|
კვირკობის თვემ მუაწია, ცოლი გამიუგემურდა, თურმე იმის მიზეზია, ბახმაროზე წასვლა უნდა.
აჯი-ბაჯად იარება, ვითომ სისუსტე აფერხებს, წაიქცევა ის წყეული, ზედ შარისკენ გასწევს ფეხებს.
ღამე ძილი არ მაღირსა, ფეხებს ყბაში, რომ გამომდებს, გავაყენებ პოლზე ბრეხას, იმას ბახმარო აბოდებს.
ავხაბაკდი წასასვლელად, სიღარიბეს ვიღან ჩივა, ვინ კითხულობს ჩემ ჯიბაში ფულია, თუ თაგვი ჭყივა.
მივალთ ასე განიერად, შიმშილობას ვერვინ გვამჩნევს, მხოლოდ იმით თუ შეგვამჩნევს, სხვაი რომ ჭამს ჩვენ პირს ვაფჩენთ.
მარა, ცოლის იმედი მაქვს, კერპია და თავს იწონებს, ევიყვანე ბახმაროზე, გოურიე მდიდრის ცოლებს.
მას ვტოვებ და საოჯახოდ მე ვბრუნდები უკან, სახლში, ვიღაც კაცი ვიცანიო, იქვე სტკუცა ხელი მკლავში.
ბოლოს წაველ მოსაკითხად, მინდა ვნახო ჩემი ქალი, დაჯდომოდა იმ კაძახს და . . . გენაცვალოს ჩემი ქმარი.
თვარა, ისე კარგად დამხვდა, როგორც შეეფერებოდა, მხოლოდ ტყეში დავეციო, ტუჩი დანაღველებოდა.
მაგრამ მაინც მოგებული იმ წელიწადს იმით დავრჩი, ქალი მეტად გაჯანსაღდა, შიეძინა ტყუპი ბავშვი.
ყველაფერი მოგვარდა და გული მტკივა ერთ რამეში, ბავშვი მეტად თეთრია და მე სულ არ მგავს სიშავეში.
ვატყობ საქმე ავიტეხე ჩემი თავის საზიანო, ყველაფერი ვარგებულა ცოლის გარდა საზიარო.
|