↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
ელჩი- გიორგი! გუგუა- გიორგი! გფარავდეთ წმინდა გიორგი!
შეგეწიოთ, მისი ძალა და ძლიერება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ელჩს! მირჩევია ჩემს ე-მაილზე გამომიგზავნო, კარგი? E-mail: Gugua56@gmail.com აქ მირჩევია... რაც შეეხება წინა წერილს უკვე ავტვირთე ასეთი სახით, მაგრამ არა უჭირს, მერე გადავაკეთებ :)

35. ამერიკაში, ამ გადაკარგულ ქვეყანაში, პირველი სამსახური ირანელთან ვიპოვე, სარეკლამო ფირმა ჰქონდა. უფრო სწორედ, სარეკლამო ნეონის აბრებს ამზადებდა. მერე ფირმებს და კომპანიებს ფასადებზე უმონტაჟებდა. გაიგო თუ არა, რომ "გურჯი" ვიყავი, მაშინვე ამიყვანა სამუშაოზე, არ დაგავიწყდეთ, მე მაშინ ინგლისურის ბევრი არაფერი არ გამეგებოდა. დაახლოებით 6 თვე ვიმუშავე იმ კაცთან, ბევრ თავისი თანამემამულესთან ჰქონდა კავშირი, როცა მოსდიოდნენ, ეუბნებოდა, ნამდვილი გურჯი უნდა გაჩვენოთო. მე, ვიცი, რასაც ვწერ ეხლა − ამ ადამიანების თვალებში და ქცევაში ვხედავდი უდიდეს პატივისცემას ჩემი ერის წინაშე. "გურჯები", მაგრები და ლამაზები ხართო. ყოველთვის ამას იმეორებდნენ: ინგლისური სიტყვა GORGEOUS (გურჯეს), თქვენგან წარმოსდგებაო. (GORGEOUS − ნიშნავს, სრულყოფილს, ყველა სიამით შემკობილს). “elchi”. ა.შ.შ.

36. გამარჯობა “elchi”! გამარჯობა გუგუა! “ელჩი”, ძალიან გამახარა შენმა მონათხრობმა. მეც ძალიან ბევრი შემთხვევები მქონია გერმანიაში, როდესაც ირანელებს ქართველები წინა პლანზე დაუყენებიათ, როდესაც გაუგიათ, რომ გურჯები იყვნენ. ჩემი ვაჟი გერმანიაში რომ ჩამოვიდა, მხოლოდ ინგლისურად ლაპარაკობდა. ირანელი ეძებდა ერთ კაცს სამუშაოზე. რადგანაც აქ სამუშაოები ძალიან ჭირს, ექვსი გამოცხადდა ერთ ადგილზე. ირანელმა მარტო განცხადებები გადაიკითხა (აქ წერია ეროვნება) და თქვა ჩემი შვილის გვარი, ამას ავიყვანო. (მე, როგორც თარჯიმანი თან ვახლდი.) ვკითხე: "დასაწყისში ალბათ ინგლისურად გაართმევთ საქმეს თავს მეთქი?" მიპასუხა:" მე ისე ვიცი ინგლისური, როგორც ამან გერმანულიო." თქმით რას ვეტყოდი, მადლობის მეტს, მაგრამ სახეზე ალბათ დიდი გაკვირვება გამომეხატა; რადგან ასე მითხრა:" იცით რა, მე ირანელი ვარ (ჩვენ მაშინ არ ვიცოდით სადაური იყო) და ჩემთვის ირანში ირანელი და გურჯი აბსოლუტურად ერთი და იგივეა. მე ერთი უბედური შემთხვევა მქონდა, ჩემს სამშობლოში და ერთ გურჯს რომ არ გადავერჩინე, ახლა დაახლოებით ათი წლის მკვდარი უნდა ვიყოო. ასე, რომ სამადლობელი მე მაქვს-ო". მას შემდეგ რამდენიმე წელმა გაიარა. იგი ჩემს შვილს ყოველთვის "გურჯო"-თი მიმართავდა. ერთხელ ერთ თანამშრომელს უკითსავს: "რა არის "გურჯო", ეგ ხომ არც სახელია მისი და არც გვარი?"-ო "ეგ ჩვენს ენაზე "შვილოს, ძმაოს, მეგობაროს, ნიშნავს"-ო, უპასუხია ირანელს. ჩემმა შვილმა, რომ ეს მომიყვა, გავოცდი და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თურმე შეიძლება დაივიწყო წარსული ბედის უკუღმართობა და უძმო, უმეგობრო და შეიყვარო ის ერი, რომელთანაც პურს, წყალს და ჰაერს იყოფ. ჩემთვის ეს ერთი ირანელი, მთელი ირანელი ხალხის სახეა, რომლებმაც გულში ჩაიკრეს, ჩემი ლამაზი და ერთგული, სამშობლოდან გადახვეწილი ქართველები და ჭირი და ლხინი ერთად გაიზიარეს. დიდი ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. ნანა ფიცხელაური. გერმანია.

www.fereidani.ge
”შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები” – ”ქართული დიასპორა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ყველა გიორგის, ქალბატონ ნანას და ყველას, ყველას! გილოცავთ ჭეშმარიტად ქრისტიანულ დღესასწაულს - გიორგობას! ხვალ დაპატიჟებული ვარ საგარეჯოში მცხოვრებ ფერეიდნელ მხატვარ ალი ასლანიშვილთან! რა თქმა უნდა მალე საიტში იხილავთ!
გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა! ( ერთ წუთს არ კარგავ.:) )

ოღონდ მეგონა, რომ უფრო "გაასალაშინებდი".
რა თქმა უნდა ყველავერი მომწონს. და ცოტაც მეამაყება.(ხო მაქვს უფლება?)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
ფერეიდნელ ქართველებს!

გფარავდეთ წმინდა გიორგის ძალა!

შეგეწიოთ მისი მადლი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა,გუგუა!
მომიკითხე ასლანიშვილი დიდი სიყვარულით.
მერე რა რომ არ ვიცნობ...
მთავარია რომ ბატონი ალიც ისე მიყვარს , როგორც ყველა ფერეიდნელი ქართველი.
ცოტა კი მშურს შენი გუგუა.მე ხომ ,ჯერ არცერთ ფერეიდნელ ქართველს არ ვიცნობ.

მანდ რომ ვიყო, ხვალე მეც წამოვიდოდი.:) ნანა (გერმანია)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Sep 2008
Posts328
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემს დაბაზში მთავარ მწვრთნელთან ერთად კიდევ 4-5 მწვრთნელია.რომლებიც ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ ჩვეულებრივ.ერთ-ერთი ირანელია.ჩემი ეროვნება,რომ გაიგო, იმის მერე ყველაფრით მეხმარება რაც შეუძლია. ძირითადი ვარჯიშის დამთავრების შემდეგ,რჩება და დამატებით მავარჯიშებს(ჩვეულებრივ არავინ არ იწუხებს თავს),რჩევებს მაძლევს, რა როგორ ჯობია რომ გავაკეთო და როგორ წამოვდგე ფეხზე.შინაურივით მიმიღო,როგორც თავისიანი.თქვენი წერილების წაკითხვის შემდეგ,ახლა უფრო მეტად მესმი და ვაფასებ .

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined11 Apr 2008
Posts64
კარმა0
OFFLINEPROFILE
:)))) ზოგი რა მიამიტია სოფია არაა? რა კეთილი ირანელი შეგხვედრია ვარჯიშის მერე წამოდგომაში გეხმარებაა არაა ქართველი რომ ხარ მარტო მაგის გამოო?:))საინტერესოა დანარჩენები რატო არ იწუხებენ თავეს:))

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
საბა! =fiqri= შენს კომენტარს გადაუყლაპავი ნერწყვის გემო აქვს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ქალბატონო ნანა! თქვენს მოკითხვას ნახევარ საათში უკვე გადავცემ ალის! სანამ სახლიდან გავიდოდი, აქ "შემოვირბინე",
საბას კი ცოტა კორექტურობისაკენ მივუთითებ :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
saba მაპატიე მაგრამ ჯერ იფიქრე და მერე წერე.=fiqri= =fiqri= =fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გუგუა გილოცავ წმონდა გიორგობის დგესასწაულს მრავალს დაესწარი
ჯამრთელი და ბედნიერი.=ko= =ko= =ko= =sher=
ფერეიდნელებს სიცოცხლე და გამარჯვება მატაც მივულოცავ გიორგობის დგესასწაულს დავუსურვებ ყოველივე კარგს=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა! დგეს სანამ საგარეჯოში ჩავიდოდით ალისთან, გზად წმინდა ნინოს ეკლესიაშიც შევიარეთ... სულიერი ცხონებაა... ფოტოებს დამუშავების შემდეგ შემოგთავაზებთ! გაიხარეთ ორსავ სოფელშა შიდა!
გიორგი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა ! უფრო ვრცლად დაწერე რა "სულიერ ცხონებაზე", გთხოვ. ნანა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
კიდევ რა მოხდა ალისთან? ხომ მოგვიყვები.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი