↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მენატრება

ახლა აქაც -
ცას სილურჯე ემატება,
ღვივის მოლი
მიტკლის მწვანე ნაჭერივით...
მე კი
ჩემი საქართველო მენატრება -
ცხრა ველის და
ცხრა მთის იქით
დარჩენილი!

მენატრება -
მკლავებგაშლილ კაკლის ხეებს
ფეხქვეშ ჩრდილის ნოხები რომ უფენიათ
მეგობარი,
მწუხრისას რომ გამიხსენებს,
ჩემზე ფიქრით
რომ ადგება უთენია.

მენატრება
სხვა ასეთი ათასი რამ,
უნახავი
და ათასჯერ ნახულიცა:
მეზობელი,
კაცს რომ ისე არ გასწირავს,
ერთგულება
ასეჯერ თუ არ დაუფიცა...
თავპატიჟი - უსაზღვრო და უნაპირო,
სიამაყე - ჭირშიაც რომ გაიმედებს,
ქალიშვილი,
დღედაღამ რომ უნდა სდიო,
სანამ ერთხელ
გაღიმებას
გაიმეტებს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ხანჯალო ჩემო,ჯავარდნულო,მიყვარხარ მეტად...
ცივო, ელვარე ამხანაგო, ხარ უმკვეთრესი,
შურისგებისთვის ფიქრიანმა ქართველმა გჭედა,
სასტიკ ბრძოლისთვის შენ გლესავდა ლაღი ცერქეზი.

თოვლისფერ ხელიტ მომრთმევიხარ, ვით სახსოვარი,
და სულ პირველად, იმავ წუთში განშორებისა,
ზედ სისხლის ნაცვლად დასჩენოდა მტრთოლვარე ცვარი,
ცრემლი ნათელი- მარგალიტი მწუხარებისა.

და ის თვალები, იდუმალი კაეშნით სავსე,
შავი თვაელბი დაშტერებით მომჩერებოდნენ,
და მსგავსად სენი ციმციმისა მკრთალ ცეცხლის ალზე,
ხან ჩაქრებოდნენ, ხანაც ისევ აინთებოდნენ....

შენ თან დამყვები სიყვარულის მუნჯ საწინდარად
და მეც ყარიბი შენში ვხედავ ძვირფას მაგალლითს:
ჩემო ფოლადის მეგობარო,ვიქნები მარად
სულით უდრეკი, შენებრ მტრკიცე, შენებრ მაგარი.

ლერმონტოვი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ლოცვა

ჩემს სულში სევდა ძლიერი
დაისადგურებს როცა,
მხოლოდ ერთ უმშვენიერესს
მე ვიმეორებ ლოცვას.
სულს უნეტარეს ბგერებად
რის სეთანხმებაც სურდა,
თქვა ლოცვად,მისი მშვენება
იდუმალებით სუნთქავს.
სული ეჭვს ლოცვით იცილებს,
მიმსუბუქდება ტვირთი,
მჯერა,ვტირი და ვიცინი
და კვლავ მშვიდი ვარ,მშვიდი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ვარ მოწყენილი,ვარ მწუხარე!- გული ვის ვანდო,
ოდეს არბევენ სულს ქარიშხლები,
ნატვრა? რას გვარგებს მუდმივ ნატვრა,სურვილი მარტო?
წლები კი რბიან, ძვირფასი წლები.

მიყვარდეს-ვინა? შრომად არ ღირს ტრფიალი მქრალი,
არც შერიძლება გიყვარდეს მარად,
ჩემს სულს ჩავხედო?-ქი წარსულის წაშლილა კვალიც,
იქ ტანჯვაც,ლხენაც მოჩნას არარად.

რაა ვნებანი?მყის გაქრება ეს ტკბილი სენი,
როს მიანათებს გონების შუქი,
თუ დაკვირვებით ცივად განსჭვრეტ-ცხოვრება ჩვენი
არის ხუმრობა ბრიყვი და უქმი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
ს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
თუ ძალგიძს დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცე ,
და არ დაიბნე როცა თავგზა ებნევა ყველას
თუ ძალგიძს სიმხნედ ,შემართებად და რწმენად იქცე
როცა შენს ირგვლივ მკვდარი არი შენდამი რწმენა .
თუ ძალგიძს მკაცრი მოთმინებით ელოდო ხვალეს
ცრუს გაუტანელს არ მიაგო სიცრუე ავი ,
მოძულეს შენსას მძულვარება შეუნდო მალე
და თან არც ქრისტედ მოაჩვენო არავის თავი .
თუ შეგიძლია სულში მარად ოცნება რეკდეს
მაგრამ ოცნების არასოდეს არ გახდე მონა ,
გამარჯვებას და დამარცხებას თანაბრად შეხვდე
და ამ ორ თაღლითს მიეგებო ტოლად და სწორად .
თუ შეგიძლია გაიტანო სიმართლე შენი
ბრბომ სულმდაბალმა ვით აქცია ხითხითის საგნად ,
იხილო ერთ დღეს დანგრეული , სიცოცხლის დღენი
რასაც შესწირე და შენებას შეუდგე ახლად .
თუ შეგწევს ძალა , მაგიდაზე დააწყო ჩალად
რაც გაგაჩნია ,გიშოვნია სისხლით და ოფლით
წააგო წყნარად , წაგებული ჩათვალო არად
იშოვნო კვლავაც და სასწორზე შეაგდო რისკით .
თუ შეგწევს ძალა წარბი შეკრა ,მოთოკო გული
მოუხმო ნერვებს , გამაგრდე და ივარგო ასწილ ,
ეს მაშინ როცა სულიერად დაღლილს და დაცლილს
ნებისყოფაღა გეუბნება "წინ მეთქი გასწი ".
თუ შეგწევს ძალა ბრბოში იყო და დარჩე კაცად
მეფეებს ახლდე და ყოველთვის გახსოვდეს ხალხი ,
შენი ღირსება არ დაკარგო აროდეს არსად
მტერ მოყვარესთან პირდაპირი იყო და ლაღი .
თუ შეგწევს ძალა გაიაზრო ყოველი წუთი
აზრით დატვირთო სამოცივე თეხმარდი წამი ,
მაშინ შენია შვილო ჩემო ეს მიწის ბურთი
ადამიანიც მაშინ გქვია და გერქვას ამინ .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყოველ დღე მჯერა , რომ გნახავ
ხვალ ველი შენს ნახვას და ხვალე შორია
ხვალამდე არ ვიცი რა მელის ,
ისეთი გრძელია დღეის დღე ,
ისეთი ზანტია წუთთა სვლა
თვით წამში ათასჯერ დაითვლი .
წუთები ეს უნდო წუთები
ჩვენ შორის დგანან და მებრძვიან .
წუთები ხვალინდელ დღეს იცავენ
წუთებმა არ იცის ღალატი , უკან დახევა
წუთების მოსყიდვა ძნელია .
ხვალინდელი დღე არ სჩანს ,
ხვალინდელი დღე შორია .
არ ვიცი ხვალამდე რას უნდა გადვურჩე
არ ვიცი ხვალამდე თავს როგორ დავიცავ .
ხვალამდე თუ გავძლებ მჯერა რომ ხვალ გნახავ
მაგრამ წუთები ციხეა და ტყვედ ყავს ხვალინდელი დღე
შენ ტყვე ხარ წუთების ,
წუთები გდარაჯობს და შენს თავს მაშორებს .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
მცოდნოდა მაინც – როცა ვიხუმრე
და აიწია პირველად ფარდა,
რომ სტრიქონები სისხლად იხუვლებს
და ეს სიკვდილი იქნება მართლა _

არ ვისურვებდი ასეთ დაწყებას _
მე ამ ხუმრობით და ამ ქადილით,
ისე შორს იყო ფარდის აწევა
და მორცხვი ჩემი ცნობისწადილი.

მაგრამ სიბერე რომ ჰგავს, რომელიც
მსახიობისგან როშსა და კითხვას
და მხოლოდ თამაშს კი არ მოელის,
არამედ ნამდვილ დაღუპვას ითხოვს.

როდესაც სტრიქონს არ ეყოვნება
და ფიცარნაგი სისხლით ირწყვება,
თავდება მაშინ აქ ხელოვნება
და ბედისწერის სუნთქვა იწყება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
im dges davlocav roca shen gachndi
da sixarulis rekdnen zarebi,
shen gaumtele yvela shenianis
naiarevi gulis bzarebi..

gmertma gachuqa sicocxlis cyaro
bednierebis is didi grova,
siyvaruls eli..? ircmune misi
aucileblad is shentan mova..

tu cxovrebashi ar gagimartla
nu daeyrdnobi carsuls, im camebs
icxovre isev chveuli ritmit
gaigime da gmerti icame..

cxovrebis gzaze bevrs naxav shlegs
brboshi gaarchev kargasa da cuds,
mudam giyvardes xalxi ketili
da nurasodes sheaqcev zurgs..

giyvardes sheni garshemo myopni
da daapase mati sikete,
magram mshobelze dzvirpasi ar gyavs
da matze kargs shen vin giketebs..?!

ketilma sityvam, bchermetyvelebam
damakargina azrebi, goni..
agarc is maxsovs ra unda metqva
da uibiles gilocav mgoni..

dges ukve gaxdi shen didi gogo
da agaraxar arvis amara,
gilocav dabadebis dges
chemo sicoxlev,chemo patarav..

ეს ლექსი წეღან დავწეწრე,აბა თუ მოგეწონებათ..? :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined28 Jan 2008
Posts84
კარმა5
OFFLINEPROFILE
TsudoooO wrote:
ციტატა:
im dges davlocav roca shen gachndi
da sixarulis rekdnen zarebi,
shen gaumtele yvela shenianis
naiarevi gulis bzarebi..

gmertma gachuqa sicocxlis cyaro
bednierebis is didi grova,
siyvaruls eli..? ircmune misi
aucileblad is shentan mova..

tu cxovrebashi ar gagimartla
nu daeyrdnobi carsuls, im camebs
icxovre isev chveuli ritmit
gaigime da gmerti icame..

cxovrebis gzaze bevrs naxav shlegs
brboshi gaarchev kargasa da cuds,
mudam giyvardes xalxi ketili
da nurasodes sheaqcev zurgs..

giyvardes sheni garshemo myopni
da daapase mati sikete,
magram mshobelze dzvirpasi ar gyavs
da matze kargs shen vin giketebs..?!

ketilma sityvam, bchermetyvelebam
damakargina azrebi, goni..
agarc is maxsovs ra unda metqva
da uibiles gilocav mgoni..

dges ukve gaxdi shen didi gogo
da agaraxar arvis amara,
gilocav dabadebis dges
chemo sicoxlev,chemo patarav..

ეს ლექსი წეღან დავწეწრე,აბა თუ მოგეწონებათ..? :)
მალადეტ გაგა, კარმა ჩემგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ara, ver vxvdebi ra gsurs, ra ginda
ra rols TamaSob am did scenaze
dasdev da etrfi yvela kabians
male mazolebs igrZnob enaze.
daxvewili gaqvs teqnika, fandi,
magram gaTvlili marto sulelze
eg romantika, romelsac afrqvev
vxedav kargad Wris martosulebze.
ara, pirdapir saocreba xar
da romantizmis didi genia,
magram is mikvirs ratom ggnonia
vinc gagiRimebs yvela Senia?!
ara patarav, ase ar xdeba
zogze erTobi, zogs ki Sen arTob.
zogi ubralod dros klavs erToba,
zogs ki namdvilad bangav da aTrob.
magrad vxalisob am Sedegebze
ase realurs rom gavs yoveli
da TanavugrZnob yvela sacodavs
vinc Segan namdvil grZnobas moelis..
Cemgan gulwrfeli aplodismenti
swor mizans mudam, Sedegi axlavs
"sust sqess" memgoni ar ewyineba
leqsSi Tavis Tavs Tu dainaxavs...

ეს ლექსი კი მე მომიძღვნეს..=lol= =zer= =lol=
და ჩემ ნაშებსაცო.. LOOOL

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
იყო არაბეთს...

„იყო არაბეთს“... არაბეთს
არა ყოფილა არავინ!
საქართველოში იმხანად
ხელმწიფედ გვყავდა თამარი,
მგოსანიც გვყავდა — პირველი
წარჩინებულთა სიაში,
მაგრამ ეს კაცი რატომღაც
ცხოვრობდა... პალესტინაში!

„იყო არაბეთს“... ო, ღმერთო!
რისთვის დასჭირდა ქარაგმა?
ვეფხვივით აულაგმავი,
ნეტავ რა ძალამ ალაგმა
და საქართველოს მაგიერ
(ისეთი რა შეეფეთა?)
რამ ათქმევინა ქართველ კაცს:
„ინდოეთს შვიდთა მეფეთა“?!

რამ წაიყვანა უცხოეთს?
ვინ აუბნია გზა-კვალი?
ისეთი მტერი ვინ ჰყავდა
ულმობელი და მზაკვარი,
რომ კაცი, ცამდე მართალი
ღვთისა და ერის წინაშე,
გადააგდეს და დაკარგეს
შორეულ პალესტინაში?!

„იყო არაბეთს“... არაბეთს
არა ყოფილა არავინ:
საქართველოში იმხანად
მეფობდა დ ი დ ი თ ა მ ა რ ი!


/მიხეილ ქვლივიძე/

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
* * *

შენ ეი, "ხმელეთ-ზურმუხტო",

გამოიხედე აქეთ:

ნუთუ არ ღიზიანდბი,

როდესაც პირში გაქებთ,

ხოლო ზურგს უკან - ძირს გითხრით,

შეურაცხგყოფთ და თავს გჭრით

ჩვენი უზნეო "სიმკვირცხლით",

მოჩვენებითი გარჯით?!

ყალბი პრესტიჟის მონები -

ყალბისმქნელებიც გავხდით.

ვტრაბახობთ ჩვენი ქონებით,

სავსე სახლით და დახლით,

პურმარილებში თარეშით,

ხაშლამითა და ღომით,

ყველა ხვრელსა და ნახვრეტში

გაძრომა-გამოძრომით!

"ცა-ფირუზ"... მაგრამ სადღაა

ის საარაკო ფერი?!

ტიალ უდაბნოდ გამხდარა

შენი ყანა და ტევრი.

ისიც გაგვიხდა საკვეხნად,

რომ ვატყუილებთ მოყვასს:

ნავენახარში ნაგლეხარს

ახლა საზამთრო მოჰყავს!

გაირყვნა და გათაღლითდა,

ქვეყნის დაკარგა რიდი, -

რძისა და კვერცხის საყიდლად

გლეხი ქალაქში მიდის

და უხვად აქცევს სიმწრის ოფლს

ზვარში კი არა, დახლთან...

მ წ ა რ მ ო ე ბ ე ლ ი ვინც იყო,

მ ო მ ხ მ ა რ ე ბ ე ლ ი გახდა!

არ ვიცი, რა გვეშველება,

თუ არ შევიგნებთ ბოლოს,

რომ საქართველოს შვილები

ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობთ;

ჩვენი პატრონი - ჩვენვე ვართ,

არავინაა მეტი

და ჩვენს ხელშია "ცა-ფირუზ,

ხმელეთ-ზურმუხტის" ბედი!


/მიხეილ ქვლივიძე/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
ჩუმად გადიან დღეები, წლები,
უცნაურ სიზმარს დავეხსნა მინდა,
კვლავ შემომესმას ნაცნობი ხმები,
დრო გაქრეს, გულზე რომ მაწვა ბინდად.

იქ ვიღაც არის, სხივებში ჩანდა...
(ო, ისე, ზამთრის ღამით რომ ვნახე:
მავანის ლანდი ჩავლილი კართან
და უსწრაფესად გამქრალი სახე)
.

აი, მახვილი, მაგრამ არ მინდა...
ნეტა ეს ხელი ვინ დამიღალა...
მახსოვს, ვარსკვლავნი თვალმარგალიტად
ღამის ცაზე რომ გადაიყარა.

მავედრებელი სუსხი და შორით
ზღვა _ თოვლის ფრთებზე იწვა რომელიც,
შიში _ თვალთაგან გამონაჟონი,
ბებერი შიში შეუცნობელი

.

სიტყვა? ო, არა! რა იყო მაშინ?
ბუნდოვანება, ნისლი ფარფატა,
თითქოს გუგუნი ისმოდა ზღვაში
და შორდებოდა მიწას თანდათან.

მღეროდა ბაგე, არ ვიცი, მაშინ
გავიდა წამი, წუთი თუ წლები?!
და მავთულები წიოდნენ ცაში,
გულისწამღები ისმოდა ხმები.

მოულოდნელად, მე მახსოვს მხოლოდ,
რომ შემომესმა უცხო ძახილი,
მეძახდა შორი ხმა: ese homo
და გამივარდა უცებ მახვილი.

გადახვეული მქონდა იარა,
რომ ძარღვებიდან სისხლს არ ედინა,
მე დავემონე ძახილს მთლიანად,
თან მხიარული შუქი მეფინა.

გამოვერკვიე, უკან დახევა
არა მჩვევია მონური თრთოლვით,
დაე, შემეხსნას ჭრელი სახვევი
და ცხელმა სისხლმა გაათბოს თოვლი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
კარგი სტილია.
მაქსიმას, სასამართლოს მოსწონხარ, მაქსიმას...=ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი