↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
***
შეხედე რა ცაა! -
ეს არის, რაცაა!

შეხედე ამ მხარეს! -
ზღვით დილა გვახარებს!

შეხედე რა ზღვაა!
ო, ეს ზღვა სულ სხვაა:

გულია, მიზაა!
რა ცაა, რა ცაა

=fexfut =kool=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს,
მე შენ მომეცი უწინ პირობა.
შენ იგონებდი შორეულ წარსულს
და როიალიც ჩვენზე ტიროდა.
მიქროდა წამი თანდათანობით,
სულის დაღუპვას ვგრძნობდი წინათაც,
შენ განშორებას უფრო ნანობდი
და თვალში თეთრი ცრემლი ბრწყინავდა.
ნელა წყდებოდა ფოთლები ხეებს
და სადღაც სდუმდა ხე გაძარცული.
შენ იგონებდი გაფრენილ დღეებს
და თვალწინ გედგა ჩვენი წარსული.
ის არ ვიყავი, რასაც ელოდი,
ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს.
მე შეგამჩნიე - იცრემლებოდი
და როიალიც ტიროდა წარსულს.
ჩანდა ღრუბლისგან ცა გაძარცული,
იდგა მიწასთან ღამე გვიანი.
შენ მოგაგონდა ჩვენი წარსული
და მომაჩერდი თვალცრემლიანი.
ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს,
მე შენ მომეცი უწინ პირობა.
შენ იგონებდი შორეულ წარსულს
და როიალიც ჩვენზე ტიროდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს,შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს..
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია,აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია!
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნარგავი,აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი,აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი..
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში,აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში!
აქ გესევა მათხოვრების არმია,აქ სიყალბე უმთავრესი შარმია.
აქ უნიჭო სიმღერები ხიტია,აქ ბებერი ალანში კიდია..
აქ პოეტებს გაურბისან მუზები,აქ გეწსვრიან თუ არ წაიკუზები
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა,აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა..!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ატმის რტოო, დაღალულო რტოო,
ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი,
ქარიშხალი მოდის საიმდროო,
ყვავილების ქარში მიქრის ტბორი.

მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი,
ამ გრიგალში დრო არ არის სხივის,
დაღალული ყვავილი ხარ სუსტი,
ქარი ყივის, ქარი ყივის, ყივის.

ნაპრალებზე გადაიმსხვრევა ნარგი,
ეხლა ზღვაა, ეხლა სისხლის დროა,
თუ გადარჩი, ხომ გადარჩი კარგი...
ატმის რტოო, დაღალულო რტოო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined18 Nov 2007
Posts27
კარმა50
OFFLINEPROFILE
მედი- დიდებულია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
გამეხარდა რომ მოგეწონათ ლექსები.:) ნანანო ვერ ვიპოვე დესპანის პოეტები-ს გვერდი,იქ დიდი სიამოვნებით დავდებდი ჩემს ლექსებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ადამიანს, თუკი რამ გჭირს,ყველა შენი ბრალია,
სხვას ნურავის დააბრალებგეხვეწები ძალიან.
ღმერტმა გონება რომ მოგცა,განსჯა შენი ვალია,
ამიტომაც დაფიქრება საჭიროა ძამია.
სისულელეს რომ ჩავიდენთ,მერე ვნანობთ ამაზე,
მოდით წინსწარ დავფიქრდეთ,ვიაზროვნოდ მანამდე,
ემოციებს აყოლილი მოქმედება მცდარია,სისულელის ჩადენა კი იოლია ძალიან.
ყველა ქცევას,ყველა სიტყვას დაფიქრება სჭირდება,
მაშინ სწორი გადაწყვეტაც მოღებული იქნება.
გონიერი კავი მუდამ ლაღად დადის მიწაზე,სულელი კი მარად ჩივის თავის ბედის წინაშე.
ვიაზროვნოთ,რადგან თავი ისე მხრებზე გვადგია,თორემ ,შემდეგ სინანული გვიანია ძალიან.ლექსი ჩემი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი,ახლაც მინათებს შენი მშვენება,შენგან სევიტყვე,რომ სილამაზეს არ უწერია გადაშენება.

გოგლა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგევხარ ზღვას,
თუ არ შგებრალები და მისთხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,გადავლახავ
ადიდებულ ჭოროზსა და მტკვარს,ცეცხლს გავატან
შენს სამყოფელს,შენს სიყვარულს - ქარს და მოგიკლავ მოღალატევ მაგ ნაფერებ ქმარს.
ცისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგევხარ ზღვას.
კონსტანტინე გამსახურდია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ცისარტყელას ფერები ცაზე გადახატულა,უნაკლოდ და ლამაზად,ნაზად გადარკალურა.
თითქოს მიცქერს,რატომღაც ჩუმად მეჩურჩულება,უხმოდ მინდა გავიგო მარტლა? თუ მეჩვენება.
თითო ფერი რაღაცას მიმანიშნებს თავისად,ერთურთს ეჯიბრებიან,არ აცდიან ლამისა: - ლურჯი
ფერი თითქოსდა დაფიქრებას მავალებს,მწვანე კიდევ სიწყნარით და სიმშვიდით მაკავებს,ყვითელი ხომ სითბოა,მზის სადარი გულისა,ნარინჯისფერს ეკუთვნის სიხარული სულისა,წითელს - რა შეედრება,სიყვარულის სიმბოლოს,იისფერი იას ჰგავს იდუმალს და უმწეოს.ყველას ერთად შეკრებილს
კონა ჰქვია ცარგვლისა,შეჰყურებ და შაჰხარი,იმედია ხვალისა.ლექსი ჩემი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
Medi wrote:
ციტატა:
გამეხარდა რომ მოგეწონათ ლექსები.:) ნანანო ვერ ვიპოვე დესპანის პოეტები-ს გვერდი,იქ დიდი სიამოვნებით დავდებდი ჩემს ლექსებს.
მედი,გადადი ფორუმის სარჩევში.იქ არის თემა-ხელოვნება და კულტურა,სწორედ მაქედან შეხვალ ქვეთავში-დესპანის პოეტები.:)
გამდიდრდება დესპანის ფონდი კიდევ ერთი კარგი პოეტით:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ბინდდება.
შორს ვარ მე ახლა,
შენს აულს დავცქერ ჭოგრითა.
ოჰო, - სტუმარი გეახლათ, -
ნეტავ რა ჩიტი მოფრინდა?..
ცხენდაცხენ იცდის კარშია,
გამოეგებე ცქრიალით.
ვინ არის?
იქნებ ვაჟია!..
ვეღარ ჭრის ჭოგრი ტიალი...
რა უჭირს: -
თქვენთან გაითევს,
მოულხენთ, როგორც მეგობარს,
სანთლად მაგ მზერას აინთებს,
ვახშმად ეგ ღიმიც ეყოფა...
ბინდდება...
ცხვარი დავანდა...
მოსთქვამს ჩანჩქერის ჩქრიალი...
თითქოს ბალახზე დავარდა, -
ფართხალებს გული ტიალი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
საღამო - კანკალი სანთლის,
ირგვლივ დაწოლილი ნისლი.
ფარული წამების ლანდი,
პოეტის ცრემლი და სისხლი.

არ არის ტირილის გარდა
სულისთვის ნუგეში სრული,
შეირხა სიმწარის ფარდა
და ტყეში გაფრინდა გული.

გაიხსნა ვედრების რკალი,
(ზამთარი სიცოცხლეს მართმევს).
ქალაქის ფერმკრთალი ქალი
სარკესთან შეკრთება სადმე.

დავტოვე სურვილი ბევრი,
(ქარია და ზარი კივის),
ციმციმებს სიკვდილის ფერი,
დაეშვა დღეები ცივი.

საღამო - კანკალი სანთლის,
ირგვლივ დაწოლილი ნისლი.
ფარული წამების ლანდი,
პოეტის ცრემლი და სისხლი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე მინდა ჩემი გულის დანახვა,
თუ როგორ იწვის მწუხარე გრძნობით.
სხვები მოდიან და შენ არა ხარ,
გულდაწყვეტილი ხეს მივეყრდნობი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
დავალ ქვეყანაზე, როგორც შერისხული,
შენი ზვარაკია, ღმერთო, ჩემი სული.

დავალ ქვეყანაზე, როგორც ბნედიანი,
ღმერთო, მაპატიე უქმად ხეტიალი.

დავალ ქვეყანაზე, როგორც გაძარცული,
ღმერთო, დააჩქარე ჩემი აღსასრული

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი