↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
მზეო თიბათვისა

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
მიწად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე – ამას გევედრები.

ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.

ხანმა უნდობარმა გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.

/გალაკტიონ ტაბიძე/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
დედოფალს ანაზედ

ვარ უცხო ვინმე ყარიბი
ამა სიტყვისა მხმობელი,
ამა მუხთლისა სოფლისა
მაგინებელი, მგმობელი:
მონა ვარ მისი მუდამ ჟამ
და მისი შემამკობელი –
იგია ჩემი ხელმწიფე
და ჩემი დამადნობელი!

ვფუცავ, მე არვინ მიხილავს,
რომ არს შვენებით ანაო!
მთვარესა ეზრახებოდა:
"შენ ვერ ხარ ჩემისთანაო!"
ვარსკვლავნი მისდა სამონოდ
გარს უდგენ თანის–თანაო.
მხილველნო, დამემოწმენით:
კარგი ყოფილა განაო?

ცნობა მიმიღო და გული,
ხედვით შემზღუდა ანამან;
კვლავ მომკლა მისმან ციალმან
და წელთა მიმოტანამან;
კოკობსა ვარდსა ნარგიზმან
აპკურა ცრემლი ანამა.
ჯობს, რომ არ ჰყავდეს მიჯნური,
ან მოკლას ამისთანამან!

იაგუნდი მოცინარობს:
"მარგარიტნო, მიახელთო!"
სათის ტბიდგან ისარს ისვრის:
ვინ გაუვლის ახლოს ველთო?
დალახვრავს და მძიმედ დაჰკოდს.
ველს განაბნევს დია ხელთო:
ნეტარ, თავი, გქონდეს გზაო!
უვიცადო გიახელთო!

მიმიღო ცნობა –
არ ძალმიძს მკობა –
ჩემმან ხელმქმნელმან, ლამაზმან ამან!
შემოსა ხელი,
ითნო სახელი
მისმან გუანმან პაწაწანამან:
ალხინა გული,
წყლულ–დადაგული,
წყალობიანმან მისმან შანამან.
თქმულია ძველად:
"ვინც იყო ხელად,
ეტრფე და მოგკლას ამისთანამან!"

ხელმწიფევ, გული
შენთანა ბმული,
წყალობიანად მომცემო შვების!
ნაზად ვინ ერთვის,
პირი მიმირთვის
სიკვდიდმე მტკიცე შენთანა ხლების!
თუმცაღა გცოდე,
ვიყო შემცოდე,
შენგან წყალობით ნუ მელხინების!
გიმუხთლე ესე,
ვიყოცა მკვნესე,
შენგანცა კიდე ვიყოცა სხვების!

/ბესარიონ გაბაშვილი (ბესიკი)/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბაკური

- გვიამბე, ელიზბარაო,
რა ამბავ მოხდა ეღოსა?
როგორ დაეცენ ლეკები
ბაკურის ციხე-ეზოსა?
- არ მინდა, ძველი დარდები
რომ გულში აიწეწოსა.
მე რა ვთქვა? უნდა კაცობა
ბაკურმა დაიკვეხოსა...
ჩემ-ფერეების სიცოცხლე
სამარემ დაილეკოსა.
- რათ იტყვი, კაცო, მაგასა,
თავს რათა სწიხლავ ფეხითა?
- სიმართლით მარტო ეს მეთქმის,
მაშ ტყუილი ვთქვა კვეხითა?
ვერ შავძელ იმის მხრის ჭერა,
ვერ მოვკვდი, - სული მეტკბილა...
ბაკურის ომი და ქცევა
ნეტავი თვალით გეხილა!
გული მკლავს, ცოცხლად რისთვისა
მტერს ჩავუვარდი ხელშია,-
ამისგან ეხლა ფიქრები
შხამად ამომდის ყელშია.
თავის აღება არ მწადის,
ვეღარც გავშლილვარ წელშია.
- ხომ არ გაექე, რა ვუყოთ,
არ დაგაცალეს სიკვდილი...
ის რისთვის გესირცხვილება,
რაიც არ არი სირცხვილი?
ჩვენც ვიცით, აგრევ გავიგეთ
ამბავი კილო-კავადა;
ერთმაც არ დაგგმო, ღვთის მადლმა,
არ მოგიხსენა ავადა.
გენუკავთ, ომის ამბავი
ეხლა გვიამბო თავადა.
- დიდი მოვიდა მტრის ჯარი,
გარს შემოგვერტყა ღობედა.
შვიდ დღეს ვიგერეთ თოფებით,
მრავალი კიდეც ვხოცეთა;
დიაცნი წამალს გვიწყავდენ, -
ქების ღირსნია სწორედა!..
მერვე დღეს ტყვია-წამალი
გასწყდა, გათავდა სრულადა
და ჩვენი შრომაც მაშინვე
ჩავთვალეთ დაკარგულადა.
უძილო, მშიერ-მწყურვალნი, -
მტერს! - რომ ჩვენ მაშინ ვიყვენით!
ბედმა გვიმუხთლა ტიალმა,
გავცუდდით, გავირიყენით.
მოდგა და მოდგა მტრის ჯარი,
ციხის მოერტყა ლიბოსა;
რჩებოდა ჩვენი ქავციხე
გულ-ხადარას და დიდოსა.
“უნდა ცოლ-შვილით მტერს დავრჩეთ,
სირცხვილი კისრით ვზიდოთა!
მას მერმე ტანზე აბჯარი
როგორ-ღა დავიკიდოთა?!”
ცეცხლად გადიქცა ბაკური,
მარტო ოხვრად და კვნესადა...
გული ქცევია ტალადა,
თვალები უჩანს კვესადა.
“ვაჰ, დედას მტრისას!” - ესაა სთქვა,
ხელი გაივლო ხმალზედა:
“ისევ მე დაგხოცთ!” - და ცოლ-შვილს
თავები დასჭრა წამზედა.
მტერს მიეგება ციხის კარს,
მეც იმას მივყევ კვალზედა.
გაუხტა ხმალ-მოღერებით,
ფრანგულმა გაიცინაო;
თორმეტი მოჰკლა ციხის კარს,
ერთ-ურთზე დააწვინაო.
ვეფხვსა დააცვდა კლანჭები:
ბაკურმაც დაიძინაო...

1899 /ვაჟა–ფშაველა/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩივილი ხმლისა

- დაჰჟანგებულხარ, გორდაო,
დაგობებია ქარქაში.
სადა გყავს შენი პატრონი,
დაგაწყებინოს კაშკაში?
- სადღა მყავს, ძმაო, პატრონი:
შამქორს გავწირე მკვდარია,
ორმოცგან სჭირდა ნახმლევი,
სდიოდა სისხლის ღვარია.
ომში წინ წასვლა უყვარდა,
ხელთ დაბღუჯვილი ფარია;
არას დასდევდა სიკვდილსა,
ოღომც არ შარცხვეს ჯარია,
მეფის თამარის გვირგვინი,
ქართველთ სამეფო გვარია.
ეხლა უშნოდ ვარ... დამკიდეს
ლაჩართ კედელზე უქმადა;
ვისღა სცალიან ჩემთვისა,
ქვეყანა იქცა დუქნადა.
გადამაგდებენ გირაოდ...
და გზირ-ნაცვლების ხელითა
ქვეყანა მხედავს მდებარეს
“არშინის”, “ჩოთქის” გვერდითა.
შვიდასი წელი გამიხდა,
არ გავპოხილვარ დუმითა,
არ ვულესივარ ქართველსა
დაღიღინებით ჩუმითა,
მისი ხმა აღარ მსმენია:
“გასჭერ, გამიშვი წინაო,
თუ სახელს არ მაშოვნინებ,
როგორ დავბრუნდე შინაო!”

1890 /ვაჟა–ფშაველა/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
შემოღამება მთაწმინდაზედ

ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,
ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,
ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

ვითარი მაშინ იდუმალება დაისადგურებს შენს არემარეს!
რა სანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს!
ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა,
და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!

მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,
კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი,
და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!

ოჰ, ვით ყოველი ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მინაზებული!
ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული!
აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,
მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან!

მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება,
გულის-თქმა ჩემი შენს იქითა... ეძიებს სადგურს,
ზენაართ სამყოფთ, რომ დაშთოს ის ამაოება...
მაგრამ ვერ სცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს!

დაფიქრებული ვიდეგ სერზედა და ცათა მიმართ მზირალს ტრფობითა,
შემომერტყმოდა მაისის მწუხრი, აღმვსები ნაპრალთ მდუმარებითა;
ხანდისხან ნელად მქროლნი ნიავნი ღელეთა შორის აღმოკვნესოდენ
და ზოგჯერ ჩუმნი შემოგარენი ამით ჩემს გულსა ეთანხმებოდნენ!

მთაო ცხოველო, ხან მცინარო, ხან ცრემლიანო,
ვინ მოგიახლოს, რომელ მყისვე თვისთა ფიქრთ შვება
არა იპოვნოს და არ დახსნას გულსა ვაება,
გულ-დახურულთა მეგობარო, მთავ ღრუბლიანო!

სდუმდა ყოველი მუნ არემარე, ბინდი დაგეკრა ცისა კამარას,
მოდევს მთოვარეს, ვითა მიჯნური, ვარსკვლავი მარტო მისა ამარას!
გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული?
მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მოარე, დისკო-გადახრით შუქმიბინდული!

ამგვარი იყო მთაწმინდაზედ შემოღამება!
ჰოი, ადგილნო, მახსოვს, მახსოვს, რასაც ვჰფიქრობდი
მე თქვენთა შორის და ან რასაც აღმოვიტყოდი!
მხოლოდ სული გრძნობს, თუ ვითარი სძღვენით მას შვება.

ჰოი, საღამოვ, მყუდროვ, საამოვ, შენ დამშთი ჩემად სანუგეშებლად!
როს მჭმუნვარება შემომესევის, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად!
მწუხრი გულისა - სევდა გულისა - ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს,
რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ბაზალეთის ტბა

ბაზალეთისა ტბის ძირას
ოქროს აკვანი არისო,
და მის გარშემო წყლის ქვეშე
უცხო წალკოტი ყვავისო.

მწვანეა მუდამ წალკოტი,
არასდროს თურმე არ სჭკნება,
ქვეყნისა დროსა ტრიალსა
იგი არ ემორჩილება.

ვერ ერჩის თურმე მის მწვანეს
ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი,
და იმის მზიან ჩრდილებში
მუდამ გაზაფხული არი.

წალკოტის შუაგულშია
ის აკვანი ასვენია,
და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა
არავის გაუბედნია.

მარტო ერთნი – სირინოზნი
იმ აკვანს გარს ეხვევიან,
მარტო იგინი, გრძნეულნი,
დასტრფიან და დამღერიან...

ამბობენ, - თამარ დედოფალს
ის აკვანი იქ ჩაუდგამს,
და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით
ტბა კარვად ზედ გადუხურავს.

ამას კი აღარ ამბობენ, -
აკვანში ვინ ჩააწვინა,
ან თვით ერმა თვისი ცრემლი
ზედ ტბად რისთვის დაადინა...

იქნებ აკვანში ის ყრმა წევს,
ვისიც არ ითქმის სახელი,
ვისაც დღედაღამ ჰნატრულობს
ჩუმის ნატვრითა ქართველი?

თუ ესე არის, ნეტა მას
ვაჟკაცსა სახელოვანსა,
ვისიცა ხელი პირველად
დასწვდება იმა აკვანსა!

თუ ესე არის, ნეტა მას,
დედასა სახელდებულსა,
ვინც იმ ყრმას პირველ მიაწვდის
თვის ძუძუს, მადლით ცხებულსა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined28 Mar 2008
Posts7
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყოვლადწმინდაო მარიამ,
უბრწყინვალესო,ნათელო
ღვთისა მშობელო ქალწულო,
ცისა და მიწის სანთელო
მე შენში ვხედავ იდეალს,
ჩვენი ქართველი დედების
სიმართლის გზებით გვატარე,
ცუდი ნუ დაგვებედების.
შენ გაგვიზარდე შვილები,
მიეც ძალა და მხნეობა.
არა გაქრების ქართული,
ტრადიცია და ზნეობა.
ვერვინ წაბლიწავს ჩვენს ერსა,
ჯავრი არ შეგვჭამს მტრისანი
დაზრდილნი გვყვანან იცოდეთ,
ალგეთს ლეკვები მგლისანი.
ვერვინ წაგვართმევს აფხაზეთს,
დღეს საქართველო ერთია,
ჩვენი ძმებია ოსებიც
და ამის მოწმე ღმერთია.
წილმხვდომ ქვეყანას სენსასა
არ მიატოვებს უფალიც,
ერთად ვიბრძოლებთ დედაო,
რომ ვიყოთ თვისუფალნი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
წინაპართა საგალობელი

მცხეთის ჯვარზე ანგელოზი დაფრინდა,
ქართლის სული გადმოვიდა ზღაპრიდან.

ვით წვრილთვალა მარჭვალ-მარჭვალ ასხმული
ტანზე წლები შელესია წარსულის.

ხმალს გაჰკრავს და წლები ცვივა წკრიალით,
ვარკვლავებს ჰყრის სული ნაპერწკლიანი.

მშენებელი მღვიმეთა და ციხეთა
ნაჭრილობევს ბალახებით იხვევდა.

ბულბულის ხმებს ხარის ტყავში ფუთნიდა
და სიჩუმეს აიქშევდა გუთნიდან.

რა ხანია ლეგენდიდან მეძახის
ჯადოქარი რკინისა და ვენახის.

სად არ რეკდა ხალიბური ფოლადი!
სად არ ჩანდა მეგრელ-ჭანთა ხომალდი!

ცხენივით რომ სიზმრად მოგითოკია, -
აჭიხვინდა შენი კაბადოკია.

ლეგენდაა, განა მწირი აზრია -
შენს ნაკვალევს გასცქერს მცირე აზია.

თუ მტრის მახვილს თორი ვერ აისხლიტავს, -
ბერის კაბა იღებება სისხლითა...

ცისარტყელა იკუწება ფრესკებად,
სიტყვა სიტყვას ელვად გადაესკვნება.

ვენახს სხლის და ავენახებს ეტრატებს,
ხორცი კვდება, სული ადის ღმერთამდე.

წინაპარო, შენი ღირსი გამხადე,
გმადლობ, რაკი მომიყვანე აქამდე.

დაგიკოცნი, რაც არ იქცა მიწადა -
ბატის ფრთას და გადატეხილ ხმლის ვადას.

დაგიკოცნი დაჩეხილ ბეჭს, კვირისტავს,
შენს ახალუხს დავეგები გვირისტად.

ფესვი მომეც სამუხე და საყურძნე,
მზით, ვენახით და სიმღერით დამხუნძლე.

ჭირი იქა, ლხინი აქა, წარსულო,
ჩემს სტრიქონზე მაღლარივით გასულო.

დღესაც ისმის რვაასი წლის გალობა,
როგორც ძლევა, როგორც წარუვალობა.

მომე სულო, ქართლის სულო, კურთხევა,
ვიდგე, როგორც მეციხოვნე, ურყევად.

და ზღაპრიდან შენს წამოსულ ნაკვალევს
ხვალ შვილები გადასცემენ ვარსკვლავეთს.

შეემატე უსასრულო სამყაროს...
ჭირი გუშინ, ლხინი ხვალე, ზღაპარო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
I loved you and this love by chance,
Inside my soul has never fully vanished;
No longer shall it ever make you tense;
I wouldn't want to sadden you with anguish.

I loved you speechlessly and wildly,
By modesty and jealousy was stressed;
I loved you so sincerely, so mildly,
As, God permit, you may be loved by someone els

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
ეხლა ორიგინალი :)

Я вас любил: любовь еще, быть может,
В душе моей угасла не совсем;
Но пусть она вас больше не тревожит;
Я не хочу печалить вас ничем.

Я вас любил безмолвно, безнадежно,
То робостью, то ревностью томим;
Я вас любил так искренно, так нежно,
Как дай вам Бог любимой быть другим.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
ერთხელ ქალი მიმავალი

ერთხელ ქალი მიმავალი
დავინახე ველად,
მის ეშხიან სილამაზეს
გზას უთმობდა ყველა.

სწორედ ირმის აღნაგობა,
სწორედ ირმის ყელა,
ტანზე თმები გადმოეშვა,
როგორც ცისარტყელა.

ქალო, იქნებ, ყარიბ მგოსანს
გზები გაუკვალო,
დამანახო შენი ბინა,
სად ხარმ ვის უგალობ?

შენი ფეხით გალეწვინო
ჩემი გულის კალო,
გენაცვალოს ჩემი თავი,
შენ, კახეთის ქალო!

/ალიო მირცხულავა/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვარდი ხარ

ვარდი ხარ? ვარდის რტოდ ვიქცე მინდა.
ნამი ხარ? ვარდად ვიქცევი უცებ,
რომ ეფრქვეოდეს ცის ნამი წმინდა
ტრფობით ალეწილ ჩემს წითელ ფურცლებს.

ცა ხარ? ვარსკვლავად ვიქცევი კენტად.
ჯოჯოხეთი ხარ ჩემო ლამაზო?
ჩავიდენ ცოდვას, ჩამოვალ შენთან,
რომ სული ჩემი შემოგთავაზო.


/შანდორ პეტეფი/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
ასე ამბობდა ქართველი

ასე ამბობდა სპარსეთში
დატყვევებული ქართველი,
რაც უნდა მტანჯონ, მაწამონ,
მე არ გავხდები სპარსელი.

ხეზე დამკიდონ, ქვეშ ცეცხლი
შემინთონ, ისე ვიწვოდე,
მაშინაც ვეთყვი ჩემს მტანჯველს,
მე ქართველი ვარ იცოდე.

რა უთხრა მე იმ ქართველებსა,
ვის ტანჯვა გასჭირვებია,
ანდა ისეთი რომელსაც
დიდება გაჰკვირვებია.

ქეთევან, შალვა, დიმიტრი,
ვისაც რომ დავიწყებია,
და სააკაძე გიორგი
ერთხელ არ გახსენებია.

/სეიფოლა იოსელიანი/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქრისტეშობა

ღიმილი და მილოცვები
თუმცა ბევრი გავეცით,
ქრისტე აღსდგა-ჭეშმარიტად
ხოლო ჩვენ კი დავეცით.

ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს - უცნაური რამეა,
ქრისტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა.
დეკემბერი დააჭენებს, ყინვით ნახატ ეტლებსა,
ამ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეფლემსა,
მერე ზეცად აღევლინე, არ გიგუეს მიწაზე.
ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე,
ზეცად წასულს, უკან მოგყვა ლოცვა-ცრემლის დამდენი,
ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი და იუდა რამდენი.
ალბათ მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა,
ფეხზე დგომა არის ძნელი, ადვილია - დაცემა!
მეც დავრწმუნდი არ გამქრალა, ქვეყნად შური და მტრობა,
მეც მომიწევს ლეონარდოს საიდუმლო სერობა,
და წარსული სიზმრად მექცა, მომავალი ოცნებად.
მეგობარი ვეღარ მიცნობს, მნახავს და გაოცდება,
ქრისტეშობას, სხვა ჩემს გარდა, სევდას ვინ დაიბედებს
ძველი წელი ხსოვნას მართმევს, ახალი კი იმედებს.
ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა, ჩემი სული ცას უხმობს.
ჭეშმარიტად! - კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს,
თუმცა შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა,
ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს მერე ზედ იუდა გავაკრა.
შერცხვენილი, წაწყმედილი, ეგდოს ქვეყნად, ეთრიოს,
ხოლო შენზე მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს.
რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი უფრო ადვილად,
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ქრისტე აღსდგა ნამდვილად!

5.01.92 /ზვიად გამსახურდია/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
წიგნი „ქართლის ცხოვრება“

გაშალე... ყველა ფურცელი
არის ფოლადის ნაცარი,
დამსხვრეულ ხმალთა ჟღრიალი,
დევკაცთა ნამამაცარი.
გაშალე... ყველა ფურცელი
გულზე ნაწოლი ლოდია...
დოლბანდიანი ჯარები
სიკვდილის პირით მოდიან.
შავი დროშები ნისლივით
სამშობლოს დაეფინება,
ხმალს სისხლის ორთქლი აუვა
სიკვდილით დაიკბინება...
საფლავად გაემზადება
ციხე-გალავნის თხრილები, -
ქალი და ბავშვი აწყვია
კოშკიდან გადმოყრილები.
ისმის ტყვეების ჟღივილი
კვამლში ბღავიან ხარები...
ქერქებგახდილი ხეები,
დამწვარი ნასახლარები...
და რაც თმას ყალყზე აყენებს,
რაც მწარედ გვემახსოვრება, -
ქართლის მკვლელობის ძველ ამბებს
უწოდეს „ქართლის ცხოვრება“!

1928 /გიორგი ლეონიძე/

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი