↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
"დაბრუნდებიან ბუდეს მერცხლები"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 47 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ჯანსუღ ჩარკვიანი

ერთის პირობით

მწყურვალისათვის
მიმატანინე წყალი,
მევალისათვის
მიმატანინე ვალი,
გზააბნეულისთვის
მასწავლებინე გზები,
შეუწამლავი
შემაწამვლინე ზვრები,
მომაძებნინე
სხვაგან დაკარგული ძმები,
ამ ჩემს მამულში
დამამარხვინე ძვლები.
მათქმევინე:
ქვეყნად სიცოცხლე ღირდა,
მერე წამოვალ,
წამოვალ, საცა გინდა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ილია ჭავჭავაძე
მგზავრის წერილები

\"მიგიხვდი, ჩემო მოხევევ, რა ნესტრითა ხარ ნაჩხვლეტი. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“ - სთქვი შენ და მე გავიგონე. მაგრამ გავიგონე თუ არა, რაღაც უეცარმა ტკივილმა ტვინიდან გულამდე ჩამირბინა, იქ, გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა. როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის? ოხ, როდემდის, როდემდის?.. ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამისი პასუხი!..\"

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 47 posts ] 
"დაბრუნდებიან ბუდეს მერცხლები"
დესპანი