რევაზ ლაღიძე 1921–1981
ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
1939 წელს თბილისის IV სამუსიკო სასწავლებლის (ვიოლინოს განხრით) დამთავრების შემდეგ, რევაზ ლაღიძე უკრავდა ვიოლინოზე სიმფონიურ ორკესტრში, 1948 წელს კი დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფესორ ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი).
ლაღიძე სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებების ავტორია. მას ეკუთვნის ოპერა „ლელა“, მუსიკალური კომედიები: „მეგობრები“ და „კომბლე“, სიმფონიური პოემა „სამშობლოსათვის“, რამდენიმე საგუნდო სიმღერა–კანტატა, საფორტეპიანო და ჩელოს პიესები. ის წერდა მუსიკას სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის: „საბუდარელი ჭაბუკი“, „ნინო“, „ხევისბერი გოჩა“ , ,,ყვავილი თოვლზე" , ,, გლახის ნაამბობი" , ,,ხევსურული ბალადა" , ,,რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", ,, შეწყვეტილი სიმღერა" და სხვა.
ლაღიძე ნაყოფიერად მუშაობდა სიმღერის ჟანრში. მისი სიმღერები იშვიათი მელოდიურობითა და გულწრფელობით გამოირჩევა. დღემდე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისი ნაწარმოები „სიმღერა თბილისზე“.
აღსანიშნავია, რომ რევაზ ლაღიძე ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის კათედრის გამგე , 1964 წლიდან კი – კონსერვატორიის კამერული ანსამბლის პედაგოგი.
"გოგოვ, გოგოვ.." მუსიკისა და ტექსტის ავტორი რევაზ ლაღიძე
http://www.youtube.com/watch?v=gmoUY2YIuwE