↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
ციტატა:
იტმასტერ,მართლაც უამღავი კარმა გეკუთვნის,მაგრამ ამჯერად მხოლიდ ერთი შემიძლია,რომ მოგცე.ჩვენი ქვეყნისა და პოეზიის პატრონს:

"მითხარ სხვისი მისაბაძი,

რა გვჭირს თუ არა კი."

"სხვას მივბაძო? ვის?"

დიდი მადლობა და ნამდვილად გეთანხმებით ძალიან მსიამოვნებს რომ არის ხალხი ვისაც ქართული პოეზია უყვარს :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ახალგაზრდობას

ეს გაუმარჯოს
საქართველოს აწმყოს და მყობადს!
ეს გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს!
მე რომ შევძახო რუსთაველის პროსპექტზე ახლა,
ვითომც მქონია
ხელისგულზე გლეხკაცს მარილი,
ვიცი, ღვინია-ხარებივით გამიჩერდებით...

მე ვენაცვალე - მაგ ამაყ კისრებს!
მე ვენაცვალე - მაგ ლომურ ქედებს!
მე ვენაცვალე -
საცრისხელა მაგ ლამაზ თვალებს!
მაგრამ, ხარებო, ღვინიებო და წიქარებო,
მე ქვამარილი, საყვარლებო, ვინ მომაქვავა,
გასწით, ხარებო, თქვენი გზა ნახეთ!

„კაფე-თესეო!“ ჩუ, გუგული გვარიგებს ტყიდან,
გასწით ხარებო, ხელისგულზე ნუ მაკვირდებით!
ნუ აყვირდებით, საყვარლებო, იყავით უტყვი!
ვის რაში უნდა, საყვარლებო, უსაქმოდ სიტყვა,
ან სიყვარული - ენის წვერზე დაკერებული!..
გასწით, ხარებო - თქვენი გზა ნახეთ!

თქვენს ამაყ კისრებს, თქვენს ლომურ ქედებს,
თქვენ რომ გიყურებთ, მემატება ძალა და ღონე,
ასე მგონია, მეც ხარი ვარ და ისიც ლომა!
მაგრამ, ხარებო, გიშერებო და წიქარებო,
მაინდამაინც
ამ პროსპექტზე ვერ ვხედავ სახნავს,
გასწით, ხარებო,
რუსთაველზე ნუ მოგროვდებით!

ნუ დაადგებით - გაკვალულ ხნულებს!
ნუ დააცხრებით - ცხოვრებას იოლს!
ჩემი რჩევაა, საყვარლებო, მამულში გადით,
აშენეთ დაბა-ქალაქები, ჩადექით ხნულში,
ხალხის შვილები - ხალხადვე დარჩით!

ვინ მოგვიტანა აქამომდე ეს საქართველო
გარეშე მგოსნის, მეფურ ღვაწლის, ზეგარდმო ნიჭის,
თუ არა გლეხმა, ვინც საკუთრივ ჩაჰყარა ვაზი!
თუ არა ხურომ, ვინც საკუთრივ გამოსწვა კირი!
თუ არა კაცმა, ვინც საკუთრივ გაჭედა რკინა
და ქალაქები გამოჰკვეთა
იმ რკინით კლდეში!

არ განიყოფა სამამულო, სახალხო საქმე
მცირედ და დიდად! დამიბრმავდეს ეს თვალი, ძმაო,
თუ არ მიმაჩნდეს უუდიდეს საქვეყნო ლხინად,
თუ არ მიმაჩნდეს -
უზენაეს საქვეყნო ღვაწლად:
სამშობლოს ოდებს მიუმატო ოდა-სართული.
ორი ალვისხე დაუნთო სანთლად
და ჭრელ კორტოხებს
ძენი შენნი მოჰფინო ჯარად!

ახალგაზრდობა -
ქედი ხარის და სიმხნე ხარის!
იმედი ხვალის და პირველი სიმდიდრე ერის!
ახალგაზრდობა - სიმაღლე ხალხის!
ახალგაზრდობა - სიახლე ქვეყნის!
ახალგაზრდობა ვერ აღავსებს იმედით ვისაც,
დაღუპულია - იმისი საქმე!

- ეს გაუმარჯოს
საქართველოს აწმყოს და მყობადს!
- ეს გაუმარჯოს საქართველოს დიად მომავალს!
მე რომ შევძახო
რუსთაველის პროსპექტზე ახლა,
ვიცი, ღვინია-ხარებივით გამიჩერდებით!

მე ვენაცვალე - მაგ ამაყ კისრებს!
მე ვენაცვალე - მაგ ლომურ ქედებს!
მე ვენაცვალე
საცრისხელა მაგ ლამაზ თვალებს!
გასწით, ხარებო, ღვინიებო და წიქარებო,
გასწით ხარებო -
თქვენი გზა ნახეთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined05 Apr 2008
Posts4
კარმა0
OFFLINEPROFILE
გავიბითურეთ ქვეყანა,მართლაც სამოთხის სადარი.
სხვა საქართველო კი არა,თვით საქართველო სად არის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined05 Apr 2008
Posts4
კარმა0
OFFLINEPROFILE
როცა დავშორდი მე ჩემს სამშობლოს დავკარგე ძალა და მადლი მისი,
მე მირჩევნია ჩემი ღარიბი ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი.

როდესაც გავხდი მე ემიგრანტი,შევიწროება ვიგრძენი მაშინ,
უცხო კანონებს ვემორჩილები,დავდივარ როგორც დასჯილი ბავშვი.

ჩემს სამშობლოსი მე ფრთები მესხა და პატრიოტი ქარტველი მერქვა,
მე იქ შემეძლო ჩემი ლექსები,ხალხის წინაშე ხმამაღლა მეტქვა.

სადაც ვიქნები სულ მეყვარება,ჩემი მთები და ჩემი ბუნება,
რაც მთავარია მემახსოვრება მამული,ენა,სარწმუნოება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
შენ მართალი თქვი,დაგვავიწყდება
სიყვარული - დაგვავიწყდება,
როგორც სიზმარი, გუშინდელი
მოგონების ფსკერზე ჩაიძირება.
საღამოხანის სევდიანი ქუჩები წყნარი
და ამ ყინვაში გათოშილი ჩემი ხელები,
როგორც უსულო ადამიანის სხეული ცივი
დაგვავიწყდება...
დაგვავიწყდება...
დათოვილილი იმ ძეგლის შუქიც,
სადაც შევხვდებით კვლავ ერთმანეთს,
როგორც ხვდებიან სეყვალებულნი
დაგვავიწყდება...
დაგვავიწყდება...
ეს ლექსებიც დაგვავიწყდება,
როგორც უაზროდ თქმული ერთი ზღაპარი,
ეს მოგონებაც,
რომლის წყალობით გვგონია რომ
ვარსებობთ მხოლოდ-
დაგვავიწყდება..
დაგვავიწყდება...
სიყვარული დაგვავიწყდება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
მე ვეღარ ვუძლებ შენს უღვთო დუმილს,
ჩემს დანახვაზე უხერხულ ღიმილს,
თვალებში სხივის გასხივოსნებას
და ნატვრის მზერით გამობრწყინებას,
მე ვეღარ ვუძლებ
შენს ჯიუტ მზერას.
ჩემს ბაგეებზე თვალების თამაშს,
შემი სხეულის შენსკენ მიზიდვას
და იესვ წყეულ დუმილით გაყრას-
მე ვეღარ ვუძლებ...
და გელოდები,
შენს ღვთიურ ჩურჩულს დაველოდები.
ხმამაღალ ყვირილს დაველოდები,
შენს ბაგის გახსნას დაველოდები...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
მე ქართველი ვარ!
ქართველობა მე ძალას მმატებს,
მე ძლიერი ვარ!
სიძლიერე უფლებას მაძლევს-
რომ სისხლი ჩემი,
ენა ქართული,
ერთი ქართველი ჩემი ძმობილი
დავიცვა კალმით,
პატარა ალმით,
კრძალვით და რიდით
ერთგული ჩანგით.
მე ქართველი ვარ!
ქართველობა მე ძალას მმატებს.
მე ძლიერი ვარ!
სიძლიერე უფლებას მაძლევს-
რომ ვუგალობო საქართველოს
ყოველ ქვაკუთხედს,
ჩემს მცხეთის ტაძარს,
სვეტიცხოველს
და ნიკორწმინდას-
გალაქტიონის ერთ-ერთ ღრმა სუნთქვას,
ღვღაებას, ტაძარს,
ქანდაკებას, მარადისობას!
მე ქართველი ვარ!
ქართველობა ძალასა მმატებს,
მე ქართველი ვარ,
სიძლიერე უფლებას მაძლევს-
რომ წმინდანების საფლავებთან
ცრემლები ვღვარო,
ცრემლები ვღვარო
შეშფოთდეს სული
და ტკივილი ვიგრძნო სხეულის,
მაგრამ არ შევდრკე,
წუთიერი ვიკმარო ცრემლი,
გავისხენო რომ წინაპარი
მყავდა ამაყი.
მე ქართველი ვარ!
ქართველობა ძალასა მმატებს,
მე ძლიერი ვარ,
სიძლიერე უფლებას მაძლევს,
გულში ჩაგიკრა თოთო ბავშვი
იმედი ერის,.
და გავუზარდო საქართველოს
მრავალი შვილი,
დედობის სხივით სხივმოსილი
ვეჩვენო მამულს,
ღირსეულ შვილთა გამზრდელი
და ვალმოხდილი!
მე ქართველი ვარ!
ქართველი ქალი.
ასე მდიდარი...
ასე მდიდარი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
“მოითმინე!” “გაუძელი!” რას გავუძლო! მოიცა რა!
არა, მაინც, ყველაფერმა ჩემთვის როგორ მოიცალა!
ვინც მე ხელი შემაშველა, ყველას ხელი მოეცარა!
შეიცვლება რაღაცაო! მაინც როდის! მოიცა რა!
შენ გინახავს? _ შენ, შენ, თვითონ,
ვინც ეს ლოდი მოიცილა!

ნუ მატყუებ! ხომ იცი, რომ არ ვტყუვდები! მოიცა რა!
ამურმაც რომ დამაცილა? _ “უებარმა მოისარმა!”
სიყვარული! კარგი ერთი! სიყვარული! მოიცა რა!
სიტყვა რაა, ერთი სიტყვა! სიტყვაც რომ არ მოიწერა?!
შორსააო! კი, შორსაა! იყოს იმ შორს! მოიცა რა!
უძილობამ დამანახა, მიწა როგორ ნელა ბრუნავს!
მე _ მხეცისგან შეჭმულს ვგავარ! და ლოგინი _ მხეცის
ბუნაგს!

“კარგია, რომ მაინც ბრუნავს!”
მოიცა რა! _ ბრუნავს! ბრუ- ნავს!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გადაიარა მამულზე წვიმამ,
ბურუსმა,
ნისლმა
და დაღილილობამ,
და ახლა მხრებით ღრუბელი მიმაქვს,
რომ შევიხვიო ძველი ჭრილობა.

გზა დამექანცა და დამეღალა,
ლაქაში,
თქორი,
გუბე-გუბელი,
ნაწვიმარი ვარ და ნამეხარი
და მხრებით მიმაქვს ჩემი ღრუბელი.

შენ კი,
მე ვიცი,
სადღაც ციმციმებ,
სადღაც უკვდავი სულით ენთები,
მე მოხრილ მხრებზე მაწევს სიმძიმე
და შენკენ მაღლა ვერ ვიხედები.

გული მაქვს შენი ნაპერწკლით სავსე,
მინდოდა,
ერთხელ ცეცხლიც დაგენთო,
მაგრამ არსაით შემომხვდი გზაზე,
მარადიულო და ერთადერთო

გადაიარა მამულზე წვიმამ,
ნისლმა,
ნაღველმა
და დაღლილობამ,
და ახლა მხრებით ღრუბელი მიმაქვს,
რომ შევიხვიო ძველი ჭრილობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მე ვეზიდები ტანჯვის უხმო ტკივილებს,
სნეულს ორეულს საკუთარი ზურგით ვატარებ,
სამოთხის დარი ჯოჯოხეთად გადავიარე,
ნაცვლად ლოცვისა ზეცა ისმენს ამ ჩემს ჩივილებს.

როცა სიკვდილი - შესვენების მცირე სავანე
უკან დავტოვე და სიცოცხლეს შევეზიარე,
მივხვდი, უწინდელ ცხოვრებებში ისე ვიარე,
რომ აწ გარდუვალ მწუხარებას მივესალამე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
"ადამიანი ამ ქვეყნად სიყვარულისთვის ბრძოლობს,
სიყვარული ხომ ქრება, ჩვენი ცხოვრების ბოლოს."

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ბედის ვარსკვლავო

ცაზე ციმციმებ,
ვარდისფერო ბედის ვარსკვლავო,
გაზაფხულივით მომენატრა ღიმილი შენი,
ო, როგორ მინდა ხელი წუთით მაინც შეგახო,
ო, რა ხანია გელი.

ბედის ვარსკვლავო,
შემომხვიე თბილი მკლავები,
ჩამოიშორე იისფერი ღრუბლების ფარდა.
ჩუმად მითხარი, სად იყავი გადაკარგული,
ვინ შეგიყვარდა?..

ბედის ვარსკვლავო,
ვარდისფერო ბედის ვარსკვლავო,
ცაზე ანათებ შორეული და იდუმალი.
იქნებ ჩემსავით სიყვარულმა გატკინა გული,
ჩუმად მითხარი...

ბედის ვარსკვლავო,
იდუმალო ბედის ვარსკვლავო,
ცაზე ციმციმებ საიდუმლო მარადიული.
ყოჩივარდები მენატრება თავდავიწყებით
და სიყვარული...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მე შემეყარა სევდა ვით სურდო,
არ მინდა ვწერო, მინდა ხაზები
ღამეს სიჩუმე მოუნდა უფრო,
ღამეს სიტყვებით გააბრაზებენ.

დროიდან დროშა, ახლა თუ შემდეგ,
სინამდვილეში, თუნდაც აბსურდში,
უნდა იცხოვრო ამქვეყნად ერთხელ,
რომ მეორედაც უკან დაბრუნდე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
და სიბნელიდან გამოდის ბავშვი,
რომელსაც ბევრი სინათლე სურდა,
რომელმაც უცებ იპოვე ქარში
დიდი მსგავსება საკუთარ სულთან
და ბოლოს მაინც შენთან მოვიდა,
სხვისთვის განკუთვნილ ვნებებით სავსე
და ცას უყურებს უკვე შორიდან
და აღარ ცდილობს აფრენას ცაზე,
რადგან არ უნდა, არ სურს რომ ჰქონდეს
ის, რაც ოცნებებს და სიზმრებს ერთვის.
მე შენ გგულისხმობ... საიდან მოდის
ამდენი ფიქრი შენზე და შენთვის?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
ელეგანტურად,
ხელმწიფურად ერთის ხნით ყვავის,
ირგვლივ სინათლეს,
სიხალისეს, სიხარულს ნერგავს, _
შეხე მკაცრს, ძვირფას
შეხამებას წითლის და შავის,
ცოდვა არ არის,
სარეველა ყაყაჩოს ერქვას?!

კაცს _ კი, ბატონო!
კაცს შეცდომით ხსენებულს კაცად!
კაცს შენისთანას _ ჯიშით, ჯურით
ყიამყრალს შენგვარს!
ჩამოთესლებულს
ამ ჩვენს სახლში ანწლად და ღვარძლად,
წისქვილი ვისიც
ბოროტების მარცვლეულს ღერღავს!

შენი სახელის
ხსენებაზე ყორანი ჩხავის, _
რიყეში ვარ და
გულმოსული დავწვდები ჭრელ ქვას...
შეხე, რაგვარად,
რა ღირსებით, რა ეშხით ყვავის _
ცოდვაა სწორედ _
სარეველა ყაყაჩოს ერქვას

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი