↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ თავსაც ისე დაჰყურებ,
როგორც სრულიად უცხო არსებას
და ვერ პოულობ
სულ მცირეოდენ,
სულ უმნიშვნელო რაღაც მსგავსებას...
საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ სულთან ამყარებ კავშირს...
მოციქულივით, წმინდა წერილში
უფლის ნებას რომ
სიტყვებად დაშლი
და საკუთარ თავს შეიცნობ სხვაში!..
თუ გინდა სული მართლა დაიხსნა...
როგორ აგიხსნა და განგიმარტო?
რომ დაგანახვო და მიგახვედრო,
საკუთარ თავსაც ზოგჯერ შორიდან,
ზოგჯერ სხვა თვალით უნდა დახედო!
სიყვარულს ტაბუ აქვს დადებული,
დრო კი...
მკურნალი და მოამაგე
ბრმა ბედისწერის ნებას განაგებს,
ყველა სატკივარს შვებას მიაგებს,
ადრე თუ გვიან, ბოლოს და ბოლოს,
სხვაში საკუთარ თავს რომ მიაგნებ!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts2059
კარმა46
OFFLINEPROFILE
მაქსიმას, ორივე ძალიან კარგია. კარმას 4სთ-ში დაგიმატებ=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
კაცობრიობა რომ არ დაბერდეს
სიბრძნით, ძიებით არ დადინჯებით,
ჩვენს სასახელოდ მამებთან ერთად
იბადებიან ზოგჯერ ბიჭებიც.
ბიჭები! ღმერთო, სულ მთლაც ბავშვები!
როგორც ლეგენდებს გადმოუციათ.
- ბავშვებო, ცეცხლს ნუ ეთამაშებით,
ნურც ისტორიას!..
რევოლუციას!..
წადით, ბიჭებო, სახლებში წადით,
წიგნი იკითხეთ ან ითამაშეთ...
მაგრამ ბიჭები დროის წადილით
ისტორიისთვის წერენ განაჩენს.
მე მაინც მგოსნურ სიბრალულს ვიჩენ
და ჯადოსნური ხილვის წუთებით
ამ ლეგენდარულ, თავნება ბიჭებს
გზაზე ჯიუტად გადავუდგები.

აჯაგრულია პარიზი... სენა...
კვამლი და ცეცხლი ფერავს ტერასებს.
ვიღაც სკუპ-სკუპით და სტვენა-სტვენით
გადარბის მოკლულ გრენადერებზე.
აჰა, ასკდება ჭურვი ბარიკადს,
ბიჭი ჩქარობს და აღარ შეიცდის:
- მე გავროში ვარ! -
ხელი ამიკრა, -
მე უნდა მოვკვდე საფრანგეთისთვის!

აგე, ნორჩ მხედარს, მგზავრობით დაღლილს,
სპარსეთს რომ ელის გზა დამღუპველი,
მამის და დედის ფიქრივით თალხი
ასდევნებია ნოსტეს ღრუბელი.
ბიჭს ცალი ხელით ვწვდები ქამარში,
ცალი ხელითაც მხარზე შემოვწვდი:
- მე პაატა ვარ... ვერ გადამარჩენ,
მე უნდა მოვკვდე საქართველოსთვის...

ორმოცდასამის ზამთარი... ყინვა...
სძინავთ გერმანულ სადარაჯოებს...
არ სძინავს ერთ ბიჭს, არც რუსეთს სძინავს
და ბიჭს იმედის თვალს არ აშორებს.
- ჰეი, შესდექი! იქ გაღმა, ხიდთან
ღალატს და სიკვდილს მალავს ნაპირი...
- მე ოლეგი ვარ... -
ღიმილით მითხრა
და ამ ღიმილით თქვა ყველაფერი...

ვიღაცა ხოხვით თხრილს გადავიდა,
გაუწვა ბლინდაჟს, ვით გემის კიჩოს...
თიანეთს ძეგლად გნახავთ, კაპიტან,
ჩვენო ამაყო, ჭაღარა ბიჭო!

არა, ისინი არა კვდებიან...
არა კვდებიან...
მათ მხოლოდ ჰკლავენ!
და ქვეყნად რაც კი იმედებია -
აუზიდია მათ ბავშვურ მკლავებს.

ათასი დაფნა,
წიგნი,
მოლბერტი,
ვინც სინდისს თავი არ აარიდა!

- კაცობრიობა რომ არ დაბერდეს,
ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ნურას ინაღვლებ, თუ შენს წარსულს აუგი გასდევს,
მზის შემყურეს ხომ ზოგჯერ შავი ლაქაც დახვდება,
ვარდიც ხომ ეკლებს ვერ იშორებს, ვერც წყარო – ხავსებს,
კოკორს კი გულში ზოგჯერ მატლი ჩაუსახლდება.

ან ეგებ ვცდები და შემყრია მლიქვნელთა სენი,
ეგებ შენს აუგს პატიება ფუჭად რგებია.
ეგებ სხვებივით მეც მეხოტბე შევიქენ შენი
და დიდი ცოდვა მცირე ნაკლად მომჩვენებია?!

შენს დასაცავად მე ვექილის ხელობას ვსწავლობ,
მაგრამ გიყურებ ბრალმდებელის მდუმარე წყრომით
და ჩემს ცხოვრებას ხან ვაწამებ და ზოგჯერ ვწყალობ
სიყვარულის და სიძულვილის სასტიკი ომით.

უ.შექსპირი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ყოველდღე ისე შეგფოფინებ
როგორც მეზვრე ვაზს,
იმედი რომ მტევნად ასხია.
ცას ვუფრთხილდები,არ დაისეტყვოს,
და შევღაღადებ შენს ისტორიას,
მწიფე ნაყოფით რომ ტვირთავენ
სენი მტევნები,ტაო-კლარჯეთი,
ფიტარეთი,ხანძთა,ვარძია...
სილშI ზიხარ და
ადგილის დედა მედუდუნება:
ეამბორეო მიწას მადლიანს,
და ვულკანივით ამოფრქვეული
რწმენა ბობოქრობს,
მამული მართლაც საოცარი,
დიდი განძია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
ისევ შემოდგომა

ისევ მოვიდა მშვენებით სავსე,
რა ლამაზია ეს ფერთა კრთომა.
მიყვარს, არ ვიცი რად მიყვარს ასე,
რად მიყვარს ასე ეს შემოდგომა!

ვზივარ მაღლობზე და აღტაცებით
გავყურებ სივრცეს მოწყენილ ცისკენ
და ხმელი ფოთლის დაბლა დაცემის,
ხიდან მოწყვეტის ხმაურსაც ვისმენ.

მზის სხივი კრთება ცაზე გვიანი,
სათქმელი ჰქონდეს თითქოს ფარული,
მზე დედასა ჰგავს ალერსიანი,
მიწა ბავშვია ძილმოპარული.

არა, არა ჰგავს მიწა მომაკვდავს,
თუმცა ძლივს ახელს თვალს ფერმიხდილი,
მას დაღლილივით ძილი მოაკლდა,
მას ძილი უნდა, განა სიკვდილი?!

მას გაუხდია სამოსი ჭრელი,
საწოლთან უდევს, იგი მზად არი,
კვლავ ჩასაცმელად დაავლოს ხელი,
როგორც კი გავა ცივი ზამთარი.

იძინე ასე, ბუნებავ, ტკბილად,
მძინარიც მიყვარს მე შენი სახე
და ვიდრე მოვა ზაფხულის დილა,
იძინე, ტკბილი სიზმრები ნახე.

აი, ეს ქნარიც, ეს ჩემი ქნარიც,
შენს ძილისპირულს არ დამღერს განა?
ჩემი მწუხარე სიმღერა წყნარი
მინდა გაისმას სევდიან ნანად!

დაჯექ ჩემ ახლოს, იყუჩე, კარგო,
ჩემს მკერდს მიეყრდენ თვალმიხუჭული,
მისმინე, ვიდრე არ დაიკარგოს
ჩემი ხმაც, როგორც სიოს ჩურჩული.

იყუჩე და ტუჩს შეახებ როცა,
უხმოდ შეეხე ჩემს მწყურვალ ტუჩებს,
მაკოცე ჩუმად, რომ ჩვენმა კოცნამ,
არ გააღვიძოს ბუნება უცებ.


/შანდორ პეტეფი/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
ისევ შემოდგომა

ისევ მოვიდა მშვენებით სავსე,
რა ლამაზია ეს ფერთა კრთომა.
მიყვარს, არ ვიცი რად მიყვარს ასე,
რად მიყვარს ასე ეს შემოდგომა!

ვზივარ მაღლობზე და აღტაცებით
გავყურებ სივრცეს მოწყენილ ცისკენ
და ხმელი ფოთლის დაბლა დაცემის,
ხიდან მოწყვეტის ხმაურსაც ვისმენ.

მზის სხივი კრთება ცაზე გვიანი,
სათქმელი ჰქონდეს თითქოს ფარული,
მზე დედასა ჰგავს ალერსიანი,
მიწა ბავშვია ძილმოპარული.

არა, არა ჰგავს მიწა მომაკვდავს,
თუმცა ძლივს ახელს თვალს ფერმიხდილი,
მას დაღლილივით ძილი მოაკლდა,
მას ძილი უნდა, განა სიკვდილი?!

მას გაუხდია სამოსი ჭრელი,
საწოლთან უდევს, იგი მზად არი,
კვლავ ჩასაცმელად დაავლოს ხელი,
როგორც კი გავა ცივი ზამთარი.

იძინე ასე, ბუნებავ, ტკბილად,
მძინარიც მიყვარს მე შენი სახე
და ვიდრე მოვა ზაფხულის დილა,
იძინე, ტკბილი სიზმრები ნახე.

აი, ეს ქნარიც, ეს ჩემი ქნარიც,
შენს ძილისპირულს არ დამღერს განა?
ჩემი მწუხარე სიმღერა წყნარი
მინდა გაისმას სევდიან ნანად!

დაჯექ ჩემ ახლოს, იყუჩე, კარგო,
ჩემს მკერდს მიეყრდენ თვალმიხუჭული,
მისმინე, ვიდრე არ დაიკარგოს
ჩემი ხმაც, როგორც სიოს ჩურჩული.

იყუჩე და ტუჩს შეახებ როცა,
უხმოდ შეეხე ჩემს მწყურვალ ტუჩებს,
მაკოცე ჩუმად, რომ ჩვენმა კოცნამ,
არ გააღვიძოს ბუნება უცებ.


/შანდორ პეტეფი/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
დავიღალე ამდენი
ლოდინით და ,,ომებით"
ტყვე ვარ მე სამუდამოდ
შენი
და კვლავ მოვედი.
მოველ იმ სიყვარულით
ყინვამ რომ ვერ დააზრო...
ღიმილ ფარად ვიტოვებ
და ზავს
ისე გთავაზობ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
იტმასტერ ეგ ლექსი ძალიან მიყვარს, მაგარია =ko= =aa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენ გაზაფხული გიყვარს

შენ გაზაფხული გიყვარს და გშვენის,
ზამთრის სიცივე გეუცხოვება,
გაზაფხულია ცხოვრება შენი,
შემოდგომაა ჩემი ცხოვრება.

ჩემს სახეს ჩრდილი დაჰკრავს უხეში,
შენი ლოყები ვარდივით ღვივის,
ჩემი თვალების დაღლილ გუგებში
კრთის შემოდგომის დაღლილი სხივი.

გულსაც ნაღველი შემოეპარა,
ჩემს გულს, ნაღველს რომ არ იკარებდა,
და უკვე ერთი ნაბიჯი კმარა,
რომ უცებ დავდგე ზამთრის კარებთან.

შენ რომ წინ წადგა ნაბიჯი სწრაფად,
მეც უკან წავდგა ნაბიჯი ერთი,
ერთი ხნისანი, ზაფხულში, ალბათ,
აღმოვჩნდებოდით ერთურთის გვერდით.

/შანდორ პეტეფი/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
likako wrote:
ციტატა:
იტმასტერ ეგ ლექსი ძალიან მიყვარს, მაგარია =ko= =aa=

likako ჯიგარი ხარ, ეს ლექსი მეც ძალიან მიყვარს, თანაც შემოდგომაა და შესაფერისი ლექსია =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
გენაცვალე, მაგარი ხარ =sher=

მეც შემინგრია ტალღამ გულმკერდი,
გაქრა ნისლი და გამოჩნდა ნათლად-
თურმე სიმღერად არ ღირდა მართლა,
რასაც ვაქებდი,რასაც ვუმღერდი.
თვალს ვერ ვუსწორებ ბიწიერებას,
მაინც წარსულზე ვერ ვთქვი უარი...
ნუთუ სულ იყო მოსატყუარი
ის ბრწყინვალება,ის ძლიერება!
მივსტირი დღეებს,უქმად გარდასულს.
ნუთუ ბრმა ვიყავ,ან ისე მთვრალი,
გვიანღა არი ახელა თვალის,
უკვე სიმღერა გულს აღარა სურს.

გრიგოლ აბაშიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
ფიქრები საქართველოს რუკაზე

შენს რუკას _ შენი ბრძოლების სარკეს,
წეწდა და გლეჯდა ბედი წყეული,
ძონძებს ჰგავს შენი მიწა-წყლის თარგი,
დაფლეთილია შენი სხეული,

ბაღ-ვენახიანს, ციხე-ტაძრიანს
შენს სამხრეთს ხურავს ცა გაუხსნელი,
მავანს და მავანს მიუტაცნია,
სხვათა და სხვათა ადგას უღელი.

რაც დღემდის მოგყვა, რაც შეგრჩენია _
კოდორიანი, ალაზნიანი,
თუმც შენი ჰქვია, რაღა შენია,
ისიც გამხდარა სხვათა ზიარი.

მუხას წააქცევს, ლერწამს კი არა,
პირალესილი ამდენი ცული,
რა მოგიშუშებს ამდენ იარას,
რამ მოგირჩინოს ამდენი წყლული!.

და რომ გეხვევა ღრუბელი ბნელი
შორიდან როგორ გიყურო მშვიდად.
ნუთუ დამხობა ჩვენს დროში გელის,
დაუდევრობით შენთავე შვილთა!?

არა, შენ წელში ისევ სწორდები,
რომ კვლავ წამოდგე ბუკით, ნაღარით,
ისევ იწევენ მზისკენ ყლორტები,
შენს ძველ ფესვებზე უხვად ნაყარი.

დიდება ამ დღეს, დიდება ამ დღეს,
ბორკილი ეგდოს ძირს დამსხვრეული,
ლაზარესავით, ხვალ ისევ აღდგეს
დღეს დაფლეთილი შენი სხეული!

1992 /გრიგოლ აბაშიძე/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
უკანასკნელი სათხოვარი

უფალო, ყური მოაპყარ ჩემკენ,
თხოვნა მაქვს მცირე და უმნიშვნელო,
რაკი არ მკითხე და ისე შემქმენ,
რას იზამ, შენვე უნდა მიშველო.

მე დავიცალე რჩეულ სიტყვებად,
მათ ვტოვებ, როგორც წმინდა ნაწილებს,
მგონი არც ვინმეს ვალი მიმყვება,
არც წყევლა-კრულვით ვინმე მაცილებს.

მათუსალობის არ ვარ მდომელი,
სიკვდილშიც არვინ არ მეცილება,
ვიცი, გარდაქმნა ბევრჯერ მომელის,
ბევრი მომელის სახეცვლილება.

წინ გრძელი გზა მაქვს ბნელით მოცული,
უსასრულო და უსწორ-მასწორო,
ფრთოსნად, ბალახად, წვიმად მოსული,
მშობელ ქვეყანას არ მომაშორო.

აქ დავასვენებ ჩემს დაღლილ სხეულს,
სადაც მის მცველად უნდა ვმდგარიყავ,
ფრინველად ქცეულს, მცენარედ ქცეულს,
საქართველოდან ნურსად გამრიყავ.

ჭურჭლად, რაც გინდა მიეცი ჩემს სულს,
როგორც სიმაღლის ნატვრა მთასვლელებს,
მე თვით სამოთხის ნათელშიც შესულს
სამშობლოს ნატვრა არ მომასვენებს.

როცა ქართულ ცას თვალს ვეღარ მოკრავს,
ვიცი, არ უნდა ამას მისნობა,
ჩემს სულს სამშობლოს სიშორე მოკლავს,
როგორც ჰაერის უკმარისობა.

და გამიღებს კარს მაცხოვარი,
ყოვლის შემნდობი, რისხვის გარეშე,
მე ერთადერთი მაქვს სათხოვარი _
“იქაც” მამყოფოს მშობელ მხარეში!..

/გრიგოლ აბაშიძე/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
* * *

თვითონ არ ვიცი, ასე რად ხდება,
სადაც კი ვნახავ ლამაზ მთა-გორებს,
სადაც ლამაზი მთა-ბარი მხვდება,
ჩემს საქართველოს რატომ მაგონებს.

მისი ხატება, როგორც ლამპარი,
მინათებს გზას და თან დავატარებ,
თუ სადმე მხვდება ტურფა ბაღნარი,
ჩემი სამშობლოს მთა-ბარს ვადარებ.

და მეც არ მინდა სხვა ნეტარება,
თუნდ დავიარო მთელი სამყარო,
ალაბათ ვერ ვპოვებ სხვა შედარებას,
მხარე ლამაზი რომ შევადარო!


/გრიგოლ აბაშიძე/

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი