↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
* * *

როგორც ღმერთი, აფხაზეთიც

ჩემთვის ქვეყნად ერთია,

მისი სისხლი გულში მერთვის,

მისი ღელვის წვეთი ვარ.

როს მოვკვდები, რაღა მეთქმის,

თუ არ ტრფობა მიზეზად

და საფლავში აფხაზეთის

ზეცა დამესიზმრება.


/ჩაჩხალია კირშალ/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
ერთერთ სხავა ფორუმზე წავიკითხე და ძალიან მომეწონა ეს ლექსი, იმედია თქვენც მოგეწონებათ

* * *

ისევ ეცემა ფანჯრის მინას წვიმის წვეთები,

ისევ იწვიმა, იწვიმა და კვლავაც დარია,

გულმაც იტირა, იტირა და წვიმის წვეთივით

დაპატარავდა კიდევ უფრო მასზე ძალიან.

ცასაც გული აქვს, ისიც ტირის, ისიც განიცდის

და არ უხდება მარტოობა ღრუბელს ხალიანს,

რომ შემეკითხონ: რას ინატრებდი ყველაზე მეტად?

_მზეს ვინატრებდი, სიცოცხლეს და... შენს თავს ძალიან...


/ავტორი არ ვიცი სამწუხაროდ/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
ოდესმე მოვალ შენთან, მდუმარე.
იქნებ მიშველოს ღმერთმა.
მე ღმერთს ზღაპარი შენზე ვუამბე,
თუმცა მან თვითონ შეგქმნა.

და ადგილს, სადაც გგულისხმობ, სივრცეს,
ჩიტებად ვჩუქნი კოცნებს.
შენ რომ ჩემი ხარ, არავინ იცის.
თუმცა ღმერთია მოწმე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
კარგია ფიქრი – დრო ჩქარა გადის:
ახლა თუ ხუთი წუთია ათის,
ფიქრში ხუთ წუთში ათი გახდება...
ამიტომ ხშირად იფიქრე მათთვის,
ვინც გაყვარებდა ლუკას და მათეს,
სიტყვებიც ფიქრში დადგი ტახტებად,
ფიქრში გაავსე გოდორიც, ბადეც...

ფიქრში გაუხდი მეგობრად ზიფრიდს...
ფიქრში შეიძელ გაცურვაც ტიბრის,
ფიქრში ებრძოლე ავს და მაზალოს,
ფიქრში დღე-ღამე წუთივით მიჰქრის,
ფიქრში ჯობია დავაც და ჯიბრიც...
და ამ ცხოვრებამ რომ არ გაწვალოს,
გაცხოვროს ფიქრმა! იცხოვრე ფიქრით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მენატრება

ახლა აქაც -
ცას სილურჯე ემატება,
ღვივის მოლი
მიტკლის მწვანე ნაჭერივით...
მე კი
ჩემი საქართველო მენატრება -
ცხრა ველის და
ცხრა მთის იქით
დარჩენილი!

მენატრება -
მკლავებგაშლილ კაკლის ხეებს
ფეხქვეშ ჩრდილის ნოხები რომ უფენიათ
მეგობარი,
მწუხრისას რომ გამიხსენებს,
ჩემზე ფიქრით
რომ ადგება უთენია.

მენატრება
სხვა ასეთი ათასი რამ,
უნახავი
და ათასჯერ ნახულიცა:
მეზობელი,
კაცს რომ ისე არ გასწირავს,
ერთგულება
ასეჯერ თუ არ დაუფიცა...
თავპატიჟი - უსაზღვრო და უნაპირო,
სიამაყე - ჭირშიაც რომ გაიმედებს,
ქალიშვილი,
დღედაღამ რომ უნდა სდიო,
სანამ ერთხელ
გაღიმებას
გაიმეტებს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მზე გადაიხარა...
მოშუღართა იქნება შერიგება,
შურისგების
არც ერთი მისხალი
სისხლის არიდება!
ჩადგება ქარიშხალი
დარჩება...
მხოლოდ გარინდება.
ყოველი საწყისი სასრულს ჩაბარდება
შეწყდება სიკვდილი,
შეწყდება, დაბადება,
ცდომილთა დუნე სიარული,
ყოველივე,
სიბრძნეც კი განქარდება
დარჩება...
მხოლოდ სიყვარული.
აღარც აქა და აღარც იქა,
არც საიქიოს, არც სააქაოს...
და რომ განმართლდეს ძველი იგავი
ან ნურსად იქნები,
ან ყველგან იყავი.

მ.კოსტავა

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
საქართველოო ლამაზო

„სხვა საქართველო სად არი?“
გრ. ორბელიანი

ქარი გიმღერის ნანასა,

ზღაპარს გიამბობს ჭადარი...

ძეწნამ ალერსით ამავსო

ეჭვებით ნაავადარი...

საქართველოო ლამაზო,

„სხვა საქართველი სად არი?“

ცა ვარსკვლავებით ინთება,

ცა – არცა რისი სადარი...

მთვარე რომ ამობრწყინდება,

გული გაფრენად მზად არი...

დიდება, შენი დიდება,

„სხვა საქართველო სად არი?“

მინდვრები, ქართლის მინდვრები,

ქედები მხარგაშლილები...

მთაში – ტყე დანაბინდები,

ტყეში – ქორბუდა ირმები...

ბარად შრიალებს ჭადარი,

მზეს უმღერიან ჩიტები...

მხარევ მოსილო დიდებით,

„სხვა საქართველო სად არი?“

ლურჯი ბალახი მხარამდი,

მწყერი გოგმანობს ბალახში...

თეთნულდზე – მზე და ბადაღში...

სხვა საქართველო ვინ ნახა?

„სხვა საქართველო სად არი?“

როს ვარსკვლავები ხმაურით

აინთებიან ცათანი,

კლდეს მოაწყდება ზღვაური

მეშვიდე ცაზე ატანილს...

კლდეებში ჯიხვი დაფრთხება,

გორში იტირებს ატამი,

ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,

„სხვა საქართველო სად არი?“

აქ დაიბადა „სულიკო“,

მზისკენ გაფრინდა „მერანი“...

და თუნდაც გადმოსულიყო

მტერი შმაგი და ვერანი,

მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა,

სით გაუშვებდა ლელაჲ?

აქ დაიბადა „სულიკო“,

მზისკენ გაფრინდა „მერანი“...

მთათ ორბის ფრთები მოისხეს,

ცაში ასულა ძერაი...

დაბლა შრიალებს მოლისებრ

ყანაი გაუყელავი...

ფიქრს დაუღლია ონისე,

ბახტრიონს მიდის ლელაი...

მთათ ორბის ფრთები მოისხეს,

ცაში ასულა ძერაი...

ქარი გიმღერის ნანასა,

ზღაპარს გიამბობს ჭადარი...

ძეწნამ ალერსით ამავსო

ეჭვებით ნაავადარი...

საქართველოო ლამაზო,

„სხვა საქართველო სად არი?“


1945 /ანა კალანდაძე/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
..........
თავი დაიხრჩო სიმხიარულემ
ჩემს ბრინჯაოსფერ შიშველ მკლავებზე,
როცა შეგნიშნე, რომ დაფარულად
შენი ღიმილი სხვას შესთავაზე.
ხომ იცი, ვგავარ ველურ წარმართებს
და სურვილები მძლავრად მერევა...
მაშ, როგორ ფიქრობ, მე ვინ წამართმევს
შენს თავს და შენთან ბედნიერებას?
მრავალ სიმებით გადამეხლართე
თერთმეტ ზაფხულის მზიან რკალებით...
და როცა სხვასთან ღამეს გაათევ,
მიცქერი ნაცემ ძაღლის თვალებით.
ო, მე ეგ ხედვა ძლიერ მაღონებს
და მაგონდება დრო შორეული:
ჩემთვის წირავდი ქართულ მადონებს
და მიცქეროდი წყალმორეული.
მე მახსოვს შენი სხვა გამოხედვა:
მშვიდი, მშიერი, მკაცრი და მწველი,
როს სიბრალულით ჩემს თვალებს ხევდა
ეგ გამოხედვა: დაჭრილი შველის.
გახსოვს, ლურჯ ზეცას ხმლები სერავდნენ,
ზღვაზე ვფიქრობდი მაშინ ნაკლებად,
ჩვენ ავდიოდით მთების სერამდე
დაუზარებლად...ტყის ასაკლებად...
გახსოვს, ნაძვებსაც მტვერი სცვიოდა
ჰაერში იდგა სუნი საკმევლის
ხავსი, კარავი, ტყის ნოტიო და...
ეხ, რამდენია კიდევ სათქმელი.
ვგზავნი ლექსებს და ამანათებს,
დღეს კი ერთად ვართ ზღვის დავალებით
და ვიტანჯები,რომ მომანათებ
ნაცემი ძაღლის მუნჯი თვალებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
მადლობა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვწევარ ლოგინში ნახევრად მკვდარი
ხშირ ხშირად ვსინჯავ დენი თუ ჩართეს
მე მმართებს დენის თერთმეტი ლარი
მთავრობას ჩემი სიცოცხლე მართებს

დიახ სიცოცხლე გამწარებული
თავს მოხვეული ბნელი კოშმარი
და ვარ ფუნქცია გაუქმებული
ისე ერეკლეს ხმალი რომ არის

შეაგნებინე უფალო ღმერთო
ვინც თავს ამ ქვეყნის მამობილს არქმევს
რომ ღამით უნდა სინათლე ენთოს
და უშუქობა სიცოცხლეს გვართმევს

შეაგნებინე რომ საქართველო
თანდათანობით თავზე გვენგრევა
რომ ბალახივით არ გადაგვთელონ
რადგან სიცოცხლე ერთხელ გვეძლევა....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩემი ცხოვრების ჰორიზონტზე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
უკვე არ ვიცი
რა ვიფიქრო, დავწერო რაზე.
ჩემი ცხოვრების
განსასჯელად, როგორც სამხილი.
აგერ, აქ, ჩემს წინ,
გამოჩორკნილ ხის მაგიდაზე,
მიდევს წერილი
დედისაგან გამოგზავნილი.

მწერს: “გენაცვალე,
არ გვაშორებს დიდი სავალი,
თუ შეგიძლია,
საშობაოდ იქნებ გვეწვიო.
მიყიდე შალი,
მამაშენს კი – თბილი შარვალი.
ხელმოკლედა ვართ,
არც რა გვაქვს და არც რა გვაცვია.

საშინელია, სულ არ მომწონს,
რომ ხარ პოეტი.
ცუდი სახელი გაგვარდნია,
ხმა მომიტანეს.
ამას ნამდვილად,
არ სჭირდება მიეთ-მოეთი,
სჯობდა მინდორში
გემუშავა ბავშვობიდანვე.

მოვხუცდი უკვე
და ყოველდღე თავს ვგრძნობ შეუძლოდ,
მაგრამ თუკი შენ
კერიას არ გააციებდი,
არ ვიქნებოდით,
როგორცა ვართ, ახლა ჩვენ ურძლოდ
და ჩემს კალთაში
შვილიშვილსაც დავაძინებდი.

შენ კი შვილები
მიატოვე, ბედს მიაბარე
და შენი ცოლიც
სულ იოლად სხვასთან გაუშვი.
ოჯახის გარეთ, უმეგობრო,
მიუსაფარი,
დროსტარების და უხამსობის
ფსკერზე დაეშვი.

ჩემო სიცოცხლევ, სიყვარულო,
რა გჭირს, მითხარი?
უწყინარი და თვინიერი
იყავი ძველად
და იმ წლებიდან
არ გასულა ჯერ დიდი ხანი,
რომ შენატროდა
ალექსანდრე ესენინს ყველა.

