↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გილოცავთ მართლმადიდებულ დღესასწაულს(მილოცვები)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 338 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
რა ხდება ხალხო ერთმანეთს აღარ გინდათ მიულოცოთ მთავარანგელოზობაა?
გადამალეთ საიტი ეგრევე

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined22 Nov 2008
Posts135
კარმა0
OFFLINEPROFILE
გილოცავთ გიორგობას

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined08 Jun 2008
Posts8
კარმა0
OFFLINEPROFILE
გიორგობის ძალა და მადლი ფარავდეს მთელ საქართველოს. პირველ გიორგობას ვულოცავ ლიზი ბუჩუკურს, მისი მოვლენით გახარებულ მარის და კახაბერს კი ყოველივე კარგს ვუსურვებთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ციცი შენ ისე კარგად გაქვს ყველაფერი გაშუქებული, მე ვერაფერს დავამატებ. მხოლოდ მოგილოცავთ გასულ მთავარანგელოზობას და დამდეგ გიორგობას. გიორგის მადლი და ძალა ნუ მოაკლოს ღმერთმა ჩემს საქართველოს, ჩემს ქართველ ერს, ჩემს დესპანს და თვითოეული დესპანელის ოჯახს.
ციცი შენ კი დიდი სიამოვნებით შემოგინახე სამხრისთვის დესერტად კარმა და მოგართმევ კიდეც.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ციციიიიიიიიიიიი შემეშალა და ტარზანს ვაჩუქე შენი კარმააააააააააააა. არაუშავს ხვალ აუცილებლად უთენიაზე შენ გაჩუქებ. ტარზანს კი შეარგოს ღმერთმა ისიც იმსახურებდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Nov 2008
Posts75
კარმა0
OFFLINEPROFILE
მეც გილოცავთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Aug 2008
Posts1679
კარმა0
OFFLINEPROFILE
ციცი,გილოცავ გიორგობას მისი მადლი შეგეწიოთ ,დიდხანს იცოცხლეთ თქვენს ოჯახთან ერთად,ხვალ რო მოგართვათ კარმა ქალბატონო,ხომ არ მიწყენთ?=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Aug 2008
Posts1679
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყველას გილოცავთ ქართველებო გიორგობის დღესასწაულს,მისი მადლი შეგვეწიოს,გაიხარეთ:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ჩემო, დახატულო ერის შვილებო, დავიწყებ უკვე გიორგობის ულამაზეს დღესასწაულის მილოცვას, ყველა გიორგისთვის და ყველა ქართველისთვის. გამიმრავლდით, ბედნიერება დამენახოს, თქვენს ბრდღვიალა და უძირო თვალებში. "დადებით უსასრულობამდე" მიყვარს, ჩემი ჯიში და მოდგმა. ყველა მინდა, რომ ერთად იყვეთ. ჩემი ყველაზე დიდი ნატვრა: ქართველების ერთად ყოფნაა.
გოგი დოლიძის სიმღერას შეგახსენებთ," ქართველების ერთად ყოფნა, დამილოცე ღმერთო".
დალოცვილები და მედგარნი იყავით.
ძალიან ბევრნი იყავით რაა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყველა ქართველს და საქართველოს ჰფარავდეს წმინდა გიორგის ძალა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Sep 2008
Posts328
კარმა0
OFFLINEPROFILE
საქართველოს ქართველებსა და ყველა სხვა ქვეყანაში გაფანტულ მამულიშვილებს გილოცავთ გიორგობას, მისი მადლი შეგწეოდეთ ყველა კარგ და კეთილ საქმეში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მოგილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს გიორგობას დაესწარით მრავალს ჯამრთელები ბედნიერები სიხარულით და სიყვარულით აგსავსეები=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
წმიდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა. ცნობილია, რომ ის წმიდა ნინოს ნათესავი და დიდგვაროვანი ოჯახის შვილი, თვითონაც მორწმუნე, მდიდარი, ჭკვიანი, ლამაზი და დიდი ვაჟკაცი იყო. მან ისე გამოიჩინა თავი, რომ რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ თავის მხედართმთავრად დანიშნა. თვითონ დიოკლიტიანეს სძულდა ქრისტიანები, რადგან ისინი მეფის კერპებს არ სცემდნენ თაყვანს. ამაყი დიოკლეტიანესთვის კი მთავარი იყო, ხალხს მისი დადგენილი წესები შეესრულებინა, ისინი მორჩილნი ყოფილიყვნენ; სიმართლეს და ნამდვილ ღმერთს კი ის არც დაეძებდა. თავისი მეფობის ბოლოს მან ქრისტიანებს დევნა დაუწყო, იჭერდა და კლავდა მათ.

ეს რომ წმიდა გიორგიმ გაიგო, ბევრი არ უფიქრია; გაყიდა თავისი მამული, ქონება ღარიბებს დაურიგა, მივიდა იმპერატორთან და გამოუცხადა, რომ თვითონაც ქრისტიანი იყო. დიოკლეტიანეს გაუკვირდა და უთხრა: შენ პატივცემული ადამიანი ხარ, თუ ჩემს და ჩემი ღმერთის სამსახურში იქნები, არც სიმდიდრე მოგაკლდება, არც ძალაუფლება, მთელ ცხოვრებას უზრუნველად გაატარებო. გიორგიმ კი უპასუხა - „ნეტავ შენც შეგეძლოს, ქრისტე ირწმუნო, მიხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი დროებითია, ქრისტე მარადიული მეუფეა, მის სიყვარულს სხვა ვერაფერი შეედრება. ის მომანიჭებს დიდებასაც და გამარჯვებასაცო“.

დიოკლეტიანე სასტიკად განრისხდა. მისი ბრძანებით გიორგი თოკზე ჩამოკიდეს და შუბი აძგერეს, მაგრამ ასხლეტილი შუბი უკანვე გამობრუნდა, სისხლმა კი ცვარივით გამოჟონა. იმპერატორი სხვადასხვა სასჯელით, წამებით ცდილობდა მისი რჩეული მხედართმთავრის რწმენა გაეტეხა: ჯერ საპყრობილეში ჩააგდო, ფეხებზე ბორკილები დაადო, გულზე კი - უზარმაზარი ლოდი. შემდეგ გააკრა მბრუნავ ბორბალზე, რომელშიც ბასრი რკინები ჩაემატებინათ და ასე დაუფლითა სხეული. მერე ლურსმნებიაანი რკინის სანდლები ჩააცვა და ასე ათრევინა, შემდეგ ისე აცემინა მათრახებით, რომ მოწამის სისხლი და ხორცი მიწას შეერია, მერე ისევ საპყრობილეში ჩააგდო. წმიდა გიორგი არ შეშინებულა. ის მადლობდა ღმერთს და ლოცულობდა, უფალს მიეცა ძალა, რომ ყველაფრისთვის გაეძლო, რათა ყველას დაენახა და ერწმუნა, რომ ქრისტეა ნამდვილი ღმერთი. იესოც არ ტოვებდა გიორგის, ეცხადებოდა, ამხნევებდა, აძლიერებდა, უგზავნიდა ანგელოზს, რომელიც ჭრილობებს უმთელებდა და ყველა განსაცდელისგან უვნებელი და ცოცხალი გამოჰყავდა. ქრისტეს ძალით გიორგი ყველას თვალწინ ახდენდა სასწაულებს. აღადგინა საუკუნეების წინ გარდაცვლილი ადამიანიც. საპყრობილეში მასთან მისულ უამრავ ადამიანს ასწავლიდა ქრისტეს სარწმუნოებას.

წმიდა გიორგის რწმენისა და ვაჟკაცობის მნახველმა უამრავმა ადამიანმა ირწმუნა ქრისტე, დიოკლეტიანეს კერპების მსახურებმაც, თვით დედოფალმა ალექსანდრამაც. გამხეცებული დიოკლეტიანე ყველას სიკვდილით სჯიდა, სამწუხაროდ, მან ვერ აღიარა გიორგის სიმართლე, რადგან გული ბოლომდე ცოდვებით, ბოროტებით, ამპარტავნებით ჰქონდა სავსე და იქ ქრისტესათვის ადგილი აღარ დაეტოვებინა. 303 წლის (23 აპრილს) 6 მაისს, პარასკევ დღეს ის მახვილით მოკლეს, მაგრამ მოწამე არ დამარცხებულა, ქრისტეს საყვარელი მარადიული მხედარი უფალმა უდიდესი ძალით, ღვთის მადლით დაასაჩუქრა, რითაც წმიდანი ყველა ქრისტეს მეგობარს აგერ, უკვე რამდენი საუკუნეა ეხმარება.

წმიდა გიორგი განსაკუთრებით უყვართ საქართველოში, სადაც მას მრავალი სასწაული მოუხდენია. ქართლის ცხოვრებაში აღწერილია, რომ დიდგორის ბრძოლისას დავით აღმაშენებლის ლაშქართან ერთად თავად წმიდა გიორგი იბრძოდა.

გიამბობთ ერთ სასწაულს: საქართველოში, სოფელ ილორში, ერთ მღვდელს, მაშინ როცა ის წირვას ასრულებდა, ოსმალებმა შვილი მოსტაცეს. მღვდელი ძალზე შეწუხდა, მაგრამ წირვა არ მიუტოვებია. ღმერთს შესთხოვდა შვილის დაბრუნებას. და აი, გატაცებულ ბავშვს თეთრცხენოსანი მხედარი დაეწია, ბავშვი გაათავისუფლა, შემდეგ მამას დაუბრუნა და გაუჩინარდა. ეს მხედარი წმიდა გიორგი იყო.

კაბადოკია - ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა იყო, შემდეგ იგი ოსმალებმა დაიპყრეს. დღეს ეს ქვეყანა აღარ არსებობს, თუმცა თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც ის ადრე ყვაოდა, დღესაც არის შემორჩენილი კაბადოკიური კულტურის ძეგლები: ტაძრები, კლდეებში ნაგები ქალაქები და ტურისტებს მათი დათვალიერების საშუალება აქვთ. ისტორიული წყაროების მიხედვით, კაბადოკია უძველეს დროში ქართული ტომებით იყო დასახლებული და შესაძლოა წმინდა ნინო და წმინდა გიორგიც მათი შთამომავალნი ყოფილიყვნენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

წმიდაო გიორგი, ჩვენ, დღევანდელ ქართველებსაც ძალიან გვიყვარხარ. სთხოვე იესოს, რომ მოგვცეს შენი მსგავსი რწმენა, რომ ყველა კეთილ საქმეში გავიმარჯვოთ.

შეგვეწიოს მისი მადლი ჩემო ქართველებო მიყვარხაართ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
tartaletka wrote:
ციტატა:
ციცი,გილოცავ გიორგობას მისი მადლი შეგეწიოთ ,დიდხანს იცოცხლეთ თქვენს ოჯახთან ერთად,ხვალ რო მოგართვათ კარმა ქალბატონო,ხომ არ მიწყენთ?=ko= =ko= =ko= =ko= =ko=
გაიხარე საყვარელო ბედნიერი იყავი.საჩუქარი კიდევ ძალიან გამეხარდება (ყოველთვის).ჩემზე იყოს მეც მოგართმევ 6 საათის შემდეგ გაცემული მაქვს უკვე

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 338 posts ] 
გილოცავთ მართლმადიდებულ დღესასწაულს(მილოცვები)
დესპანი