↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამარჯობა მახო..........ეს გუგუას საიტიაhttp://www.fereidani.ge/. ვიცი ბევრ ისეთ რამეს იპოვი
გულს,რომ დაგიწვავს, მაგრამ ბევრსაც ისეთს გულს, რომ გაგიხარებს. სურათები კი 95. გიორგობა საგარეჯოშია. ამავე საიტზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
pizchela გამარჯობა მართლა კარგი საიტია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხო, ტელმანი,ძალიან კარგი საიტია, მაგრამ ბევრს ვტირი ხოლმე. ჩემს შვილს კი, არ მოსწონს ჩემი ასე შეწუხება და სულ გუგუას "მუქარაშია".და "მირჩევს" წავიდეთ ირანშიო,(იცის,რონ გერმანიაში ვერავის დავუტოვებ მის თავს )თუ ეგრე გიყვარან და მერე აღარ იტირებო. ირანელი ქალი, რომელიც ირანში წაყვანას შემპირდა, საბავშვო ბაღში გავიცანი და ამდენად ჩემი შვილიც კარგად იცნობს. არადა სწორედ ეს არის პრობლემა, სად წავიყვანო 8წლის ბავშვი, სახლში ხომ არ მივდივარ. თორემ მარიას და, ცნობილი ადვოკატია ირანში, მარტო ცხოვრობს და შემპირდნენ, რომ ის იქნებოდა ჩემი მეგზური.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა გამარჯობა! მახსოვს,ორი თავადი ძმა,დასერილი ფეხებით, როგორ მოადგნე საქართველოს საზღვრებს. სამწუხაროთ ამ ამბის გაგრძელება აღარ ვიცოდი, ალბათ უკეთესი იქნებოდა , რომ არ მცოდნოდა. მეგონებოდა, რომ დედა სამშობლომ იპოვა და გულში ჩაიკრა დაკარგული შვილები.
თუ არია ახლაც თბილისშია და ურთიერთობაც გაქვს , მომიკითხე დიდი სიყვარულით და უთხარი, რომ ეს მას იმიტომ კი არ გაუკეთეს, რომ ფერეიდნელი იყო, არამედ ის ვიღაც თვითონ იყო ნაძირანა და ეს სიავკაცეც პირველი და უკანასკნელი არ იქნებოდა იმისთვის. არია კი იმიტომ მოხვდა "ბადეში", რომ თავისი სიკეთის და სიალალის პატრონმა ვერც წარმოიდგინა "მეგობრისგან" ასეთი ღალატი. პოლიცია,...???? დაივიწყეთ!!! სამართალდამცავი ორგანოები არ არსებობენ საქართველოში.
20 000 ევროს გადამხდელები ვერ ვართ ჩვენ, თუნდაც ჩველი "ჯიბის" გამო, მაგრამ სიყვარულით კი ამასაც ბოლო ცენტამდე გადავიხდით და ზედაც 20 000 000 000 000 000 000 ს დავამატებთ.
ღმერთი დიდია ჩემო არია, შეგაძლებინებს იმ კაცს თვალებში ჩახედო.... გფარარავდეთ მისი ძალა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
pizchela გერმანიაში ხარ ? მეც აქ ვცხოვრობ დანიის საზღვართან ახლოს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ქალბატონ pizchela-ს!
საქვეყნოდ გიცხადებთ რომ ძალიან მიყვარხართ ამ წერილის და ამ სიტყვების გამო! თუ ირანში ვერ მოახერხებთ წასვლას ქალიშვილთან ერთად აქ რომ ჩამოხვალთ აქ გაგაცნობთ ფერეიდნელებს! ესე იგი თქვენი ქალიშვილი მემუქრება ხომ? ჩემი მეუღლე პედიატრია და ჩვენთან პირველ სართულზე ერთ პატარა ბიჭს, საბას მკურნალობდა, როცა გამოჯანმრთელდა, ფანჯრიდან ჩემს მეუღლეს კენჭებს ესროდა-ხოლმე... როგორია?
ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ: გუშინ სამსახურში სტუმრად მყავდა ერთი მარტყოფელი ბიჭი, რომელიც ირანის მარტყოფშიც ნამყოფი ყოფილა! მომიტანა უნიკალური ფოტოები და თანაც დიდი რაოდენობით... დღეს მთელი დღე მის დამუშავებას მოვანდომე, ხვალ ტექსტებსაც მივხედავ და მალე ახალ ქვეთავს დავამატებ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
elchi-ს!
ძმავ და მეგობარო! ალბათ ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა შენი ხმის გაგონება! შაბათს აუცილებლად სკაიპში შემოვალ ჩვენი დროით 12 საათზე, ღამით. თუ მოვახერხებთ საუბრის გაგრძელებას ძალიან კარგი იქნება! სხვათაშორის სანამ აქ შემოვიდოდი ჯერ ფოსტა ვნახე, მაგრამ შენგან არაფერი არ იყო... საოცარია, რატომ არ მოდის? სადაც შენ ხარ, მაგ ქვეყნიდან ძალიან ბევრი მეხმიანება და უბრალოდ მიკვირს...
ძმავ, ისპაჰანიდან და ფერეიდანიდან ხშირად მირეკავენ ხოლმე, პირველად რომ დამირეკეს, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, სუფრასთან იყვნენ და ყველა სათითაოდ მელაპარაკა. შუაღამე იყო მაგრამ ერთმანეთს ვეღარ ვცილდებოდით... მერე მივხვდი რომ იმ მომენტში ისტორიულ სამშობლოსთან დამაკავშირებელი რგოლი ვიყავი და ამიტომაც ვეღარ მთმობდნენ... თბილისი რომ უნდა დაებომბათ იმ ღამით საერთოდ არ შეგვიწყვეტია ლაპარაკი... ერთი სიტყვით ძალიან გამახარე და შაბათს გავაგრძელოთ, მაპატიე, სამსახურში ინტერნეტი ტელეფონზე გვაქვს მიერთებული (21-ე საუკუნეა) და სკაიპში დიდხანს ვერ გავჩერდი... სახლიდან არავითარი პრობლემა არ არის. აბა დროებით და ღმერთს ებარებოდე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ფიცხელა გვერდი არ გაიხსნა, მაგრამ არაჩვეულებრივი
ქართული გულ დასათუთქი სიმღერები ჩაირთო.=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
მახო, ეს პირველი სიმღერის ტექსტია...

მტერსა რომ მტრობას უწევდეს – ვაჟკაცის შესაფერია.
ვისაც მტრის მტრობა აშინებს, ქვეყნად ის არაფერია.
არც მაუხდება აბჯარი, არც ომში წასასვლელია.
არც ვაჟკაცებში ხსენდების, არარად ჩასათვლელია.
უნდა გაზარდოს დედამა ვაჟი მტრის გამჯავრებელი,
აუგის მთქმელი არ იყოს, არც ფეხის დამწყნარებელი,
არც აშინებდეს სიკვდილი, სიცოცხლის გამმწარებელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ეს სიმღერა პირველად 9 აპრილის ღამეს მოვისმინე... მერე შემთხვევით კინოფილმ "ხევისბერი გოჩა"-შიც აღმოვაჩინე... საიტზე მუსიკალურ ფონად მინდოდა მისი დადება, 6 თვე ვეძებდი და ბოლოს მაინც ვიპოვე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გული დამიმძიმდა ,ცრემლით ავივსე ,=ko=
ძალიან განვიცადე ,სული შემეხუთა=ko=
შვილებო უშველეთ,გული შემიწუხდა=ko=
რა გულქვა ყოფილა ის უბედური=ko=
ბედი ,ობოლთა დაუნდობელი=ko= :( :( :( :(

=ko= =ko= =ko= =ko=
მაპატიეთ აბზაცებით რომ არ არის სტროფები .თუ მოგეწონათ კარგია.ამ წუთში
დავწერე .უბრალოა ,მაგრამ გულით თბილად მივესალმები=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გუგუა მოგესალმებით .გულითადი სალამი ფერეიდნელ ქართველებს=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა გამარჯობა გენაცვალე.
ფიცხელამ შენი საიტი მომცა და რა გითხრა არ ვიცი,გავიხარე
თუ თავი დავითრგუნე,ყველაფერი გულთან მივიტანე.
გაფასებ და გეფერები =sher= =mdaa= =mdaa= =mdaa=
=kool= =kool= =kool= =kool= =kool= =kool=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ციცი ძალიან კარგია,ყოჩაღ შენ.=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ფიცხელ ხომ ხედავ რა ჯიუტი გურული ვარ,მაინც ჩავრთე.
დიდი მადლობა.
გუგუა მადლობთ ტექსტისთვის ჭირიმე. =bf= =fff =kool=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი