↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 103 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ათასხუთასი წელია,
შენს ალაყაფთან ვდგავარ.
კაცი ვარ თუ ნარიყალა,
თუ რიყის თეთრი ქვა ვარ?

ქარი მცემს, წვიმა მასველებს,
ვდგავარ დღისით და ღამით...
რაც უნდა მოხდეს, აქედან
ფეხს არ მოვიცვლი წამით!

ფეხს არ მოვიცვლი, არ წავალ.
ვერც მოვისვენებ ვერსად...
მოვკვდები, აქვე დავრჩები
ჩანგზე დასამღერ ლექსად!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2006
Posts412
კარმა51
OFFLINEPROFILE
კარგით ხალხნო რა დაგემართად, ნუ დაჭამეთ ერთმანეთი, მაკოსპაკოს და შორეული ლანდის ბოლოსპოსტებს ვშლი რომ გავანეიტრალო სიტუაცია, სათითაოდ ყველანი ძვირფასები ხართ და ისედაც ცოტანი ვართ რატო იხარჯებით ერთმანეთის კბენაში, დაიხარჟეთ სიყვარულში.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts451
კარმა87
OFFLINEPROFILE
საშინელება ყოფილა ქართველის ემიგრაციაში ცხოვრება.
მე-8 წელია დარდმა შემჭამა.
ამასთან ხმის გამცემი კაციც, რომ არ გყავს.
ჩემს მეგობარს ველაპარაკებოდი ტელეფონზე.
მკითხა: მეგობარი ან ძმაკაცი გყაავს ვინმეო?
არა მეთქი.
შე მართლა უბედუროო.
სამშობლო ერთი და ქართველის მონატრება კიდევ ,მეორე მოურჩენელი სევდა.
მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენ დავბრუნდებით.
ასე ბოლომდე ვერ გავძლებთ.
გამორიცხულია.
ჩვენ, ჩვენ სამშობლოს ვჭირდებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
Leonardo wrote:
ციტატა:
კარგით ხალხნო რა დაგემართად, ნუ დაჭამეთ ერთმანეთი, მაკოსპაკოს და შორეული ლანდის ბოლოსპოსტებს ვშლი რომ გავანეიტრალო სიტუაცია, სათითაოდ ყველანი ძვირფასები ხართ და ისედაც ცოტანი ვართ რატო იხარჯებით ერთმანეთის კბენაში, დაიხარჟეთ სიყვარულში.

გეთანხმები მოწოდებაში რა გაქვთ გასაყოფი გიყვარდეთ ერთმანეთი
=zer= =zer= =ილია ჭავჭავაძე
ბედნიერი ერი

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი

zer= =zer= =zer= =zer=
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
ჩემი საქართველოს დილა მომენატრა,სიცოცხლით, რომ იწყება,ბავშვების ჟრიამული,მეზობლებთან გადაძახილი,მემაწვნის ყვირილი-მაწონიო,მეზობელი მეზობელს დილა-მსვიდობისაო უსურვებს და თან ,რომ ჩაეკითხება,დღეს რას შვრებიო.....,იმისცთვის მაინც შემოგიღებს კარებს, ყავა ხომ არ დაგველიაო...............,თითქოს არაფერი და ხუთი წელი მე ეს აქარ დამინახავს,ისე თენდება,ისე ღამდება,მეზობელს ვერ დაინახავ,ბავშვს ვერ დაინახავ ეზოსი გამოსულს, რომ თამაშობდეს,ეს ააა ქვეყანა? ესაა ხალხი? ღმერთო ყველა ემიგრანტს მიეცი,გამძლეობა,მოთბინება და ყველა მშვიდობით დააბრუნე,ულამაზეს ქვეყანაში,რომელსაც საქართველო ჰქვიაააააააააააააააააა! =geo= =cry= =love=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს.
მე ვგრძნობ,რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.
გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,
მეც აღარ მინდა რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.
გათავდა,აღარ ჩამოგეხსნები,
არც მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ,
მე ვაფათურებ სიცხიან ლექსებს,
შენს მხრებზე,თმებზე,მუხლებზე,სულში.
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს,
საათიც,ქუჩაც,ფოთოლიც,წვეთიც,
შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ელჩი თქვენმა წერილმა ისე ამაფორიაქა ცრემლები თავისთვის მცვივოდა , მართალი ბრძანდები , ვჭირდებით სამშობლოსაც ,ოჯახსაც და მტერ-მოყვარესაც ,ნეტა მას ვისაც სამშობლოსათვის თუგინდ ერთხელ არ აძგერებია გული, ან არ შეტოკებია ძარღვი ,არ ვიცი ასეთი ადამიანი უფრო უბედური და საცოდავია თუ ჩვენისთანა
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
„ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
სულის ჩამდგმელო მხარეო,
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
შენზედვე მგლოვიარეო!..

დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:
შენს მიწას მიმაბარეო,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო!“
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined24 Feb 2008
Posts3
კარმა0
OFFLINEPROFILE
დავბადებულვარ რომ ვიყო მონა და საქარტველოს მედგეს უგელი....

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined24 Feb 2008
Posts3
კარმა0
OFFLINEPROFILE
რატო ვარ არალეგალური:((((
მეც მენატრება საქარტველო:(((

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
manola wrote:
ციტატა:
რატო ვარ არალეგალური:((((
მეც მენატრება საქარტველო:(((
გამარჯობა მანოლა:)
თავდაპირველად ყველა ახალი წევრი ფორუმისა არალეგალია,გარკვეული რაოდენობის წერილების შემდეგ გახდები ლეგალი და კარენოიც ალბათ.დარჩი და იაქტიურე:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts622
კარმა21
OFFLINEPROFILE
მთები ატეხილი, ჩანჩქერების შხეფი,
გზები დაგრეხილი სულის უცხო ვნებით,
ცა-კრიალა, სადღაც ღრუბლის ერთი ფთილა
მწვერვალების თავზე ისიც მიგრეხილა ...

მეც მენატრება ჩემი სამშობლო, საქართველო :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
კაიკაცობის მძიმე უღელი
ყოველთვის მედგრად გამიწევია,
არ დავცემულვარ, მუხლმოუხრელი,
სიმღერით სევდა დამიძლევია.
შენს ქვიან გზებზე - აქაც და იქაც -
სიმართლის მეტი რა მიძებნია?..
თურმე რამდენი სიმღერაც მითქვამს,
სუყველა შენთვის დამიწერია!

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 103 posts ] 
დესპანი