↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 361 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined18 Nov 2007
Posts27
კარმა50
OFFLINEPROFILE
...ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა,ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე
რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია. ამიტომ ვიდრე ცოცხლები ვართ,ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ
ერთმანეთის სული, თქვენ ჩემი,მე სხვისი, სხვამ სხვისი, და ასე დაუსაბამოდ,
რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ
ამ ქვეყანაზე..ჩხოვრების ჭესმარიტება ისაა,რომ არ მიუტევო საკუთარ თავს და
მიუტევო მოყვასს, ისწავლო ადამიანის სიყვარული, ცხოვრობდე ადამიანებს შორის
და ცხოვრობდე ადამიანისათვის...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
აი, რა უამბო, საიქიოდან მობრუნებულმა ივერიელმა, მეფის ქვრივს:
"მას შემდეგ რაც ჩემი ნატანჯი სული ეშმაკს ვუფეშქაშე, ერთთავად გეენას ცეცხლში ავღმოვჩნდი "დაო" თამარ, ხრჭენად კბილისა, გოდებისა და დაუსრულებელი ტკივილისა ჩემისა....
იმ ქვეყნად ორი ადგილი არსებობს მხოლოდ... ესენია "ჯეჰენემ" და "ჯენეთ"...
არსებობს მესამე ადგილიც, რაც უშუალოდ შუა გზაზეა გახიდული დედამიწასა და საიქიოს შორის, რომლის სახელიც არის ესე "მოსტაჰილ" ანუ ჩვენებურად "მორგი"
სწორედ ამ მორგში იმყოფება სული, მანამ სანამ პირველ საზვერის ზღურბელს არ გადააბიჯებს თავისი ნებით... საზვერის გავლა არავის არ სურს, რადგან ცოდვილია სული და კარგად ხედავ, ყოველ შენს ერთდროს არასწორად გადადგმულ ნაბიჯს...
ეს არის გრძნობა შიშის და სირცხვილის... ეს არის ადგილი სადაც არ არსებობს შეგრძნება სიამაყის...
მორგს ორი მცველი ყავს და ყველაფერი ის რაც შიგნით დევს არის ორ-ორი... ორი სკამი, ორი მაგიდა და ორი წიგნი..
ბიბლია და თორა...
ღმერთი ყველაზე დიდი შემომქმედია ამქვეყნად და ყოველი შემომქმედის ბობლო ნამუშევარია მხოლოდ შედევრი...
ღმერთის ბოლო ნამუშევრად კი ითვლება "ქალი" რადგან ყველაზე ბოლოს შექმნა იგი და ამიტომაც არის უბადლოდ ლამაზი დედამიწის ზურგზე....
სწორედ ამ სილამაზეს შევწირე ჩემი სიცოცხლე დაო თამარ!!! ეს იყო ბიზანტიაში... დიახ ეს იყო ბასილისა...
პირველად მორგში რომ შევაბიჯე, საშინელი სურათი გადამეშალა თვალწინ... ქალი რომელსაც "თორა" ეკავა ხელთ, მის მაგიდასთან მთასავით ვაჟკაცი ესვენა და გამალებით უკითხავდა მას ამ წიგნს...
ჩემთვის, ძალიან გაურკვეველი სიტყვის მანერა და სტილი ქონდა ამ ქალს, რადგან ძალიან მძიმე და რთული ქართულით მეტყველებდა იგი... მაგრამ სიტყვები რაც ყურში ჩამრჩა არის შემდეგი;
"ჩემო ყველავ" "ჩემო სანატრელო" "სულმნათო დავით" "მეფეო დავით" "მადლობთ უფალო"
ამ ისტყვებს სწორედ იმ მთასავით ვაჟკაცს ჩასძახოდა ყურში, მაგრამ მას ცვილით ქონდა "მომცრო" ყურები ამოლესილი და ერთი სიტყვაც არ ესმოდა მისი...
იწვა გაუნძრევლად და თვალები ჰქონდა სველი....
ეს იყო შენი მეუღლე.... ჩემი ძმად ნაფიცი დიდი დავითი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
maxsimas
ძალიან მძიმე და შემაძრწუნებელია
=mdaa= =mdaa= =kool= =kool= =kool=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხალხნო არ არსებობს ჯოჯოხეთი და არც სიცოცხლე არსებობს სიკვდილის შემდეგ ეს ყველაფერი თავისმოტყუებაა და მეტი არაფერი, გირჩევთ წაიკითხოთ ბიბლია, სადაც წერია
მოკვდება კაცი ამოუვა სული და მაშინ გაქრება მისი ფიქრები, რამეთუ შიშველი იბადება ადამიანი და შიშველი მიდის ამ ქვეყნიდან ვერაფერი მიაქვს თან .
ეკლესიასტეს სიტყვები:ამაოება ამაოებათა ,ყოველივე ამაოა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ტელმანი,ღმერთის წინაშე,სამსჯავროზე როდის წარსდგება ადამიანი?!
ყოველივე ამაოა,რადგანაც-"შიშველი იბადება ადამიანი და შიშველი მიდის ამ ქვეყნიდან"-სად?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
maxsimas სურათი აღარ არსებობს

ეხლა თხოვნა როგორც ადმინთან მოაწესრიგეთ რა თუ შეიძლება აბზაცების დაცვაა? პატივისცემით ციცი
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ღმერთის წინაშე,სამსჯავროზე როდის წარსდგება ადამიანი?! ჩემო კარგო მკვდარ ადამიანს რაღა სამსჯავრო უნდა ?თავისი ცოდვები მიცვალებულმა სიკვდილით გაოისყიდა .სიკვდილი არის
უდიდესი სასჯელი, აღარ არსებობ როგორც ინდივიდი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
სუფთა( მიწიერი)ადამიანური გადასახედიდან მკვდარს სამსჯავრო რაღად უნდა,

სიკვდილის შემდეგ ფიზიკურად აღარ არსებობ,ხორცი მიწად იქცევა,მაგრამ სული?
ღრუბლებს შეერევა?:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
1993 წლის 28 იანვარს ბუდაპეშტის ერთ-ერთ სახლში, სადაც მოხუცი დედა და 3 შვილი ცხოვრობდა, ბუხარი ენთო და ღამე ვარსკვლავიან ცაზე კვამლი მოჩანდა. დედამ შვილებს საწოლთან დაუძახა და უთხრა.
- ეხლა რაღაცას გეტყვით და არ შემაწყვეტინოთ. გახსოვთ, 17 წლის წინ მამათქვენი, რომ კვდებოდა, მითხრა: მოგაკითხავ და არ გაძალიანდე, წამომყევიო. მე მგონი უკვე მოდის გოგონებო. . . მალე წავლა და დაგტოვებნთ. აღარ მოვალ. 61 წლის ვარ, მაგრამ რა? რა გავაკეთე ისეთი? წავალ და ადრე თუ გვიან დამივიწყებენ, თითქოს არც ვყოფილვარ ამ ცოდვებით დამძიმებულ დედამიწაზე.
- გთხოვთ, წყალი მომიტანეთ და ფარდები გადაწიეთ, კიდევ ერთხელ მინდა თოვლიან იანვარს შევხედო. ვნახო როგორ ცეკვავს მთვარე ცაზე და როგორ ბაძავენ მას ვარსკვლავები. ლამაზია, ძალიან ლამაზია... ყველაზე მეტად გული იცით რაზე მტკივა? ცხოვრებაში ერთხელ მივდივარ სახლიდან ისე, რომ ვერ გეუბნებით სიტყვას: მოგწერთ... გახსოვთ, ერთხელ ბრიტანეთში მომიწია წასვლა სამი დღით, რომ ჩამოვედი მისაყვედურეთ, რატომ არ მოგვწერეო, არადა ორი წერილი მოგწერეთ... დღემდე არც ერთი არ მოსულა. იქიდან სადაც მივდივარ ვერ მოგწერთ. წერილები იმ ქვეყნიდან არ იგზავნება და რამდენიც არ უნდა ელოდო არ მოვა. წერილები იმ ქვეყნიდან ჯერ არავის მოსვლია. 17 წელი ველოდებოდი, მაგრამ...
- ვხედავ... მამათქვენს ვხედავ, მოდის, წავედი, როგორ მომენატრა... ისე, გოგოებო ელოდეთ წერილებს იმ ქვეყნიდან, იქნებ მოხდეს სასწაული და მოვიდეს. კარგად იყავით... რა კარგია მშვიდად და ტანჯვის გარეშე რომ მივდივარ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში...
ორ დღეში დაკრძალეს დედა და მიაყარეს პირველი მიწა.
მეორე დილით კარებში ორი წერილი შემოფრიალდა. ეს არ იყო წერილები იმ ქვეყნიდან, ეს ბრიტანეთიდან 6 წლის წინ გამოგზავნილი ის ორი წერილი იყო, რომელზეც მათი დედა ლაპარაკობდა. ერთ-ერთ წერილში ეწერა: აქ ძალიან კარგია, მალე თქვენც წაგიყვანთ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
რაღაც ,საოცარი განცდა მიჩნდება შენ ჩანაწერებს, რომ ვკითხულობ. ცხოვრება სიზმარია რომელიც ,როგორც ყველა ზღაპარი მთავრდება და რადგან ღმერთმა ამ ქვეყანაზე მოგვიყვანა. უნდა ვიცოცხლოთ ,მანამ ,სანამ უფალს უნდა .ჩემთვის, ძალიან მძიმეა იმის ფიქრი ,რომ ვიღაცის ხელშია ადამიანის გაჩენაც და წასვლაც ამ ქვეყნიდან .თუნდაც ეს ღმერთი იყოს . გარდაუვალია , მაგრამ არ მინდა ვიფიქრო------

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ნახეთ მაგარი გაკეთებულია=tavfx=

http://www.youtube.com/watch?v=J9PKO5WyPpg

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
zvigeni რომ არ ჩანდი ,მეხომ არ გაგაბრაზე?=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ერთი ეს უნდა ვიკითხო, ჩემს სიკვდილს ვინ იტირებსა,
ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა, საქმეს ვინ გაიჭირებსა?
ამასვე ვფიქრობ და გულიც ამასვე აადვილებსა:
დედის მეტს ჩემი სიკვდილი არავის აატირებსა.
თუმც ნათესავნი, და-ძმანი აღარ აისხმენ ღილებსა,
ცოლიც ძალიან იტირებს, ქვეყანას გააკვირვებსა,
ცოტა ხნის შემდეგ ისიცა სხვისა ჭირს გაალხინებსა,
სუყველას დავავიწყდები, ყველა სხვას დაატირებსა.
მე დედის გულში ვიქნები, ძილსაც ვერ დაიძინებსა,
ვენაცვლე ძუძუთ გამზრდელსა, გულით ეგ დამიტირებსა,
დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა,
ამიტომ გვტანჯავს გამზრდელი, სულმუდამ გვაცოდვილებსა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=C3YrkP2v8-Y

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
რომელი უფრო ძნელია სიკვდილი თუ სიცოცხლე?

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 361 posts ] 
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ
დესპანი