↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
დრო თუ გვაბერებს, დრო გვიბრუნებს ახალგაზრდობას,
როცა მოხუცი მამის გვერდით შვილი დადგება,
სიყმაწვილეში გაცემული ბოლოს ფასდება
და სიბერეში სიჭაბუკედ გამოგვადგება.
ესაა სიბრძნე წუთისოფლის და სილამაზე,
შთამომავლობის გამრავლებით მიწა მშვენდება,
ყველა შენსავით რომ მოქცეს ამ ქვეყანაზე,
კაცობრიობა სამოც წელში გადაშენდება.
დაე, დაღუპვას ვინმე გონჯი ვერ გადაურჩეს,
ვინაც არ არის ღირსი, დარჩეს შთამომავალი,
შენ კი ბუნებამ უთვალავი გიძღვნა საუნჯე
და მოდგმისათვის საუკუნე მოგცა მრავალი.
ქვეყნის ბეჭედო, ამ სიბრძნეში ნუ დაეჭვდები
და გაამრავლე ქვეყნად შენი ანაბეჭდები.

უ.შექსპირი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
სამშობლო ხევსურისა

სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,
სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, - ჩემი სამშობლო ის არი.

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

მე მირჩევნია შავი კლდე, თოვლიან-ყინულიანი,
ორბი რომ ბუდობს, ჩაჩქარით გადმოჰქუხს ბროლიწყლიანი,
ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი...

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

ბარად რომ ვიყო ლაღადა, სული მთისაკენ იხარის,
სალი კლდე ანდამატივით გულს სულ იქითკენ იხარის,
იქ მიშობს შავი სიკვდილი, ბარში სიცოცხლეც იმწარის!..

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

ბარად რომ მომცე დიდება, ქონება უთვალავია,
სასახლე ოქროს ტახტითა, ჯარი და ზღვაზე ნავია,
არა ვინდომო ეგენი, არ მოკვდეს ჩემი თავია...

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,
ორივ ტკბილია, ძმობილო, მირჩევნის ორსავ თვალზედა,
როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა...

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

1881

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
თუშის ქალს ალავერდობაში

ერთიც დაჰკივლე თუშურად,
ქარს შეუერთდი ქარშივე,
ფრთაგატყორცნილი არწივი
ფრენაში გაიკავშირე.

პირანთებული ჰშვენოდი,
გადაქნეული ხმალივით,
შავთმაჩაშლილი ქალწული
მოჰქროდი ქარიშხალივით.

ქვაბების ნაორთქლარ ნისლში
ღრეობდა თუშთა ყრილობა,
ქუსლამოკრული ქურანი
მიჰქროდა ნიავქარული;

შენი მხედრობა მიყვარდა
და შენი თავდახრილობა,
შენი მოხედვა, ხოხობო,
და სიკისკასე ქალური.

ხვალ ყველა დაგაშაირებს
ალვანს, ბახტრიონს, თიანეთს,
ერთმუხლად გამოშვებული
ცხენი რომ გააფრთიანე.

და თითქოს მოსწყდი მიწიდან,
ჰქროდი ხმელეთის გარესა,
სიგრძე და განი სად იყო,
სულ იქროლებდი ზღვათამდე;

გინდოდა ცხენის ქროლაში
გასწრება ნიავქარისა,
ვარსკვლავიანი ღრუბლები
თითქოს შენს სახეს ჰხატავდნენ...

შორს შავარდენი მოგდევდა,
შენი გმირობის მაყარი,
შენი კბილივით ელავდნენ
მთები რთვილგადანაყარი.

ვისკენ მიჰქროდი, საითკენ,
სივრცეში შეუხედარი,
ვის მისძახოდა შენი ხმა,
ვინ იყო შენი მხედარი? ―

შენს სიყრმის დილას მისდევდი,
შენს ტურფა ყმაწვილქალობას,
შენს დაშუქებულ მომავალს,
ხვედრით რომ დაიმსახურე

და ხმოვანებით ციური,
ვით იდუმალი გალობა,
ჯირითის ქარში, მესმოდა,
ჟღეროდა შენი საყურე.

ჩემს სიჭაბუკეს მიჰგავდი,
ჩემს აღტაცებულ ოცნებას,
ჩემს ღელვას ჰგვანდა გაქროლვა
და შენი დაცხენოსნება!

გავა დრო, განა შემხვდება
კიდევ მე შენი ყურება?
სხვა გაზაფხულის წვიმები
მწვერვალებს დაეწურება.

სხვა იჯირითებს, სხვა იმღერს
სხვა მზეში ნაზიარები...
ისევ დარეკავს მთებიდან
მიმინოს ოქროს ზარები...

.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
შენ გიყვარს ღამის მოწმენდილ ცაზე
ვარსკვლავების თვლა, ჩუმი ოცნება.
სუსხიან ზამთრის ლოდინის შემდეგ
ბუნების ნაზი გამოცოცხლება.
გხიბლავს მოვლენის სხვაგვარად აღქმა,
იოლის რთული ალტერნატივა.
გიკვირს როდესაც არ ესმით შენი
თვლი, რომ აზროვნებს ხალხი მარტივად.
შემოგეძარცვა ირგვლივ ყოველი.
გუშინ დაკარგე იმედიც,ბოლო
შენ შეგიყვარდა ფერებში შავი
მარტოობის და გლოვის სიმბოლო.
უსმენ სიჩუმის აბსტრაქტულ ჰანგებს
სევდას მოუცავს შენი ლექსები
გყავს უხილავი ლექსების მუზა
და ოცნებებში ეალერსები.
დატკბი სიცოცხლის ყოველი წამით
ღიმილი გშვენის, ცრემლი უარჰყავ
გჯეროდეს, სადღაც არსებობს ვიღაც,
ვიღაც რომელსაც ძლიერ უყვარხარ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სულ მენატრები, მაშინაც კი,
როცა ვართ ერთად
და ჩემს გარშემო
და ჩემს გვერდით შენა ხარ მარტო...
მუდამ და ყველგან -
ძილშიც,
ცხადშიც,
უშენოდ,
შენთან -
სულ განუწყვეტლივ მენატრები
და შენზე ვდარდობ.

სულ მენატრები,
ერთი წუთით არა მაქვს მოცლა,
დაგეძებ, როგორც ძაღლი ეძებს
დაკარგულ პატრონს,
და მე არ ვიცი,
რა დავარქვა ამ გრძნობას, როცა
ჩემში ხარ გულის ფეთქვასავით
და მაინც გნატრობ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ვარ ილუზია, შთაგონება, გულის ხმა შენი...
ვარ სიხარული, მწუხარება, მტანჯველი სენი...
ვარ გაზაფხული,შემოდგომა, ათასი ფერი...
ფიქრი,სიკეთე,ბოროტება,მზრუნველი ხელი...
მე ვარ სიცოცხლე, ვარ სიკვდილი,ვარ გარინდება...
ვარ წვიმა, თოვლი,დღის სინათლე და დაბინდება...
გამოძახილი შენი სულის,დროთა დინება...
ვარ აღტაცება,ძირს დაცემა და განდიდება...
ვარ სიბილწე, სისპეტაკე,შეცდომა შენი...
ვარ მონატრება, ვარ ოცნება,სურვილი მწველი...
ვარ გამოცანა, მოლოდინი, ათასი წელი...
და მაშინ წავალ, როცა
ამას ნაკლებად ელი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
სტუმარ-მასპინძელი

თავები: I - VI
I

ღამის წყვდიადში ჩაფლული,
გამტკნარებულის სახითა,
მოსჩანს ქისტეთის მიდამო
სალის კლეების ტახტითა.
ბნელს ხევზე მიჰყეფს მდინარე,
გულამღვრეული ჯავრითა.
გადმოხრილყვნენ მთანიცა,
ხელ-პირს იბანენ წყალზედა;
ბევრი მომკვდარა მათს მკერდზე,
სისხლს ვერ იხდენენ ტანზედა;
ძმის მკვლელის სისხლი სწყურია,
კაცი რამ მიდის გზაზედა.
გზას ვამბობ, თორემ რა გზაა,
ვიწრო ბილიკი კლდეზედა?
სავალად მეტად ძნელია,
ფეხს ძლივს აცილებს ფეხზედა.
გაღმა სჩანს ქისტის სოფელი
არწივის ბუდესავითა,
საამო არის საცქერლად,
დიაცის უბესავითა.
სოფლის თავს სძინავს შავ ნისლსა
დაფიქრებულის სახითა,
ყურს უგდებს არემარესა,
გულლაღობს სანახავითა.
სტუმარი ცოტა ხანისა
ხვალ სხვაგან წავა აქითა;
წავა, გადივლის გორებსა,
ქედებსა ყინულიანსა,
აბნელებს, უხილავად ჰქმნის
ქვეყანას ხილულიანსა.
თუ მონადირეს ატირებს,
გზადაკარგულსა კლდეშია,
ალაღებს მგელსა და ქურდსა,
მოარულთ სიბნელეშია.

II

ზევიდამ ვინღაც უცნობმა
კლდის ლოდი გამოაგორა,
მგზავრმა შეჰხედა პირაღმე,
წინ უდგას მაღალი გორა.
ყურს უგდებს... ცოტა ხანს შემდეგ
მოესმა ქვიშის ჩხრიალი.
მგზავრი სიათას იმარჯვებს:
მტერი არ იყოს ტიალი.
შესცქერის გაფაციცებით
ფეხზე შემდგარის თოფითა,
ჰხედავს, რომ მოალაჯუნებს
კაცი ორკაპის ჯოხითა.
შავი რამ მოსთრავს პირთაქვე,
ქვიშა ქანავდა იმითა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
რა გენიოსია ვაჟა .ბუნების მგოსანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ფიქრში გახვეული ძლიერ მენატრები
ყველაფერს შენთან ერთად ყოფნა მირჩევნია...
შენ ვერ შეიღირსე ჩემი სიყვარული
მაგრამ არაუშავს მიპატიებია...
აღარც ძილი მინდა შენგან გადარეულს
ჩემმა ღამმის თევამ შენთან გაათია
ღალატი ძნელია მაგრამ არაუშავს...
მაინც მიყვარხარ და მიპატიებია!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
დღეს ყველაფერმა დაკარგა ფერი
ცხოვრება თითქოს ტალახში გორავს
უგუნური და ფარისეველი
გმობს მოაზროვნეს, უკითხავს მორალს
აღარ არსებობს ნდობა, სიკეთე
გადაყოლია ხალხი გართობას
გღალავს სურვილი: ამხელა ბრბოში
მარტომ ებრძოლო უსამართლობას.
თუ სიყვარულმა დაკარგა აზრი
და მეგობრობის ფასი არ მყარობს
რა შეგიძლია? შენი ლექსებით
გინდა შეცვალო მთელი სამყარო?!
როდესაც თავზე დაგყურებს ფლიდი
და უმეცარნი ყალბად ელავენ
შენი ღირსებით გახელებულნი
ბილწი ენებით გადაგთელავენ.
ვინ გაიგივებს ბოღმით დემონთან,
ვისთვის ნამდვილი ანგელოზი ხარ
სიკეთისა და რწმენის ქომაგი
დღეს სევდის ფერით რად შემოსილხარ?
ნუ დაგასუსტებს უიმედობა,
ნუ მიეცემი დარდების გროვას
ყოველი დიდი ტკივილის შემდეგ
გარდაუვალი სიმშვიდე მოვა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მზე ჰქრება, ნებდება დაისს
და წლების სევდა დაჰკრავს საღამოს.
ოჰ, ერთხელ მაინც....
ოჰ, ერთხელ მაინც....
მინდა, რომ ჩემზე
ფიქრმა დაგღალოს.

ახლა არა არის ჟამი მახსრობის,
ეს ღმერთმა უწყის, ვინ რას მიწოდებს,
და ფერხთით გიგდებ
ერთი გასროლით,
ბრაუნინგივით
დაცლილ სიცოცხლეს.

რომ მისტიური მესმას ძახილი
და მერე, ჩემზე გლოვამ დაგღალოს,
მე ავიჩემე
შენი სახელი,
დაე, ის ერქვას
ყველა საღამოს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,
რამ დამავიწყოს ეს ალუბლები!
იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ,
ამ სიყვარულზე ვესაუბრები.
ვეტყვი თუ როგორ გვიყვარდა ძველად
ჩვენ ტრფიალება წრეგადასული,
თუ როგორ გაქრა ოცნება ყველა
და მოგონებად დარჩა წარსული.

ვეტყვი თუ როგორ გვიყვარდა გულით
ფიროსმანი და თბილისის ღამე,
ლაჟვარდოვანი მტკვარის დუდუნი
და მარტოობის მკაცრი სიამე.

ვეტყვი: რა მწვავდა, რა სატკივარი,
მაღალ მთებს რისთვის გამოვექეცი,
როგორ გაგანდე, ძვირფასო, ჯავრი
და კაცი ლექსად როგორ ვიქეცი,

ან შენს სახელზე ბერდანის ტყვიით
როგორ დავკოდე ნადირი მხარში,
რომ არ ვიცოდი მაცდური ტყვილი,
რომ შეშლილივით მიყვარდი მაშინ.

ო... მასაც ვეტყვი, ვეტყვი ყველაფერს,
რა კარგი იყავ და რარიგ ნაზი,
რომ მხოლოდ შენთვის ავაფერადე
ჩემი სიმღერა და მუხამბაზი!

ო... მასაც ვეტყვი, ძვირფასო, ცირა,
როგორ გვდევნიდა ბედი ტიალი,
როგორ გვიყვარდა შავი ზღვის პირას
გასეირნება და ხეტიალი.

როგორ გვაკრთობდა ტალღების ნანა
და სიყვარულით როგორ ვიწვოდით...
და ეს შარბათზე უტკბესი ხანა
რომ გაქრებოდა, რად არ ვიცოდით?!

ვეტყვი, რა იყო ის გაზაფხული,
როდესაც შეგხვდი და შემიყვარდი,
ოპერის ბაღში სიზმრად ნახული,
აკაკის ძეგლთან გაშლილი ვარდი.

რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,
რამ დამავიწყოს ეს ალუბლები?
იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ,
ამ სიყვარულზე ვესაუბრები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ვნიძლაობთ, რადგან
მსურს შენი მჩატე,
სუსტი თითები
ხელში მეჭიროს.
მე შენს ტრფობაში
სიცოცხლე ჩავდე
და ღმერთმა
ნუღარ გადამარჩინოს.
ვით მეყვავილე
ნაზი კვირტების
მოალერსეა
მხოლოდ გაშლამდე,
შენი დაკარგვით
შენაშინები
ვეღარ გელევი
ხელის ჩაჭრამდე.
მოიგე.. ზღვისპირს
ერთად მივყვებით,
და სველ გირლანდებს
მოჰგავს ნავები,
ჩემს საქციელში
შიშით გიტყდები,
შენ კი...
თავიდან მენიძლავები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts42
კარმა0
OFFLINEPROFILE
ციტატა:
დღეს ყველაფერმა დაკარგა ფერი ცხოვრება თითქოს ტალახში გორავს უგუნური და ფარისეველი გმობს მოაზროვნეს, უკითხავს მორალს აღარ არსებობს ნდობა, სიკეთე გადაყოლია ხალხი გართობას გღალავს სურვილი: ამხელა ბრბოში მარტომ ებრძოლო უსამართლობას. თუ სიყვარულმა დაკარგა აზრი და მეგობრობის ფასი არ მყარობს რა შეგიძლია? შენი ლექსებით გინდა შეცვალო მთელი სამყარო?! როდესაც თავზე დაგყურებს ფლიდი და უმეცარნი ყალბად ელავენ შენი ღირსებით გახელებულნი ბილწი ენებით გადაგთელავენ. ვინ გაიგივებს ბოღმით დემონთან, ვისთვის ნამდვილი ანგელოზი ხარ სიკეთისა და რწმენის ქომაგი დღეს სევდის ფერით რად შემოსილხარ? ნუ დაგასუსტებს უიმედობა, ნუ მიეცემი დარდების გროვას ყოველი დიდი ტკივილის შემდეგ გარდაუვალი სიმშვიდე მოვა...

კარგი ლექსია =sher= შენია?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ყველაზე საბრალო მათხოვრის თვალებია,
ყველაზე წმინდა კი ხატის.
ყველაზე შეშლილი პოეტის თვალებია,
ყველაზე მაცდური-ქალის...
ყველაზე ვერაგი ფლიდის თვალებია,
ყველაზე ღვთიური-ბერის.
ყველაზე უმანკო ჩვილის თვალებია,
ყველაზე თბილი კი დედის.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი