↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სააკაშვილი ”რუსულ აგრესიაზე პასუხის” შესახებ საუბრობს

სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 სექ.'08 / 11:20

Washington Post-ში 23 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ გამჭირვალობა ქვეყნის შიგნით და გაგება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიწყო ომი, უნდა იყოს ორი ძირითადი ელემენტი რუსულ აგრესიაზე საპასუხოდ.

”საქართველო რომ ყოფილიყო კიდევ ერთი ავტორიტარული ქვეყანა რუსეთის საზღვართან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამდენი მსოფლიო ლიდერი ჩამოსულიყო თბილისში ქართველი ხალხის მხარდასაჭერად,” - წერს სააკაშვილი სტატიაში, რომელშიც პრეზიდენტი საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას.

”სოლიდარობის ამ დემონსტრირებამ გააძლიერა ჩვენი რწმენა იმაში, რომ საქართველოს გადარჩენა დამოკიდებულია უფრო ღია და დემოკრატიულ საზოგადოებად ფორმირებაზე... რა თქმა უნდა, ჩვენი დემოკრატიის განვითარება ჯერ არ დასრულებულა. მაგრამ ეს არის შუქურა მსოფლიოს რთულ ნაწილში”.

შემდეგ მან მოკლედ ჩამოთვალა ”მთელი რიგი ღონისძიებები საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად,” რომელთა შესახებაც პრეზიდენტმა 16 სექტემბერს თავის ყოველწლიურ საანგარიშო მოხსენებაში ისაუბრა.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა სტატიაში, რომ ”გამჭირვალობა უნდა დაიწყოს იმის გაგებით, თუ როგორ დაიწყო ომი”. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან ომის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, თუმცა ასევე იკითხა რიტორიკულად: ”რუსეთს თუ სურს იგივეს გაკეთება?”

სააკაშვილი ასევე აცხადებს, რომ დასავლეთმაც უნდა დაგმოს რუსეთის ქმედება.

”ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ გაგრძელდეს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ანექსია. მოსკოვს არც იმის ნება უნდა მივცეთ, რომ მუდმივად უგულებელყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელზეც მან მრავალჯერ განაცხადა თანხმობა,” - წერს სააკაშვილი, ”მსოფლიომ არ უნდა დართოს ნება რუსეთს და სხვებს გავლენის სფეროები იქონიონ და ამით უარყონ თავისუფალი ხალხის უფლება მსგავსი ღირებულებების მქონე ერებთან ასოცირების თაობაზე”.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისი იმედოვნებს, რომ ”ნატო წინ წაიწევს ჩვენი წევრობის განაცხადთან დაკავშირებით”.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ყაზახეთი ფოთის პორტში მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობის გეგმაზე უარს აცხადებს, - გვაუწყა სააგენტო ”რია ნოვოსტიმ” ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრზე, აკილბეკ კურიშბაევზე დაყრდნობით.
- ”ფოთზე უარი ვთქვით, მომზადებულია წერილი მთავრობის სახელზე, რომ ამ ფულის რეალიზებას ჩვენ იქ ვერ მოვახდენთ და ამაზე უნდა გავჩერდეთ”, - განაცხადა მინისტრმა პარლამენტში სამთავრობო საათის მსვლელობის დროს.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება, ამჟამად საერთაშორისო პრობლემებსა და საქართველოში არსებულ ვითარებას უკავშირდება.

ეს პირველი ღია გამოსვლაა, რომელიც საქართველოს მიმართ რაიმე სახის ეკონომიკურ შეზღუდვას უკავშირდება. რუსეთმა უკვე აამუშავა თავისი ეკონომიკური მექანიზმები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა სახის საქმიანობას აწარმოებენ. პირველი მის მარწუხებში ყაზახეთი მოჰყვა, ეს ის ქვეყანაა, რომელმაც, ასევე, უარი თქვა ბათუმში ნავთობტერმინალის მშენებლობაზე, რაც მათ იქ შესაბამისი ტერიტორიის არარასებობით ახსნეს. არადა, ჯერ კიდევ გასულ წელს, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ამ ორი პროექტის სიკეთეებზე ბევრს საუბრობდა.

ისე, ყაზახეთი არცთუ დიდი ხნის წინ აცხადებდა, რომ რუსული ინტერვენციის გამო საქართველოში ჩადებულ ინვესტიციას საფრთხე არ ემუქრება.

აგვისტოში, კონფლიქტის პიკის დროს, ყაზახეთი ნავთობის გადაზიდვას დროებით საქართველოს სხვა პორტიდან, ბათუმიდან ეწეოდა, რომელიც ყაზახური სახელმწიფო ნავთობკომპანიის - ”ყაზმუნაიგაზის” მიერ იმართება. გადაზიდვები სექტემბრის დასაწყისში შეწყდა.

ფოთის პორტის სატრანზიტო ფუნქციითა და ერთ-ერთი ნავმისადგომის მომიჯნავე, სოლიდური სიმძლავრის წისქვილქარხნით ყაზახეთის მხარე დაახლოებით ხუთი წლის წინ დაინტერესდა. სამთავრობო დონეზე გამართული ორმხრივ მოლაპარაკებების შედეგად, ჯერ კიდევ მაშინ, ნავმისადგომის რეკონსტრუქცია და გემებიდან პირდაპირ წისქვილქარხნის ელევატორში ხორბლის გადატუმბვის პროექტის განხორციელებაც დაიგეგმა. თუმცა, საქმე აკვატორიაში რამდენიმე ხიმინჯის ჩასმას არ გასცილებია.

ყაზახური კომპანია ს/ს ”პროდკორპორაციას” ფოთში მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობა 2008 წელს უნდა დაეწყო. ამ პროექტის განხორციელებით, როგორც გასულ წელს ფოთში ჩამოსული ”პროდკორპორაცის” პრეზიდენტი, რუსლან აზიმოვი აცხადებდა, ყაზახეთი რუსული პორტების გვერდის ავლით, საქართველოსა და აზერბაიჯანის მეშვეობით, თავისი მარცვლეულის სპარსეთის ყურის ქვეყნების ბაზარზე გატანას შეძლებდა.

ტერმინალის გამტარუნარიანობა 600 ათასი ტონა უნდა ყოფილიყო და მისი მშენებლობისთვის პირველადი გაანგარიშებით, 6 მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯებოდა, მეორე ეტაპი, წისქვილკომბინატის დირექტორის, ზურაბ ცომაიას თქმით, კიდევ 6 მილიონის დაბანდებას ითვალისწინებდა, ანუ საერთო ჯამში, ინვესტიცია 12 მილიონ დოლარს მოიცავდა.

ყაზახური ”პროდკორპორაცია” 100%-იანი სახელმწიფო წილით შექმნილი სააქციო საზოგადოებაა, აკონტროლებს ყაზახური ხორბლის 70%-ს. ისევე, როგორც იმპორტ-ექსპორტს. პროექტი მომგებიანია თავად ყაზახური მხარისათვის უნდა ყოფილიყო, რადგან ისინი დღეისათვის ხორბალს ყიდიან რუსეთისა და უკრაინის პორტების გავლით, საიდანაც რუსეთსა და უკრაინას მისი ხორბლისა და ნავთობის გატანა უფრო ხელეწიფება, ვიდრე - სხვა ქვეყნის.

მოსავლიანობის წლებში კი, რუსეთიდან და უკრაინიდან მარცვლეულის ზრდის პირობებში, საზღვაო ტერმინალები გადატვირთულია. მიწოდების ვადების გაჭიანურებისა და წარმოქმნილი ხშირი პრობლემების გამო, ყაზახები ექსპორტის ალტერნატიულ გზებს საქართველოში ეძებდნენ. აზერბაიჯანი და საქართველო კი მზად იყო ყაზახური ხორბლის იმპორტისთვის. თავის მხრივ, ბაქოსა და ფოთში ტერმინალების მშენებლობა შესაძლებელს გახდიდა აზერბაიჯანსა და ჩვენს ქვეყანაში მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტის მოცულობის ზრდას.

პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ქართული მხარის წილი შემოსავლის 50% უნდა ყოფილიყო, რაც ფოთის წისქვილქარხნის განვითარებაზე დადებითად იმოქმედებდა. წისქვილი, გადაიარაღების შემთხვევაში, დღეში 300 ტონა ხორბალს გადაამუშავებს. ქარხანას ესაზღვრება ნავმისადგომი, რომლის გადმოცემის თაობაზე მთავრობასთან შეთანხმებაც არსებობს.

- ”ის, რომ ყაზახები საქრთველოში ინვესტიცების ჩადებას ერიდებიან, აგვისტოსში გავითარებული მოვლენების შედეგია,” - განაცხადა ”ფაქტთან” საუბრისას ეკონომიკის ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა. მისივე თქმით, როცა ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობაა, გრძელვადიანი პროექტებზე ბუნებრივია ინვესტორები თავს იკავებენ.

- ”ეს ერთგვარი აფიორა იყო ყაზახების მხრიდან ქართულ ბაზარზე შემოსასვლელად,” - მიაჩნია ქართველ ექსპერტს.

გაგრძელდება თუ არა საქართველოდან ყაზახური ინვესტიციის გადინება, ამას დრო გვიჩვენებს, ამის ნათელი ორი მაგალითი უკვე სახეზეა. არადა, ისინი ჩვენს ქვეყანაში ბრიტანეთისა და აშშ-ს შემდეგ, ერთ-ერთ მსხვილ ინვესტორებად ითვლებოდნენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
აგვისტოს მოვლენების ფონზე ქართველ ექსპერტთა და პოლიტიკოსთა ნაწილი აქტიურად ანვითარებს აზრს, რომ საქართველომ უმჯობესია ამერიკისა და ნატოს ნაცვლად ევროპაზე გააკეთოს ორიენტაცია, რადგან, თითქოს, ამერიკა და ნატო მხოლოდ პრობლემებს გვიქმნიან.
მათ, ვინც შუა გზაზე საზოგადოების ორიენტაციის შეცვლის მცდელობას პოლიტიკური, თუ სხვა ინტერესებიდან გამომდინარე ახდენს, რეალური მსჯელობა არ აინტერესებს, მაგრამ მათ, ვისაც გულწრფელი კითხვები გაუჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ რას აკეთებს საკუთარი და ჩვენი მომავლისათვის, შეიძლება ამ წერილის წაკითხვა დაეხმაროს.

ფინეთმა უარი თქვა ”ჩრდილო ნაკადის” გაზის მილსადენის ბალტიის ზღვაში მის ტერიტორიულ წყლებში გატარებაზე და ამით რეალურად შეაჩერა რუსეთისათვის ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი. ფინეთში ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ ფინეთის მაგალითს სხვამაც უნდა მიბაძონ. ცხადია,რუსეთის უკვე მეორე ”სამხრეთ ნაკადის” მილსადენზე ანალოგიური გადაწყვეტილების მისაღებად ამერიკა უკვე საბერძნეთს, ბულგარეთსა და იტალიას მიმართავს.

აშკარაა, რომ ფინეთის გადაწყვეტილების უკან ამერიკა დგას. ჩვენ ბოლომდე შეიძლება ვერც ვაცნობიერებდეთ ევროპისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც რა არსებითი ძვრების მოხდენას ცდილობს სწორედ ამერიკა. ამერიკა და არა ევროპა, რადგანაც ევროპა ამ საკითხებში ჯერჯერობით ვერანაირად ვერ გამოვა საერთო პოზიციით. ფინეთის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გერმანიაში საშინელი აღშფოთება და ხმაური გამოიწვია, რადგან ”ჩრდილო ნაკადი” ბალტიისპირეთის გვერდის ავლით გერმანიის ინტერესებს ემსახურებოდა.

რუსეთის ევროპისადმი მიმართული ენერგეტიკული პოლიტიკის ამოცანაა ევროპის ქვეყნების გათიშვა. მისი სურვილი იყო, ბალტიის ქვეყნების, უკრაინისა და პოლონეთის გვერდის ავლით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში შეეტანა ენერგია. ამით იგი ცდილობს დაასუსტოს და გერმანიას, იტალიას საფრანგეთს და სხვა ქვეყნებს დაუპირისპიროს ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, უკრაინა და პოლონეთი.

დღემდე ევროპაში მიიჩნეოდა, რომ ენერგეტიკა ბიზნესია და რომ ყველამ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს; რომ თუ შესაძლებელია რუსული მილების სხვა ევროპული ქვეყნების გვერდის ავლით გატარება და ამით ეკონომიკური ეფექტის მიღება, რატომაც არ უნდა იქნეს გამოყენებული? ამით ხელმძღვანელობდნენ გერმანია, იტალია, საბერძნეთი და ისინი არაფრად აგდებდნენ იმ ქვეყნების წუხილებს, რომელთა ტერიტორიაზეც ამჟამად გადის ეს მილები.

ასეთი მიდგომებით ევროპა რუსეთთან მიმართებაში ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ერთიანი. სწორედ ამერიკაა ის, ვინც ევროპის ერთიანობაშია დაინტერესებული, ვისაც თანაბრად აინტერესებს, როგორც დასავლეთ ევროპის, ასევე - რუსეთის მეზობელი ევროპელი ქვეყნების ინტერესები, რადგან ამით არა მარტო ევროპა, არამედ თვით ამერიკაც ძლიერდება.

თუ ამერიკამ შეძლო საბერძნეთის და ბულგარეთის დარწმუნება, რომ არ შეიძლება ”სამხრეთ ნაკადის” ამოქმედება, სწორედ ამით ჩაეყრება ევროპის რეალურ ერთიანობას საფუძველი და გადაიკეტება რუსეთის ყოველგვარი მცდელობა, ინდივიუდაულურად მიუდგეს ევროპის ცალკეულ ქვეყნებს. ამით საფუძველი გამოეცლება ევროპის ზოგიერთი ლიდერის პუტინთან მეგობრობას, ევროპა ერთიანი ფრონტით, როგორც ერთიანი ენერგომომხმარებელი,დადგება რუსეთის წინაშე. სწორედ ეს გატეხავს რუსეთს.

ჩვენი მომავალი ამჟამად საბერძნეთსა და ბულგარეთში წყდება და ამერიკა აგვარებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined05 Sep 2008
Posts18
კარმა0
OFFLINEPROFILE
ana_tekla wrote:
ციტატა:
ფინეთში ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ ფინეთის მაგალითს სხვამაც უნდა მიბაძონ. ცხადია,რუსეთის უკვე მეორე ”სამხრეთ ნაკადის” მილსადენზე ანალოგიური გადაწყვეტილების მისაღებად ამერიკა უკვე საბერძნეთს, ბულგარეთსა და იტალიას მიმართავს.

Италия даст "Газпрому" поторговать газом

Впервые "Газпром" получил возможность продать свой газ на территории Евросоюза конечным потребителям без посредников. Вчера пресс-служба "Газэкспорта" сообщила о том, что итальянский газовый концерн Eni переуступил СП, контрольный пакет акций которого будет принадлежать "Газпрому", права на поставку в Италию ежегодно 2 млрд кубометров газа и предоставил право транспортировки этого объема от словацко-австрийской до итальянской границы.

Директива о либерализации рынка газа, принятая в ЕС в 2003 году, направлена на снижение монопольной деятельности газовых консорциумов в ЕС. Италия первой ратифицировала нормы директивы, и компания Eni, занимающая 65% внутреннего рынка газа страны, вынуждена была уступить свою долю "Газпрому". Из 32,5 млрд кубометров газа, поставляемого по газопроводу Trans Austria Gasleitung (TAG) в Италию, Eni реализует 20 млрд кубометров российского газа. С 2008 года пропускная способность ТА увеличится до 35,8 млрд кубометров в год.

Как сообщило вчера агентство "Интерфакс" со ссылкой на "Газэкспорт", для продажи 2 млрд газа из этого объема будет создано СП Central Italian Gas Holding AG (CIGH). Как уточнил источник Ъ в "Газэкспорте", группе "Газпром" в нем будет принадлежать контрольный пакет акций. До середины августа будут определены остальные акционеры – австрийская и итальянская компании по транспортировке и продаже газа и их доли в уставном капитале СП. Учредителем CIGH со стороны группы "Газпром" выступит "Газэкспорт", СП будет зарегистрировано в Вене до конца августа.

С начала 2006 года CIGH будет продавать газ на внутреннем рынке Италии крупным энергетическим и производственным концернам ENEL, Edison, EGL, Energia. Одновременно "Газэкспорт" продолжает переговоры с этими и другими компаниями о продаже дополнительных объемов газа начиная с 2008 года. За допуск на внутренний рынок Италии "Газпром" вынужден был продлить контракт на поставку российского газа непосредственно Eni с 2017 до 2027 года. Такое соглашение компании заключили около месяца назад. Отметим, что цены на газ на внутреннем рынке Италии – одни из самых высоких в Европе (после Норвегии и Швеции) и составляют $280-340 за тысячу кубометров.

Следует сказать, что в Германии, несмотря на подписанный весной этого года меморандум о стратегическом партнерстве между "Газпромом" и BASF, пока нет четкой детализации, когда и на каких условиях "Газпром" будет допущен на внутренний рынок страны. Во Франции, где сторонники государственного влияния на экономику жестко контролируют Gas de France, сегодня даже не обсуждают возможность допуска "Газпрома" на внутренний рынок. // НАТАЛИЯ Ъ-ГРИБ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
[”ინტერპრესნიუსი”]
აშშ-ის სახლმწიფო მდივნის თანაშემწე დენიელ ფრიდი აღნიშნავს, რომ თუ 10 ოქტომბრამდე მოსკოვი ე.წ ბუფერულ ზონებს არ დატოვებს, ამას ძალიან მკაცრი რეაქცია მოჰყვება. ამის შესახებ მან სააგენტო ”როიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი შეფასებით, მედვედევი სარკოზის სამშვიდობო გეგმის შეუსრულებლობისთვის მოსკოვი სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა.

ფრიდის თქმით, საქართველოში რუსეთის ინტერვენციის საკითხი მხოლოდ მცირე ინციდენტი არ არის და ეს დიდი პრობლემაა, რუსეთი ძალისმიერი მეთოდებით ცვლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი სახის სანქციას, რომელიც ვაშინგტონმა, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ შემოიღოს, ზედმიწევნით განიხილავენ, რათა კრემლის პოზიციის შეცვლის შემთხვევაში, ამ ზომების გაუქმება შესაძლებელი იყოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში უკრაინა საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში მესამე ადგილზეა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სტატისტიკის დეპარტამენტიდან აცნობეს, ამ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვა 529 მლნ 100 ათას აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 38,3 პროცენტით მეტია. უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვის წილი 0,3 პროცენტული პუნქტით – 9,8 პროცენტიდან 10,1 პროცენტამდე – გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 79,8 პროცენტით გაიზარდა, რაც ძირითადად ფეროშენადნობების (15,7 მლნ აშშ დოლარით), რკინიგზის ლოკომოტივების (14,8 მლნ აშშ დოლარით) და ყურძნის ნატურალური ღვინოების (4,0 მლნ აშშ დოლარით) სასაქონლო ჯგუფების ექსპორტის გაზრდამ გამოიწვია.
იმპორტი უკრაინიდან 32,2 პროცენტით არის გაზრდილი და 440,9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ყველაზე მეტად გაზრდილია რკინისა და ფოლადის წნელების (27,6 მლნ აშშ დოლარით), ხორბლის ფქვილის (20,6 მლნ აშშ დოლარით) და ავტობუსების (17,3 მლნ აშშ დოლარით) სასაქონლო ჯგუფების იმპორტი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
კარალეთიდან დევნილი ტერტერაშვილების ოჯახი დახმარებას ითხოვს

გორის რაიონის სოფელ კარალეთიდან დევნილი ნათია და დავით ტერტერაშვილების ოჯახი დახმარებას ითხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, 3 მცირეწლოვანი ბავშვი საკვები პროდუქტების და ტანსაცმლის გარეშეა დარჩენილი.
როგორც ნათია ტერტერაშვილმა განაცხადა, კარალეთი მათ 13 აგვისტოს დატოვეს.
"ფეხით მოვრბოდით სამ ბავშვთან ერთად. ჩემი მეუღლე აფხაზეთის ომის დროს ფეხში დაიჭრა და მას შემდეგ დაინვალიდდა. ძალიან გვიჭირდა ბავშვების ტარება, მაგრამ კონფლიქტის ზონიდან გაქცევა შევძელით. დახმარებას გაეროს სასურსათო პროგრამიდან ვიღებთ, მაგრამ იმდენად ცოტაა, რომ საკუთარ თავზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ბავშვები მშივრები არიან. არც ტანსაცმელი გვაქვს, რომ ჩავიცვათ", - აღნიშნავს ნათია ტერტერაშვილი.
მისი თქმით, ოჯახი გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში სხვის სახლში აფარებს თავს. სახლი იმდენად არის დაზიანებული, რომ, შესაძლოა, სახურავი ჩამოინგრეს და თუ არ წვიმს ოჯახი ღამეებს გარეთ, ეზოში ათევს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
სად მიდის ამდენი დახმარებები , ამდენი სურსათ-სანოვაგე ,მეორადი ტანსაცმელები ,თუ ახალი ბიზნესის აღორძინებას იწყებენ ,რომ გაყიდიან კარგ ფულსაც გააკეთებენ , მასეთ მდგომარეობაში სხვათაშორის ბევრია , ზოგს აშინებენ ხმა რომ არ ამოიღონ ,ზოგს ძაღლივით გადაუგდებენ ნამცეცს, თითქოს ის ომი მათი დანაშაული იყო და გამოდიან დღეს ზოგიერთები და მიშას სიყვარულით სანთლებს ანთებენ,ლამის თვალები დაგთხარონ ,არა და თვითონ რომ იყვნენ ისეთ მდგომარეობაში ნეტა რას მოიმოქმედებდნენ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined17 Mar 2008
Posts23
კარმა2
OFFLINEPROFILE
მიშა მაგარია :)

აუუუ, :):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts42
კარმა0
OFFLINEPROFILE
სხვისი ჭირი ღობის ჩხირიო ხომ გაგიგიათ, აი ყველას რეალური სახე სად გამოჩნდა. ერთი პერიოდი გზა გადაკეტეს ცხინვალიდან დევნილებმა საკვებს და თავშესაფარს მოითხოვდნენ და ზოგის რეაქცია იცით როგორი იყო? ლანძღავდნენ საცოდავებს,რას გვიკეტავენ გზას მანქანით ვეღარ ვმოძრაობთ, თუ უჭირთ რამე ჩვენ რა შუაში ვართ ჩენ დავაზარალეთო?
რა სულმდაბლობაა. სრცხვენოდეთ ასეთ ადამიანებს მიწას რომ ამძიმებენ ტყუილად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ის, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე არაერთხელ დაუდანაშაულებიათ აფხაზეთის დაკარგვაში, სიახლე არავისთვის არის. სოხუმის დაცემის მე-15 წლისთავზე აფხაზეთის თემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმის გამოც იძენს, რომ "მიუკერძოებელმა შუამავალმა რუსეთმა" 15 წელზე მეტი ვეღარ მოითმინა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა პირველმა აღიარა.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ნაპო მესხიამ გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში "მწარე სიმართლე _ დაუფარავად! დაგვიანებული წერილი საქართველოს მეორე პრეზიდენტს, ბატონ ედუარდ შევარდნაძეს, ანუ გულახდილი საუბარი იმაზე, თუ როგორ გასხვისდა აფხაზეთი", ექსპრეზიდენტი შევარდნაძე "ქვეყნისათვის საზიანოდ დაშვებულ საბედისწერო შეცდომებში" დაადანაშაულა და "საჯაროდ, ყველას გასაგონად ჩადენილი ცოდვების მონანიებისკენ" მოუწოდა.
თავის წერილში მესხია აფხაზეთში ომამდე, საომარი მოქმედებებისა და ომის შემდგომ განვითარებულ არაერთ ეპიზოდს იხსენებს და ექსპრეზიდენტ შევარდნაძისგან არაერთ კითხვაზე პასუხის გაცემას მოითხოვს.
ნაპო მესხიას წერილზე საქართველოს მოსახლეობა და განსაკუთრებით აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ბევრს იმსჯელებს. ჩვენც შევეცადეთ წერილში დასმულ უმთავრეს კითხვებზე პასუხი, თავად ედუარდ შევარდნაძისაგან მიგვეღო.

- ბატონო ედუარდ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნაპო მესხია თქვენ "ქვეყნისათვის საზიანოდ დაშვებულ საბედისწერო შეცდომებში" გადანაშაულებთ და საჯაროდ, ყველას გასაგონად ჩადენილი ცოდვების მონანიებისკენ მოგიწოდებთ. მესხია წერს - "იქნებ სცადოთ ბატონო ედუარდ!". ჩვენ კი გთხოვთ, იქნებ სცადოთ ბრალდებებზე პასუხის გაცემა. აპირებთ თუ არა გაითვალისწინოთ რჩევა და მართლაც მოინანიოთ აფხაზეთის საკითხში დაშვებული შეცდომები?
- ჯერ ერთი, უნდა ვთქვა, რომ მხოლოდ მსიამოვნებს ის აქტიურობა, რომელსაც ზოგიერთი მოქალაქე, მათ შორის ბატონი მესხია იჩენს აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება კონკრეტულ ბრალდებებს, მე არაერთხელ გამიცია პასუხი და კიდევ მზად ვარ გავცე. მაგრამ, ბატონი მესხია ისეთ და იმდენ საკითხებს აყენებს, რომლებზეც მე ჩემს წიგნში ვსაუბრობ. იგი კი ამბობს, რომMთქვენ წიგნში ასე და ისე წერთო, მაგრამ ეტყობა, ჩემი წიგნი სრულად წაკითხული არ აქვს. ჩემს წიგნში აფხაზეთზე თუ არ დავწერდი, აბა, რაზე უნდა დამეწერა?
ბატონ ნაპოს ბევრი ცალმხრივი ინფორმაცია აქვს და მასთან დავას ხომ ვერ დავიწყებ. ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ბატონი ნაპო წერს. დაერეკა ერთხელ და ეკითხა, ასე იყო თუ არა. ვიმეორებ, მე ცუდს არაფერს ვხედავ იმაში, რომ ამ კაცმა აღნიშნული პრობლემისადმი ინტერესი გამოიჩინა და როგორც თავად ხედავს, ისე წერს.

- ნაპო მესხია ამტკიცებს, რომ აფხაზეთში ომის დაწყების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. თქვენი აზრი ემთხვევა დეპუტატ მესხიას შეხედულებას, თუ თქვენ სხვა მოსაზრება გაქვთ?
- მან ალბათ არ იცის, რატომ მოხდა აფხაზეთში ჯარების შეყვანა. ომის დაწყება არც არავის უფიქრია. კარგად უნდა გავარკვიოთ, თუ რატომ შევიყვანეთ ჯარი აფხაზეთში. მაშინ არც პარლამენტი იყო, მე არც სახელმწიფოს მეთაური ვიყავი და არც პრეზიდენტი, იყო სახელმწიფო საბჭო.
სოჭი-სოხუმის რკინიგზის მონაკვეთზე შემადგენლობები იძარცვებოდა, თანხაც მახსოვს, ზარალმა 12 მილიარდი რუსული რუბლი შეადგინა. ასე გაგრძელება რომ არ შეიძლებოდა, ცხადი იყო. საქართველო იძულებული იქნებოდა აენაზღაურებინა ზარალი. მაშინ მთავარსარდალი არ ვიყავი, ვიყავი სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს სხდომაზე გამოვედი და ვთქვი, რომ ეს ისეთი ორგანიზებული და მძიმე დანაშაულია, რომ ამას მილიცია ვერ მოერევა, ამიტომ საჭიროა ჯარის შეყვანა და ჯარს უნდა ჰქონდეს მხოლოდ მატარებლების გაცილების უფლება. იმასაც დავაზუსტებ, რომ ჩემი წინადადება იყო, გახსნილიყო სამი პუნქტი, ერთი სამტრედიის მახლობლად, მეორე სოხუმის რაიონში და მესამე ლესელიძეში. რამდენიმე ასეულ ჯარისკაცსა და ოფიცრებს დაეკისრებოდათ მატარებლების გაცილება და თავიდან აიცილებდნენ ამ ძარცვას. ასეთი იყო ჩანაფიქრი.
ომის დაწყებას არავინ აპირებდა. მაშინ ერთადერთი სამხედრო ძალა იყო გვარდია, რომელსაც კიტოვანი მეთაურობდა, მაგრამ მე რომ მთავარსარდალი არ ვიყავი, ისე გამოდიოდა, თითქოს კიტოვანისთვის ჩემი ბრძანება სავალდებული არ იყო. შემდეგ პოლიცია ისე შეიყვანეს, ჩემთვის არაფერი უკითხავთ და პირველად თოფი მაშინ გავარდა, როცა პოლიცია გალიდან ოჩამჩირეში გადაადგილდებოდა. გალი-ოჩამჩირის გზის მონაკვეთზე მაშინ მგონი ერთი ადამიანი დაიღუპა.
მატარებლების გაცილებასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა ვლადისლავ არძინბასთან. მან მითხრა, ყველაფერი გავიგე, თანახმა ვარ, მაგრამ დეტალების გასარკვევად ვინმე ჩამოვიდეს და ამიხსნასო. მეორე დღეს სოხუმში გაემგზავრა ბატონი სიგუა, მაგრამ არძინბა ვერ იპოვა და ვერ დაელაპარაკა. ორი თუ სამი დღის შემდეგ კიტოვანი ახალციხეში რუსების მიერ მიღებული ტანკებით და ზარბაზნებით აფხაზეთისკენ დაიძრა და სოხუმს მიადგა. მაშინ მე დავურეკე და კატეგორიულად ავუკრძალე სოხუმში შესვლა. გაფრთხილების მიუხედავად კიტოვანი სოხუმში მაინც შევიდა და ჩემს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.
ჩემი დანაშაული ის არის, რომ როცა კიტოვანი გაჯიუტდა და სოხუმში შევიდა, ალბათ, სოხუმში სასწრაფოდ უნდა გადავფრენილიყავი და შევხვედროდი აფხაზეთის ხელმძღვანელობას, რათა კიტოვანის სოხუმში შესვლა არ დამეშვა. მაგრამ მარტო მე რას შევძლებდი. ომის დაწყების პრობლემა რთული საკითხია. აფხაზეთში ომის დაწყება იმ ადამიანის კისერზეა, ვინც სოხუმში ჯარები შეიყვანა.

- 1992 წლის ზაფხულში აფხაზეთში ჯარის თუნდაც რკინიგზის დასაცავად შეყვანა რომ საომარი მოქმედებების დაწყებაში გადაიზრდებოდა, ამის პროგნოზირება რთული არ უნდა ყოფილიყო. . .
- რატომ უნდა მოჰყოლოდა საომარი მოქმედებების დაწყება, როცა რამდენიმე თვით ადრე გია ყარყარაშვილი თავისი ბრიგადით შევიდა სოხუმში, მთელი აფხაზეთი ფსოუმდე გაიარა, ფსოუს წყალიც ისე დალია, რომ იქ პრობლემა არ შექმნია. ჩვენ აფხაზეთში რკინიგზის დასაცავად შევედით და არა საომრად.

- ბატონო ედუარდ, დეპუტატი მესხია თავის წერილში აცხადებს, რომ თქვენ არძინბასთან შეხვედრის პირობა მიეცით სოხუმიდან თბილისში ჩამოსულ დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ანრი ჯერგენია, სერგეი ბაღაფში, ზურაბ აჩბა, ალექსანდრე ანქვაბი, დავით ფილია, ავთო იოსელიანი და თავად ნაპო მესხია, მაგრამ პირობა არ შეასრულეთ და პრაქტიკულად ხელი შეუწყეთ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებას.
თუ ეს ასეა, რა მიზეზით შეიკავეთ თავი და არ შეხვდით არძინბას, რომელიც საომარი მოქმედებების დაწყებამდე თქვენთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამდა.
- მე გითხარით, რომ არძინბას შევპირდი, სოხუმში სიგუა და კიტოვანი ჩავიდოდნენ და რკინიგზის დაცვის საკითხებზე დაელაპარაკებოდნენ, მაგრამ სიგუა სოხუმში რომ ჩავიდა, არძინბა დაიმალა. როგორც შემდეგ გაირკვა, იგი რუსეთის სასაზღვრო ჯარების ნაწილში იყო. მაშინ სიგუამ იგი ვერ იპოვა, კიტოვანს არც უძებნია, რადგან მას არძინბა არ აინტერესებდა და სოხუმში შესვლა უნდოდა. ასე რომ, ჯარის შეყვანა არ ნიშნავდა ომის დაწყებას. ვიმეორებ, ჯარი იმიტომ შევიყვანეთ, რომ სოჭი-სოხუმის რკინიგზის მონაკვეთზე მატარებლები არ გაეძარცვათ.
რაც შეეხება არძინბასთან შეხვედრას, მე არძინბას თბილისში ომის შემდეგ, 1997 წლის ზაფხულში შევხვდი. მაშინ იგი თბილისში პრიმაკოვმა ჩამოიყვანა. მთელი 8 საათი გავატარეთ ერთად, ვისაუბრეთ, მაგრამ არძინბა არაფერზე თანხმდებოდა. მერე პრიმაკოვმა ხელი ჩაიქნია და ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა.

- დეპუტატი მესხია გახსენებთ ომის დაწყების ორი თვის თავზე სოხუმში, აწგარდაცვლილი ავთო იოსელიანის კაბინეტში გამართულ შეხვედრას ოზგანთან, ანქვაბთან და დამენიასთან, რომლის დროსაც აფხაზური მხარე საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის დაბრუნების პირობას იძლეოდა, რის შესახებაც მესხიამ თქვენ ტელეფონით შეგატყობინათ, მაგრამ თქვენ ამ ინფორმაციისათვის ყურადღება არ მიგიქცევიათ და მას ამ საკითხებზე ჯაბა იოსელიანთან შეხვედრა ურჩიეთ. რატომ?
და კიდევ, მოქმედებდნენ თუ არა ბატონი გივი ლომინაძე და ბატონი თამაზ ნადარეიშვილი სოხუმში თქვენთან შეთანხმებით. თუ არა, ბატონი მესხია კითხულობს - რატომ არ დასაჯეთ ნადარეიშვილი, რომელსაც გუდაუთიდან სოხუმში ჩამოსული იმ აფხაზი ლიდერების დაპატიმრება სურდა, რომლებიც აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში შესვლისათვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ?
- სანამ სოხუმში იყო, ნადარეიშვილი თითქმის ყოველდღე მიკავშირდებოდა. იმას რატომ არ იხსენებენ, რომ ლომინაძე აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და მის სამინისტროს აფხაზური გვარდია რომ შეესია და მას ცხვირ-პირი დაუმტვრიეს და აფხაზეთიდან გამოაძევეს.
ავთო იოსელიანს მე ვენდობოდი, ვიცნობდი 20 წლის განმავლობაში. აფხაზეთთან დაკავშირებით რისი გამოქვეყნებაც მან სიცოცხლეში მოასწრო, საეჭვო არაფერი მინახავს.

- ბატონი მესხია მიიჩნევს, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, როგორც თქვენი ხელისუფლების სამართალმემკვიდრემ, ბოდიში უნდა მოიხადოს აფხაზი ხალხისა და აფხაზეთში მცხოვრები ქართველების წინაშე. რას უპასუხებდით ამგვარ მოწოდებას?
- ბოდიშის მოხდა რომ შველოდეს საქმეს და აფხაზეთი დაბრუნდებოდეს, სამებაში ან სადაც არ უნდა იყოს, მივიდოდი და ბოდიშს 100-ჯერ მოვითხოვდი, მაგრამ ეს საქმეს არ უშველის.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთმა მისთვის დამღუპველი გადაწყვეტილება მიიღო. თუ აფხაზეთი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი, რატომ არ შეიძლება დამოუკიდებელი იყოს ჩეჩნეთი, ინგუშეთი, თათრეთი, ბაშკირეთი? ან დაღესტანმა რა დააშავა, სადაც 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და კასპიის ზღვაზე აქვს გასასვლელი?

- ბატონო ედუარდ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ამ ტერიტორიების დაბრუნების რა პერსპექტივა აქვს საქართველოს?
- ჩვენ 12 წლის განმავლობაში ვარწმუნებდით აფხაზებსა და ოსებს, რომ ქართულ მხარეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით გვინდოდა კონფლიქტის მოგვარება, ბევრმა ოსმა და აფხაზმა ეს დაიჯერა. ბორჯომში ჩემთან შეხვედრაზე ჩიბიროვი მხოლოდ სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრას მოითხოვდა და არა დამოუკიდებლობის აღიარებას. იქნებოდა თუ არა სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არც იდგა და ამაზე საუბარი არც ყოფილა.
სხვათა შორის, პირველი პრეზიდენტის დროს ქართველების შეჭრა სამხრეთ ოსეთში ავანტიურისტული ნაბიჯი იყო. საქართველოში ჩემი დაბრუნების შემდეგ, გორში გამოსვლის დროს, ოსებს ბოდიში მოუხადე იმ შეჭრისთვის, რომელიც არ უნდა მომხდარიყო და სისხლი არ უნდა დაღვრილიყო. ყოველთვის გავურბოდი სისხლისღვრას. პრეზიდენტის პოსტიდანაც იმიტომ გადავდექი, რომ სისხლი არ დაღვრილიყო. რომ არ გადამდგარიყავი, სისხლი დაიღვრებოდა.
სანამ ცხინვალში შევიდოდით და რუსები საქართველოს ტერიტორიებს დაიკავებდნენ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პერსპექტივა საკმაოდ გარკვეული იყო. ვთქვი და გავიმეორებ, ბევრმა აფხაზმა და ოსმა დაიჯერა, რომ ჩვენ კონფლიქტების მოგვარება მშვიდობიანად გვსურდა. ბოლო ომი რომ არ დაწყებულიყო, ალბათ კიდევ რამდენიმე წელი იყო საჭირო და კონფლიქტები მშვიდობიანად მოგვარდებოდა.
რუსებს საქართველოზე ფიქრი არ ასვენებთ. მხედველობაში მყავს სამხედროები. 200 წელი ვიყავით მათი კოლონია. უახლოეს ხანებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პერსპექტივა არ გვაქვს. ჩაინიშნეთ და დაიმახსოვრეთ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გამო რუსეთს პრობლემები შეექმნება. როცა რუსეთს ყოფილ ავტონომიებში პრობლემები შეექმნება, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ მოსკოვის პოზიცია სხვანაირი იქნება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საქართველო ენგურჰესს კარგავს
რუსეთი საქართველოს ანექსიის პროცესს სულ უფრო მეტი მონდომებით აგრძელებს და იმ პროექტების განხორციელებას იწყებს, რომელიც წლების წინ კრემლში მომზადდა. ქართველი ექსპერტები და ოპოზიციის წარმომადგენლები წლების მანძილზე საუბრობდნენ, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული ბერკეტების ხელში ჩაგდებას გეგმავდა. რატომღაც, რუსული გეგმები მხოლოდ ექსპერტებისა და ოპოზიციისთვის იყო საფრთხის შემცველი. ყველა დროის ხელისუფლება რუსულ საფრთხეზე საუბარს პოლიტიკური ქულების დაგროვების მცდელობად აფასებდა და რუსულ სახელმწიფო კომპანიებს ქართული ენერგოკომპანიების დასაკუთრებაში ხელს უწყობდა.
ვინ და რა ფასად გაყიდა, რა ფარული თუ აშკარა გარიგება შედგა, ალბათ, ოდესმე გაირკვევა. თუმცა, დღეს მთავარი ის არის, რომ რაც რუსებს ნებაყოფლობით არ ჩავაბარეთ, ძალით მიაქვთ. საუბარია “ენგურჰესის” აფხაზური ნაწილის პრივატიზებაზე.

ეს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრმა პაატა დავითაიამ გაავრცელა, რომლის თანახმადაც, საფრთხე ჰესის არა მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულ ნაწილს ემუქრება, რადგან რუსები ქართულ ნაწილში მომუშავე თანამშრომლებს უკვე რუსული პასპორტების აღებას აიძულებენ.

საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით შესული ნებისმიერი ინვესტორი დაისჯება. აღნიშნული კანონი საქართველოს პარლამენტმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მიიღო და მხარი საერთაშორისო ორგანიზაციებმაც დაუჭირეს. ძნელი სათქმელია, საქმე აქამდე მივა თუ არა, მაგრამ ქართული მხარე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ “ენგურჰესი” გაჩერდება, საქართველოს იმდენი რესურსი გააჩნია, რომ ქვეყანა არ ჩაბნელდება.

ცხადია, რუსები ამ გეგმით ორი კურდღლის დაჭერას გეგმავენ. ერთი, რომ იდეა ლიბერალური იმპერიის შექმნისა ნელ-ნელა წინ წავა და მეორე - ზამთრის მოახლოებასთან ერთად, თუ საქართველოს ენერგეტიკული პრობლემები შეექმნება, ხალხი ხელისუფლებას აუმხედრდება.

როგორც ჩანს, ქართული ფსიქოლოგია რუსული დერჟავისთვის ჯერ კიდევ ჩაუწვდომელია. თუმცა, ეს ბევრს არაფერს ცვლის - ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო უდიდეს ენერგოობიექტს კარგავს. ამას ემატება “ხუდონჰესის” დაკარგვის საფრთხეც, რომლის მშენებლობაზეც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ტენდერი აქვს გამოცხადებული.

ამ რუსული მარყუჟისგან დამოუკიდებლად თავის დაღწევა, ცხადია, საქართველოს გაუჭირდება. უფრო მეტიც, არსებობს ინფორმაცია, რომ რუსებს საქართველოს ყველა ენერგოობიექტი, მათ შორის, ნავთობსადენებიც აინტერესებთ. ეს მოსალოდნელიც იყო. რუსეთი წლების მანძილზე ცდილობდა, ხელში ჩაეგდო გაზის ცენტრალური მაგისტრალი, რომელიც კინაღამ მივყიდეთ კიდეც. ეს ყველაფერი კი მხოლოდ და მხოლოდ კავკასიაზე კონტროლის აღდგენას ემსახურება. ჩუბაისის ლიბერალური იმპერია ყოფილ პოსტსაბჭოთა საზღვრებსაც სცილდება, აზიისა და აფრიკის კონტინენტებამდე აღწევს და ახალი ამბავი სულაც არ არის.

2005 წლის შემოდგომაზე, როდესაც “რაო-ეესის“ გამგეობის თავმჯდომარის, ანატოლი ჩუბაისის ხელმძღვანელობით, თბილისში დსთ-ის ქვეყნების ელექტროენერგეტიკული საბჭოს 28-ე სხდომა გაიმართა, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა მოიწონეს და მხარი დაუჭირეს დსთ-ის სივრცეში ერთიანი ენერგეტიკული ბაზრის ფორმირების პროექტს. თუმცა, აღნიშნეს, რომ მის განხორციელებას რამდენიმე წელი დასჭირდებოდა.

ჩუბაისის გეგმით, პროექტის განხორციელების შემდეგ, დსთ-ის ქვეყნების ენერგეტიკული სისტემები პარალელურ რეჟიმში იმუშავებს, რაც ამ ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გაზრდის.

ანატოლი ჩუბაისი და საქართველოს ხელისუფლება
ანატოლი ჩუბაისი ის ფიგურაა, ვისაც საკუთარი სიტყვა პუტინის რუსეთში ეთქმოდა და მედვედევის იმპერიაშიც ანგარიშგასაწევად რჩება. მისი მიზნები ელექტროენერგეტიკას დიდი ხანია გასცდა.

“რაო-ე-ეს”-ის ყოფილი ხელმძღვანელი ბუნებრივი აირის პრობლემებითაც არის დაინტერესებული, მისი პროგნოზით, 2010 წლის იანვარში რუსეთში ენერგოკრიზისი შეიძლება დაიწყოს. ჩუბაისი აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში გაზის მოპოვების მხრივ, სტაგნაცია კვლავ გაგრძელდა, კრიზისი გარდაუვალი იქნება. “რაო-ე-ეს”-ის ყოფილი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ თუ გაზის მოპოვება არ გაიზარდა, 2010 წელს შეიქმნება ისეთივე სიტუაცია, როგორიც 2005-2006 წლებში იყო, როდესაც ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.

სწორედ ამიტომ, რუსეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აზერბაიჯანული გაზი. მანამდე კი, ჩუბაისმა კავკასიის დაპყრობა ელექტროენერგეტიკით დაიწყო. მისი დამსახურებაა, რომ რუსული კომპანია სომხეთის ენერგოსექტორის 80 პროცენტს აკონტროლებს.

რაც შეეხება საქართველოს, ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკებებისას აცხადებდა ჩუბაისი, რომ ისინი დაინტერესებულები იყვნენ, როგორც ელექტროენერგიის იმპორტით საქართველოში, ასევე მისი ტრანზიტით თურქეთში. არც მალავდა, რომ მათი სტრატეგია უკვე ნაყიდი ობიექტების განვითარებას და საქართველოსთან ერთობლივი, დიდი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებდა, ხოლო დსთ-ს ქვეყნებთან თანამშრომლობას მისი კომპანიისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. რუსული მხარე საუბრობდა რეალურ რეზულტატზე, რომელიც რუსულ ენერგეტიკას დსთ-ს მასშტაბით ლიდერად აქცევდა.

ჩუბაისი იმასაც აცხადებდა, რომ “რაო-ე-ეს”-ს ბალტიის, სლოვაკეთის, ბულგარეთისა და სხვა ქვეყნების მიმართაც ჰქონდა გეგმები. დსთ-ის მასშტაბით კი, პერსპექტიულ პროექტებად იყო მიჩნეული უკრაინაში, ყაზახეთსა და ტაჯიკეთში განსახორციელებელი გეგმები. ჩვენივე ხელისუფლების თანდასწრებით ჩუბაისი ამბობდა, რომ საქართველოში, სომხეთსა და მოლდავეთში ეს გეგმები უკვე ხორციელდებოდა.

ძველ მთავრობასთან გარიგების შედეგად, რუსული კომპანია საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების 50%-ს ფლობს, მიიღო თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის აქციების 75%, ჰიდროელექტროსადგურები “ხრამი-1” და “ხრამი-2” და “ეი-ი-ეს მტკვარის” ორი ენერგობლოკი. ასე გახდა რუსული კომპანია საქართველოს ენერგოსისტემაში მონოპოლისტი.

თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება “რაო-ე-ეს-”ის წარმომადგენლობასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელსაც მოუხდა. თბილისის 24-საათიანი ელექტრომომარაგების სანაცვლოდ, ხელისუფლება 2006 წლის ბოლომდე ენერგოსექტორის სუბსიდირებას გვპირდებოდა, ანუ “თელასს” ყოველთვიურად, 5,5 მილიონ ლარი უნდა მიეღო სუბსიდიების სახით. აღნიშნული სუბსიდიები მე-9 ენერგობლოკზე წარმოებული ელექტროენერგიის 100 პროცენტის შესასყიდად უნდა დახარჯულიყო. “რაო-ე-ეს“-ს “თბილსრესის” მე-10 ენერგობლოკის რეაბილიტაცია და “ხუდონჰესის” მშენებლობაში მონაწილეობაც სურდა.

საქართველო “რაო-ე-ეს”-ს სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაზეც შეუთანხმდა. ნოღაიდელი განმარტავდა, რომ უნდა შექმნილიყო დოკუმენტი, რომელიც 5 წელს მოიცავს და მასში გაწერილი იქნებოდა “რაო-ე-ეს”-ის სტრატეგია საქართველოში. ნოღაიდელი იმასაც აცხადებდა, რომ ქართული მხარე არ აპირებდა, სირთულეები შეექმნა რუსული კომპანიისთვის. რუსული მხარე კი არც მალავდა, რომ საქართველოს ენერგოობიექტებით იყო დაინტერესებული.

დღეს რუსეთის განზრახვა საკმაოდ აშკარაა, თუმცა გაუგებარია, რატომ ვერ ამჩნევდა ამას საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც ბევრად მეტი ინფორმაცია ჰქონდა, ვიდრე თუნდაც, იმ ექსპერტებსა და ოპოზიციონერებს, რომლებიც გამუდმებით რუსულ საფრთხეებზე საუბრობდნენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
აშშ-ს პრეზიდენტობის "რესპუბლიკელმა" კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა, რუსეთს "კგბ"-ს მიერ მართული ქვეყანა უწოდა.
საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ინფორმაცით, ეს განცხადება მაკკეინმა მაშინ გააკეთა, როდესაც მის მეტოქეს საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას "გულუბრყვილობაში" დასდო ბრალი, საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, სადაც ობამა ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებდა.
მაკკეინმა აღნიშნა, რომ ობამას არასწორად ესმის რუსეთის "ჭეშმარიტი სწრაფვა", ვინაიდან აგვისტოში რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის დროს, იგი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებდა.
"ეს გულუბრყვილობაა. ამჟამად რუსეთი "ნავთობდოლარებით" გამოკვებილ ქვეყანას წარმოადგენს, რომლის მთავრობასაც "კგბ"-ს აპარატის თანამშრომელი ხელმძღვანელობს. მინისტრ პუტინის თვალებში სამი ასოა გამოხატული "კ", "გ" და "ბ", - განაცხადა მაკკეინმა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
http://www.newsweek.com/id/157500?tid=relatedcl

http://www.newsweek.com/id/160053

http://www.time.com/time/world/article/ ... 62,00.html

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
http://www.newsweek.com/id/157500?tid=relatedcl

http://www.newsweek.com/id/160053

http://www.time.com/time/world/article/ ... 62,00.html

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი