შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ხან ოცნება გამრიყავს- შენში ასე რა მიყვარს... შენს შეხვედრას რად ველი, რა მაქვს შენთვის სათქმელი? მიყვარს მოზარზეიმე შენი ჰანგის ნოტები, ჩემი ნედლი კვირტებით სავსე შენი ტოტები. კვლავ შენსკენ გამორბიან ოცნებები ურჩები, სიყრმის ბაირაღებით მოგიქარგავს ქუჩები. სიხარულით აფეთქდა დანაღმული ბავშვობა, თუმცა უკვე გაფრინდა. რა ხანია დამშორდა, ხარ ოცნების სათავე ღიმილი და იმედი, და მიყვარხარ რაც იყავ, რაც ხარ სწორედ ისეთი. დუმილს რიდე ავხადე ღირსეულად დაგხატე? გული მძევლად გიბოძო? კი ბატონი,ახლავე! სიყვარულში იცოდე ნურასოდეს დამზოგავ, მხოლოდ თვალისჩინივით შემინახე ბავშვობა.