ერთ კურიოზს მოგიყვებით, რომელიც ამ დილას თავს (ზუსტად თავს) გადამხდა

მაღაზიიდან ჩემმა დაიკომ პროდუქტები ამოიტანა, სხვა რაღაცეებთან ერთად, თაფლი და შამპუნიც ვთხოვე. შამპუნი კი იყიდა,მაგრამ რატომღაც თაფლი არა,ვიფიქრე ეძვირა-თქო და ყურადღება არ მიმიქცევია.
ამ დილას , ბანაობისას, გამახსენდა ჩემი ახალი შამპუნი. ჩვეულებრივ ბოთლში ესხა და ეწერა "ჰანი ბიი", ვიფიქრე, ვა რა კარგია თაფლის შამპუნი თმისთვის-თქო და თან ხელზე დავისხი, რაღაც კი წებოვანი მეჩვენა, მაგრამ სანამ გაავიაზრებდი ხელმა თავისი ქნა და ერთი პეშვი თაფლი თავზე დავისხი. მერე ერთი საათი ვიბანდი თაფლს თმიდან.
არადა ის ოხერი თაფლი ისეთ ბოთლში ესხა, რომ ნაღდად შამპუნი გეგონებოდა კაცს. თბილისში შამპუნის ბოთლებში ჩასხმული თაფლი არ იყიდება და რა ვქნა?