|
ვისი აზრის? მიკერძოებულის?
ასავალ-დასავალსაც ვკითხულობ, ალიასაც, რეზონანსსაც და კვირის პალიტრასაც.
მე ვხვდები და ვიცი,ვინ რატომ და რისთვის წერს. ბევრმა არ იცის. იმიტომ,რომ მომავალი თაობაა და არ უნდ იცოდნენ, რას ნიშნავს "არაკაცობა", და ჯერ, არ არიან ჩაფლულნი იმ ჭაობში,რომლიდანაც ზოგიერთებმა ძლივს რომ გამოვაღწიეთ.
მე მაგათთვის, არ მემეტება აუგის და გინების გაგონება. მაგგათთვის სიცოცხლეს არ დავიშურებ.
ეგენი ჩვენი ქვეყნი მომავალი დედიკოები და მამიკოები არიან, მომავალი მეცნიერები და მშრომელები, პროფესორები და მკვლევარები.
ჩვენ მივდივართ ხალხო გაიგეთ. ეგენი მოდიან. მოვიდნენ, იმრავლონ და გაიხარონ.
უმეტესობა,ვინც კომპიუტერს იყენებს,ასე თუ ისე, ახალგაზრდაა, ანუ ჩვენი მომავალი.
და რას ვაკითხებთ და ვაჩვენებთ?
თუ ყველაფერს "დემოკრატია"დავარქვათ?
მე სხვისი არ ვიცი და მე,პირადად, არავის უფლებას არ მივცემ, ჩემი მომავალი,/მარტო ჩემი შვილები, რომ არ მაქვს ნაგულისხმები,ყველამ კარგად იცით/მოშხამოს და დაარეტიანოს.
ამათ, ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი.
რატომ უნდა იყვეს ყოველთვის, მთავრობის და "ოპოზიციის" ძაგებაზე კამათი?
ჩვენ თავებზე ვისაუბროთ და ამ ბავშვებს, მივცეთ, მომავლისკენ მიმავალ გზაზე, კაცმა თუ ქალმა, თანამიმდევრული და ცხოვრებისეული გამოცდილებებით, რჩეული დარიგებები.
მოუყვანოთ მაგალითები ჩვენი ახლო წარსულიდან,თუ რა გაჭირვებით და რა ხელში ატატებულები მოვიყვანეთ დღევანდელ დღემდე.
თუ ვაკითხეთ, გელოვანის და კაკაბაძის წერილები, პირობას გაძლევთ, ბოღმა და სიბოროტე იმრავლებს ქვეყანაში და კაცი, კაცის სახელს ვეღარ ატარებს.
რატომ?
ვის ნალაპარაკევზე უნდა იფიქრონ? იმათ, რა გაუკეთებიათ სამშობლოსთვის?
ხომ არ აჯობებდა, შალვა ახალციხელის და 300 არაგველისა გაგვემეორებინა ხშირ-ხშირად. 9 ძმა ხერხეულიძის, თევდორე მღვდლისა, ცოტნესი დადიანისა.
ურჩიოთ, მთვარის მოტაცების ერთი თავი მაინც წაიკითხონ,ვიდრე რომელიმე "მომავალ-მოდეპუტატო" ჟურნალისტის სტატიის წაკითხვას რომ დააპირებენ.
მე, არ მინდა რომ ჩემმა პატარა ქართველებმა,იგივე სიმწარე ნახონ, რაც ჩვენ გამოვიარეთ, და რასაც დღესაც გავდივართ.
ეს ჯიში გაჩენილია გამარჯვებისთვის. გაიგოს ყველამ.
ამ ბავშვებს და ჩვენც გვინდა,რომ მოვესწროთ საქართველოს გამთლიანებას და გახარებას.
იქით-მერე. მე ჩავთვლი,რომ ვიყავი უბედნიერესი ქართველი, ვინც მოესწრო ქვეყნის აღმა სვლას და გამთლიანებას.
ჩემი და თქვენი წინაპრების ნატვრაც, ეგ იყო.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს დ ი დ ე ბ ა.
|