შენ იმედები გაგვიცრუე,
არ გაგვიმართლე,
სწორედ ამიტომ
მეწურება ტკივილით გული.
სულ ფუჭი იყო
მამაშენის ფიქრი იმაზე,
რომ შენს ლექსებში
უფრო მეტი მიგეღო ფული.

თუმცა, ხომ ვიცი,
რაც არ უნდა ბევრი აიღო,
სახლში შენ მისი
გამოგზავნა გაგიჭირდება.
მწარე სიმართლეს გეტყვი,
მაგრამ, შენი არ იყოს:
ვიცი, პოეტებს
ხელში ფული არ გიჩერდებათ.

საშინელია, სულ არ მომწონს,
რომ ხარ პოეტი.
ცუდი სახელი გაგვარდნია,
ხმა მომიტანეს.
ამას ნამდვილად,
არ სჭირდება მიეთ-მოეთი,
სჯობდა მინდორში
გემუშავა ბავშვობიდანვე.

თითქოს წყვდიადში
ვცხოვრობთ ახლა, გვაწევს ნაღველი,
არ გვყავს ცხენები.
აქ რომ იყო, შენ საკმარისად –
მაგ ჭკუის პატრონს –
გექნებოდა ფულიც, სახელიც,
თანამდებობაც
აღმასკომის თავმჯდომარისა.

მაშინ ჩვენს აუგს
არავის არ ვათქმევინებდით,
შენც დაღლილობას
ვერ იგრძნობდი მაშინ იმდენად.
შენს ცოლს სართავთან
დავსვამდი და ვართვევინებდი,
ჩვენს კი, შენს გვერდით,
გვექნებოდა წყნარი სიბერე.”
. . . . . . . . . . . .
ვჭმუჭნი წერილს და
ვიძირები მწარე ფიქრებში.
ნუთუ ამ გზიდან
ვეღარ გავალ, ვეღარსად გავწევ?
მაგრამ ყველაფერს,
რას ვაპირებ, როგორ ვიქნები,
მოგვიანებით
საპასუხო წერილში დავწერ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ქართლის მიწავ, უტკბილესო,
საყვარელო ქართლის მიწავ,
ჩვენს ცხრათვალა დიად მზეს და
ჩვენს ალისფერ დროშას ვფიცავ!
ამ მწვანე ხეს, ძვლებზე გაზრდილს,
ამ ლოდების ხავსს და ნაჟურს,
კავკასიონს ცამდე აწვდილს,
შავნაბადას, გულდაჟანგულს,
ამ ბუჩქებს და იმ ქერა ნისლს,
დილაობით შენ რომ იცვამ,
დაცემულთა დაქცეულ სისხლს,
დაღუპულთა ხსოვნას ვფიცავ,
ქარსა ვფოცავ, ხეს რომ არხევს,
სანამ ნისლებს შემოახვევს,
სააკაძის ხმალის ნატეხს,
უკვდავებით ნათილისმარს,
ნარიყალას წარსულ სახეს,
აწ დარჩენილ ლიბოს ვფიცავ!
ვფიცავ სვანის ნათქვამ ლილეს,
ვფიცავ ჩემი ლექსის ნინევს! -
თუ ოდესმე, როგორც ძველად,
ამ ცას ვინმე შეგვეცილოს...
წმინდა ვალის მოსახდელად
უყოყმანოდ შეგეწირო.
მოვკვდე ისე ღიმილმჩენი,
ვით კვდებოდნენ გმირნი ძველად,
რომ, სამშობლოვ, საქმე ჩემი
დარჩეს შენდა სადღეგრძელოდ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე ვინანიებ იმას რაც ჩემში არის გრეხი
ღმერთი ჩემი მოსამართლე დანარჩენია ბლეფი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
ჩემს მოწიწებას ბრიყვთა მიმართ არა აქვს ზღვარი,
ჩვენ მათი ვალი სამუდამო ვალად მიგვყვება,
რადგანაც, რომ არ ყოფილიყვნენ ბრიყვები სხვანი,
მაშინ ჩვენ თვითონ მოგვიწევდა ყოფნა ბრიყვებად

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი