tartaletka wrote:ციტატა:
უკაცრავად,რო თავს უფლებას ვაზლევ გკითხო,სასამართლომ როგორ ჩაიარა?
მე მგონი ეგ შეკითხვა, ჩემს მიმართ არის დასმული.
ყველაფერი "მშვიდობიანად" დამთავრდა.
მხოლოდ, ადვოკატს 290$, სასამართლოს 70$ და საბუთების შევსებაზე-40$ დამეხარჯა.
ამ თანხასაც, ერთი წლის განმავლობაში გადავიხდი.
ფულზე ლაპარაკი არ არის.
ყველაზე ცუდი: მომიწია,სომხებისთვის მადლობის თქმა/ამ ბარის პატრონები სომხები არიან და ვიდეო ფირი მოიტანეს,სადაც ჩანს,რომ მე, ბარი დავტოვე ორი საათით ადრე და მანქანების სადგომიდან როგორ გავიდა ჩემი მანქანაც./
/ის არ ჩანს, უკანა კარებიდან,როგორ შემოვედი და თავი, როგორ დავაკვრევინე მაგიდაზე./
და კიდევ ერთი:
დიდი სიამოვნებით, დავარტყმევინებდი თავ-პირს მაგიდაზე, ყველა ქართველთ მოძულეს.
თუნდაც, ყოველ თვეში, ერთხელ მაინც.
ვწერ და არავისიც არ მეშინია.
თუ ვინმეს, ცხვირიდან სისხლის წამოსვლა "მოენატროს", ადვილად მიპოვნიან.