↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
amy wrote:
ციტატა:
დღეს ყველაფერმა დაკარგა ფერი
ცხოვრება თითქოს ტალახში გორავს
უგუნური და ფარისეველი
გმობს მოაზროვნეს, უკითხავს მორალს
აღარ არსებობს ნდობა, სიკეთე
გადაყოლია ხალხი გართობას
გღალავს სურვილი: ამხელა ბრბოში
მარტომ ებრძოლო უსამართლობას.
თუ სიყვარულმა დაკარგა აზრი
და მეგობრობის ფასი არ მყარობს
რა შეგიძლია? შენი ლექსებით
გინდა შეცვალო მთელი სამყარო?!
როდესაც თავზე დაგყურებს ფლიდი
და უმეცარნი ყალბად ელავენ
შენი ღირსებით გახელებულნი
ბილწი ენებით გადაგთელავენ.
ვინ გაიგივებს ბოღმით დემონთან,
ვისთვის ნამდვილი ანგელოზი ხარ
სიკეთისა და რწმენის ქომაგი
დღეს სევდის ფერით რად შემოსილხარ?
ნუ დაგასუსტებს უიმედობა,
ნუ მიეცემი დარდების გროვას
ყოველი დიდი ტკივილის შემდეგ
გარდაუვალი სიმშვიდე მოვა...

Image

ბრავო ჩეწმო სიხარულო მომეცონა მაგრად... მშვე=ko= ნიერია..

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 Nov 2007
Posts10
კარმა50
OFFLINEPROFILE
* * *

სასვენი ნიშნები არიან შეშლილნი,
მოჰგვანან უეცრად დაბნეულ მძივებს,
მძიმე არასდროს არ არის წერტილი,
წერტილის დასმა კი ყოფილა მძიმე....

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ეს კოტეტიშვიკის ლექსია მგონია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 Nov 2007
Posts10
კარმა50
OFFLINEPROFILE
კი Ketadea, კოტეტიშვილის ლექსია

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 Nov 2007
Posts10
კარმა50
OFFLINEPROFILE
ღრუბლები

მათ გადაიარეს ცა პირამიდების,
ხეთა და მიდია...
ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები,
კვლავ საით მიდიან?
რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,
კვლავ ფეხქვეშ რაოდენ მწვერვალებს ითვლიან
ღრუბლები... კვლავ საით მიდიან ღრუბლები?
რა ვიცი... მიდიან...

ანნა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მოკაშკაშე ცაო,
ზღვაო, ლიცლიცაო.
დათოვლილო მთაო,
მთაო, ქათქათაო,
ჯეჯილო და ტყეო,
სულ იშრიალეო,
საქართველოს მზეო,
სულ იგიზგიზეო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან
სანთლების მისდევენ ყვავები ამ აპრილს.
პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდა,
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს.

გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება,
ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების.
სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება,
ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით.

ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება,
თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია.
ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება,
ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან.

ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება,
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი.
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება,
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი.

მე, ჩუმი, მივყვები ლანდების ასეულს,
ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია.
ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს,
შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ…

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
* * *

მაგრამ მე რა ვქნა. მე.. ვისაც სული

მაქვს დაწეწილი მწარე ქარებით,

ვინც აღტაცება არ ვიცი სრული

არც სიყვარულით, არც მწუხარებით.

მე..ვისაც მტანჯველ აზრად გაუარს -

დაკმაყოფილდეს ისევ თბილისით,

ვინც ღამით დასწვავს შოპენგაუერს,

რომ უფრო მძაფრად იცხოვროს დღისით.

გადია. მე ხომ ღამის ლანდები

მიგვიანებენ საყვარელ ნდომას,

სიკვდილში როდი ვეჭვიანდები,

ვხედავ შეცდომას.

მე დემონები ქროლვით მარადით

მომაგონებენ დაფარულ შხამით,

რომ უიმედოდ მივქროდი ღამით

გატეხილ შუბით და მუზარადით..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
გალაკტიონი მაინც სულ სხვაა :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
maxsimas wrote:
ციტატა:
გალაკტიონი მაინც სულ სხვაა :)

,,ვინც ღამით დასწვავს შოპენგაუერს,

რომ უფრო მძაფრად იცხოვროს დღისით"... =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
სიმშვიდის ჰაიკუ

სიმშვიდეს ვერ მომიტანს კითხვების დასმა,
რომელთა პასუხებიც
დამალობანას მეთამაშებიან.

ლოდინის ჰაიკუ

სხვა ვეღარაფერი მოვუხერხე
უშენოდ გასატარებელ დღეებს
და სწრაფ მატარებელს ჩავაბი.

ჩემი ეზო

შენი მხარი
ჩემი ბავშვობის ეზოა.
გამიშვი სათამაშოდ.

როკ ენ როლის რიტმში

ჩემი სიგარეტი მოცეკვავეა
საფერფლეზე ხტის
და ფერფლი სცვივა.

ფანჯრის რაფა

რა იოლია გადახტე მეოთხე სართულიდან,
როცა სიგარეტით და ჭიქა ყავით ხელში მჯდომი,
მოპირდაპირე ფანჯრის რაფაზე გამოდგმულ ბედნიერ ოთახის ყვავილებს უყურებ.

ცარიელი სივრცე

დღეს ხუთი დღის უნახავ მეგობარს ოთახში მივაკითხე
და ჩვენი შეხვედრა
სუულ სუულ არაფრის მთქმელი იყო.

ხურდა

გული ბავშვის მუშტისხელა გაგიხდება
თუ შეამჩნიე
ღარიბულად მოხუჭული თვალის ქუთუთოებით ათ თეთრიანებს როგორ ითვლიან.

თილისმა

ასე არასდროს მდომებია
შენი დაკარგვა
როგორც ამ ადრიანი გაზაფხულის მსგავს შემოდგომას.

გადახაზული "თბილისი"

თბილისიდან გავედი და
თავისუფლებას ვუყნოსე
ველური მინდვრის ყვავილის სუნი ქონდა.

წყლის ნაყვა

გაცვეთილი სიტყვების კორიანტელი მიტრიალებს თავში,
ასჯერ, ათასჯერ მილიონგვარ კონტექსტში დაწერილი
და ზოგჯერ სულ ფუჭად.

ფოსტა

ჩემი ცხოვრება წერილების წერაა,
მხოლოდ. მხოლოდ -
შესვენებებით მათ შორის.
წერილების მიღებასა და გაგზავნას შორის,
სიცარიელე იზმორება.

თათი

ზურგზე რვაფეხა მიზის
და მთელ სხეულზე
ტკივილს სლიპინა თათებივით მხვევს.

რიბირაბო

ირგვლივ არაფერი არ არის.
მხოლოდ წვიმის მუსიკა უკრავს
ჩემი დაბინდული ტვინის ხვეულებზე.

დანაწილება

ცუდ ემოციებს ვჭრი და ლუკმა-ლუკმა ვყლაპავ,
ერთბაშად რომ არ დამახრჩოს.
სითბოს და ღიმილს
ხელისგულზე ვიდებ, სულს ვუბერავ
და შენ გიგზავნი.

პლუს-მინუსი

სითბო დაგაკელი-მეთქი,
ვკითხე.
შეიშმუშნა.
მე კი სულ მასთან ვიყავი.

ღიმილის ლექსი

გავუღიმე.
მან კი ღიმილის შუაში,
ფრთხილად,
მაკოცა.

მარტოობა

მარტო ვდგავარ.
როგორც
სავენახე მიწაში ჩასმული სარი
ვაზის ამოსვლას
გაზრდას და
შემოხვევას რომ ელის.

პასუხგაუცემელი კითხვებიდან

ნეტავ რამდენი კვადრატული კოცნა ხარ
ფეხის თითებიდან
შუბლზე გაწოლილ ფიქრებამდე.

ბედნიერების ურითმო ჰაიკუ

შავ კაბაზე უწესრიგოდ დაყრილი
თეთრი კოპლებივით ეყრება ჩემს ცხოვრებას
ბედნიერი წუთები
წამები და
ხანდახან
ნეტარების თვალის ხამხამები

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
ანა კალანდაძე
* * *

ბაღში ისევ
ტირიფების ლოდინია,
ხანგრძლივი და
უსასრულო ლოდინი...
ხეივნები
მოდიან და მოტირიან,
ქარი მოდის
და ხეივნებს მოსტირის...
მთა კვნესის და
ცაიც გულდაკოდილია,
ჩემო კარგო,
მტკვარიც გულდაკოდილი...
ხეივნები
მოდიან და მოტირიან,
ქარი მოდის
და ხეივნებს მოსტირის...

1945

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სამშობლოს სიყვარული
ბებიკოს ვკითხე: - ჩემს გულში
როგორ ეტევით ნეტა,
მამიკო, ბაბუ, შენა და
ჩემი ლამაზი დედა,

ქეთი, მანანა, პაატა,
ნანული, სოფო, გელა,
პატარა ლელაც რომ გაჩნდა,
გულში ჩავისვი ხელად.

მასწავლებლებიც, ბებიკო,
განა ერთი და ორი,
ჩემი კლასელი ბავშვებიც,
ყველა გულში მყავს, მგონი.

ზღვაც გულით დამაქვს, ლურჯი ცაც,
მზეც, ჩახჩახა და თბილი,
გულით ვატარებ, ბებიკო,
ჩვენს სოფელსა და თბილისს,

ბები, მითხარი, გჯერა თუ
არ გჯერა ჩემგან თქმული,
მეჩვენება თუ ქვეყანას
მართლა ვარატებ გულით?

ბებიკომ გულში ჩამიკრა,
მთელი სულით და გულით,
მითხრა: - ეგ არის, რაც არის,
სამშობლოს სიყვარული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
ციტატა:
სამშობლოს სიყვარული

ბებიკოს ვკითხე: - ჩემს გულში

როგორ ეტევით ნეტა,

მამიკო, ბაბუ, შენა და

ჩემი ლამაზი დედა,

ქეთი, მანანა, პაატა,

ნანული, სოფო, გელა,

პატარა ლელაც რომ გაჩნდა,

გულში ჩავისვი ხელად.

მასწავლებლებიც, ბებიკო,

განა ერთი და ორი,

ჩემი კლასელი ბავშვებიც,

ყველა გულში მყავს, მგონი.

ზღვაც გულით დამაქვს, ლურჯი ცაც,

მზეც, ჩახჩახა და თბილი,

გულით ვატარებ, ბებიკო,

ჩვენს სოფელსა და თბილისს,

ბები, მითხარი, გჯერა თუ

არ გჯერა ჩემგან თქმული,

მეჩვენება თუ ქვეყანას

მართლა ვარატებ გულით?

ბებიკომ გულში ჩამიკრა,

მთელი სულით და გულით,

მითხრა: - ეგ არის, რაც არის,

სამშობლოს სიყვარული.

ძალიან მომეწონა ეს ლექსი, კარმა თქვენ ჩემგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მადლობა საყვარელო

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი