↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გაოცდა უფრო, გაოცდა უფრო,
თვალები უფრო გადაირია,
არ მოაკლდება სიტყვა საუბრო,
ის კი ფიქრობდა – რანაირია. //

მას არ მოსწყინდა ყოფნა მზიურის,
ვეფერებოდი სავარძელს სახით.
და მუსიკალურ უვერტიურას
მასმენდა მისთვის, რისთვის მეძახით.//

მე არ მასვენებს ბაიის ბგერა
და ანგელოსთა ნაზი პროფილი,
თვალები ლურჯი, დალალი ქერა,
ბაგე – ატმებად გადაპობილი.//

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
zizikore wrote:
ციტატა:
liako2008 რატომ იცინი? (არ გეწყინოს) ვერ გავიგე =fiqri= =fiqri=

საყვარელ ლექსზე მეცინება , ზიზიკორე :) ----- რა უნდა მეწყინოს?:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
რაც დავიწყება გულმა არ ჰგუბოს, -
მაინც მოვიდა ვიღაც გვირგვინით
და შენს უბრალოს ამშვენებს კუბოს.//

მიდიხარ... ისე მიგაქვს წვალება,
თითქოს ზღვის კარად თივას თიბავდე.
ვინა თქვა შენი გრდაცვალება?
არა, სწორედ დღეს შენ დაიბადე.//

მიდიხარ... აღარ დაგემდურება
არც მიწიერი, არც ზეციერი,
ვინა თქვა შენი უბედურება?
არა, სწორედ დღეს ხარ ბედნიერი.//

მიდიხარ... ტკბილი გქონდეს მგზავრობა,
სხვა ბინა მარად იყოს ზღაპარი.
ვინა თქვა შენი მიუსაფრობა?
არა, შენ ჰპოვე თავშესაფარი.//

მიდიხარ... შენს ბედს ბევრი ინატრებს,
მშვენიერს, ბედი სხვა არსად არის,
შენ სივრცეებმა დაგიბინადრეს -
შენ უკვდავების ხარ ბინადარი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
liako2008 სიცილი სიცოცხლეა
გაიხარეეე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,
მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი.//

და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყეები,
და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები.//

შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს,
შევაჩვიე სიცივე ჩემი გულის სიცივეს.//

ეხლა... თოვლში, ჩაფლული, უნუგეშოთ შთენილი,
იყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი...//

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ის მიდიოდა ქუჩაში ერთი
---------------------//
ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.//

იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა,
გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.
წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,
სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით.//

თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.//

როგორ, საიდან... არ იცის თვითონ.
ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.
მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,
ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი.//

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
ჩავიხუტე და გადნა
იმიტომ, რომ თოვლი იყო!
შევინახე და დაობდა
პური იყო!
გავფცქვენი და ამატირა
ხახვი, ხახვი იყო!
დავაქუცმაცე და გამთლიანდა
ჰო, ისიდა იყო!
ცეცხლი წავუკიდე და არ დაიწვა
ტრივიალურია: ხელნაწერი იყო!
ვტეხე, ვტეხე და ვერ გავტეხე
ჭეშმარიტად კერკეტი კაკალი იყო!
მოვისროლე და აღელვებული უკან მომიბრუნდა
სხვა რა იქნებოდა-ბუმერანგი იყო!
მოვკალი და ჩემი სამაგიდო წიგნების ფურცლებქვეშ მოთავსდა
ჰერბარიუმის ფოთოლი იყო!
კარგად დავაკვირდი და ქალი აღმოჩნდა
ალბათ იმიტომ, რომ ყველანაირი იყო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ.
_გიყვარს?
_ჰო, მიყვარს...
_რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი... ქარი კი
ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება:
_რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია?
_დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია...
_პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია.
_გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნება მისია. მაგრამ სიყვარულს
და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად...
უკვე დაბნელდა და სიჩუმეში, ისე გაისმა ქარის ზუზუნი, მტვრის კორიანტელს
ცაში ახვევდა, მოჰქონდა ჩემთან ხეთა ჩურჩული:
_მარტო ის გიყვარს?_ მკითხა ჭადარმა._მარტო იმისთვის ტირიხარ ასე?
ვუწყრებით იმას, ვიმც ამისთანა ძლიერ სიყვარულს დაასამარებს. ვინც შენისთანა
გულის მეუფეს გართობის ფიქრთან გაათანაბრებს.
და ამის შემდეგ ძალიან ხშირად ქარს მოყვებოდა ცრემლების წვიმა, და ჩემთან
ერთად ტიროდა ყველა: ქარი, ჭადარი, მეცა და წვიმაც.
ბოლოს სულ ბოლოს ქალის კივილი გაიგონა...-`ვაიმე
დედა~-დაიწერა ბაგეზე.
თვალები ძვლივს გაახილა...
..უცნობი კედლები_მოთეთრო-მონაცრისფრო.
`სადა ვარ?~_გაიფიქრა... ფიქრი არ დააცალეს თეთრ ხალათიანმა ექიმებმა.
_თვალები გაახილა! ცოცხალია... ცოცხალი!
_გადარჩა?
_სადა ვარ?_ და ვარც თქვა ეს ორი სიტყვა... გონება დაძაბა და გაახსენდა...
მშვენიერი დღე იყო, ღრუბლის ნაფლეთებს შორის მზე იჭყიტებოდა, დილით
მეგობართან წავიდა. არ შეეძლო ვინმესთვის არ გაენდო თავისი სატკივარი. ეგონა რომ
არ ვთქვა გული გამისკდებაო. არავინ დახვდა სახლში. ნელა დაეშვა კიბეზე. არ
თავდებოდა კიბის საფეხურები... მისგან შეუმჩნევლად წამოეწივნენ ფიქრები...
`რა ბედნიერი ვიყავი გუშინ და რა უბედური ვარ ახლა...~_ფიქრობდა გოგონა და
ამ ფიქრებში ქუჩაში გავიდა.
`რა იქნება მომავალში... დამიბრუნდება?!. არა, ამაყია, ზედმეტად ამაყი,
ვერ მაპატიებს, ვერა...~
_გოგონი, ფრთხილად მანქანა!_ უყვირა ვიღაცამ.
მძღოლის შეშინებული თვალები... ტკივილი... ვიღაცამ იკივლა... `ვაიმე
დედა~_ შეაშრა ბაგეზე.
_სამი დღე იცოცხლებს, მერე ვერაფერს შეგპირდებით,_ჩუმად უთხრა ექიმმა
მშობლებს...
რამ გააღვიძა მაინცდამაინც იმ წუთში, ხომ ვერ გაიგებდა ექიმის სიტყვებს...
მაგრამ, ბედისწერა იყო ალბათ ესეც...
_მაშ, სამოცდათორმეტი საათი დამრჩა?! ო, ღმერთო, როგორ არ მინდა სიკვდილი,
არ მინდა ღმერთო, შემიბრალე ნუ გამწირავ...
..ღმერთს არ ესმოდა მისი...
თვალსა და ხელს შუა აკლდებოდა დრო, ორი დღე გავიდა უკვე... ის კი იწვა და
ფიქრობდა, ცდილობდა მის მახსოვრობაში შემორჩენილი ყოველი წამი აღედგინა...
..ღმერთს არ ესმოდა მისი... ანგელოზს რა უნდაო მიწაზე...
`ღმერთო! მაცოცხლე გემუდარები!.. მის უნახავად მაინც ნუ მომკლავ!..~
ღამითაც არ იძინებდა: `ძილი სამუდამო სასუფეველშიც მეყოფაო,~საათს
უყურებდა... გრძნობდა როგორ აკლდებოდა საათები, წუთები, წამები... ყოველ წუთს
თავს აბეზრებდნენ მნახველები, უაზრო კითხვებით ართმევდნენ მისთვის ესოდენ
ძვირფას დროს... გაიღებოდა კარები და ცრემლიანი თვალები... ნუგეში...
`ნუ გეშინია, მალე გამოჯანმრთელდებიო.~ გასულები კი ამბობდნენ: `ვაი შვილო
რა ბავშვი უნდა მოკვდესო!..~
საათს დახედა... სამი საათის სიცოცხლე დარჩენოდა... როგორ უცბად გასულა
დრო... როგორ არ უნდა ახლა ვინმემ შეაწუხოს... კარებმა გაიჭრიალა...
თაიგული... სიშავემდე წითელი ვარდების თაიგული ფარავდა მოსულის სახეს...
`...ჩემი საყვარელი ყვავილები... ნეტავ ვინ მომიტანა?..~ ყვავილებს შორის
ნაცნობ თვალებს წააწყდა... ის უხერხულად იდგა კარებში, მერე გამოერკვა,
მიუახლოვდა... ყვავილებს შორის დაკარგული თვალები დააკავა... სკამი მისწია
ახლოს და დაჯდა...
..ერთხანს დუმილს უსმენდნენ...
..თვალებით ეძახდნენ ერთმანეთს...
..ბოლოს დაირღვა სიჩუმე...

_დღეს გავიგე შენი ამბავი, არ მჯეროდა სანამ ჩემი თვალით არ გნახე...
ბიჭები მაშაყირებდნენ მეგონა... მერე კახამ დაიფიცა... მაინც არ მჯეროდა, ვერ
ვიჯერებდი, ვერ წარმომედგინა... სანამ მოვიდოდი ყვავილები გიყიდე...
გახსოვს იები რომ მოგიტანე?!.
_რა თქმა უნდა...
_ერთად რომ დავდიოდით ხელგადახვეულები?
_მახსოვს...
_გახსოვს ის დღე, სიყვარული რომ აგიხსენი?
_რა დამავიწყებს... მე ყველაფერი გავიხსენე, რადგან ვიცი რომ ხვალ აღარ
ვიქნები...
_მე შენ მიყვარხარ!..
_სიბრალული გალაპარაკებს...
_მე შენ მართლა მიყვარხარ!..
_არ მითხოვია შენთვის შებრალება...
_შენ არ გჯერა ჩემი, მე კი ვიცი, მაგრამ, აი რა...
_არ არის საჭირო, გეხვეწები...
_მე, მეშEნ მიყვარხარ! ღმერთს გეფიცები მიყვარხარ!..
..ისევ დუმილი, არ უნდოდა საათზე დაეხედა, გრძნობდა წუთებიღა დარჩენოდა...
_იცი რაა?
_რაა?
_მინდა, რომ ამ ქვეყნიდან წასულს შენი ტუჩების სითბო გამყვეს!..
..და ტუჩები დაეწაფნენ ერთმანეთს...
..ყვირილმა საავადმყოფო შეძრა...
თეთრ კარებში შესვლას ერთმანეთს ასწრებდნენ ექიმები, მშობლები,
მეგობრები...
ლოგინთან დაჩოქილი ბიჭი გაშეშებულიყო... ცხელი ცრემლები ისე მოსრიალებდნენ
სახეზე, როგორც წვიმის წვეთები მინაზე...
..სიშავემდე წითელ ვარდებს მოეწყინათ უსიცოცხლო ხელებში...
..ტუჩებს ჯერაც შემორჩენოდათ სითბო...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მაქსიმას, რას მერჩოდი?:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ყველა ხევსური და ყველა სვანი,
ქართველი ქალი თვალებმაყვალა,
ჩემი თბილისი და ფიროსმანი
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!=ko=

მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,
ცოცხალი არვინ არ მიიკარა,
მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ
და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.

ძილგატეხილი და არეული
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,
მერე შეკრთება, ვით მთვარეული
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.=ko=

ქართული ზეცა, ქართული ზვარი,
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა…
ჩემი თბილისი და ფიროსმანი
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
შენ გააჩინე და შენივე შექმნილით ხარობ _
ღაწვებზე დამდის უთვალავი ღიმილის წყარო,
სულ რომ ჩუხჩუხებს და წუთითაც რომ არ ისვენებს,
სახეზე მაფენს ნეტარებით მფეთქავ სისველეს.
ღიმილი სხვაა და ნაოჭებს არ ემსგავსება _
ღიმილი _ ნათლით დაფერილი არის არსება.
კრთის შუქი, მაგრამ შარავანდით ვერ ფარავს ხატებს,
რადგანაც ნათელს მხოლოდ ჩვენი ღიმილი ჰბადებს.
თვალთა კარიბჭეს გაზაფხულის შხეფი მოწყდება
და სიმხურვალეც ღიმილისა ასე მოწმდება:
ბებერი ხელი შეუშვირე ამ ნელთბილ კოცონს _
შენ გააჩინე და შენივე შექმნილი მოგწონს!

ყური დაუგდე, მოუსმინე, მიაყურადე _
იგრძენი, სუნთქვა რა იოლად აღწევს გულამდე!
ო, რამდენს ნიშნავს, სუნთქვა სუნთქვას რომ შეეზრდება,
სხვისი რომ გესმის და სიცოცხლე რომ არ გბეზრდება!
ზეცით უბერავს, ერთხელ დაშლილს კვლავ ამთლიანებს
და მტრების ქოროს ღრუბელივით თავს დასტრიალებს.
არა _ გრიგალი, ფუძის მშლელი, დამქცევი სახლის,
არც ნიავქარი, ბებერ რტოებს ერთურთს რომ ახლის,
ცახცახებს სული, შეუცნობი, ყოვლისმცნობელი,
ადამიანის სუნთქვა არის მისი მშობელი.
ბაგეებს წყდება, გადასცდებს ზეციურ ზღუდეს,
თითქოს, სამყაროს ხელმეორე მოქცევა სურდეს.
თავსაც იწონებს, ვით სჩვევიათ ნებიერ ბალღებს,
სიტყვების ნავი ქარის ზღვებზე მიარღვევს ტალღებს.
ყური დაუგდე, მოუსმინე, მიაყურადე _
იგრძენი, სუნთქვა როგორ აღწევს გულისგულამდე!

მიდი, დაეშვი, მიწა ახლა იმ ცრემლებს იკრავს,
შენ რომ აპკურე მიჯნურების ფეხის ხმას, მიმქრალს,
მაშ, შეუერთდი, მათ ნაბიჯებს ჩაეზიარე,
სვლა ყოველივეს განწმენდსა და აერთიანებს,
წინსვლა მეტია სირბილსა და მაღლა ფრენაზე,
მაღალ სფეროზე, მაღალ მზეზე, ვარსკვლავთცვენაზე,
მროკავ სივრცეზე, რომ ლივლივებს და რომ არ ცხრება,
მეტია, ვიდრე ეს ფუსფუსი და აღტაცება.
ნეტარებს ღმერთი, სულ გიზგიზებს და თან სულ ქრება,
ჩვენს ნაბიჯებში იბადება თავისუფლება.
ღიმილი, სუნთქვა, მოძრაობა მეტია, ვიდრე
ხომლი იელვებს თუ ფოთლებზე ნიავი იფრენს;
ვიდრე სინათლე, სხივებმა რომ ფრთებით ატარეს,
ადამიანში თვით სამყარო იღებს სათავეს,
მიჯნურთ ღიმილში, მათ სუნთქვაში, ცაზე, ჰაერში...
იტირე, მუხლი მოიდრიკე, მიდი, დაეშვი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
რატომ იწერება ასე? ამის გასწორება არ შეიძლება???? ადმინისტრაციააააააააა=ml=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ბუბუსუნა მაგარია .ავტორი ვინ არის?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ციცი,ფრანც ველფერის არის, მეც მაგრად მომწონს:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=l_MT7nGgCDM

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი