↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=uj6gUb3heaY&NR=1

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას

რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას?
თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებადს გრძნობას,
რომ არ გემსჭვალვის საუკუნო ტრფიალებითა?
ჰგავს, არ პასუხსსცემ შენ მას სულით მშვენიერითა.
სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების
და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების,
აგრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამსჭვალები,
ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცები!
მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული,
რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული,
და კაცსა შორის, ვით კერძოსა ღვთაებობისა,
რად გრწამს არ იყოს საუკუნო მადლი ტრფობისა?
თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს,
მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს.
მხოლოდ კავშირი ესრეთთ სულთა შობს სიყვარულსა,
ზეგარდმო მადლით დაუხსნელად დამტკიცებულსა!
მხოლოდ მათ შორის არის გრძნობა, ესთ სანუკველი,
რომ მის უტკბილეს არც თუ არის სასუფეველი!
მას ცისა სხივით აცისკროვნებს მშვენიერება
და უკვდავებით აგვირგვინებს ჭეშმარიტება!

1842 წ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
შენს თვალებიდან მაშინ
ისე ლამაზად წვიმდა,
რომ გამომშრალი ტუჩით
წყურვილის მოკვლა ღირდა.
ისე ლამაზად შლიდა
ქარი დალალებს მხრებზე,
ლექსად დაგხატე ბევრჯერ
მაინც ვერრა ვთქვი შენზე.
წამწამ წარბების ჩრდილში
ბინა დაიდო ღამემ,
წამო სიზმრებში გამყევ
იქნებდა გითხრა რამე
გაგიბედო და განდო
ჩემი ფიქრების ზრახვა,
ნეტავ სადა ხარ ამ წუთს
ანდა რას ფიქრობ ახლა?!
თუნდაც გაგვეყო გზები
ის ერთი ნახვაც ღირდა
რომ დავიხატე გულში
როგორ ლამაზად წვიმდა

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
მაქსიმას, ლექსები კარგია, მაგრამ ჩვენ როდის გვეშველება?:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
მაქსიმას, სიხარულო, გადმოგვხედე რა მოწყალე თვალით:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
თუ შეგიძლია იყო მშვიდი როდესაც ყველა
ცილს გწამებს და აღსარებას შენგან ელოდეს
თუ შეგიძლია როცა შენი არავის ჯერა
არ დაეჭვდე და შენი თავის თვითონ გჯეროდეს.
თუ შეგიძლია ელოდო და არ დაიღალო,
მოტყუებულმა არ ირჩიო სხვისი ცდუნება
შეძულებულმა სიძულვილი არ გაიკარო,
სხვის საჩვენებლად არ ადიდო თვისი ბუნება.
თუ შეგიძლია ოცნება და არ დანარცხება,
თუ შეგიძლია რწმენისატვის ბრძოლით იარო,
თუ შეგიძლია გამარჯვება და დამარცხება
დარბაისლურად ღირსეულად გაიზიარო.
თუ შეგიძლია გაუძლო, რომ შენი სიმართლე
სულელთა მახედ მოიხმარონ ავმა ენებმა
თუკი დაკარგე რაც გაგაჩნდა სულის სინათლედ
და ხელმეორედ წამოიწყო მისი შენება.
თუ შეგიძლია ყველაფერი რაც მოგიგია
მოაგროვო და ერთ თამაშად სასწორზე დადო,
მერე წააგო ყველაფერი როგორც რიგია
და წაგებულმა ხმა არ დასძრა არ დაიდარდო.
თუ შეგიძლია შენი გული , ნერვი კუნთები,
თუ არ მოგყვება მხოოდ ნებით დაიმორჩილო,
თუ არ აჰყვები უძლურებას არ დაკუნტდები.
რომ სიკვდილამდე შენი ჯერი ასრე მოლიო.
თუ შეგიძლია იყო კაცი ყოველთვის სათნო,
მეფის წინაშეც არ დაჰკარგო შენი ღირსება,
თუ დაიჯერებ, რომ ვერავინ ვერაფრიტ გავნო,
თუნდაც ხედავდე რომ დიდება არ გეღირსება.
თუ შეგიძლია ულმობელი ცხოვრების ბედის,
ყოველი წუთი გაიხადო სანდომიანი,
მაშინ შენია ეს ქვეყანა და უფრო მეტის
მაშინ შენა ხარ ჭეშმარიტი ა დ ა მ ი ა ნ ი !!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება
ყოველდღე თითქმის,
ხან მოწყენილი,
ხან მხიარული...
ვაჟი -
სიმაღლით
შენზე ერთი მტკაველით დიდი,
მძიმე ნაბიჯით მოსიარულე,
ის როცა ფიქრობს -
შენ ხარ ხოლმე იმისი ფიქრი.

ღიმილი შენი
არ გეგონოს შენ მარტო შენი.
ცრემლაც ნუ ჩასთვლი
ნურასოდეს
შენ მარტო შენად.
ღმერთმა ნუ ჰქნას და...
შენ რომ იყო გადასარჩენი -
თავს არ დაზოგავს
ის ვაჟი შენს გადასარჩენად.

შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება
ყოველდღე თითქმის,
ხან მოწყენილი,
ხან მხიარული...
ვაჟი -
სიმაღლით
შენზე ერთი მტკაველით დიდი,
მძიმე ნაბიჯით მოსიარულე -
შენი ერთგული კაცია იგი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქალიშვილმა,
რომელსაც უყვარს
ბალახი და წვიმა, -
მე გული მთხოვა
ერთ საღამოს
იმ ქალიშვილმა...

...და მე დილამდე
ქუჩებში ვიარე...
შინ რომ მოვედი,
გულაღმა დავწექ,
ხელები თავქვეშ
ამოვილაგე...

ქალიშვილმა,
რომელსაც უყვარს
ბალახი და წვიმა, -
მე ყველაფერი შემაყვარა
იმ ქალიშვილმა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
სამი დღეა დამიბრიყვა სევდამ;
სამი დღეა გულმოდგინედ წვიმს...
მომანატრა, მომანატრა ნეტა -
რაც მომწყინდა, რაც მომწყინდა -
ის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში
გულით ამომსკდა სიმღერა წყნარი,
ჩემი სიმღერა ქვითინი იყო,
სულით ობლობას კვნესოდა ქარი.
ხანი გავიდა, გადამავიწყდა
სიმღერა სადღაც, ოდესმე თქმული,
სანამ არ ვპოვე მეგობრის გულში
ღრმად ჩაქსოვილი და შენახული.
ერთხელ,ოდესღაც გზად მივდიოდი,
მე მოვისმინე ჩემივ ნაღველი,
ყრმობის ოცნებით გატაცებული,
ყმაწვილურ ვნების გამომსახველი.
და ვერ ვივიწყებ ქალწულის სახეს
სადღაც, ოდესმე ფიქრში ზმანებულს,
შემდეგ ახდენილს სინამდვილეში,
მაგრამ... საკმაოდ დაგვიანებულს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=rYA0XECFVLE

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.=ko=
ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს
ძველი ღვინის სმით, უღონოდ, მძაფრად,
სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს
მოგონებებში ვიჭერ თანაბრად.=ko=
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ…
სად, როდის, რისთვის? არ ვიცი, არა!
იყვნენ ოდესღად და მიეძინათ…
ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა.=ko=
მას შემდეგ ბედი და იალქანი
ქარის სიმძიმით გადაიხარა,
შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი?
რისთვის ან ვისთან? არ ვიცი, არა!=ko=
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
ეს იყო ვერხვის ფოთლების კვნესა,
დრომ ყვავილებით დააგვირგვინა,
მე პაჟი ვიყავ, ის კი – პრინცესა.=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ...
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..
როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს,
ვერ გპოვებ ვერასდროს... ვერასდროს!
შენი მე სახება დამდევს თან
ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!..
შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის...
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!..

ჩემი უსაყვარლესი ლექსია:( :( :( :( :( :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
თვალს ნაზი და მთვარეული
აღელვებდნენ ლანდები,
ვიყავ ლხინში ჩარეული –
ღვინით თვალანანთები. =ko=

უცებ გაჩნდა ტრიანონის
კოშკი გულის ნდომანი,
დე-გრიესა და მანონის
სევდიანი რომანი... =ko=

მივაფრენდი ამაყ მერნებს,
ჭიხვინებდნენ მერნები, -
სასახლეებს და ტავერნებს
ცვლიდნენ სხვა ტავერნები. =ko=

და ვხედავდი, როგორ იღებს
სულს ვედრება ხალისის,
და ვხედავდი ცისფერ ნიღაბს
მხოლოდ ერთი ქალისას.=ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი