↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 74 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=bvrz-UHm ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=jqX0I5mA ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=aoW7W1YI ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=m0MDa5RR_3k

http://www.youtube.com/watch?v=Lfd3M_Mp ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=BX0yU-1A ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=U0slEJIJ ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=iHOAFxmb ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=g5oUuXZH ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

„მაღალი ტანისაა, მხნე და ძლიერი აგებულების, მშვენიერი სახე აქვს და თეთრ-მოწითალო ფერი; ერთ მტკაველზე მეტი წვერი აქვს, რომელიც დიდად უხდება“. - ასე ახასიათებდნენ სულხან-საბა ორბელიანს მისი თანამედროვენი.

ორბელიანთა გვარი ბარათაშვილების საგვარეულოს ერთ-ერთი განშტოება იყო. მათი სამკვირდო ქვემო ქართლში მდებარეობდა. სწორედ აქ, ქართლში, სოფელ ტანძიაში დაიბადა სულხან-საბა.

სულხანის მამა ქართლის მეფესთან - ვახტანგ V დაახლოებული პირი იყო, დედა კი - კახეთის 1659 წლის აჯანყების ერთ-ერთი მოთავის - ზაალ არაგვის ერისთავის ასული. მამიდა ვახტანგ მეფეს ჰყავდა ცოლად, ამიტომ სულხანი პატარაობიდანვე სამეფო კარზე იზრდებოდა თავის მამიდაშვილებთან - არჩილთან, გიორგისთან და ლევანთან. ისინი დიდი მეგობრები იყვნენ. სულხანი არჩილს ბიბლიური ტექსტების თავმოყრასა და მოწესრიგებაში ეხმარებოდა, ლევანთან პოეზიის სიყვარული აკავშირებდა, ხოლო გიორგი, რომელიც გიორგი XI სახელით მეფობდა ქართლში, თითქმის სულიერ მოძღვრად მიაჩნდა. სწორედ გიორგიმ შთააგონა 20-25 წლის სულხანს ქართული ლექსიკონის შედგენა.

სულხან-საბამ ბრწყინვალე განათლება მიიღო, როგორც საერო, ისე - სასულიერო. განსწავლულობით გამორჩეულს მოგვიანებით უფლისწულ ვახტანგ ლევანის ძის (შემდგომში ქართლის მეფე ვახტანგ VI) აღზრდა დაავალეს.

სულხან-საბა ახალზგაზრდობაშივე ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში და გიორგი XI მხარდამხარ იბრძოდა ირანელთაგან ქართლის გასათავისუფლებლად. ამ დროს მოხდა დიდი აჯანყება ქართლში, მაგრამ ქართველები დამარცხდნენ. მეფობიდან გათავისუფლებული გიორგი იმერეთში გადაიხვეწა, დევნა არც სულხან-საბას ასცდა, რის გამოც იგი ჯერ იმერეთში, შემდეგ კი სამცხეში იმყოფებოდა. 1698 წელს დავით გარეჯის მონასტერში სულხანი ბერად აღიკვეცა და საბა ეწოდა, სწორედ ამ დროიდან მოიხსენიება იგი სულხან-საბად.

ქვეყანაში ძალიან რთული ვითარება იყო. ვახტანგ VI ირანის შაჰმა ქართლში გამეფების სანაცვლოდ გამაჰმადიანება მოსთხოვა. ვახტანგმა სულხან-საბა საიდუმლო დავალებით ევროპაში გაგზავნა იმ იმედით, რომ იქნებ ევროპა მაჰმადიანთა უღელქვეშ ტანჯულ საქართველოს დახმარებოდა, ტახტზე ქრისტიანი უფლისწული დაესვათ.

სულხან-საბამ უცხოეთში რამოდენიმე წელიწადი დაჰყო. მრავალგზის ეახლა საფრანგეთის მეფეს პარიზში, მაშინ იქ ლუი მეთოთხმეტე მეფობდა. არაერთხელ შეხვდა რომის პაპს კლიმენტი მეთერთმეტეს. ევროპაში სულხან-საბამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი განათლებით, სიდარბაისლითა და ქცევა-პასუხით, მჭევრმეტყველებითა და დიპლომატიური ნიჭით. მაგრამ იმ დროისათვის ევროპას უზარმაზარ და უძლიერეს ირანთან ურთიერთობის დაძაბვა არ სურდა და სულხან-საბაც უშედეგოდ დაბრუნდა საქართველოში.

ქართლში ამ დროს უკვე ვახტანგ VI მეფობდა, რომელსაც საბოლოოდ ჰქონდა გადაწყვეტილი რუსეთთან კავშირი. მან სულხან-საბა რუსეთში გაგზავნა, რათა რუსთ ხელმწიფესთან ვახტანგის შეხვედრა შეემზადებინა. მაგრამ მრავალჭირგადახდილ მოღვაწეს აღარ დასცალდა. 1725 წელს იგი გარდაიცვალა. დაკრძალეს მოსკოვის მახლობლად ვსეხსვიატსკოეს ტაძარში.

სულხან-საბა ორბელიანი გამორჩეული იყო არა მარტო პოლიტიკაში, არამედ მწერლობაშიც. მან უდიდესი ამაგი დასდო ქართულ ლიტერატურას, პირველმა შეადგინა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი „სიტყვის კონა“, ქართულ ლიტერატურაში სწორედ მან დაამკვიდრა მემუარულ-სამოგზაურო ჟანრი თხზულებით „მოგზაურობა ევროპაში“.

იმ ხანად, ქართველები ყიზილბაშებისაგან მრავალ უზნეობას სწავლობდნენ, ხალხი გადაგვარების გზას ადგა. ამიტომ უპირველესი ამოცანა ამ უზნეობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, რაც ქართული ეროვნული სულის, ტრადიციებისა და ენის დაცვაში გამოიხატებოდა, ერს მაღალი სულიერება უნდა შეენარჩუნებინა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სულხან-საბას შესანიშნავი ნაწარმოები „სიბრძნე-სიცრუისა“, რომელშიც შედის იგავ-არაკები ზნეობაზე, სიკეთეზე, მეგობრობაზე, ღალატზე, უგუნურებასა და სხვა ყურადსაღებ საკითხებზე. სულხან-საბა კიდევ მრავალი ნაშორმის ავტორია. მისი დამუშავებულია ბიბლიის ტექსტი, რომელიც „მცხეთური ხელნაწერების“ სახელწოდებით დაიბეჭდა.

საინტერესოა სულხან-საბას ცხოვრების ერთი მონაკვეთი, რომელიც მის „გაკათოლიკებას“ ეხება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქმედება იძულებით გაღებული ხარკი იყო საქართველოს გადასარჩენად, ვახტანგ VI ტყვეობიდან დასახსნელად და მაჰმადიანური ზეგავლენისაგან თავის დასაღწევად. „დასაღუპავად განწირული ქართველები ამ საფარის ქვეშ თავიდან იცილებდნენ გასომხებასა და გათათრებას, ხელსაყრელი მომენტის დადგომისთანავე კი იბრუნებდნენ მართლმადიდებლის სახელს“ (მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე).

სულხან-საბასთვისაც იძულებითი გაკათოლიკება მხოლოდ დროებითი პოლიტიკური ნიღაბი იყო. მართლაც, ევროპიდან დაბრუნებული მართლმადიდებლობას დაუბრუნდა. „მე მართლმადიდებლობა ვერ უარვყავ და მრავალი ავი მომინდომეს“, - წერს იგი თავის თხზულებაში „მოგზაურობა ევროპაში“. სულხან-საბა რომ მართლმადიდებლად აღესრულა, ამას ისიც ადასტურებს, რომ რუსეთში იგი მართლმადიდებლურ ტაძარში დაკრძალეს.

სულხან-საბას ცხოვრების გზას საქართველოს სიყვარული წარმართავდა. ამ სიყვარულმა ააღებინა ხელში კალამი, ამ სიყვარულის გამო გაემართა ევროპისაკენ, ამავე სიყვარულმა შემოსა ბერის სამოსით... იგი იყო მწიგნობარი, მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, ღვთისმეტყველი, მჭევრმეტყველი, საერო და სასულიერო მოღვაწე, ელჩი, მოგზაური. კითხულობ ამ ჩამონათვალს და გიკვირს - ნუთუ ერთ ადამიანს შეეძლო მოეცვა ყოველივე ეს ერთ არსებაში? დასტურს ჩვენამდე მოღწეული ეს ორიოდე პწკარი გვაძლევს:

„სულხან-საბა ორბელისძე
სიბრძნით აღხდა ორბებისზე“.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

აღმოსავლეთ საქართველოში, თვალწარმტაც კახეთში არის ცივგომბორის კალთებზე შეფენილი ლამაზი კუთხე ქიზიყი. ქიზიყის სოფლებს შორის ერთ-ერთი ულამაზესთაგანია მირზაანი, რომლის აღმოსავლეთით ალაზნის ველი ხელისგულივით მოჩანს, მოშორებით ცამდე ამაყად აზიდულა კავკასიონი. სწორედ ამ სოფელში დაბადებულა 1862 წელს მომავალი გენიალური თვითნასწავლი მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი.

ფიროსმანაშვილთა გვარის შესახებ ასეთი ლეგენდა არსებობს: მირზაანში სოფლის ერთგული გლეხი ფირო ცხოვრობდა. მომხდურ მტერს იგი ყოველთვის პირველი ეკვეთებოდა და ბრძოლიდან მუდამ გამარჯვებული გამოდიოდა. ერთხელ დროშაც კი წაურთმევია მტრისათვის. მადლიერ თანასოფლელებს გმირი ფირო მედროშის სახელით მოუნათლავთ, მისი შთამომავლობა - ფიროს შვილებად - ფიროსმანაშვილებად.

პატარა ნიკოს ბავშვობა სოფლელი ბავშვების ცხოვრებისაგან არაფრით გამოირჩეოდა. მეზობელ ბიჭებთან ყაჩაღობანას თამაშობდა, ისმენდა ზღაპრებს, ლეგენდებს, მოხუცების საუბრებს საქართველოს ისტორიაზე, ომებზე. მამას ვენახში წყალს მიურბენინებდა, ხან კი საძოვარზე გარეკავდა საქონელს. დედ-მამას თავს ერჩივნათ პატარა ბიჭი, ოჯახის მემკვიდრე. მათი კარმიდამო გორაკზე იყო. ეზოს მიღმა დიდი ფერდობი და ხევი მოჩანდა. ნიკო გადადგებოდა ხოლმე გორაკზე და ტკბებოდა ბუნების სილამაზით, მუხისა და კაკლის ხეების, ზვრებისა და ყანების ცქერით.

სულ პატარას გარდაეცვალა მამა. დედა ყველაფერს აკეთებდა, რომ ობლებს უმამობა არ ეგრძნოთ, მაგრამ მუხლჩაუხრელმა შრომამ ქალს ჯანი გაუტეხა და ავადმყოფობა მიეძალა. ოჯახს ახლობლები და მეზობლები ეხმარებოდნენ. დიდი ჯაფა დააწვა ნიკოსაც. იგი ხბორებს მწყემსავდა. დროდადრო ფეხით მოივლიდა ახლომახლო ადგილებს. უნახავი არ დაუტოვებია ისტორიული ძეგლებიც, ასულა ხორნაბუჯის ციხე-ქალაქში, ყარაღაჯის სიმაგრეში, საათობით მდგარა ხირსისა და ბოდბის მონასტერში, განცვიფრებულა ივრის ხეობის გამოქვაბულში შემორჩენილი ფრესკების ხილვით.

მშობლიური ბუნების სიყვარულმა და სოფლის ტრადიციებმა ისე მძლავრად გაიდგა ფესვები ნიკოს მახსოვრობაში, რომ ბავშვობის შთაბეჭდილებები სიკვდილამდე თან გაჰყვა. მამის გარდაცვალების შემდეგ ნიკო მალე თბილისში ჩამოიყვანეს და ერთ სახლში მოსამსახურედ დატოვეს. ოჯახის უფროსთან მისი დებიც ცხოვრობდნენ. ერთ-ერთმა დამ ანამ კეთილი ნიკო შვილივით შეიყვარა. თავისუფალ დროს გვერდით მოისვამდა, ასწავლიდა წერა-კითხვას და რუსულს. ნიკო ოჯახის ბავშვების მეცადინეობასაც უგდებდა ყურს და იღრმავებდა ცოდნას, ხშირად სარგებლობდა ოჯახის ბიბლიოთეკის ჟურნალ-გაზეთებით. უკვალოდ არც ოჯახის სტუმრიანობას ჩაუვლია. აქ მოსული სტუმრები საუბრობდნენ პოლიტიკაზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე.

ნიკოს ძალიან უყვარდა წიგნის კითხვა და ხატვა. მისი ოთახის კედლები სულ ნაირნაირი ნახატებით იყო მოხატული. ერთხელ ანას მხატვარი გიგო ზაზიაშვილი ესტუმრა. კედელზე გაკრულმა ნიკოს სურათებმა მისი ყურადღება მიიპრყო, შემდეგ ნიკოც გაიცნო და სამხატვრო სახელოსნოს გახსნა შესთავაზა. თქმა და შესრულება ერთი იყო, დაიქირავეს პატარა დარაბა და დაიწყეს აბრების ხატვა. მაგრამ მხატვრებს ხელი მოეცარათ, საქმე არ აეწყო და იძულებულნი გახდნენ, სახელოსნო დაეხურათ. ნიკომ გადაწყვიტა, დამოუკიდებელი ცხოვრების სახსარი გაეჩინა და მუშაობა რკინიგზაში დაიწყო.

ნიკო სამორიგეოში გაამწესეს. იგი აქაც ხატავდა ხოლმე. ერთხელ ხატვამ ისე გაიტაცა, მორიგეობა სულ გადაავიწყდა. სწორედ ამ დროს წაადგა თავზე უფროსი, რომელმაც ერთხანს უყურა ხატვაში გართულ ნიკოს, მერე სურათი წაგლიჯა და გარეთ მოისროლა. ნიკომ წონასწორობა დაკარგა და უფროსს ეცა, გზის დარაჯმა ძლივს გამოგლიჯა ხელიდან, ის კი მაინც იწევდა საცემრად.

- რა დაგემართა, უფროსია, სამსახურიდან დაგითხოვს! - ეუბნებოდა გზის დარაჯი.

- რისი უფროსი, რა უფროსი, გამიშვი მოვკლავ მაგ მამაძაღლს, თამარის პორტრეტი დამიხია, - ყვიროდა გამწარებული ნიკო.

საქმე მართლაც ნიკოს სამსახურიდან დათხოვნით დამთავრდა. მაგრამ შემდეგ რკინიგზის უფროსი დაარწმუნეს ნიკოს უდანაშაულობაში და ნიკო სამსახურში დატოვეს, მაგრამ სხვა ადგილზე გადაიყვანეს. იქ ძალიან მძიმე ფიზიკური სამუშაო იყო შესასრულებელი, რაც სუსტი აღნაგობის ნიკოს ძალიან უჭირდა, ამიტომ იგი კონდუქტორის ადგილზე გადავიდა.

რკინიგზაზე მუშაობის პერიოდში ნიკოს ჯანმრთელობა შეერყა. რევმატიზმი, ციებ-ცხელება, გულის ტკივილები მოსვენებას არ აძლევდა. არც ექიმების მკურნალობა შველოდა. იგი იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა.

ნიკო თბილისში დაბრუნდა, არც სახლი ჰქონდა, არც სახსარი. თვითონაც არ იცოდა, თავი რითი ერჩინა. დადარდიანებული ერთ სამიკიტნოში შევიდა, მიკიტანმა თავის დამხმარედ მუშაობა შესთავაზა. მადლიერმა ნიკომ მას აბრა დაუხატა. ეს აბრა ისე მოეწონათ სხვა მედახლეებს, რომ ძალიან ბევრმა მისცა შეკვეთა და მალე ნიკოს დახატული აბრები მთელ ბაზარს მოეფინა. ერთ თვეზე მეტი იმუშავა ნიკომ მიკიტანთან და ბოლოს საკუთარი დახლიც ჩადგა ბაზარში. რძით, მაწვნითა და ყველით ვაჭრობდა. საქმე ძალიან კარგად წაუვიდა, ისე რომ მარტო ვერც კი აუდიოდა მუშაობას და თავისი თანასოფლელი აიყვანა დამხმარედ. ცოტა წელი რომ მოიდგა, სოფელში ჩავიდა და თავის დას სახლი აუშენა. და წუხდა, ფული შეინახე, ცოლს მოიყვან და დაგჭირდებაო. მაგრამ ნიკომ მიუგო, ქართველებს არ გვჩვევია, გაჭირვებაში მყოფი ახლობელი გვყავდეს და არ დავეხმაროთ, ფულის შენახვა რას მიქვიან, როცა შენ გიჭირსო. მე ასეთი ვარ და ვერ გამოვიცვლებიო. ახლადაშენებული სახლი ნიკომ ნაირნაირი ნახატებით მორთო. მეზობლები გაოცებულნი უყურებდნენ ასე წითელ-ყვითლად აჭრელებულ კედლებს.

სოფელში ნიკო ერთი წელი დარჩა და მერე ისევ თბილისში დაბრუნდა. იგი ძალიან კეთილი, ალალი და გულიანი ადამიანი იყო და ყველას ხელს უმართავდა. ნიკოს მადლიერი ქვეყნად ბევრი დადიოდა. მისი დახლი ყოველთვის სავსე იყო ნაცნობ-მეგობრებით. ვაჭრობის საქმეც კარგად მიუდიოდა. დრო სახატავადაც რჩებოდა. მაგრამ ერთმა შემთხვევამ მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება და ყველაფერი უკუღმა შეუტრიალა.

ერთხელ ნიკო მუშტაიდის ბაღში იჯდა და სადილს შეექცეოდა. ესრადაზე მომხიბვლელი ფრანგი ქალი მღეროდა. ერთხანს გულგრილად შესცქეროდა მხატვარი მომღერალს, მერე მზერა დაძაბა, დააკვირდა. ქალი ისეთი მომხიბვლელი და ჰაეროვანი ჩანდა, თვალი ვერ მოსწყვიტა. ნიკოს ერთი ნახვით ისე შეუყვარდა ქალი, რომ იგი მისი სიცოცხლის განუწყვეტელ ნაწილად იქცა. თითქოს არც მარგარიტა იყო გულგრილი, მხატვარს ხვდებოდა, ნიკოს გარდა სხვასთან არავისთან ვახშმობდა.

ერთ დილას ნიკო დაზგას მიუჯდა, ფუნჯი და მუყაო მოიმარჯვა და მარგარიტას ხატვას შეუდგა. იმ დღეს შინ დაბრუნებულ მარგარიტას მოხდენილად ჩაცმული ნიკო კართან დაუხვა. ხელში წითელი ვარდები და შეხვეული რაღაც საგანი ეჭირა. მარგარიტამ საგანს ქაღალდი მოხსნა და გაოცებულმა წამოიძახა:

- ნუთუ მე დამხატე? - მერე დაამატა, - ამ სურათს გვერდიდან არასოდეეს მოვიშორებ.

სიყვარულმა ნიკოს ყველაფერი დაავიწყებინა. მან თავისი სავაჭრო დახლი გაყიდა და მთელი ფული საყვარელ ქალს დაახარჯა. ერთ დილას, ერთი ორსართულიანი სახლის ახლომახლო რამოდენიმე ურემი დადგა, ყვავილებით დატვირთული. მეურმეებმა მინდვრის ნამიანი ყვავილები ბღუჯა-ბღუჯა ჩამოიღეს ურმებიდან და ქუჩაში ხალიჩად მიმოფინეს. მერე ბოლო ურმიდან სისხლისფერი ვარდები გადმოიღეს და ყვავილების ხალიჩის მთელ სიგრძეზე წითლად მოხასხასე ბილიკი გააკეთეს. გამვლელები გაოცებულნი უყურებდნენ, ასეთი რამ თბილისში არასოდეს მომხდარიყო. მალე კიბეზე ოქროსფერთმიანი ქალი გამოჩნდა, გაოგნებული იცქირებოდა. ბოლოს მიხვდა, რომ მხოლოდ ნიკოს შეეძლო ასეთი რამის ჩადენა. მხატვარიც იქვე იდგა და ქალს ელოდა.

დიდხანს თვალთმაქცობდა მარგარიტა ნიკოს წინაშე, იშვიათად თუ მიიწვევდა სახლში, მეტ დროს მდიდარ თაყვანისმცემლებთან ერთად ატარებდა.

ერთ დღეს მარგარიტასთან მისულ ნიკოს მეკარემ წერილი შეაჩეჩა ხელში. მარგარიტა წასულიყო, ნიკოს დახატული სურათი დაეტოვებინა და სამუდამოდ ემშვიდობებოდა. გაოგნებული და დარეტიანებული ნიკო დუქანში შევიდა მეგობრებთან. ღამე იქ გაათია, მერე სურათი აიღო და წავიდა. ერთი სახლის კიბეზე ჩამოჯდა გულდათუთქული. ფიქრებში გართულს თავზე მეეზოვე წამოადგა. კეთილმა, ყურადღებიანმა მეეზოვემ ნიკოს ამბავი დაწვრილებით მოაყოლა, შეეცოდა უსახლკარო, უსასხრო, იმედგაცრუებული ადამიანი და თავშესაფარი კიბის ქვეშ, ხელსაწყოების ფარდულში შესთავაზა. საჭმელიც თვითონ მიჰქონდა. შვილივით უვლიდა. რამოდენიმე ხანი ნიკო ამ ქვეყანას არ იყო, მაგრამ მერე ცოტა მოიხედა. ერთ დღეს, როცა მეეზოვემ საჭმელი მიუკითხა, ნიკომ მისი სურათი დაახვედრა. მეეზოვის აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა, გულში იხუტებდა სურათს და გაიძახოდა: არა, ნამდვილად მე ვარ, ნახე, როგორ მგავსო.

ამის შემდეგ ნიკო თავს მხატვრობითღა ირჩენდა, სამიკიტნოებს ხატავდა. იმ ხანად თბილისში ვინმე ბექო იაქიევს დუქანი გაეხსნა და სარფიანადაც ვაჭრობდა. მისი დუქანი ნიკომ ნარინაირი სურათებით დაამშვენა. მედუქნე ძალიან კმაყოფილი იყო და დიდად აფასებდა მხატვარს. ამ ბექო იაქიევს თავზე მეტად უყვარდა საქართველო, მის გარეშე სიცოცხლეც ვერ წარმოედგინა. დღე ისე არ გავიდოდა, თამარ მეფე და რუსთაველი არ ეხსენებინა. სახლში უკვდავი „ვეფხისტყაოსანიც“ კი ჰქონდა. ნიკო არაერთხელ ყოფილა ბექოს ოჯახში და მისი სიყვარული საქართველოს წარსულისადმი გულს უთბობდა. გადაწყვიტა სიურპრიზი მოემზადებინა მეგობრისათვის. საიდუმლოდ დაიწყო რუსთაველისა და თამარ მეფის პორტრეტების ხატვა. კვირის თავზე ორივე მზად იყო. დილით, როდესაც ბექო სამიკიტნოში შევიდა, კედლიდან მოულოდნელად შოთასა და თამარის სახეებმა შემოანათა. ადგილზე გაქვავდა. მიხვდა, ნიკოს საჩუქარი იყო. ეს პორტრეტები ბექოს ძლიერ უყვარდა, ვინ არ სთხოვა, რა არ შეაძლიეს, მაგრამ არავის უთმობდა. ერთხელ, ეს ნიკოს გარდაცვალებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ მოხდა, ბექოს სამიკიტნოს ცისფერყანწელები ეწვიენ - პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, გიორგი ლეონიძე... შეზარხოშებულებმა ლექსებით „ფარიკაობა“ გამართეს, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საკუთარი ლექსების თქმაში. ტიციანი კი „ვეფხისტყაოსნიდან“ სტროფებსაც ურევდა. მთელი სამიკიტნო სმენად იქცა, თვალზე ცრემლმორეული ბექოც იქვე იდგა და როდესაც ტიციანმა ყანწი აიღო და შოთას სურათთან მუხლმოყრილმა შესვა დიდი წინაპრის სადღეგრძელო, ბექომ ვეღარ მოითმინა, ჩამოხსნა სურათი, პოეტს გადასცა და უთხრა:

- განათლებული კაცი ხარ, ჩემი თბილისის მომღერალი. ახლა კი მივხვდი, ამ სურათის ადგილი სამიკიტნოში კი არა, შენისთანა კაცის სამუშაო ოთახშია. წაიღე, იცოდე, ნიკალას დახატულია, გულიც თან მიგაქვს. გაუფრთხილდი, არავის მისცე.

1937 წლამდე სურათი მართლაც ეკიდა ტიციანის საწერ მაგიდასთან, მერე... უკვალოდ გაქრა...

ერთხელ ნიკოს მოხატულ სამიკიტნო „ვარიაგში“ სადილად შეიარა სამმა ახალგაზრდამ, ორნი ძმები იყვნენ, ერთი კი მათი სტუმარი ფრანგი მხატვარი. ისინი აღაფრთოვანა კედლებზე გაკრულმა უცნობი მხატვრის სურათებმა და დაწვრილებით გამოიკითხეს მისი ვინაობა. მიშელი (ასე ერქვა ფრანგს) კარდაკარ დადიოდა და ნიკოს სურათებს იძენდა, ბოლოს თვითონ ნიკოსაც მიაგნო და გაიცნო. მალე მიშელმა ნიკოს სურათების პირველი გამოფენა მოაწყო, დიდხანს ელოდნენ თავად მხატვარს გამოფენაზე, მაგრამ არ გამოჩნდა. ამის შემდეგ მიშელმა ნიკოს ნახვა ვეღარ მოახერხა.

გავიდა წლები. სამიკიტნო „ვარიაგში“ერთი ახალგაზრდა შევიდა მეგობართან ერთად. ნელ-ნელა მოავლო თვალი მოხატულ კედლებს და დახლთან მდგარ მაღალ მამაკაცს მიაშტერდა. ეს ჩვენი მხატვარი, ნიკოაო უთხრეს.

- თქვენი ხელიდან დიდი სითბო და სიყვარული გამოდის. თქვენ პოეტური სულის ადამიანი ბრძანებულხართ. მიმართა მოსულმა მხატვარს.

- თქვენც გიყვართ სურათები? - სხვათა შორის ჰკითხა ფიროსმანმა.

- უყვარს კი არა, მხატვარი ლადო გუდიაშვილია. შარშან წარმატებით დაამთავრა სამხატვრო სასწავლებელი და დღეს უკვე მთელი თბილისი ამაზე ლაპარაკობსო, - უპასუხეს.

ასე გაიცნეს ერთმანეთი ორმა დიდმა მხატვარმა ლადო გუდიაშვილმა და ნიკო ფიროსმანმა.

მეორე დღიდანვე ლადო ფიროსმანის ნატერფალს აედევნა, დაეძებდა მის სურათებს, თითქმის ყველა თბილისური სამიკიტნო და დარბაზი შემოიარა.

ნიკოს შემოქმედებას „ქართველ ხელოვანთა საზოგადოებამაც“ მიაქცია ყურადღება და მხატვრის მოწვევა
განიზრახა. მის მოსაძებნად ლადო გაგზავნეს. დიდუბეში, ერთი კიბის ქვეშ შეფარებულ მხატვარს ძლივს მიაგნო. ნახევრად ბნელ ოთახში შესული ლადო გაოცებული უყურებდა ხან ნიკოს, ხან გაჭვარტლულ კედლებს და ფიქრობდა: მიდი და მიაგენი საიდუმლოებას, თუ როგორ იქმნება ამ სიბეჩავეში და სიდუხჭირეში უკვდავი საკაცობრიო ქმნილებანი. თურმე კომფორტი და ფუფუნება როდი ყოფილა მუზების საბუდარი, აღმძვრელი მგზნებარე ფანტაზიისა! არა! აქ მთავარია სიმდიდრე ადამიანის სულისა, სიყვარული, რომლითაც სავსეა გული, ბობოქარი ვნებანი, რომლებიც არ ასვენებენ, აწვალებენ მხატვრის ოცნებას.

„ქართველ ხელოვანთა საზოგადოებამ“ ფულადი დახმარებაც აღმოუჩინა გაჭირვებაში მცხოვრებ მხატვარს. ნიკოს ცხოვრებაში თითქოს გამოიდარა, იგი აღიარეს, მასზე წერდნენ გაზეთები, იწვევდნენ კრებებზე. ნიკოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ყველას უზიარებდა თავის ბედნიერებას. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ვიღაც ლიტერატორმა და მხატვარმა ღვარძლიანი წერილი გამოაქვეყნა ნიკოს წინააღმდეგ. ამ შემთხვევამ მხატვარს ყველაფერზე გული გაუტეხა, მოეშვა, იშვიათად ხატავდა, ნაცნობ-მეგობრებსაც აღარ ხვდებოდა, ბახუსს დაუმეგობრდა. ხანდახან თუ შეივლიდა სამიკიტნოში და ლუკმა პურის საშოვნელად დახატავდა რამეს.

1918 წლის გაზაფხული იდგა. ნიკომ ერთი დაუმთავრებელი სურათის ხატვა დაამთავრა ერთ დუქანში, საღამოხანს ცუდად შეიქნა...

სიკვდილთან მებრძოლი მხატვარი სასწრაფოდ გააქანეს საავადმყოფოსაკენ, მაგრამ გვიან იყო, გარდაიცვალა. დიდხანს ესვენა მისი გვამი და რომ არავინ მოაკითხა, როგორც უპატრონო მიცვალებული სადღაც წაიღეს და არავინ იცის, სად დაასაფლავეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ზაქარია ფალიაშვილი დაიბადა 1871 წლის 16 აგვისტოს ქ. ქუთაისში. პირველდაწყებითი განათლება ქუთაისის კათოლიკეთა ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში მიიღო. შემდგომში იგი მღეროდა ლადო აღნიაშვილის გუნდში და ორღანისტად მუშაობდა კათოლიკურ ეკლესიაში.

1891 წელს ზაქარია ფალიაშვილი შევიდა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში, მისი დასრულების შემდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის კონსერვატორიაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო სიმღერის მასწავლებლად. ამავე დროს კრებდა, იწერდა და ამუშავებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს, ქმნიდა რომანსებს. ამავე პერიოდში გამოსცა 40 ქართული ხალხური სიმღერის კრებული.

1909 წელს ზაქარია ფალიაშვილმა მუშაობა დაიწყო ოპერაზე „აბესალომ და ეთერი“. კომპოზიტორის ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ მუშაობისას ზაქარია იშვიათად მიდიოდა ფორტეპიანოსთან. იგი უმთავრესად მაგიდასთან წერდა და პირდაპირ ნოტებზე გადაჰქონდა მელოდიები. როდესაც რომელიმე ნაწილს დაამთავრებდა, მხოლოდ მაშინ მიუჯდებოდა ინსტრუმენტს და დაწერილს ამოწმებდა.

„აბესალომ და ეთერის“ წერა დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ფალიაშვილების ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. ზაქარიას ტრაგიკულად დაეღუპა ერთადერთი შვილი, რამაც მასზე ძალიან იმოქმედა. ზაქარია მთელ დღეებს შვილის საფლავზე ატარებდა, აღარ წერდა და ფორტეპიანოს დანახვაც კი აღარ უნდოდა. ასე გადიოდა დრო. ერთ დღეს ზაქარია მიხვდა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა, იგი მაგიდას მიუჯდა და ოპერის წერა დაასრულა. ეს ოპერა მან თავისი შვილის ხსოვნას მიუძღვნა. „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა თბილისის საოპერო თეატრში შედგა 1919 წლის 21 თებერვალს.

1921 წლიდან ზაქარია ფალიაშვილი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორია. ამავე წელს გამოსცა მან საბავშვო სიმღრების კრებული.

1921-1923 წლებში დაიწერა ოპერა „დაისი“, რომელიც კოტე მარჯანიშვილმა დადგა. ოპერის პრემიერა შედგა 1923 წლის 19 დეკემბერს.

1925 წლის 12 აპრილს, ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო მოღვაწეობის 30-ე წლისთავზე მას სახალხო არტისტის პრემია მიენიჭა.

ზაქარია ფალიაშვილმა შემოქმედებითი მოღვაწეობა დაასრულა გმირულ-პატრიოტული ოპერით „ლატავრა“, რომელიც სანდრო შანშიაშვილის ამავე სახელწოდების პიესაზე შეიქმნა. ოპერა სანდრო ახმეტელმა დადგა 1928 წელს.

1931 წლიდან ზაქარია ფალიაშვილი ავადმყოფობდა, იგი ლენინგრადშიც გაემგზავრა სამკურნალოდ, მაგრამ უშედეგოდ. 1933 წლის 6 ოქტომბერს დიდი ქართველი კომპოზიტორი გარდაიცვალა. იგი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში დაკრძალეს.

http://www.youtube.com/watch?v=9SG7p_Vw ... re=related

http://www.youtube.com/watch?v=rtV9Z42h ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=6F45kWmYiWY

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=ynmeCQ-P ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined11 Aug 2008
Posts272
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=x5f21RHuNZU

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined11 Aug 2008
Posts272
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=ZRjDC-qG ... re=related

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 74 posts ] 
დესპანი