↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 361 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Sep 2008
Posts328
კარმა0
OFFLINEPROFILE
მიყვარს ასეთ თემებზე საუბარი, ყოველთვის სიახლეს ვიგებ ხოლმე :)
რაც შეეხება სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ, მართალია. ახლა არ ვაპირებ მოგიყვეთ, რა მოხდა ბებიაჩემის 40-ზე ანდა გასვენებაში (იმიტომ რომ მარტო ვარ და თან დაღამდა), მაგრამ სულების არსებობის მჯერა.
რაც შეეხება პარალელურ სამყაროებში მოგზაურობას, აუ რა საინტერესო იქნებოდა არა? დროში მოგზაურობაც არ იქნებოდა ცუდი. მივიდოდით დავით აღმაშენებელთან და : "მოდი მეფევ დიდ წარსულში გავაკეთოთ გრძელი როქი, შენ აქ მოდი, მე იქ წავალ, ვიცი გავკვირდებით ორნი" (ციტირების სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ) :)

ისე დროის მანქანაზე, ანდა თანამედროვე კოსმოსურ მეგობრებზე და მათ ფართო ტექნიკურ შესაძლებლობებზე, რომლებსაც საქრთველოს მტრების გასაოცრად და გასაყრელად გამოვიყენებდით, ხშირად მიფიქრია.

მეც მეტი რა საქმე მაქვს, ვაწყობ გეგმებს საქართველოს "ასაშენებლად". ოცნების მეტი რა დაგვრჩენია?

ლოცვა, ლოცვა და უფლის რწმენა თუ გადაგვარჩენს, თორემ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
"სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა..." ნუ გეშინიათ სიკვდილის, იგი სიცოცხლისგან სიცოცხლისკენ გარდამავალი ფაზაა.მატერია მარადიულია და უკვდავი, უბრალოდ გამუდმებით მოძრაობს და ფორმებს იცვლის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
ამ თემასთან დაკავშირებით,სხვადასხვაგვარი ფილოსოფიური შეხედულებები არსებობს,რამოდენიმეზე უკვე იქნა ნასაუბრები,მოვიყვან ერთ-ერთ შეხედულებას,თუნდაც მატერიის ცვლასთან დაკავშირებით,მართალია ეს სიმართლეს შეესაბამება,მაგრამ ამ შეხედულების მიხედვით,ადამიანი გარდაცვალების შემდეგ განიცდის "გარდაქმნას",იკარგება როგორც პიროვნება-სუბიექტი და განაგრძობს "ცხოვრებას" როგოც ობიექტი..(თუ ამას ცხოვრება ეწოდება :) )..მატერიისთვის მოძრაობა, დაუკარგავობა და გარდაქმნა,ძირითადი თვისებებია,მაგრამ მისი ცვლის პროცესი და კანონზომიერება დიდ საიმედო მომავალს არ უქადნის "იმიერი" ცხოვრების მოიმედეებს.
ამ თეორიაზე უფრო იმედიან თეორიას, "სულის არსებობის" თაობაზე,რეინკარნაციის იდეის მიმდევრებთან ვხვდებით..ამ თემაზე თუ გაქვთ ინფორმაცია კარგი იქნება თუ ვისაუბრებთ :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Feb 2008
Posts114
კარმა49
OFFLINEPROFILE
Fregatte რეინკარნაცია ნამდვილად საინტერესო თემაა.მე წავიკითხე წიგნი,რომელიც ერთ-ერთმა ინგლისელმა ფსიქოლოგმა (სამწუხაროდ გვარი აღარ მახსოვს) დაწერა.იგი თავის პაციენტებს რეგრესული ჰიპნოზის მეშვეობით ეხმარებოდა გაერკვიათ თუ რა იყო მათი ავადმყოფობის ან წარუმატებლობის მიზეზი ამ ცხოვრებაში.შედეგები ძალიან საინტერესო იყო..ჰიპნოზის დროს პაციენტები მოგზაურობდნენ დროსა და სივრცეში.ზოგი ხედავდა ,რომ დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის პირველივე დღეებში აქ იმყოფებოდნენ.ერთ-ერთმა აღწერა,რომ დედამიწაზე ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა და ფაქტიურად თავის თავი დაინახა ,როგორც ჟანგბადის მოლეკულები ?!(რამაც აბსოლუტურად გამაოგნა - ამიტომ არის ალბათ ბუდიზმში ასე რუდუნებით რომ ეპყრობიან "უსულო" საგნებსაც,როგორც ჩანს ყველაფერში დევს ღვთაებრივი სული).

ამბობენ,რომ პატარა ბავშვები ჯერ კიდევ მჭიდრო კავშირში არიან სულიერ სამყაროსთან და ხშირად ანგელოზებსაც ხედავენ და სხვა სულებსაც.რომ შეეკითხოთ წინა ცხოვრებაში ვინ იყვნენ არ გაგიკვირდეთ თუ მათ მიამიტურად გიპასუხეს - მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იქნება ,ვიდრე საზოგადოება არ შეუცვლით მსოფლმხედველობას და ჩარჩოებში არ მოაქცევთ.

ხშირ შემთხვევაში ადამიანი უკან ბრუნდება დედამიწაზე რათა წინა ცხოვრებაში დაშვებული შეცდომები გამოასწოროს,მაგრამ სამწუხაროდ ავიწყდება რისთვის გაირა რეინკარნაცია და შეცდომას შეცდომაზე უშვებს და ამის გამო დასასრული არა აქვს ამ ციკლს.ვინც საბოლოოდ განიწმინდება და მიზანს მიაღწევს ის აღარასოდეს ბრუნდება ამ ჯოჯოხეთში.ისინი აგრძელებენ განვითარებას უკვე სხვა დონეზე.

ძალიან ცნობილი ამერიკელი მკურნალი და "მძინარე" ნათელმხილველი (მძინარე იმიტომ,რომ წინასწარმეტყველებას "შეკვეთილი" ძილის/ტრანსის დროს ახდენდა) ედგარ კეისი(უსათნოესი პიროვნება-ვინც ამერიკაში ხართ და გაინტერესებთ ეს თემა მისი წიგნების გამოტანა ბიბლიოთეკიდან შეგეძლებათ) თავიდან საშინელი სკეპტიკოსი იყო.მისთვის წარმოუდგენელი იყო რეინკარნაცია და ადამიანის მომავლის განჭვრეტის შესაძლებლობა.მაგრამ,თავად გახდა ის პიროვნება,ვინც ადამიანების დაუსწრებლად (მხოლოდ მათი სახელი და მისამართი იყო საჭირო) ხედავდა მათ წინა ცხოვრებებს და დიაგნოზსაც უსმევდა.საინტერესო იყო,რომ დაავადებები ხშირად წინა რეინკარნაციის დროს დაშვებული შეცდომების (ცოდვების) შედეგი იყო და როგორც ჩანდა ისინი იგივე შეცდომებს ჯიუტად იმეორებდნენ ამ ცხოვრებაშიც.საკმარისი იყო მათ გაეაზრებინათ ეს ყველაფერი და მოენდომებინათ თავიანთი კარმის კორექტირება და შედეგიც არ აყოვნებდა.თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს,რომ ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილი ან არ განკურნება აუცილებელი იყო ცოდვის სიმძიმის ან თავად პიროვნების სულის არჩევანით..........

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
უნიკორნ, შენი მოწოდებული ინფორმაცია ძალიან საინტერესოა და ბუდიზმის მეტაფიზიკურ არსს ეყრდნობა, რომლის თანახმად არაფერი არ იკარგება და სიკვდილ-სიცოცხლე განმეორებადი წრეების ჯაჭვი,ანუ მუდმივი სპირალია.პრინციპი "არაფერი არ იკარგება"ლაიტმოტივად გასდევს კაცობრიობის რელიგიის ისტორიას.ეგვიპტურ სამყაროში ეს გახლავთ დიდი რა, მზის თვალი, რომლისგანაც არაფერია დამალული,ქრისტიანულ მოძღვრებაში _ "ჩვენთან არს ღმერთი" და ცოდვა-მადლის კონცეფციები,ბუდიზმში_კარმა, რომელიც ადამიანის მოქმედების შესაბამისად მძიმდება ან მსუბუქდება.
ამქვეყნიური ცხოვრება წინა ცხოვრებებში დაშვებული შეცდომების სამსჯავრო და გამოცდაა.კათოლიკეები პირდაპირ ქადაგებენ, რომ სატანჯველად გავჩნდით.ქრისტიანული დოქტრინების უკლებლივ ყველა განშტოება ახლადდაბადებულ ყრმასაც კი ცოდვილად მოიხსენიებს.იესოს მიერ ჩვენთვის თავგანწირვა ჯვარცმიდან კი არ დაიწყო, არამედ იმ მომენტიდან, როცა იგი განსხეულდა, დაიბადა, რომ ამდენი დამცირება, ტკივილი და შეურაცხყოფა გადაეტანა.
ნაწარმოებ "ლურჯ ფრინველში" ასახულია სცენა, როცა დაუბადებელი ბავშვები ლოტოსის ყვავილთან რიგში დგანან, ზოგს კოლოფში ცხოვრებაში ჩასადენი ცოდვა უკვე გამზადებული აქვს და თან მიაქვს; ბავშვები ტირიან ,არავის უნდა დაბადება.ფორმულა ასეთია:ვიბადებით იმისათვის, რომ ჩვენში კოდირებული უარყოფითი ენერგია, ცოდვები და შეცდომები გარდავქმნათ გამოვასწოროთ, ჩვენი ქცევითი არჩევანი ახლა მაინც გავაკეთოთ სწორად და ა.შ.თუ ამ გამოცდას ვერ ვაბარებთ,ვიბადებით ისევ და ისევ და ასე შემდეგ იქამდე, სანამ დავიმსახურებთ უფლებას სხვა განზომილებაში გადასასვლელად, სამოთხე ერქმევა ამას, ნირვანა, ვალჰალა თუ ა.შ.ამასთან, მუდმივად ვართ საკუთარი კარმის ტყვეობაში, რაც ჩვენს გარშემო გარკვეულ ველს, აურას ქმნის და იწვევს ან აფერხებს,ირეკლავს ჩვენს წარმატება-წარუმატებლობას. ეს უკვე ბედისწერის სინდრომი გახლავთ. კომპიუტერული პროდიჯები დამეთანხმებიან ალბათ, რომ ყველაფერი ეს წააგავს რესტარტს, ან იქნებ როცა ჩვენი არსი ვერ "ქაჩავს"ზებუნებრივი გადაპროგრამება ხდება და ესაა სიკვდილ-სიცოცხლის მექანიზმი?! ასეა თუ ისე, უცნაურია, რატომ ზეიმობენ დაბადებას და გლოვობენ გარდაცვალებას, მაშინ როცა ორივე პროცესი გარდამავალია და არამდგრადი?! როცა სიცოცხლე უამრავ სირთულის ფონზე უდავოდ მიილტვის სიკვდილისკენ? რატომაა რომ სიცოცხლე ასეთი სუსტი და ძნელადგახარებადი "მცენარეა",სიკვდილი კი ტექნიკურად უფრო ძლიერი, გარდაუვალი?

:...ნუ კივი სულო! რატომ მიილტვი იმ სახიფათო, ბნელ სიშორისკენ,
რომელსაც გული, ლურჯი გვირილა მთელი სიცოცხლე სულ გაშორებდა?!...

საკვირველნი არიან უფალო საქმენი შენნი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Feb 2008
Posts114
კარმა49
OFFLINEPROFILE
დორადო გეთანხმებით,და აქვე დავძენ ტერენტი გრანელის სიტყვებს "სული სხეულის ჩუმი ტუსაღია".ქართველები ამ ცხოვრებას "წუთის სოფელს" ვეძახით (რა ბრძენი წინაპრები გვყავდა,სად წავიდა მათი გენები ?!).ასე რომ აქაური ჩვენი ცხოვრება მხოლოდ წუთიერია სულის მარადიულ არსებობასთან შეფარდებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
ყველაფერს აქვს ქვეყნიერებაზე დასაწყისი და დასასრული, ბაბუა, - დაიწყო მან. - მე დღეს თუ ხვალ გავთავდები. უბედურებაა, როდესაც კაცი შეუცნობელში მიდის, ამიტომ არ მეშინია, რომ გითხრა, ტყუილი იქნება, მეშინია... მაგრამ შენ არ უნდა შეშინდე, ბაბუა... თუ არაფერში მივდივარ, საშიში არაფერია, რადგან არაფერში არაფერი არ არსებობს. თუ მართლა უნდა გარდავიცვალო და მეტი არაფერი, მაშინ მით უმეტეს არ უნდა გეშინოდეს, ისევ ამ ქვეყნად დავრჩები და სხვა სახით მოვალ, ან ხედ, ან ბალახად. ან ჩიტად, ან ძაღლად... იცოდე, თუ მოვალ, ისევ შენთან მოვალ, მარტო არ დაგტოვებ. და თუ რამეში სითბო, სიხარული და სიყვარული იგრძენი, ქვაც რომ იყოს, იცოდე, ის ქვა ბაბუაშენია... ამიტომ მარტოობის არ შეგეშინდეს, არ იფიქრო მარტო ვარო. ეს ოდა არ მიმიტოვო, ბაბუა, და ღადარი არ გამიციო. ცეცხლი, ერთი ნატეხი ჭადი და ერთი ჭიქა ღვინო დაახვედრე მამაშენს. დანარჩენს თვითონ მიხედავს, რომ ჩამოვა. ეს ერთი კვირაა, ვინც ამ ქვეყნიდან წასულია, ყველას ვხედავ სიზმარში. მამაშენი არ გამოჩენილა. ცოცხალია ესე იგი. შეუნახე სახლი და სახელი, ნუ გაახარებ მტერს, უეჭველად დაბრუნდება, წელს თუ არა გაისად. ომსაც აქვს დასასრული. კაცი იწყებს ომს და კაცმა უნდა დაამთავროს იგი. ომი კაცს ვერ გაათავებს. წადი ახლა და ძალიან ბევრი შეშა მოიტანე

ნოდარ დუმბაძე!!!

"ძაღლი" ესე ქვია ამ მოთხრობას. ბავშობიდან ამ "სიბრძნის მჯერა!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
ის მაინც ბრუნავს

„ის მაინც ბრუნავს!“... ღმერთმა ნუ ქნას, maxsimas ჩემო,:)
დავცხრეთ, დავწყნარდეთ, და სიცოცხლის დავკარგოთ გემო,
გადავივიწყოთ სიყვარულის ძველი ზღაპარი
და სატრფოს მხრებზე დაფენილი ლომის ფაფარი
არ იყოს ჩვენი შთაგონების თავშესაფარი!..
ღმერთმა გვაშოროს, ღმერთმა ნუ ქნას, ჩემო ძმობილო,
დავცხრეთ, დავწყნარდეთ, აღარ ვიყოთ უკმაყოფილო
საკუთარ ბედით, უბედობით, ნამოღვაწარით,
ყველაფრით - ჩვენში რაც არსებობს, სხვებში რაც არი...
ღვინოს ვსვამდეთ და არ გვათრობდეს ღვინო ალალი,
სათქმელზე უფრო მეტი გვქონდეს დასამალავი,
შეძენის ჟინმა გაგვიქარწყლოს ხარჯვის ხალისი,
საკუთარ სახელს ვამჯობინოთ ყალბი ხარისხი,
ჩვენი სახლები დავამსგავსოთ სოროს ან ბუნაგს
და დავივიწყოთ შეძახილი: „ის მაინც ბრუნავს!“...
ის მაინც ბრუნავს! მაინც ბრუნავს! ბრუნავს, ტიალი!
არ მოგვეშალოს ჩვენც ეს ბრუნვა და ხეტიალი,
მუდმივი ქროლვა, არა მალვა, თავის დანდობა,
არა დარდისგან მოდუნება, - დარდიმანდობა,
და მუდამ, მუდამ სიახლისკენ სწრაფვა ველური,
და ჭირსა შიგან გამაგრება რუსთაველური,
და მტკიცე ქედი, ქედი - ძნელად გასაღუნავი,
და გაჭირვების ჟამს სიცილის შნო და უნარი,
და თუ, ოდესმე, ამ სიცილის დავკარგავთ უნარს, -
სხვამ დაიძახოს ჩვენს მაგივრად: „ის მაინც ბრუნავს!“!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვა რა საინტერესო თემაა ეს აი ასე უნდა ყოჩაღ
მაგრამ რას ნიშნავს
სხეული კვდება სული არა მეტი არაფერი?
ხოდა რა ვალდებილები ვართ ვირწმუნოთ რაც არ გვინახავს?
რეინკარნაცია მითხარით ვის გჯერათ ამის?
გთხოვთ მომწერეთ რა

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Feb 2008
Posts114
კარმა49
OFFLINEPROFILE
kroll wrote:
ციტატა:
ვა რა საინტერესო თემაა ეს აი ასე უნდა ყოჩაღ
მაგრამ რას ნიშნავს
სხეული კვდება სული არა მეტი არაფერი?
ხოდა რა ვალდებილები ვართ ვირწმუნოთ რაც არ გვინახავს?
რეინკარნაცია მითხარით ვის გჯერათ ამის?
გთხოვთ მომწერეთ რა

მე მჯერა რეინკარნაციის და ამის შესახებ ზემოტ ვიმსჯელე.დასვი კითხვები რა გაინტერესებს და გავაგრძელოთ საუბარი :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
წარმავალია ნათელი, სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება,
ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება,
ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახი აბიბინდება.

იმასაც მოკლედ უვლია, გრძლად ვინც გვეგონა იარა.
შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს – ჭია, კაცის გულს – ჯავრის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს,
ჩვენ რას წავიღებთ სოფლიდან, სხვას არა წაუღია რა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
რაცხა არსებობს ხალხო რად არ გჯერათ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
კი მეც მჯერა და ნამდვილად და არც გედავებით არავის მხოლოდ მინდა ერთი კითხვა დაგისვათ ადამიანი კვდება და გადადის ახალ სხეულში? ასეა? ასეა ასე და შეიდზლება ყველამაც დაიჯეროს მაგრამ მე იმის არ მესმის მაგალითად
:აი ხალხი რომ კვდება და ეშინიათ ჯოჯოხეთში მოხვედრის რა აზრი აქვთ თუ ისევ უნდა მოვიდნენ ამ ქვეყანაზე?

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Feb 2008
Posts114
კარმა49
OFFLINEPROFILE
kroll wrote:
ციტატა:
კი მეც მჯერა და ნამდვილად და არც გედავებით არავის მხოლოდ მინდა ერთი კითხვა დაგისვათ ადამიანი კვდება და გადადის ახალ სხეულში? ასეა? ასეა ასე და შეიდზლება ყველამაც დაიჯეროს მაგრამ მე იმის არ მესმის მაგალითად
:აი ხალხი რომ კვდება და ეშინიათ ჯოჯოხეთში მოხვედრის რა აზრი აქვთ თუ ისევ უნდა მოვიდნენ ამ ქვეყანაზე?

ეს ყველაფერი ასე მარტივად არ არის.ეგ კიდევ საკითხავია თუ ჯოჯოხეთი კიდევ სადმე სხვაგან არსებობს დედამიწის გარდა.ამბობენ ამაზე საშინელი და ბნელი ადგილი მთელს სამყაროში არ არსებობსო.ასე,რომ ალბათ ჯოჯოხეთზე მოხვედრაზე ფიქრი ალბათ უკვე ზედმეტია :)

რაც შეეხება შავ-ბნელ სულებს ისინი სამოდამოდ ვერ იარსებებენ,მაშინ,როდესაც თეთრი/ნათელი სულები სამარადისო სიცოცხლით არიან დაჯილდოვებული.არსებობს სულების 3 კატეგორია:თეთრი,შავი და ნაცრისფერი.ნაცრისფერი თეთრსაც შეიცავს და შავსაც - მათ კიდევ აქვთ შანსი აირჩიონ სიბნელე/ბოროტება ან სინათლე/სიკეთე.

სული არის ენერგია და მას შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ადგილზე იყოს.ჩვენთვის ყველაფერი ამის გაგება ძნელია ,სანამ ამ ჩარჩოში ვართ მოქცეულები,რომელსაც ფიზიკური სხეული ქვია.ჩვენს ქვეცნობიერში უამრავი ინფორმაციაა დალექილი,მაგრამ ჩვენთვის ხელმიუწვდომელი,თუმცა შეუძლებელი არაფერია და ამ ინფორმაციის ამოღებაც ხდება პერიოდულად,ზოგჯერ სიზმრების ან სხვა და სხვა მეთოდების საშუალებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს
ეს სურათი გასულ კვირას გადავიღე.სრულიად შემთხვევით დაფიქსირდა კადრზე მარჯვენა მხარეს,კედელთან თეთრი გამოსახულება.ვცდი უფრო პატარა ზომის სურათი დავაყენო,იქნებ უფრო გარკვევით გამოჩნდესსურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 361 posts ] 
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ
დესპანი