შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
მინდა ვიყოთ ერთად სოფელში და წვიმდეს, შემოჩვეულ სევდას წვიმის ღვარი შლიდეს. იფარავდეს შინდი, შეციებულ ჩიტებს, შენ კი ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს. მიკითხავდე ლექსებს, არა ვგავდეთ დიდებს, გიკოცნიდე ლამაზ, საფერებელ თითებს. მთელი ღამე თბილი, ხშირი წვიმით წვიმდეს, შენ კი ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს...
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა, ვით შემოდგომის სიცივეში თეთრი ვერსალი. შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა. ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა. მე მარტოობის ცივი თოვლი დიდხანს მეხურა. ვტიროდი ხარბად – მარტოობით ნაალერსალი. ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა, ვით შემოდგომის სიცივეში თეთრი ვერსალი.
ღამე გადაწვა კიპაროსზე ნიავის მსგავსად, ისიც ისმენდა დედის მიერ ნაამბობ ზღაპარს. ბავშვის თვალებში არშობილი იესო ჩანდა, ღამე გადაწვა კიპაროსზე ნიავის მსგავსად. "პირველსამყარო სიყვარულით როდესაც გალღვა, ღმერთმა აგვიხსნა სიყვარული და თქვა: მი=ყვარ+ხარ!.." ღამე გადაწვა კიპაროსზე ნიავის მსგავსად, ისიც ისმენდა დედის მიერ ნაამბობ ზღაპარს...
მე აღტაცებით ვმღეროდი მაშინ და სიყმაწვილე თრთოდა ჩემს გულში. მე ვივიწყებდი მთელ დედამიწას, შენს ნაზ ალერსში,შენს ტკბილ ჩურჩულში. წავიდა,გაქრა წამი ნეტარი, ახლა სიყვარულს გული აღარ გთხოვს. არ გთხოვ არაფერს,ოღონდ მითხარი, ეს ყველაფერი ხომ ისევ გახსოვს?
თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას, თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს, თუ გაზაფხულს გავუმხილე ეს სურვილი, თუ როგორმე დავუყვავე ქარს... თუ გვირილა დაიფიცებს უყვარხარო, თუ ყაყაჩოც არ დამალავს ხალს, თუ მუჭაში მომწყვდეული ბედისწერა, ძველებურად ამარიდებს ავს... თუ მოვკარი შროშანების შრიალს ყური, ჩუმად... მგონი შენს ფეხის ხმას გავს... დამიჯერე, დამიჯერე ვერასოდეს დარდი ვეღარ დამისველებს თვალს.
თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას... თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს...
წვიმს... საოცარი სიყვარული მეწვია მე დღეს. ვით წვიმის წვეთი, ჩემს ბაგეზე შესდექ ანაზდად, მერე მოსწყდი და სიყვარულად ჩამომეღვარე... ათრთოლდა გული, გაზაფხულის წვიმა განაზდა, შენი თვალების ფერი გახდა ეს არემარე. წვიმს... გასაოცრად გაზაფხულის წვიმა განაზდა, სულის კარებთან სიყვარულად შესდექ ანაზდად
მინდა ვიყოთ ერთად სოფელში და წვიმდეს, შემოჩვეულ სევდას წვიმის ღვარი შლიდეს. იფარავდეს შინდი, შეციებულ ჩიტებს, შენ კი ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს. მიკითხავდე ლექსებს, არა ვგავდეთ დიდებს, გიკოცნიდე ლამაზ, საფერებელ თითებს. მთელი ღამე თბილი, ხშირი წვიმით წვიმდეს, შენ კი ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს...
მე სათუთი ვარ, როგორც ქორფა ყვავილი ვაშლის, ჩუმი და სათნო, ვით ქურციკი ორიოდ კვირის, ჩემს ნაზ ოცნებას ერიდება ფრთებისა გაშლის, და ჩემს ნაზ სულში ცეცხლი ღვივის და ცეცხლი სტირის. კონსტანტინე გამსახურდია
თუ სიყვარული ტკივილია, ტკივილი რაა? იქნებ რაიმე ვერ უთქმელი გულში ჩაკლული, თუ სიყვარული ცრემლი არის მაშ ცრემლი რაა? იქნებ სიმართლე უფალივით ჯვარზე გაკრული. თუ სიყვარული ჩემში ცოცხლობს, ვინავარ თვითონ? მიხვდებით ალბათ სიყვარულზე შეყვარებული, თუ სიყვარული არ არსებობს სიცოცხლე რაა? არსებობა სიძულვილით დამშვენებული!
გამოაღე... გამოაღე... გამოაღე სარკმელი, მინდა გითხრა კიდევ რაღაც, კიდევ დამრჩა სათქმელი, მოგიყვები, რაც კი რამე, მომადგება ენაზე... არ დამიწყო - "ქალი ხარო, გმართებს უფრო სინაზე..." ისე გამოგეპრანჭები, ამ ჭერმების ჯინაზე, თვალს ვერ მომწყვეტ, გეფიცები, გადაგივლის სიბრაზეც... ყოჩივარდებს შეშურდებათ, თუკი იებს მომართმევ, როს გავიგებ ზარების ხმას, საკვირაო წირვაზე, გიჩურჩულებ რომ მიყვარხარ, თორემ მერე ვინანებ... (არ დამიწყო ქალი რომ ვარ, მმართებს უფრო სიმდაბლე) გამოაღე... გამოარე... გამოაღე სარკმელი, მინდა გითხრა კიდევ რაღაც, კიდევ დამრჩა სათქმელი....
როგორც ხე იხდენს ფოთლებს და კვირტებს, როგორც ცა იხდენს, ვარსკვლავს და ღრუბელს, როგორც ზღვა იხდენს ღელვას და ტალღებს ან მიწა - ზაფხულს, წვიმას და სურნელს, ისე მე შენთან ყოფნას და კოცნებს, ისე მე შენთან ცეკვას და ლოცვებს, ან მონატრებას - მწველსა და მწარეს. ან უშენობას, კვლავ შენით სავსეს, ვიხდენ და იქვე ვგრძნობ სილამაზეს შენ რომ უხდები, სხვა ვერას კადრებს. როგორც ბავშვობა სიცოცხლეს ისე, შენი თვალები ამშვენებს ქალღმერთს, რომელსაც შენში უფალი ბადებს და ჩემი სიტყვა სიშიშვლეს აცმევს...
შენთვის მინდოდა ეს გაზაფხული, ახლა ბუნებას დარჩეს. შენთვის მინდოდა ზღვა გასუდრული, უცხო ხომალდებს არხევს. შენთვის მინდოდა ეს ყვავილები, როგორ ლამაზად დაჭკნენ. შენთვის მინდოდა წვიმის სურნელი, მაგრამ სხივებში დაშრნენ. შენთვის მინდოდა ეს პოეზია, ვატან წიგნებს და ქარებს. შენთვის მინდოდა ჩემი ცხოვრება და მაინც, შენ ერთს დაგრჩეს..
შემოღამდება და ვარსკვლავები ცაზე კენტ-კენტად აენთებიან, ჩაეძინება დამაშვრალ სოფელს, ურმულის ხმებიც შორს მისწყდებიან; მხოლოდ ფიქრები, ჩემი ფიქრები, არ დაცხრებიან, არ დადგებიან, მესტუმრებიან შუაღამისას, გამაღვიძებენ, ამეშლებიან, წამომაგდებენ სახეტიალოდ, თან მხლებლებივით გამომყვებიან, დამატარებენ ტანჯულთა უბნებს, დამაღონებენ, დაღონდებიან, დამძიმდებიან ხალხის ცრემლებით, დაიღლებიან, დაოსდებიან, მომაცილებენ ჩემს ყრუ ოთახში და ჩემთან ერთად ატირდებიან...