maxsimas wrote:ციტატა:
სიკვდილის არსებობის გარეშე სიცოცხლე უინტერესო იქნებოდა, თან ძალიან უინტერესო.
ესეთ შედარებას მოვიყვან: სიკვდილის გარეშე სიცოცხლე ისეთ თამაშს დაემსგავსებოდა რომელშიც უკვდავების კოდს შეიყვან და რომელიც მალე გვბეზრდება ხოლმე.
რომელიღაც ბერძნულ მოთხრობაში წერია ღმერთებს შურთ ადამიანების რადგან ისინი მოკვდავები არიანო.
სიკვდილის მოსვლის საშიშროება არის აზარტი რომლის მსგავსსაც განიცდის კაზინოში მოთამაშე და ამ აზარტის გარეშე ცხოვრება მოსაბეზრებელი იქნებოდა.
სავსებით გეთნხმები...მაგრამ ცოტა ხანგრძლივი რომ იყოს სიცოცხლე უკეთესი იქნებოდა...იმდენად ხანმოკლეა...სულ ვჩქარობთ,რომ ყველაფერი მოვასწროთ,თუმცა მაინც ბევრი რამე გვრჩება გასაკეთებელი და რაც ყველაზე ცუდია ამ სიჩქარეში სიცოცხლის გემოს ვერ ვიგებთ (ერთეულების გამოკლებით)
პ.ს. სიკვდილის არ მეშინია...უბრალოდ ჯერ არ მცალია

სიკვდილზე მეტად სიბერის და ავადმყოფობის მეშინია.