|
ამ წერილს, ბევრი ფიქრის და განსჯის შემდეგ ვწერ. გინდათ ნატვრა დაარქვით, გინდაც ახირება, მე მაინც გავაკეთებ. მაგრამ მარტოს გამიჭირდა, ვერაფრით ვერ მოვაგროვე საჭირო თანხა. მარტო ვერ ვახერხებ და თქვენი დახმარება მჭირდება. სურვილი მაქვს დავეხმაროთ ჩვენს თანამემამულეებს. ბევრი გაჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახი გვყავს. რამოდენიმე თვის წინ უყურე, 5 შვილიანი ოჯახი, მიწურში ცხოვრობს. ეგეთები მოგვიმრავლდნენ, ამ დასაქცევი ომის შემდეგ ხომ საერთოდ. რა მინდა, რომ გავაკეთოთ, დაახლოებით 100 ადამიანი ვაქტიურობთ ყოველდღიურად საითზე, სამი მაგდენი კიდევ, ხსნის ჩვენ საითს ყოველ დღე. თითოეულმა ჩვენთაგანმა, ყოველთვიურად 20-30$-იც, რომ დავდოთ, კარგი მოზრდილი თანხა შეგვიგროვდება. ორ თვეში, მინიმუმ 8 000$-დან 10 000$-ს მაინც მოვაგროვებთ.
ყველა, მთავარ ქრისტიანულ დღესასწაულზე, თითო ოჯახი, რომ დავაბინავოთ, წარმოიდგინეთ, როგორ შევეშველებით გაჭირვებულებს. მოვნახოთ ჩვენი სანდო ადამიანი საქართველოში, გადაუხადოთ მგზავრობის და ყველა ის დანახარჯი, რაც მას დაეხარჯება. დაფიქსირდება ყველაფერი დოკუმენტურად./ვიდეოზე გადაიღებს/ ხალხო, წარმოიდგინეთ რამხელა მადლს ვიზავთ. ჩვენს ნაყიდ სახლებში, ქართველები გაიზრდებიან და გამრავლდებიან, დაგვლოცავენ და ჩვენც, რამხელა დარდს შევიმსუბუქებთ. რამოდენიმე კვირის წინ, სანდრო ბოტიჩელი და თუ არ ვცდები, ფიცხელა საუბრობდნენ. სოფლებში, სახლები იაფი ღირსო. ძნელი არაფერი არ არის, მთავარია მონდომება. ჩვენს "ოქროს" ბიჭებს, ჩვენს ადმინებს ვთხოვ, როგორმე "დესპანი"-ის სახელზე გაიხსნას ანგარიში, გენდობით გენაცვალეთ, გავაკეთოთ ეს მადლიანი საქმე. ZVIGENI და MAXSIMAS-თქენი დახმარება უფრო დამჭირდება თავიდან, ვიდრე Leonardo და Da vinchi პასუხს გვეტყვიან. ძმებო, მოვაგვაროთ ეს საქმე. სიკეთისთვის გაჩენილი ერის შვილები ვართ და გავაგრძელოთ ჩვენი წინაპრების სიცოცხლე. ხალხო-დაწერეთ რას ფიქრობთ.
მადლობა ყველას.
|