შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
კიბეზე ვარ ასული და ჭერზე "გიბსო-კარდონის'/ აქაურად "შიტროკი" ჰქვია/ დიდ ფილას ვაკრავ. დამხმარე მყავდა ერთი გაუბედურებული და უტვინო, სუდანელი არაბი. ინგლისურთან, "ცოტა"უკმეხად იყო. ჩამომივარდა ჩაქუჩი და მაღლიდან ვეძახი:give me a hummer.ქვემოდან შტერის გამომეტყველებით შემომცქერის. უმეორებ: HUMMER, HUMMER. პირველად დრელი მომაწოდა, მეორედ პილასოსი ჩართო. არადა მძიმეა ეს ფილა, დაახლოებით 1,20სმ-2,40სმ-ზე, მარტოს მიჭირავს. რო ამომიყვანა ყელში, ქართულად დაუღრიალე ზემოდან: ჩაქუჩი, ჩაქუჩი შე ჩემის თვრამეტიანოთქო. "სასწაული" მოხდა:-ააა, ჩაქუჩ. გაიქცა და ჩაქუჩი მომაწოდა. თურმე ჩაქუჩი, არაბული სიტყვა ყოფილა.