ფარის ფარზე დაჯახება!

უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა,
მწიდა პურის ყანა ქარში როგორ ღელავს,

სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროს
და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობ.

ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში
რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში,

როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ
და სიზმრები როცა სთვლემენ სასთუმალთან...

საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!

/ლადო ასათიანი/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
* * *
ბინდისფერია სოფელი,
უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდება,
წამოგვეწევა სიბერე,
მელივით წამოგვარდება,
სიკვდილი გზაში გიყელებს,
თვალები გაავდარდება.
მოგიგონებენ შვილები,
მზეს შეხედავენ მაღლითა:
„სოფელში შემოაღამდა,
ბინდმა ძაღლივით დაფლითა“.
ნეტა სიცოცხლის მამგონი
ღმერთი თუ ჯოჯოხეთია?
ბევრი სიმწარე მინახავს,
ბევრი სხვა გადამხედია.

/ხალხური/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
* * *
როგორც ყაჩაღი არწივთა საბუდარს,
ვეწვევი, გავხდები სალი კლდის მისანი,
შურთხებთან დაგმალავ საცოლეს, ნაქურდალს,
უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს მიზანი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
საპოვნელა

ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს გაგივლია,
შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორ-ველად:
პაწაწინა, მარჯნისფერი ყვავილია,
იმერეთში ეძახიან "საპოვნელას".

შევხედე და მიმიზიდა იმთავითვე.
თურმე ყველა სასოებით ანდობს იმედს,
ბედს დაეძებს თუ დანაკარგს - რამე ნივთებს,
ევედრება: "საპოვნელა მაპოვნინე!"

მეც სათუთად მივიბნიე იგი მკერდზე,
ჩემს გულშიაც მივუჩინე მყუდრო ბინა.
ვენაცვალე! სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ,
რადგან, ჩემო, შენი გული მაპოვნინა.

/მარიკა ბარათაშვილი/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
მკაფიო კაფია

გავიბითურეთ სამშობლო,
მართლაც სამოთხის სადარი.
სხვა საქართველო კი არა,
თვით საქართველო სად არი?!

/ვახუშტი კოტეტიშვილი/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
საქართველოში

საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე:
"ეხ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!"

თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს,
ერთი იმედით სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს

საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
"ეხ, წუთით მაინ დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!"

ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს!

რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!

/ლადო ასათიანი/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
უკვდავების ჰიმნს ვმღერით

ა-თასი მტერი გვყავდა და
ბ-ევრი გვინახავს ავი,
გ-ული ვერ ამოგვაგლიჯეს
დ-ა ვერ დაგვივსეს თვალი.
ე-რთიც არ დაგვიკვნესია,
ვ-ერ დაგვაჩოქეს ძალით
ზ-ეცა ჩვენი და მთა ჩვენი
თ-ავს ვერ დაგვამხეს მაინც.
ი-მდენი ტანჯვა მოგვაგეს,
კ-აცის ვერ იტყვის ენა,
ლ-ამაზი ჩვენი სიცოცხლე
მ-აინც ვერ მოსპეს, ვერა!
ნ-აცარტუტად ვერ გვაქციეს
ო-ცდაცამეტი გმირი,
პ-ირიქით, ძალა ძარღვებში
ჟ-რუანტელივით გვივლის.
რ-ასაცა მტრობა გასწირავს
ს-იყვარული მას ვერ თმობს;
ტ-რფობა ენის და მამულის
უ-კვდავების მზედ გვენთო.
ფ-იანდაზად ვინც დაეგო
ქ-ართულ ენას და მიწას,
ღ-ირსებით ვინც შეეწირა_
ყ-ველა ლეგენდად იქცა!
შ-იშს ჩვენთან ხელი როდი აქვს,
ჩ-ვენ სიყვარულზე ვმღერით,
ც-აზე მზედ ამონთებული
ძ-ეგლი ვართ ჩვენი ერის.
წ-ინსვლა გვსურს ჩენი მამულის,_
ჭ-ირთა მრავალთა მთმენის,
ხ-ალხს, მლოცველს საქართველოსთვის
ჯ-ვარი ვაზისა შველის,
ჰ-ოდა, ძმა ოცდაცამეტიც
ჰიმნს უკვდავების ვმღერით.

/ნანა მახიტაშვილი/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
მე შენ მინდი, შენმა მზემ,
მე შენ მემშვენიერები.
დღისით ემზგავსები მზესა,
ღამით მემთვარიანები.
ხალხური

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Sep 2008
Posts328
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეს ის ლექსია, რომელმაც გუდვილის საერთაშორისო ჩემიონატი მომაგებინა.

ქართველი ბრძოლაში ვინ ბრძანა აზიზი

სიმრავლე რას ჰქვია?!
აბჯარი რას ჰქვია?!
მოძებნე სხვა სიტყვა!
მითხარი სხვა სიტყვა!
მითხარი სხვა სიტყვა!
უკეთუ სისხლითურთ
ქართველი კაცი ხარ
ქართველი ბრძოლაში ვინ ბრძანა აზიზი!
ჩოხა რომ აცვია,-
ის ჩოხა ჯაჭვია!
სხვისი რა გითხრა
და ქართველი კაცისთვი,-
ვინცავინ კაცია,-
ეს დღემდე ასე.
იმრავლე?
აბჯარი?
რა ბრძანე?რას ბრძანებ!

გახედე მარაბდას,
გახედე ასპინძას,

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Sep 2008
Posts328
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეს ის ლექსია, რომელმაც გუდვილის საერთაშორისო ჩემიონატი მომაგებინა.

ქართველი ბრძოლაში ვინ ბრძანა აზიზი

სიმრავლე რას ჰქვია?!
აბჯარი რას ჰქვია?!
მოძებნე სხვა სიტყვა!
მითხარი სხვა სიტყვა!
მითხარი სხვა სიტყვა!
უკეთუ სისხლითურთ
ქართველი კაცი ხარ
ქართველი ბრძოლაში ვინ ბრძანა აზიზი!
ჩოხა რომ აცვია,-
ის ჩოხა ჯაჭვია!
სხვისი რა გითხრა
და ქართველი კაცისთვი,-
ვინცავინ კაცია,-
ეს დღემდე ასე.
იმრავლე?
აბჯარი?
რა ბრძანე?რას ბრძანებ!

გახედე მარაბდას,
გახედე ასპინძას,

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ალავერდს წმინდა გიორგი,
თელეთში მარიამია,
ლომისას მთავარ-მოწამე,
ფშავში ლაშარის ჯვარია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Sep 2008
Posts328
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქართველი ბრძოლაში ვინ ბრძანა აზიზი

სიმრავლე რას ჰქვია?!
აბჯარი რას ჰქვია?!
მოძებნე სხვა სიტყვა!
მითხარი სხვა სიტყვა!
მითხარი სხვა სიტყვა!
უკეთუ სისხლითურთ
ქართველი კაცი ხარ!

ქართველი ბრძოლაში
ვინ ბრძანა აზიზი!
ჩოხა, რომ აცვია,-
ის ჩოხა ჯაჭვია!
სხვისი რა გითხრა და,
ქართველი კაცისთვის,-
ვინცა ვინ კაცია,-
ეს დღემდე ასეა.

სიმრავლე?
აბჯარი?
რა ბრძანე?
რას ბრძანებ!

გახედე მარაბდას,
გახედე აპინძას,
გახედე ბასიანს,
გახედე ბაზალეთს!
გახედე,
თუ გინდა ღიმილმა გაჯობოს!
გახედე,
გახედე
მელანოს ნაშობო!
თებრონეს ნაშობო!
ლელაის ნაშობო!
გახედე,
გახედე,-
თუ გინდა ,-
გამხნევდე!

მ.მაჭავარიანი
ამ ლექსმა მომცა ძალა და მომაგებინა, ერთერთი მნიშვნელოვანი ჩემპიონატი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ლომო, შე ლომის მოკლულო

ლომო, შე ლომის მოკლულო,
ბუსნის-ჭალაის პირსაო,
ვინ შაგიღება წითლადა
მხარ-ბეჭი პერანგისაო,
ვინ გაგიმეტა სათოფრად,
პატრონი ბევრი ცხვრისაო?
ჯავრისგან დაგიღრეჯია
კბილები ბროლებისაო,
ლამაზად დაგიტირებდი,
შიში არ მქონდეს ქმრისაო.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი