შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჩემო mana და dorado,მადლობა გამოხმაურებისთვის. ორივემ სწორი პასუხები სთქვით, მაგრამ რაც მე ვიგულისხმე შეკითხვაში, სულ სხვა რამეა. აღარ დაგალოდინებთ და გეტყვით, სამეგრელოში და გურიაშიც, ძალიან ბევრი ოჯახი ინახავს ამ ბუნებრივ საწვავს ზამთრისთვის, რაჭველებიც იყენებენ სხვათა შორის, ქართლში და კახეთში, ეს "მცენარე" ბევრი დგას და იმასაც, იგივე ელის რასაც ბევრი ქართველი აკეთებს, თხილის და კაკლის ნაჭუჭზე მქონდა შეკითხვა დასმული. ბევრი ოჯახი ვიცი, ვისაც ტომრებით აქვს შენახული თხილის და კაკლის ნაჭუჭი, ზამთარში ცეცხლის და სითბოს გამოსაყენებლად. სხვათა შორის, ნაჭუჭზე შემწვარი, შამფურზე წამოცმული ღორის ხორცი, უგემრიელესია./პირობას გაძლევთ, ამ ზამთარში, ჩემს ბუხარში, ენგრეთ მწვადებს შევწვავ./ მააქვს კაკლის ნაჭუჭი ბლომათა.
ელჩი ქუჩეჩი სიმინდის ტაროზე მოცილებული გარე სამოსელია, ხოლო კაჭაჭი კი ლობიოს გამხმარი სამოსი, რომელსაც კიდევ ფაჩალებსაც ეძახიან რაჭა ლეჩხუმში
აბა ვინ მეტყვის: იგივე რაჭა- ლეჩხუმში ქალი რომ გათხოვდებოდა, როგორ კითხულობდნენ ქალს გარდერობი თუ აქვსო. რა ჰქვია ტანსაცმელების კარადას ანუ გარდერობს? ვინც ამას გამოიცნობს,გაფუმფულებული კარმა გამზადებული მაქვს.
თომას ალვა ედისონი-ძალიან უცნაური ადამიანი იყო. მისი უამრავი გამოგონების შემდეგ, კაცობრიობას უფრო "გაუადვლდა" ცხოვრება. ახირებული "ტიპი" იყო რა და თანაც ძალიან ჭკვიანი და "ზარმაცი". უკვე სახელი , რომ გაითქვა, ფულიც "შემოეძალა", იყიდა დიდი მიწის ნაკვეთი, თავის სახლით. ეს ნაკვეთი, ფერდობზე გაშენებული ბაღით იყო დამშვენებული, ტერასებზე, ბევრი ხილის ხე და ბოსტნეული ხარობდა. ბევრი სტუმარიც გაუჩნდა. მაგრამ ყველა მიმსვლელი საყვედურობდა, შემოსასვლელი კარი, ძალიან ძნელად იღება და იხურებაო.
რას "ეშმაკობდა" ედისონი, კარების, ძნელად გაღება-დახურვაში?
ელჩი! გამარჯობა მეგობარო. ეგ ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ედისონი, კარების ძნელად დახურვით და გაღებით რეზერვუარში წყალს აკაჩავებდაააააააა=haa= ეხლა შენ თუ რაიმე სხვა გაქვს მხედველობაში არ ვიცი:side:
ციცი კუნკული ბერების ქუდია, რომელსაც წინიდან ქუდის ფორმა აქვს ხოლო უკან კი ნაჭერია ჩაშვებული. ზოგი ბარტყულს ეძახის/
რაც შეეხება ლალეტიკას, ეს პირდაპირ ჩემს კომპეტენციაში შედის და არ გამიჭEირდება პასუხი. ლალეტიკა - ზეპირი მეტყველების ერთ ერთი ფორმაა, რომელიც შეისწავლის ბგერების, ასოთშენაერთების,სწორად გამოთქმას. ეს ლინგვისტიკის ერთ ერთი სფეროა და ხშირად გამოიყენება, ლოგოპედიაში, ოლიგოფრენიაში და სხვა.პირდაპირი კავშირი აქვს ადამიანის საარტიკულაციო აპარატთან/