↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts515
კარმა53
OFFLINEPROFILE
სამშობლოს არვის დაუთმობ
ნურც ნუტვინ შემეცილება.
თორემ ისეთ დღეს დავაყრი
მკვდარსაც კი გაეცინება=cxeni= =cxeni=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ია ია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემი საყვარელი ლექსი.
სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი.
ჩემი ცხოერების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.

შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა -
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს ააელვარებს.

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე! დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები,
შენს ფერხთქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი,
მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყვეტილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამენათევი და ნამთვრალევი
ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე!
ნაწარმოების წყარო: http://www.nplg.gov.ge/gsdl/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
გაიხარე ზვიგენ.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
,,ვარსებობ შენით,ვცოცხლობ შენით,

ვსულდგმულობ შენით...

ჰო,მე კი მშველის ღიმილი შენი,

ალერსი შენი,ჩურჩული შენი,

მაგრამ შენ გყოფნის?

ყოფნის შენს ლოდინს რასაც გიმზადებ?

დღევანდელისთვის მე გიხდი ბოდიშს,

არ გამიბრაზდე...

უბრალოდ ზოგჯერ ამოვიჩემებ-მარტო ჩემი ხარ!

და ალბათ ესეც ბრალია იმის...

მომნატრებიხარ..."


სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ბაღთან ძეგლია, ცათამდე ადის,
ხელში უჭირავს რა თავის ქალა,
განთიადიდან განთიადამდის
დგას – გარინდება მან დაივალა. =ko=

მას გაზაფხული ვარდის ღილებით
რთავს, მოწიწება არ აქვს მონური,
მისთვის ერთია – ეს ყვავილები
ნამდვილი არის თუ ხელოვნური. =ko=

ის ლაპარაკობს დროთ საზღვარს იქით
დენონიური, სასტიკი, ხმელი,
და სივრცეებში თანაბრად იგი
შეშლილია და წინასწარმთქმელი. =ko=

მაგრამ როს ნისლი გაიფანტება
და ჟამი მოვა ალთა დანთების,
მის წინ ქუჩაზე გაილანდება
მთელი მდინარე დემონსტრანტების. =ko=

მასში მიმავალთ ის ხელებს უწვდის,
იგი აქ არის ამ გამთენიას,
ის ეხლავ ხედავს და აღარ უცდის
თავისუფლების მებრძოლ გენიას.=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ციცი ძალიან მომეწონა ლექსი და კარმუშკუნაც ვაფრინე საყვარელო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მანა მიყვარხაარ და ჩემგანაც მიიღე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა -
უცხო სამოთხეები?
კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები?
თუ დრომ გადაუარა
და ჩაუქრო ალები?
მოვდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი, სადა ხარ
და რომელსა მხარესა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გარეთ წვიმს და თოვს,
სახლში მოსვლას მთხოვს
წვიმის წვეთები და ქარიშხალი.
გარეთ თოვს და წვიმს,
დავიწყებულ სიმს
გულში ატოკებს ქვითინი მწყრალი.
ვიგონებ ჟამს, როს
სიყმაწვილის დროს
ხორცშეუსხმელი მიყვარდა ქალი...
გარეთ წვიმს და თოვს,
სახლში მოსვლას მთხოვს
წვიმის წვეთები და ქარიშხალი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გახსოვს, თიბათვის თეთრ ღამეებში,
ოდეს ნათელი მთვარის, რძისფერი,
გადავლებოდა ტბებს და ხშირ ტყეებს
და გამჭირვალე იყო ეთერი?=fiqri=
რიონის ზვირთი როგორ არხევდა
ცის ელვარებას გულში ჩანაქსოვს,
როგორ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი,
წარსულო დროო, მითხარ, ხომ გახსოვს? =fiqri=

მე აღტაცებით ვმღეროდი მაშინ
და სიყმაწვილე თრთოდა ჩემს გულში,
მე ვივიწყებდი მთელ დედამიწას
შენს ნაზ ალერსში, შენს ტკბილ ჩურჩულში...=fiqri=
წარვიდა, გაჰქრა ჟამი ნეტარი...
ახლა სიყვარულს გული აღარ გთხოვს,
არ გთხოვს არაფერს, ოღონდ მითხარი,
ეს ყველაფერი ხომ ისევ გახსოვს? =fiqri=

სადა ხარ ეხლა? კვლავ მარტოდმარტო
რიონის პირას ვდგავარ მოკლული.
იგივ ღამეა, იგივ ნათელი,
და მეკუმშება ტანჯვებით გული.=ko=
მწარე ღიმილით, უხმო ღიმილით
ვუახლოვდები, მაგრამ მშორდება
დრო – რომელსაც სულს ვერ დაავიწყებ,
დრო – რომელიც არ განმეორდება!=ko= =fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლურჯა ცხენები

როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.

მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.

შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!

იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:
ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;
გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება,
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.

ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!
ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია!
ახლა კი სამარეა შენი განსასვენები!

რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის, შენს სახელს?
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს?
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!

მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა:
მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება.

მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,
ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,
როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენ გარყვნები აშკარა არის,ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად;
შენი სხეული ნაქანდაკარი ხელიდან, ხელში წავა ფარულად;
შენ გაირყვნები ,როგორც ბიანკა მე ასე ვფიქრობ ,მე ასე მჯერა;
შენ გაირყვნები ო!ისე სწრაფად როგორც არავინ გარყვნილა ჯერა;
შეკვეცილ გრძნობით სხვის ვნებას დაღლი,დაგეწურება მკერდი მტევნებად;
და სადაც წახვალ ვით ქუჩის ძაღლი სიძვა,მრუშობა აგედევნება;

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
telmani wrote:
ციტატა:
შენ გარყვნები აშკარა არის,ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად;
შენი სხეული ნაქანდაკარი ხელიდან, ხელში წავა ფარულად;
შენ გაირყვნები ,როგორც ბიანკა მე ასე ვფიქრობ ,მე ასე მჯერა;
შენ გაირყვნები ო!ისე სწრაფად როგორც არავინ გარყვნილა ჯერა;
შეკვეცილ გრძნობით სხვის ვნებას დაღლი,დაგეწურება მკერდი მტევნებად;
და სადაც წახვალ ვით ქუჩის ძაღლი სიძვა,მრუშობა აგედევნება;

=haa= =haa= ვინ თქვა არ მხიარულობენ დესპანელებიოოოოო=haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
liako2008 რატომ იცინი? (არ გეწყინოს) ვერ გავიგე =fiqri= =fiqri=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი