|
წუხელის ბიჭი დაბადებულა,გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით, ისეთი ბიჭი დაბადებულა,დაურქმევიათ თურმე დავითი! წუხელის ბიჭი დაბადებულა, დაურქმევიათ იმისთვის ცოტნე, სენ - ორგულობავ,აბა გაბედე და გული ჩვენი ისევე კორტნე. წუხელის შოთაც დაბადებულა,დაბადებულა თურმე დემეტრე,განგებავ, ჩვენი საქართველოსთის რა სიხარული გამოიმეტე! წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო,ყველა გმირმა და თავდადებულმა,დაბადებულა თურმე ვახტანგი,წუხელ ერეკლეც დაბადებულა.საქართველოს ცა,ისეც მაღალი,უფრო მეტადრე ამაღლებულა,დაბადებულა მთვარე - გიორგი,თურმე ილიაც დაბადებულა! წუხელი მტერი - ერთპირად ჩვენი მოსპობის მდომი - დადარდებულა; დაბადებულა თურმე სულხანი,გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.დაბადებულა ბიჭი პაატა,გათენებულა წუხელის თეთრად,დაბადებულა სამასი გმირი ვით დაიხოცნენ ისევე ერთად! წუხელის გოგოც დაბადებულა,ცის ნამი ,ცისფრად ნაკამკამარი,ისეთი გოგო დაბადებულა,დაურქმევიათ თურმე თამარი.დაბადებულა წუხელის ნინო და ქეთევანიც დაბადებულა,ის ბნელი ღამე თურმე უეცრად ღვთიურის მადლით განათლებულა.ყველა ზღაპარი - ნაოცნებარი ახდენილა დაგამართლებულა; დაბადებულა თურმე ნესტანი და თინათინიც დაბადებულა. და გიხაროდენ! ქართველთა შორის ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა და ერთიანი,ნანატრი დროის,ქართლი ხელახლა დაბადებულა! ანზორ აბულაშვილი
|