შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
დაუკითხავად კი ვდებ, ამ სურათს მაგრამ, ვფიქრობ ყველას გაუხარდება ხატიას და ზურას ნახვა
მოგესალმებით ყველა დესპანელს,ბევრისათვის სასიამოვნო,ბევრისთვისაც არასასიამოვნო იქნება ხატიტას აქ გამოჩენა მაგრამ ეს ნაკლებად....ჩემი შემოსვლის ერთადერთი მიზანი იყო იმ ხალხისათვის გადამეხადა მადლობა ვინც ორი სიტყვა არ დაიშურა და მე და ზურას(ჩეს) ,,დესპანური ოჯახის" შემქმნა მოგვილოცა...პირველ რიგში უღრმესი მადლობა ჩემს ლ ი კ ა ს ნამდვილად არ ველოდი თუ ჩემს სურათს დესპანზე დადებდა,მადლობა ყველაფრისათვის საყვარელო,ამას დედპანს იქითაც გეუბნები=ko= ასევე დავკონკრეტდები და ყველა იმ წევრის სახელს ჩამოვთვლი ვინც ასე თუ ისე გაიზიარა ჩვენი ბედნიერება,
უღრმესი მადლობა ყველას,და გისურვებთ ულამაზეს,მშვიდობიან,და ბედნიერ ცხოვრებას,გფარავდეთ ღმერთი...,,დესპანის" ადმინისტრაციას დიდი მადლობა ამ საიტის შექმნისათვის,ბევრისთვის არარეალური,დაუჯერებელი,ამავე დროს ზოგისთვის სრულიად რეალური იყო ვირტუალური სიყვარულის რეალობაში მოყვანა,თუმცა ფაქტი სახეზეა...ჩვენ ეს რეალურად ვაქციეთ და ლამაზი,ბედნიერი და ქართული ოჯახი შევქმენით...და გაზაფხულის ბოლოს ჩემს ქვეყანას ქართველ შვილს ვაჩუქებ,არა ემიგრაციაში და უცხო მიწაზე,არამედ საქართველოს ტერიტორიაზე....სულ რამოდენიმე კვირაში გულში ჩავიხუტებ ჩემს საქართველოს....=ko=
გეფერებით ყველა დესპანელს დიდი სიყვარულით KHATITA27 & CHE
ხათიიიი აქ ჩატარებული ქორწილი ხომ არ გავიხსენოოთ თავის დიმპიტაურიით? მაგარი იყო.თუ გაიხსენებ რამდენი მზითები გაგატანე ბედნიერები იყავით და გამრავლდიიით. უფალს შევევედრები ტყუპები იყვნენ მიყვარხართ ჩე მომიკითხე გულით
XHATITA27 და CHE,ძალიან გამახარეთ, თქვენი კარგად ყოფნით. როგორ მინდოდა გამეგო თქვენს შესახებ, თუ როგორ იყავით. ზურია მომიკითხე. მაგის მოყოლილი ანეგდოტები მომენატრა.=lol= შენ კიდევ, ბედნიერ დედობას გისურვებ, გამრავლდით და გაიხარეთ.
ბედნიერება და სიყვარული ყოფილიყოს თქვენი ლამაზი ოჯახის თანამგზავრი. სადაც ფეხი დაგედგათ , ყველგან სიკეთე და სილამაზე გეთესოთ და გემკათ. გამრავლდით და გაიხარეთ საქართველოს ერთგულო შვილებო. ჰფარავდეს უფალი თქვენ სავალ გძასა და საკეთებელ საქმეს. ჯანის სიმრთელე და სულის სილაღე......
ზურას( ვინც ზურა არ არის ნუ წაიკითხავს) არა ძმაო, ზოგს რომ ბედი აქვს...გავხსენი "დესპანი" და შემომცინის ანგელოზი,ოცნებებში დახატული ქალი, რა ქალი, ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი,ბერძენ კერპებს გამოქცეული ქალი- ქალ-ღმერთი. მაგრამ რათ გინდა , საქორწინო კაბა აცვია და არც მე ვარ ზურა..... რაც ყველაზე სახალისოა, სურათის ბოლოს მიუწერიათ:"აჰა დამბაჩა და სველი თოვლი, მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ..." უსამართლობა იქნება ჩემგან , შენი დუელში გამოწვევა. ვიცნობ ჩემ თავს, ვიცი,რომ ათი შესაძლებლობიდან ცხრა ჩემია.=lol= არა და ასეთი ლამაზი ქალი შევიყვარო არც მისი ქმრის არსებობა მანაღვლებს, არც ნამუსი მაწუხებს და არც ჩვენს შორის გადაჭიმული ოკანე მაშინებს. ამისთანა ქალის სიყვარულს მოპოვება უნდა და ამის მოსაპოვებლად მსხვერპლი რა სალაპარაკოა. ბედი გქონია ძმაო, ბედი გქონია, რომ ქალად დავიბადე.... და დღეის შემდეგ მხოლოდ დაგილოცავ მაგ დიდ სიყვარულს და გისურვებთ გ ა მ რ ა ვ ლ ე ბ ა ს.
უღრმესი მადლობა ყველას=ko= pizchela ზურა არ ვარ მაგრამ მაინც გამექცა თვალი და წავიკითხე,თუმცა ზურა ცოტა მოგვიანებით წაიკითხავს როცა სამსახურიდან დაბრუნდება, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის=sher=