|
16-17 წლის ამბავს გიყვებით. ესეც სიმართლეა.
ზარი შემოდის და ვპასუხობ. საღამოა, უკვე ბნელა, ახალი წელი მოდის.
"ქვისლი ჰქვია", თორემ ძმა არის. მეუღლის, დეიდაშვილის ქმარია.
ძმობა უთხარით ერთმანეთს. ფიცი გვაქვს ნათქვამი.
მოკლედ, მირეკავს და მეუბნება: -წამოსაღები წამოიღე, მჭირდებიო.
სულ პატარა თხოვნა მაქვს, ჩემს ძამიკოს, მოუსმინეთ ისე, როგორც ძირძველი სვანები ლაპარაკობენ.
სვანია, ჩემი ძმადნაფიცი.
ავხვეტე, თუ რამე გამაჩნდა.
თან მეუბნება, სასწრაფოდ უნდა მოხვიდეო. "ნახალოვკიდან", ორთაჭალაში გასვლას, დრო უნდა.
სარეკორდო დროში დავფარე ეს "დისტანცია".
ეხლა მეღიმება,აბა მაშინ დაგენახეთ?
მივედი და გარეთ დგას, ხელში ავტომატი უჭირავს. - წამო უნდა მოვკლა, სხვა გზას ვერ ვხედავო.
მე ცოტა "ძიენ დინჯი" კუთხის შვილი ვარ და ვეკითხები:-მოიცა, ვთქვათ და მარტო შენ გადაწყვიტე იმის მოკვლა, მერე დანარჩენები რას იტყვიან -თქო. -ისინი მე მომკლავენ, ის თუ არ მოვკალიო.
ვატყობ,რომ ჩემი "გვერდში დგომა" სჭირდება. მაინც ვერ ვისვენებ და ვეკითხები:-არი რო, მოსაკლავითქო? -მაგი დღეს არ უნდა მომკვდარიყო, მაგას მე, 31 დეკემბერს უპირებდი დაკვლასო.
ეგრეა რა, მოსაკლავი უნდა მოკვდეს.
-ვის ვესროლოთქო? -მაგს შენ ვერ დაინახავ, ბუჩქებში იქნება შემძვრალიო. -რა ბუჩქებში,ხომ არ გადაირიე მეთქი. -აბა, როდის იყო, გოჭი ფეხზე იდგა, ან ხეებზე დადიოდაო. -გოჭიოოოოოოოოო.
სვანეთიდან, ღერღილზე გაზრდილი, "ჯანმრთელი", გოჭუნია წამოუყვანია და მთელ სანათესაოს შეპირებია, ნაღდი უნდა მოგართვათო. გაქცევია ამ ჩემს ძამიას ეს გოჭი და შეუბერია სერებისკენ, ფუნიკულიორის მიმართულებით, "ჩერეზ" ბოტანიკური ბაღით, ზემოთკენ რა.
აბა,იმას ხელით ვინ დაიჭერდა, თუ არ ესროდი,ისე როგორ გააჩერებდი?
მეორე დღეს, დეზერტირების ბაზარში, მეგრელებს ჰქონდათ ჩამოტანილი, გოჭების უამრავი ნაირსახეობა. ამას ვეუბნები, რომელს გავდა ის უნდა გიყიდო მეთქი.
ისე, რა ვართ ქართველები, ჰააა?
|