↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გილოცავთ მართლმადიდებულ დღესასწაულს(მილოცვები)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 338 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
გილოცავთ გიორგობას! მრავალს დაგვაწროს ღმერთმა. შეგვეწიოს მისი მადლი
ქართველებს. ჩვენი დესპანის , ყველა გიორგის ვულოცავ.=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ყველას, ყველას, ყველას!

გილოცავთ გიორგობას,წმინდა გიორგი იყოს ჩვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ტარტალეტკა ჩაგაბარე დანაპირები=ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 May 2008
Posts351
კარმა3
OFFLINEPROFILE
ჩემო საქართველო და ქართველებო

გილოცავთ გიორგობას. წმინდა გიორგის მადლი, ძალა და სიმტკიცე იყოს ჩვენი მფარველი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
გილოცავთ წმინდა გიორგის დღესასწაულს
გფარავდეთ მისი ძალა და მადლი თქვენ და სრულიად საქართველოს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
შენც გილოცავ მაიკო, აღარაფერი ცუდი, მარტო ლხინი და სიკეთე დაგბედებოდეს, გფარავდეს წმ. გიორგი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გილოცავთ ქართველებო

=ko=
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება

=ko=
გარშემომყოფნი განცვიფრებულნი იყვნენ მარიამის გონიერებით. იგი თავისი ასაკის სხვა ბავშვებს არ ჰგავდა. აი, გავიდა სამი წელი და დადგა მარიამის ტაძრად მიყვანების დრო. ნაზარეთში ამ დღესასწაულზე იოაკიმესა და ანნას მრავალი ნათესავი და ახლობელი შეიკრიბა, აქვე იყვნენ მარიამის თანატოლები, რათა იგი ტაძარში გაეცილებინათ. ყველა გაემართა იერუსალიმისკენ, რომელიც ნაზარეთიდან სამი დღის სავალზე იყო.

აი, გალობითა და ანთებული სანთლებით, მიაღწიეს ტაძრამდეც. კიბე, რომელიც ტაძარში შედიოდა, 15 საფეხურისაგან შედგებოდა. მართალმა მშობლებმა ქალწული მარიამი პირველ საფეხურზე დააყენეს. დამსწრეთა განსაცვიფრებლად სამი წლის მარიამმა სხვათა დაუხმარებლად სწრაფად აიარა კიბე და ბოლო საფეხურამდე ავიდა. აქ მას მღველთმთავარი ზაქარია დახვდა, რომელმაც წმინდა ქალწული ტაძრის ყველაზე წმინდა ადგილას, ე.წ. „წმიდათა წმიდაში“ შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარს ჰქონდა შესვლის უფლება. მაგრამ ეს ღვთის შთაგონებით მოხდა.

მღვდელმთავარმა მარიამს წმიდათა წმიდაში სალოცავად ადგილი მიუჩინა. მოხუცებული მშობლები კი სახლში დაბრუნდნენ.

სამი წლის მარიამი ტაძრად მიყვანების შემდეგ მოათავსეს ქალწულთა სავანეში, რომელიც უძველესი დროიდან არსებობდა. უფროსი ქალწულები, მღვდელთმთავრის კურთხევის მიხედვით, მას წმიდა წერილის კითხვასა და ქალის ხელსაქმეს ასწავლიდნენ. მას კითხვის, საქმის და დასვენებისათვის განკუთვნილი ადგილი ჰქონდა გამოყოფილი, ტაძარში მხოლოდ სალოცავად შედიოდა.

დადგენილი კანონისამებრ ის ალიონზე დგებოდა და დღეში სამჯერ ლოცულობდა: დილას, შუადღისას და საღამოს, დანარჩენ დრის კი წმინდა წიგნების კითხვით და ხელსაქმით იყო დაკავებული. გადმოცემის თანახმად, წმინდა ანგელოზებიყოველდღიურად ეცხადებოდნენ მარიამს, ზეციურ საკვებს აძლევდნენ და ესაუბრებოდნენ მას. ქალწული ართავდა სელსა და მატყლს, ქარგავდა საღვთისმსახურო შესამოსელს. ასე ცხოვრობდა ქალწული მარიამი დაახლოებით ცხრა წლის განმავლობაში. ამ დროს გარდაიცვალა იოაკიმე, რომელიც 80 წლისა იყო, შემდეგ კი ანაც მიიცვალა.

მათი დაკრძალვის ადგილს დღემდე მიანიშნებენ იმ კიბესთან, რომელიც გეთსიმანიაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამარხ გამოქვაბულში ჩადის.

საყვარელ მშობლებთან განშორებისას მარიამმა მწარედ იგრძნო ობლობა და მიხვდა, რომ ამ ქვეყანასთან უკვე აღარაფერი აკავშირებდა. მან გადაწყვიტა, სიცოცხლის ბოლომდე ღვთის მხევლად დარჩენილიყო და უფლის წინაშე აღთქმა დადო, რომ სამუდამოდ ქალწულებას დაიცავდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
გილოცავთ ჩემო ქართველებო, ყოვლადწმინდა ღვითისმშობლის, ტაძრად მიყვანების დღეს,
ჩვენთვის, ქართველებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი წმინდანის, ერთ-ერთ ულამაზეს დღესასწაულს.
მრავალს დაესწარით.
მარიამ ღვთისმშობლის კალთა ფარავდეს, საქართველოს და ყველა ქართველს.

ამინ! ამინ! ამინ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
გილოცავთ ყველა ქართველს,ყოვლადწმინდა ღვთისშობლის ტაძარად მიყვანების დღეს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღვთისმშობლის ძალა და მადლი შეგეწიოთ ყველა თქვენთაგანს და სრულიად საქართველოს!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
გილოცავთ დღევანდელ დღეს,ღვთისმშობლის მადლი ,შეგვეწიოს ყველა ქართველს!=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

წმიდა დიდმოწამე ბარბარე (IVს.)
ხსენება 4(17) დეკემბერი
წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. გოგონას ძალიან უყვარდა თვალწინ გადაშლილი წალკოტის ყურება, ხშირად ფიქრობდა ამ მშვენიერების შემქმნელზე და ბოლოს მიხვდა, რომ უნდა არსებულიყო ერთი შემოქმედი, ყოვლადბრძენი, ყოვლისშემძლე, რომელიც ყველაფერს ქმნის და ყველაფერს ანიჭებს სიცოცხლეს. ღვთის განგებით, მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმიდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა - წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ ამ საშინელი საქციელისათვის, - ისინი მეხმა ფერფლად აქცია.

წმიდა ბარბარე სიკვდილის წინ უფალს შეევედრა: ყველა, მისი მოწამეობრივი აღსასრულის მომხსენიებელი, უზიარებლად გარდაცვალებისაგან დაეფარა. მართლაც, ზეციდან მოისმა ხმა, რომელმაც დაადასტურა, რომ მისი ლოცვა უფალმა შეიწყნარა.

წმიდა ბარბარე განსაკუთრებით ბავშვების მფარველად ითვლება.

ტროპარი წმინდა ბარბარესი
ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.

სხვა ტროპარი
ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა.

კონდაკი
სამებასა წმიდასა სარწმუნოებით თაყვანის-ეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისა მისისა პატიოსანო მოწამეო, და კერპთა საზორველი დაამხვენ, და შორის მათსა იღვაწე წმიდაო ბარბარე, მძლავრთა სიცბილნი და შინებანი შეურაცხ-ჰყუენ, და ხმა მაღლად ღაღადებდ: სამებასა წმიდასა ვესავ, და ერთ ღმრთაებით ვადიდებ.

ლოცვაჲ წმიდისა დიდისა მოწამისა ბარბარეს მიმართ
წმიდაო დიდებულო და ყოვლად-ქებულო დიდო მოწამეო ქრისტესო ბარბარე, შეკრებულნი დღეს საღმრთოსა ტაძარსა შინა შენსა ერნი, და ლარნაკისა ნაწილთა შენთასა პატივის-მცემელნი და სიყუარულითა ამბორის-მყოფელნი, ხოლო მოწამეობითთა ვნებათა შენთა და მათ შინა თვით ღუაწლთა დამდებისა ქრისტესა, რომელმანცა მოგცა შენ არა თუ ოდენ რწმენაჲ მისი, არამედ ვნებადცა მისთვის, ქებატა მიერ მნატვრელნი გევედრებით შენ, საცნაურისა საწადისისა ჩუენისა მეოხო, ევედრე ჩუენთვის, ვედრებულსა თვისისა კეთილმოწლეობისაგან ღმერთსა, რაჲთა მოწყალებითა შეგვისმინოს ჩუენ, მთხოველთა მადლისა მისისათა, და არა დაუტევოს ჩუენგან ყოველი საჭიროჲ თხოვაჲ მაცხოვარებისა და ცხორებისა მიმართ და მოანიჭოს ქრისტეანებრივი აღსასრული უსალმობოდ სიცოცხლესა ჩუენსა, ურცხუენელად, მშვიდობით, საღმრთოთა საიდუმლოთა ზიარად და ყოველთა ყოველსა ადგილსა ზედა, ყოველსა ჭირსა და გარემოდგომილებასა შინა, მთხოველთა მისისა კაცთმოყუარებისა და შეწევნისა, მოგვმადლოს ფრიად მოწყალებაჲ თვისი, რაჲთა მადლითა ღმრთისაჲთა და მხურვალითა შუამდგომელობითა შენითა, სულით და ხორცით მარად მშვიდობით მყოფნი, ვადიდებდეთ საკვირველსა წმიდათა შორის თვისთა, ღმერთსა ისრაელისასა, არ-მომაკლებელსა ჩუენგან თვისისა შეწევნისა მარად, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვაჲ მეორე წმიდისა დიდისა მოწამისა ბარბარეს მიმართ
ყოვლად-ბრძენო და ყოვლად-შუენიერო წმიდაო დიდო მოწამეო ქრისტესო ბარბარე, ნეტარ ხარ, რამეთუ ყოვლად-მშვიდი სიბრძნეჲ ღმრთისა არა გამოგიცხადეს შენ ხორცმან და სისხლმან, არამედ თვით ღმერთმან, მამამან ზეცათამან, რომელმანცა შეგიწყნარა შენ სარწმუნოებისათვის, ურწმუნოჲსა მამისა მერ დატევებული, ჯმნილი და მოკლული ასულად თვისად საყუარელად. ხრწნადისა ქუეყნიერისა ქონებისა მემკვიდრეობისა წილ, უხრწნელებაჲ ხორცისა მოგმადლა, შრომანი მოწამეობისა შეცუალნა განსუენებად ზესთა სუფევისა. ჟამობითი სიცოცხლეჲ შენი, მისთვის სიკუდილითა შემოკლებული, ადიდა ესევითარითა პატივითა, რამეთუ სული შეაერთა ზეციურთა წესთა სულთა თანა, ხოლო ხორცი, ქუეყანასა ზედა ტაძართა შინა მათ ანგელოზთასა მდებარეჲ, ამცნო ანგელოზთა დაცვად ყოვლადად, პატიოსნად და მრავალსაკვირველებად.

ნეტარ ხარ, ქრისტე ძისა ღმრთისა ზესთა სასიძოჲსა სძლობილო ქალწულო, რომლისაცა მსურველი ყოვლად სიკეთეთა შენთა მოღუაწედ, ცდილობდი შემკობად თავისა თვისისა, ყოველთა ვნებათა, წყლულთა, ასოთ-დაჭრათა მიერ და თვით თავისაცა მოკუეთითა, ვითარცა სამკაულითა უძვირფასესითა, რაჲთა ესრეთ, ვითარცა ცოლმან სარწმუნომან თავისა თვისისა, ქრისტე ქმრისა, სულითა და ხორცითა შეერთებულმან განუშორებელად, თქუა: ვპოვე, რომელიცა შეიყუარა სულმან ჩემმან, შევიპყარ იგი და არა დაუტევებ მას.

ნეტარ ხარ, რამეთუ სულმან წმიდამან განისუენა შენ ზედა, რომლისა მიერცა სულიერმან სულიერად ისწავე განსჯაჲ. ყოველი სული ბოროტებისა კერპთა შორის განაგდე, ვითარცა წარმწყმედი და მხოლოჲსა ღმერთსულისა მცნობი, ვითარცა ჭეშმარიტი თაყუანის-მცემელი სულითა და ჭეშმარიტებითა თაყუანს-სცემდი, წინაჲსწარმეტყუელებრ მხმობელი: სამებასა პატივს-ვსცემ, ერთსა ღმრთეებასა. ამას წმიდასა სამებასა, რომელიცა ადიდე სიცოცხლესა და სიკუდილსა შინა, ევედრე ჩემთვის შუამდგომელო ჩემო, რაჲთა მეცა სამებობითითა სარწმუნოებითა, სიყუარულითა და სასოებითა, მითვე კეთილმოქმედებითა ვადიდებდე წმიდასა სამებასას. მაქუს ლამპარი სარწმუნოებისა, გარნა უქმ კეთილთა საქმეთა ზეთისათა. შენ, ბრძენო ქალწულო, მოღუაწეობისა ხორცისა შენისა სისხლითა აღვსილო და წყლულთა მიერ გარდამცენებთა ვითარცა ლამპრისა მქონეო, მომეც ზეთისაგან შენისა, რაჲთა მით სულისა ჩემისა ლამპრისა შემამკობელი, ღირს-ვიქმნე შემდგომად შენსა შემოსლვად ზესთა სასძლოთა შინა. მსხემ-ვარ და წარმავალ ქუეყანასა ზედა, ვითარცა ყოველნი მამანი ჩემნი. საუკუნეთა კეთილთა საუნჯეო და ნეტარო, ზიარო სადილისა სასუფეველსა შინა ზეცისასა, ვითარცა მწირობასა შინა სიცოცხლისასა, ესრეთვე განსლვასაცა შჲნა სოფლით, ტაბლასა საღმრთოჲსა სტუმრობისასა, ღირს-მყავ მე სასურველსა თანამოგზაურობასა და ოდესცა უკუანაჲსკნელ ძილითა სიკუდილისაჲთა ვიწყო მიძინებად, შეეხე მაშინ უძლურსა ხორცსა ჩემსა, ვითარცა ოდესმე ანგელოზი ელიას, მეტყუელი: აღსდეგ, ჭამე და სუ; რაჲთა მადლითა საღმრთოჲთა ხორცისა და სისხლისა საიდუმლოთა მიერ განძლიერებულმან, განვვლო ძლიერდა, მჭამელმან მისმან, გზაჲ გრძელი სიკუდილისაჲ, ვიდრე მთადმდე ზეცისა, და მუნ, რომელიცა იხილე შენ პირველ სამთა სარკუმელთა ძლით აბანოჲსათა, სარწმუნოებითა ღმრთისაჲთა, სამებაჲ, ერთად შენ თანა ღირს-ვიქმნე ხილვად მისა პირის-პირ და დიდებად მისა უოხჭნოთა საუკუნეთა შინა, ამინ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გილოცავთ წმინდა დიდმოწამე ბარბარეს დღესასწაულს, დაესწარით მრავალს ჯამრთელები, რომ ბევრი შესძლოთ. დღეს ბედობააა და ყველას ბედნიერება დაგბედებოდეთ.კარგი და კეთილი სურვილებით შემოსულიყოს მეკვლე თქვენს ოჯახებში.
მიყვარხაართ=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მეც გილოცავთ დესპანელებო ბარბალობას. დიდი, მსუქან- მსუქანი დედლები და ინდაურები დაგზრდოდეთ წლეულს. დაესწარით მრავალს. გწყალობდეთ უფალი მამა ზეციერი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩემო საყვარელო ქართველებო გილოცავთ ბარბარობას.ჯანმრთელობა,დღეგრძელობა,ბარაქა და სიხარული არ მოგიშალოთ ღმერთმა და რაც მთავარია,ჩვენი სალოცავი ქვეყანა მალე გვენახოს დაწყნარებული და გამთლიანებულ-გაბრწყინებული,წმინდა ბარბარესი და ყველა წმინდა სალოცავების მადლითა და ძალით.=ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 338 posts ] 
გილოცავთ მართლმადიდებულ დღესასწაულს(მილოცვები)
დესპანი