↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 68 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ყველას აზრი გასაგებია ხალხნო,მაგრამ ბატონ ფრანგ სიძეზე რას მეტყვით? აააა,იქნებ უფრო სიძის მოქმედებაზე გაგვესვა

ხაზი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ნაბო სიძე ხომ მთლად სუპერია. უკეთესს რომ ვერ ინატრებდა ვერცერთი სიდედრი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts151
კარმა58
OFFLINEPROFILE
ჰმ...მძიმე სურათია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
mana wrote:
ციტატა:
დედაშვილობა
თამთა ირემაძე

დგას ძველი ჩემოდნით აეროპორტში დედაჩემი და იყურება აქეთ-იქით შეცბუნებული.
ჩემოდანი: მოსკოვ-თბილისრეის ნანახი უამრავჯერ, პარიზ ნანახი- არასოდეს.

დედა აგდებს ჩემოდანს აეროპორტის დარბაზის შუაგულში და ხელებგაშლილი მორბის ჩემსკენ.
ვერ მიცნობდა, მე რომ არ დამექნია ხელი და არ დამეძახა ქართულად ამხელა
აჭრელებულ-აყბედებულ ბრბოში. მეკვრის გულზე და მკერდი მტკივა, ისე მაგრად მიჭერს მკლავებს გარშემო.
ჩემოდანს ვდებ საგორგოლაზე და მანქანასთან მივდივართ ხელჩაკიდებულები-
და ამ წუთიდან:
დედა ოდნავ გაპრანჭული მეჩვენება დედას რიგობაზე. აქვს ძველი სუნამოს სუნი, რომელიც, მგონი საბავშვო ბაღში თანამშროლებმა აჩუქეს და მარტო მაშინ ისხამს ყურის უკან და ყელთან, როცა საპატიო ადგილას მიდის. ამ სუნამოს შავი მაგია ჰქვია, პარიზში ხშირად დამისხია მაჯებზე და დედას სუნი მიტარებია.
და ზუსტად იგივე წუთიდან:
დედა და მე ვცვლით როლებს_
მე ვასწავლი და ვუხსნი ყველაფერს, დაღეჭილს ვუდებ პირში, ფეხს ვადგმევინებ ჩემს ახალ ქვეყანაში და დედაც მომდევს, როგორც პატარა.
უცებ, მახსენდება ბავშვობისდროინდელი თამაში დედა-შვილაობა. როგორც დედისერთას, ხშირად არავინ მყავდა, რომ ჩემთან ეთამაშა და მე და დედა მაშინ თამაშით ვცვლიდით საკუთარ როლებს.
დედა ჩემს ფრანგ ქმარსაც გულში იკრავს ზუსტად ისევე, როგორც მე და პირველად მაშინ მრცხვენია რაღაცის ქვეცნობიერად, როცა ჩემს ქმარს სიწითლე აუვლის სახეზე.
მეორედ მაშინ უხერხულობს ჩემი ქმარი, როცა დედა ჩემოდნიდან ჩურჩხელებს ალაგებს და ხელში აჩეჩებს, როგორც დიდ საგანძურს: აბა გასინჯე, როგორ მოგეწონებაო.
მესამედ მაშინ წითლდება ჩემი ქმარი, როცა დედა კოკა-კოლის ბოთლით ღვინოს იღებს და აძალებს რომ მოსვას ღვინო:
რომელიც ნატურალურია,
თავისი დაწურულია,
გულისთვის კარგია,
სქელია, როგორც ფაფა,
შავია, როგორც უკუნი ღამე.
ჩემი ქმარი უგერგილოდ იღიმება და პირდება რომ საღამოს დალევს სადილზე,ახლა კი მაღაზიას იგდებს მიზეზად და გვტოვებს.

შემოდის მეზობელი დედას გასაცნობად თავისი ბაღის ყვავილებით. დედას უსიტყვოდ უხარია. ჩემოდანი გამოაქვს სამზარეულოში და იქვე მაგიდაზე ხსნის. იღებს ჩურჩხელას და უწვდის მეზობელს. მე ვიღებ გაცვეთილ ჩემოდანს მაგიდიდან და იატაკზე ვდებ. მეზობელი ჩურჩხელის ფორმაზე იცინის, და: ნო, მეღსიო უარობს. დედა გაზეთში უხვევს და სახლში წაიღე მაშინო, თავს არ ანებებს. მე ფანჯრის ზემოდან ვუყურებ ცარიელ სივრცეს და სასხვათაშორისოდ ვეუბნები მეზობელს, თუ როგორ მზადდება ჩურჩხელა.

სადილად ვსხდებით მე, დედა და ჩემი ქმარი. დედა მეკითხება ორაგულის მუსზე თვალებით, ეს რა არისო? პურს ითხოვს და ჩანგლით უსვამს მუსს პურის ნაჭერს.
მე ქართულად ვეუბნები, რომ დანაც იხმაროს და როგორც კარაქი ისე წაუსვას. დედა პურის საჭრელ დანას იღებს, გვერდზე დადებულ პატარა დანას ვერ ხედავს და მე ვწითლდები.
ჩემი ქმარი ჩემს ზემოთ კალენდარს მისჩერებია:
2 კვირაში წავა.
ორაგულის ფხა ეჩხირება უცებ დედას ყელში და ხველა უტყდება.
ქმარი სიგარეტის მოსაწევად გადის უკვე მერამდენედ, სადილს თეფშზე ტოვებს და მაგიდას აღარ უბრუნდება.
დედაჩემი სულს ითქვამს და თვალით ქმრის თეფშზე მანიშნებს:
-ხვალ ისეთ კერძს გაგიკეთებთ, რომ თითებს ჩაიკვნეტთ ორივე. მეც ძლივს ვჭამე ეს რაღაც, პური რომ არა, რა ვიცი, როგორ უნდა მეჭამა.

დედა ორ კვირაში წავა.
მეტირება.
ყელში ორაგულისსუნიანი ბურთი მეჩხირება და მეც ვახველებ.

მძიმეა- დედაშვილაობის თამაში რეალურად, თან საკუთარ დედასთან და თან სხვისი თანდასწრებით...

აუ რა საშინელი ნოველაააააა....
დედაშვილაობის თამაში ძნელიაო? თამაშიო.... ?
მოკლედ არ დაეწერა სჯობდა საერთოდ ასეთი რამ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
nabula wrote:
ციტატა:
ყველას აზრი გასაგებია ხალხნო,მაგრამ ბატონ ფრანგ სიძეზე რას მეტყვით? აააა,იქნებ უფრო სიძის მოქმედებაზე გაგვესვა

ხაზი.

ასეთ ქმარს მინიმუმ ფანჯრიდან გადავაგდებდი...

ეს გოგონა არ არის თავის სიმაღლეზე არც მეუღლესთან და არც მშობელთან. აქ არაფერ შუაშია ფრანგული ცივილიზაცია. მშვენიერება სისადავეში და უბრალოებაშია, მითუმეტეს ოჯახში!

(მაპატიეთ ასეთი უხეში კომენტარისთვის, გული მომივიდა)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
მიხარია რომ ასეთ გადამწყვეტ თემებზე მაინც უმრავლესობას საერთო აზრი აქვს.მე პირადად ვთვლი, რომ საკითხი ამოწურულია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Sep 2008
Posts328
კარმა0
OFFLINEPROFILE
იმედია ეს რეალობა არ არის, ასეა?

თუ სინამდვილეა, მაშინ საქართველოს კიდევ ერთი ქართველი დაუკარგავს, ისედაც წელიში გამწყდარ ქვეყანას კიდევ ღალატი უნდა? საკმარისი არ არის?
გულზე მომხვდა ეს ნოველა, რომ წავიკითხე. მეც უცხო ქვეყანაში ვცხოვრობ და დედაჩემი აქაც ჩამოვა. მაგრამ მთავარი გმირისგან განსხვავებით დედაჩემისა არ შემრცხვება. იმის გრცხვენია თუ ვინ არის დედაშენი, კოკაკოლის ბოთლში ჩასხმული ქართული ღვინის გრცხვენია, იმ გულღიაობასა და სისადავეს უცხოობ, რაც ყველა ნამდვილ ქართველში გამჯდარი, მაშინ არც ქრთველი ყოფილხარ უკვე და ეს ტრაგედიაა. ტრაგედიაა, როგორც შენთვის, ასევე ჩემთვის და ჩემი საწყალი ქვეყნისთვის.
სხვათაშორის კარგი ჩურჩხელა ძვირი ღირს და ახალწელს ძლივს ყიდულობს ხალხი, დედაშენი კიდევ უცნობ მეზობელს აძლევდა საჩუქრად. იმ იმედით, რომ მეზობელ მისი პატივსცემას არ დაივიწყებდა და მის შვილს წაადგებოდა რამეში. ვინ გაჩუქებს ამ ქვეყანაში რამეს, რაც ძვირი ღირს? ძვირი კი არა, წყალს არ დაგალევინებენ უფასოდ.

არ გათხოვდეთ და არ მოიყვანოთ უცხოელებიიიიიი
საქართველომ ისედაც ბევრი დაკარგა, კიდევ ნუ დაამატებთ
ადრე თუ გვიან მაინც დაბრუნდით ჩვენს ქვეყანაში და რამე გააკეთეთ მისთვის, მე არაფერი გამიკეთებია საქართველოსთვის და დარქმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანსაც ასევე. ყველამ რაიმე მნიშვნელოვანი, რომ გავუკეთოთ , იქნებ რამე შეიცვალოს???

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
Sofia Georgia wrote:

სოფია გეორგია, მართალია ყოველი ახალი ნიკის გამოჩენას შემცბარი ვხვდებით_აქ ხალხია რატო 46 ნიკით არ შემოდის და მაგიტომ, მაგრამ ვინც არ უნდა იყო, შემოგევლე! მართალს წერ.=zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
რაღა ვთქვა აღარ ვიცი,რა უნდა დავამატო.
ყველაფერ დანარჩენთან ერთად,სირცხვილი მაგ გოგოსი,დედამისს როგორ გამოუზოგებია ახალგაზრდობაში ნაყიდი სუნამო.:)

მოშორებია ქართულ მადლს,და ფრანციცული აურჩევია.
ამას კი ნამდვილად ვერ ჩავწვდი,რამეთუ ძალიან შორსაა ჩემგან:"მძიმეა დედაშვილობის თამაში რეალურად",
ნუთუ ასეთი თამაშიც არსებობს?
ან ის ფრანგი სიძე იცნობს კი საკუთარ დედას?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ერთი ქართული ფილმია,წიგნადაც მაქვს წაკითხული,მაგრამ მხოლოდ ძირითადი მომენტი მახსოვსდედა ტავის ვაჟიშვილს ნის გამომცხვარ მჭადს გამოათანს სიFლიდან რაზეც დედის ხელის ანაბეჭდია.მეორე დღეს იმ მჭადს კაცი ნაგვის ვედროში აღმოჩენს,რის გამოც ცოლქმარს ჩხუბი მოუვათ და ბოლოს სცილდებიან.და ბოლოს:-ხალხი იძახის,მათ განქორწინებაში დედის ხელი ურევიაო.ამ დროს დედა არაფერ შუაში იყო.
ეს რატომ მოვყევი კაცმა ცოლს არ აპატია მჭადის გადაგდება მხოლოდ იმიტომ,რომ ზედ დედის ხელი იყო .

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ბოდიშით გაუმართავი ტექსტისთვის,კურიერი დაიწყო და უცებ დავკლიკე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined17 Mar 2008
Posts23
კარმა2
OFFLINEPROFILE
რა მოხდა ეხლა, გაბლატავდა ქალი საფრანგეთში, მოუვიდა რა, ვის არ მოსვლია .ესეც სამარიაჟოთ დაწერა, თორე ეგრე კი არ ფიქრობს სინამდვილეში. :):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
Ketadea wrote:
ციტატა:
ერთი ქართული ფილმია,წიგნადაც მაქვს წაკითხული,მაგრამ მხოლოდ ძირითადი მომენტი მახსოვსდედა ტავის ვაჟიშვილს ნის გამომცხვარ მჭადს გამოათანს სიFლიდან რაზეც დედის ხელის ანაბეჭდია.მეორე დღეს იმ მჭადს კაცი ნაგვის ვედროში აღმოჩენს,რის გამოც ცოლქმარს ჩხუბი მოუვათ და ბოლოს სცილდებიან.და ბოლოს:-ხალხი იძახის,მათ განქორწინებაში დედის ხელი ურევიაო.ამ დროს დედა არაფერ შუაში იყო.
ეს რატომ მოვყევი კაცმა ცოლს არ აპატია მჭადის გადაგდება მხოლოდ იმიტომ,რომ ზედ დედის ხელი იყო .

ქეთადეა კი მართალი ხარ, მეც მახსოვს ეგ ფილმი, ოღონდ ნაგვის სოროში კი არა ძაღლს რომ აჭმევს ცოლი მჭადის ნატეხს, მაშინ მიუსწრებს ქმარი და დაშორდებიან.

ვაიიი, ორი რძალისაგან რა მელოდება ვინ იცის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
მანა შევდივარ შენს მდგომარეობაში :) (რძლები მყავს მხედველობაში)
ისე, გურიაში სახლს რომ ააშენებდნენ, გვერდით პატარა "კუხნა სახლს" (ასე ეძახიან) მიუშენებდნენ, წინასწარ გათვლიდნენ, ვაიდა როგორი რძალი შემოგვივა სახლში "კუხნაში" მაინც გადავბარგდებითო.:):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ხო ხო მეც მახსოვს მაგი და არა მარტო გურიაში არამედ იმერეთშიც კი იყო მასეთი წესი. ხომ გაგიგია პიკა ორი ძიძის ხელში ბავშვი მოიჭყინტაო. მეც თუ ნამეტანი "სიყვარულით" მომჭყინტეს, მერე თქვი შენ

ციტირება პასუხი
   
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 68 posts ] 
დესპანი