↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
ვინ აკაკუნებს ჩემს სარკმელზე ამ დილა-სისხამს...
ქარია, ალბათ; გზა აებნა იქნებ მათხოვარს...
მშვიდობა ყველას, შორ წარსულში ვუყვარდით ვისაც,
ვისაც ვუყვარდით, მაგრამ ახლა აღარ ვახსოვართ.

ამ სასტიკ ქარში სული ჩემი მარტოდ ვალალებს,
არ ჩანს მშველელი, საიმედო თუნდაც დროებით
და ჩემს მშვენიერ, სინათლისგან დახლეჩილ თვალებს,
კვლავ ენატრებათ მყუდროება საღამოების.

ჩამოდის თქეშად უგუნურთა ცოფი და რისხვა,
განმსჯელი არ ჩანს, მივავიწყდით იქნებ მაცხოვარს...
მშვიდობა ყველას, შორს წარსულში ვუყვარდით ვისაც,
ვისაც ვუყვარდით, მაგრამ ახლა აღარ ვახსოვართ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
დედი, მე ხშირად ვეღარ გნახულობ,
რომ არ მიმიხვდე, რანაირ მიჭირს...
შენ მაინც ჩემთვის ლოცვა-მარხულობ,
მილოცავ დანას შებმული ჭინჭით.

შენ რომ მჩუქნიდი, იმ ვარდს და სოსანს
ახლაც სიზმრებში ვხედავ ლანდებად...
დედი, ყოველდღე ვაპირებ მოსვლას,
მაგრამ ყოველთვის მაგვიანდება.

ვიცი, მპატიობ, ასეთი რომ ვარ,
ასე რომ მიმხრეს უცხო ქარებმა,
დედი, ერთხელაც ნამდვილად მოვალ
და გეტყვი: „არსად არ მეჩქარება!“

შენ დამიამებ ყველა წყლულს, მტკივანს,
მეც გეტყვი ჩემი ბედ-იღბლის ამბავს...
დედი, უშენოდ ღამით სულ მცივა,
მაგრამ არავინ მაფარებს საბანს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
რას ნაღვლობს ორი გიშერი,
ღაწვზე რა დარდის მოლი წევს,
შენ ჩემი ლოცვა გიშველის,
მე შენი წყევლა მომიწევს.
სხვას დარჩა ჩემი წალკოტი,
სხვა სცემს დაფსა და ფანფარებს,
წარსულს, წლებისგან დაკორტნილს,
თავს ვეღარსაით ვაფარებ.
მზემ მთხოვა სული, ვერ მივე,
ვერც — ზღვას, შემომდგარს პირამდი,
ხან ცრემლი მწვავდა ჩემივე,
ხან გულგრილობით მყინავდი.
გზა აღარ ჩანდა უკან და
ვფანტე ბროლი და ბადახში,
მე სიყვარული მღუპავდა,
შენ სიძულვილით გადარჩი.
და ჟამს, გრიგალს რომ მომირწევს,
შევრჩი, ვით ალვა შიშველი...
მე შენი წყევლა მომიწევს,
შენ ჩემი ლოცვა გიშველის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
თბილისური ბალადა

ათასხუთასი წელია,
შენს ალაყაფთან ვდგავარ.
კაცი ვარ თუ ნარიყალა,
თუ რიყის თეთრი ქვა ვარ?

ქარი მცემს, წვიმა მასველებს,
ვდგავარ დღისით და ღამით...
რაც უნდა მოხდეს, აქედან
ფეხს არ მოვიცვლი წამით!

ფეხს არ მოვიცვლი, არ წავალ.
ვერც მოვისვენებ ვერსად...
მოვკვდები, აქვე დავრჩები
ჩანგზე დასამღერ ლექსად

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მე მუდამ ვწერდი, როგორც მეწადა
და ვინახავდი უჯრაში ლექსებს.
ამ ლექსებს არვინ არ მიბეჭდავდა, -
„სულელიაო...“ - ამბობდნენ ჩემზე.
და მარიგებდნენ ჭკუას ყველანი:
„გეყო, რაც უქმად ხარჯე მელანი!
უნდა შეაქო აწმყო, მერმისი, -
სიტყვა თქვა დროის შესაფერისი!
ეპოქას მერნით ვერ დაეწევი
და ვერც ფონს გახვალ შენი ლირიკით...
იქნები, როგორც ყანა მომცდარი!..“
და უცებ მოხდა გასაოცარი:
მე კი არ მიველ დროსთან,
პირიქით -
დრო თავის ფეხით მოვიდა ჩემთან
და არა სხვისი თუ ნასესხები,
მან მოითხოვა ჩემი ლექსები!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მოცოცავს, მოცოცავს მთებზე გაზაფხული,
ვაი, მომამტვერა ყვავილის მტვერი...
ჩემი მოსისხლე და სამტროდ გაწაფული,
ჩემი მეგობარი და ჩემი მტერი.

აბასთუმანში ახლა ზამთარია,
თბილისშიც ჯერ შტოზე კვირტი მაქვს დათვლილი,
აპრილი _ ნორჩი მხატვარია,
ფანქრები ცუდადა აქვს წათლილი.

მაინც იხატება ქვეყნის კონტურები,
მწვანე აბლაბუდა იბლანდება...
აგერა, ტყემლები თეთრად მორთულები _
ქვეყანა ახლად იბადება...

ღამით ბუტბუტებენ ბნელში ვიღაცები,
`ჩუ-ჩუო!~ _ ერთმანეთს აჩუმებენ;
მთელ ღამეს უძილობით ვიქანცები,
ეგ თურმე _ კვირტები ფაჩუნობენ...

დილით კი სარკმელში ოქროს ნაწნავია _
სენაკს მოაშურეს ნაცნობს,
გაზაფხული _ ჩემი წაწალია,
ვაიმე, რარიგად წაწლობს!

მოცოცავს, მოცოცავს მთებზე გაზაფხული,
ვაი, მომამტვერა ყვავილის მტვერი...
ჩემი წაწალი და მოსისხლე გაწაფული,
ჩემი მეგობარი და ჩემი მტერი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
წმინდა ტაძართან ხელებგაწვდილი
იდგა გლახაკი საცოდავ სახით;
გაფითრებული,ღონემიხდილი
ტანჯვით,შიმშილით და სივაგლახით.
ის პურის ნაჭერს ითხოვდა მხოლოდ,
ეხატებოდა თვალებში გლოვა,
და პურის ნაცვლად ვიღაცამ ბოლოს
მას გაწვდილ ხელში ქვა შეატოვა.
მეც ხომ ასევე ცრემლების ღვრითა
სიყვარულს გთხოვდი გამწარებული,
მაგრამ ასევე გრძნობები წმინდა
მე დამრჩა შენგან მოტყუებული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ვარსკვლავი

ცამყარზე რომ იწვის
ვარსკვლავია ერთი,
ბრწყინვალება მისი
ჩემს გონებას ერთვის...
ოცნებები წმინდა
იხიბლება მაღლით,
მოკაშკაშე ციდან
ზღვა სიამეს მაღვრის.
ამნაირი გახლდათ
სი სათუთი მზერაც,
მე რომ შემიყვარდა
და ჩემს ბედისწერას.
ის ჩემს ფარული ტკივილს
უშველიდა განა?
ისიც ვარსკვლავივით
შორი იყო მარად.
მისი მზერა მენთო
ძილდაკაგრულ თვალზე,
და მეც უიმედოდ
ვუცქეროდი ასე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
დავშორიშორდით.შენი სურათი
როგორც თილისმა,თან დამაქვს ისე
ვით მკრთალი ჩრდილი წლების სულმნათის
გულს უჩვეულო ხალისით მივსებს.

თუმც ავყოლილვარ მე ახალ ვნებებს,
მაგრამ ძველ გრძნობას ვერაფრით ვფარავ,
მივიწყებული ტაძარი კლდეზე
ტაძრად დარჩება მარად და მარად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
ავტოპორტრეტი

განაბულ თვალებში - ფოცხვერის სიფიცხე,
ცხრა სიტყვის დათმობა ერთ საქმის გულისთვის...
მიცნობდეთ: პოეტი მიხეილ ქვლივიძე -
"კეთილი განზრახვის ავანტიურისტი!"
მიხვდით ამ გამოთქმის იდუმალ შინაარსს?
ხომ არ გეუცხოვათ სიტყვების ჯავარი?
სიტყვებს ნუ ენდობით... მთავარი ისაა,
რომ სიტყვა კი არა, საქმეა მთავარი!
საქმეა - ცხოვრების თარგი და ხარისხი
და ჩემი ცხოვრების ეშხი და ღვიძლია,
და სიტყვით კი არა, მე საქმით აგიხსნით
ყველაფერს, რაც ვიცი და რაც შემიძლია!...

ვიცი უმიზეზოდ დანაღვლიანება,
მაგრამ აფეთქებაც ვიცი უეცარი,
ხან თვინიერი ვარ, ხან გიჟი, თავნება,
ხან ბრძენი, ხანაც კი - ყოვლად უმეცარი.
გინდათ, ეს ცხოვრება ვაქციო არაკად,
ქვეყანა ზღაპრული ფერებით დავხატო,
ლამაზი საცოლე წავართვა არაკაცს
და კაცი ბედნიერ მეუღლედ გავხადო?!
გინდათ, იმ ხეიბარს, ძლივს რომ დაჩანჩალებს,
ხვალ დავაპყრობინო თეთნულდის მწვერვალი?
გინდათ, გავუჯიბრო თვით ვანო მაჩაბელს
ვინმე ახალგაზრდა უცნობი მწერალი?
გინდათ, ოქრო-ვერცხლით გავავსო ქოხები,
ქურდებს ნაქურდალი წავართვა ქონება?..
თქვენ მხოლოდ მერწმუნეთ,
მენდეთ და მომყევით
და მართლა ზღაპრული გახდება ცხოვრება!

მე ზოგჯერ მგონია (რა ჩემი ბრალია,
კეთილი განზრახვა ვის უნდა ეწყინოს?!),
ორსული ცხოვრების ბებიაქალი ვარ
და მინდა, ლამაზი შვილი შეეძინოს!...
რა დროს ლექსებია! რა დროს ლაქლაქია,
როს თავზე გვექცევა დამპალი ყავარი?!
დღეს კაცი ფასდება მარტოდენ საქმით და საქმეა,
საქმეა,
საქმეა მთავარი!..

ვაგლახ, რა მოკლეა წუთისოფელი,
არ ჰყოფნის მას ჩემი ნიჭი და სიფიცხე...
მიცნობდეთ: ასე ვთქვათ, კეთილისმყოფელი
"ავანტიურისტი" მიხეილ ქვლივიძე!

/მიხეილ ქვლივიძე/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
* * *
ალიონის შუქი მოიქარგა ტბაზე.
ტყეში ტირის როჭო მოწკრიალე ხმაზე.

გულყვითელაც ტირის ფუღუროში სადღაც.
მხოლოდ მე არ მეტირება, გული მიცემს ლაღად.

ამ საღამოს გნახავ, გადავუხვევთ გზიდან
და ჩავჯდებით რბილად ბულულებში ზვინთან.

დავითვრები კოცნით, ყვავილივით გაგსრეს
და დავკარგავ ჭკუას სიხარულით სავსე.

გაბრუვდები შენაც, გადაიძრობ მანდილს
და დარჩები ჩემთან ცისკრის ამოსვლამდი.

მაშ, შესტიროს როჭომ გადაქოჩრილ სერებს.
ლაღი სევდა ახლავს განთიადის ფერებს

/სერგეი ესენინი/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
* * *
ო, პატარავ, შენზე დარდით მე ვტიროდი დიდხანს.
ყოველ ღამე კაეშანით მოწამლული ვიყავ.

ვიცი, ვიცი, რომ სულ მალე უნდა დავიღუპო.
სულთათანით საფლავისკენ წაიღებენ კუბოს.

და ფანჯრიდან ჩემს სუდარას როცა გადმოხედავ
გულს მოგიკლავს უთქმელი და უსაშველო სავდა.

იდუმალი თბილი სიტყვა ცრემლთან ერთად მცვივა
და კურცხალი გადაიქცა მარგალიტის მძივად.

ავკინძე და ყელსაბამად მოგიძღვენი ცრემლი.
იქნებ აღარ დამივიწყო___დაიმშვენე ყელი.


/სერგეი ესენინი/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
* * *
ბაჯაღლო ფოთოლს ტბა ატრიალებს
და მოვარდისფროდ ლივლივებს თვითონ.
პეპლების გუნდი ოქროსფრთიანი
ვარსკვლავებისკენ მიფრინავს თითქოს,

რა საყვარელი საღამო არის!
ველის სიყვითლე გულში ბრიალებს.
დაუდეგარი ყმაწვილი ქარი
არყის ხეს კაბას აუფრიალებს.

ცივა მინდორში, გულშიც აცივდა.
ლურჯი მიმწუხრი ჰგავს ცხვრების ფარას.
ბაღთან , ფოთლები მთლად რომ დასცვივდა,
ეჟვნის წკარუნი მიწყდება ჩქარა.

მგონია, ასე ღრმად არასოდეს
არ ჩავარდნილვარ მე გულისხმაში.
ნეტავ შრიალა ტირიფის ტოტად
ვიცქირებოდე ვარდისფერ წყალში!

მიყვარს ეს ზვინი, ყვითლად ნაფერი,
ეს მთვარეც კეთილ ღიმილად ენთოს...
ერთ დროს მიყვარდა მე ყველაფერი
და არაფერი არ მსურდა ერთ დროს.

/სერგეი ესენინი/

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined17 Sep 2008
Posts26
კარმა0
OFFLINEPROFILE
likako wrote:
ციტატა:
დავშორიშორდით.შენი სურათი
როგორც თილისმა,თან დამაქვს ისე
ვით მკრთალი ჩრდილი წლების სულმნათის
გულს უჩვეულო ხალისით მივსებს.

თუმც ავყოლილვარ მე ახალ ვნებებს,
მაგრამ ძველ გრძნობას ვერაფრით ვფარავ,
მივიწყებული ტაძარი კლდეზე
ტაძრად დარჩება მარად და მარად.

;-)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
წერილი
ბექა აბუთიძე

მე არ მინახავს აფხაზეთი და...
არ ვიცი, არის თუ არა სოხუმში
ვიწრო ქუჩები, ან რომელ ბაღშია
უფრო ხშირი იასამანი.
რა ფერია ზღვა და თუ აგროვებს
ვინმე ფერად კენჭებს.
არ ვიცი რომელ ფანჯარაში ცხოვრობს
ლამაზი ქალი და არ დამითვლია
აივნიანი სახლები.
არ ვყოფილვარ მოხუცის სტუმარი,
სევდიანი მოგონებები, მაგნოლიები
და ფორთოხლის ბაღი რომ აქვს
ეზოში. რამდენი ნაბიჯია
ჩემიდან ზღვამდე...…
არ მინახავს აფხაზეთი და
ვერ ვწერ საქართველოზე...
არავის მიმიმსგავსებიხარ და
არ გამხსენებია შენი მიხვრა_მოხვრა,
ხეტიალისას.
ვიცი ხშირად წვიმს და ნაწვიმარზე...
ფორთოხლის ბაღი და
შილიფად ჩაცმულს შეგხვდე მეზობელ
ქუჩაზე, მინდა.
არ დამითვლია აივნიანი სახლები.
.….….
უნდა ვნახო აფხაზეთი!
სანამ ნაწვიმარზე, ქართული სისხლის
სუნი ასდის აფხაზურ მიწას...
…
2007სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი